განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-95-2019წ.
( 100100118002680057)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
01 მარტი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ------ ს-–-ს ძე თ---------ის მიმართ, დაბადებული: 1--- წლის 2--------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 3----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები საჩხერის მ----–----–-------- სოფელი მ------------
აღწერილობითი ნაწილი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული გა--ჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ზ------ თ---------ემ ჩაიდინა უსაფრთხოების წესების დარღვევა სამთო სამუშაოების წარმოებისას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 28 ივნისს ჭიათურის მ----–----–-------- სოფელ დ--------–- შპს "დ--------------"–ის ექსკავატორის მემანქანე ხ---- გ---–------ ქვიშის ღია კარიერზე ახორციელებდა ქვიშის მოპოვებისათვის საჭირო სამუშაოებს. ვინაიდან სამუშაოს წარმოებისას არ იყო გათვალისწინებული საქართველოში მოქმედი საქართველოს სტანდარტის " ს----------- კარიერები, მოთხოვნა უსაფრთხოებისადმი" პუნქტი 4.1.1–ში მითითებული მოთხოვნა, რაც უნდა გაეთვალისწინებინა მენეჯერ ზ------ თ---------ეს, დაახლოებით 16:30 საათზე კარიერის სიმაღლიდან მოულოდნელად ჩამოიშალა ქვიშის მასა და ფუჭი ქანი. მასის დიდი მოცულობის გამო იგი დაეყარა ექსკავატორს, რომელსაც ხ---- გ---–------ მართავდა, კაბინა ჩაიღუნა, მემანქანემ ვერ მოასწრო გადმოსვლა და ხ---- გ---–------ ადგილზე გარდაიცვალა.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის გა--ჩენით ზ------ თ---------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც სსკ-ს 63-64-ე მუხლების თა--ხმად ჩაეთვალა პირობით 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით, თა--მდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის გარეშე;
სააპელაციო საჩივრის მოტივები:
აპელანტი - საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორი ი-–-- გ--–------- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილების შეტა--ს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის გა--ჩენში და ზ------ თ---------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რაც პირობით არ იქნება გამოყენებული. შემდეგ გარემოებათა გამო: გა--ჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო. სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს არ გაითვალისწინა და მხედველობაში არ მიიღო მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი და--შაულებრივი ქმედების ხასიათი და საშიშროება. ზ------ თ---------ის გაუფრთხილებელი ხასიათის და--შაულებრივ ქმედებას შედეგად მოჰყვა ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლის ხელყოფა. მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვლილის ოჯახს მსჯავრდებულმა გაუწია სოლიდური ფინანსური დახმარება, ადამიანის სიცოცხლე შეუფასებელია. სამუშაოთა წარმოების დროს უსაფრთხოების წესების ჯეროვნად დაცვას არსებითი მნიშვნელობა აქვს, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, ვინაიდან ყველა ადამიანს უფლება აქვს იშრომოს მისთვის უსაფრთხო გარემოში. დანიშნული სასჯელი ნაკლებად მკაცრია და არ შეესაბამება ჩადენილ ქმედებას და ვერ იქნება შემაკავებელი ბერკეტი მსჯავრდებულისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ახალი და--შაულის ჩადენა და მიღწეულ იქნას სასჯელის მიზნები.
აპელანტი - მსჯავრდებული ზ------ თ---------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის გა--ჩენში ცვლილების შეტა--ს და დანიშნული სასჯელის - გამოსაცდელი ვადის 02 წლამდე შემცირებას. შემდეგ მოტივებზე მითითებით: გამოძიების დაწყებისთა--ვე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ და--შაულს, წარსულში არ არის ნასამართლევი, შერიგებული არის დაზარალებულთან და კომპესაციის სახით გადაუხადა სოლიდური თანხა.
სამოტივაციო ნაწილი:
გასაჩივრებული გა--ჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააა--ლიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ პროკურორის და მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გა--ჩენი დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ზ------ თ---------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, და--შაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულის უფლებამონაცვლის: ქ----- გ---–------ს გამოკითხვის ოქმით, მოწმეების: შ--–-- ა-------ის, ზ------ ბ------ის, ი----- ბ-----ის და ნ------- რ-------ის გამოკითხვის ოქმებით, დათვალიერების ოქმებით, საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნით, გარდაცვლილ ხ---- გ---–------ს სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ზ------ თ---------ის ქმედებას გასაჩივრებული გა--ჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, გა--ჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრებითაა სადავოდ გამხდარი.
მსჯავრდებულ ზ------ თ---------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას თა--ზომიერების პრინციპიდან გამომდინარე კანონით განსაზღვრული ნორმები ლეგიტიმურ მიზანს, გამოსადეგობას და პროპორციულობას უნდა ემსახურებოდეს. პროპორციულობა - კონსტიტუციურობის უნივერსალური კრიტერიუმია. სასჯელის მიზნები კი თავისებური ორიენტირია სასამართლოსათვის სასჯელის დანიშვნისას.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი და--შაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (აღიარა და მოინანია ჩადენილი და--შაული, ითა--მშრომლა გამოძიებასთან); სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, სამართლიანობის აღდგენის და ახალი და--შაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ზ------ თ---------ის მიმართ დანიშნული სასჯელის როგორც გამკაცრების, ასევე შემსუბუქების საფუძველი. შესაბამისად გასაჩივრებული გა--ჩენი ზ------ თ---------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორის ი-–-- გ--–-------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
მსჯავრდებულ ზ------ თ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის გა--ჩენი დარჩეს უცვლელი.
ზ------ თ---------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც სსკ-ს 63-64-ე მუხლების თა--ხმად ჩაეთვალოს პირობით 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით, თა--მდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის გარეშე;
საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულს დაეკისროს მოვალეობა _ პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მსჯავრდებულ ზ------ თ---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს; გა--ჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას ნ-------- თ---------ის (პ/ნ 3----------) და ა-- ს------–ის (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომლის საკადასტრო მონაცემებია: სარეგისტრაციო ზონა საჩხერე 35, სექტორი არგვეთი 10, კვარტალი 62, ნაკვეთი 316, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო - სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 2------ კვ/მეტრი, მესაკუთრეები: ნ-------- თ---------ე (პ/ნ 3----------) და ა-- ს------–ი (პ/ნ 3----------) მისამართი: რაიონი საჩხერე, სოფელი მ------------
გა--ჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე