განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-61-2019წ.
(820100118002678418)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 თებერვალი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ----- ი-----–-ს ძე შ----ის მიმართ, დაბადებული: 1--- წლის 0- სექტემბერს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ხ---–--ს რაიონი, სოფელი პ---------.
აღწერილობითი ნაწილი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ზ----- შ----ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მისივე ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით. რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის აგვისტოს თვიდან 2018 წლის 19 აგვისტომდე პერიოდის ჩათვლით, ხ---–--ს მუნიციპალიტეტის სოფელ პ--------–ი მდებარე საცხოვრებელ სახლში და ამავე მუნიციპალიტეტის მთა ზ-----------–-–- ყოფნისას, ეჭვიანობისა და ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას ზ----- შ----ე, არასრულწლოვანი შვილის, დ----- შ----ის თანდასწრებით სისტემატიურად შეურაცხყოფდა, ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, აშანტაჟებდა და ამცირებდა თავის ოჯახის წევრს, მეუღლეს თ----–- ი------ეს, რაც იწვევდა დაზარალებულის ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენით ზ----- შ----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 220 (ორას ოცი) საათის ვადით.
ზ----- შ----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი რ----- ბ---–----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენში, სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ზ----- შ----ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას. შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი, სასჯელის ნაწილში არის დაუსაბუთებელი და უსამართლო. სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული ზ----- შ----ის პიროვნება, ასევე ის გარემოება, რომ მსჯავრდებულის არასრულწლოვანი შვილი არის მოწმე იმისა თუ როგორ აყენებდა ზ----- შ----ე მის მეუღლეს შეურაცხყოფას. ამდენად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელით ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ზ----- შ----ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ზ----- შ----ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ თ----–- ი------ეს ჩვენებით, ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ზ----- შ----ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ზ----- შ----ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის რ----- ბ---–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ზ----- შ----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 220 (ორას ოცი) საათის ვადით.
ზ----- შ----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე