განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100118002288388
საქმე №1/ბ-445-2018 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
6 თებერვალი, 2019 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე
პროკურორის - დ----- კ-------–ის
ადვოკატის - კ---- ჯ-----ს
მსჯავრდებულის - ი-----–- ო--–---–ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი-----–- ვ-–-ს ძე ო--–---–ის მიმართ, დაბადებული 2---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი N2----------, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: თერჯოლა, ლ----–--ის ქ. N14, ფაქტობრივად მცხოვრები: ქობულეთი, შ-------------–-----------------–--–--------, N16;
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ი-----–- ო--–---–მა ჩაიდინა:
- ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ;
- ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგში:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (სსკ-ის 273-ე მუხლით) ნასამართლევმა ი-----–- ო--–---–მა, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით 0,01569 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინს’’, რომელიც 2017 წლის 23 დეკემბერს, ქ. ქობულეთში, რ---------–------------------–------------ის, კერძოდ, ქობულეთის N- ბაგა-ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიციის მუშაკების მიერ იქნა ამოღებული პირადი ჩხრეკის შედეგად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით ნასამართლევმა ი-----–- ო--–---–მა ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება - ოპიუმის ჯგუფი, მეტადონი, მეტამფეტამინი, რაც დაუდგინდა 2017 წლის 23 დეკემბერს ნარკოტიკულ თრობაზე შემოწმების დროს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის განაჩენით ი-----–- ო--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - ჯარიმა 3000 ლარი; სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 06 წლის ვადით. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ი-----–- ო--–---–ს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა, წინა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1-------ს განაჩენით, ი-----–- ო--–---–ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი (თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით); საქართველო სსკ -ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა, წინა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი-----–- ო--–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
ამავე განაჩენით, ი-----–- ო--–---–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვა 10 წლის ვადით.
მსჯავრდებულ ი-----–- ო--–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 23 დეკემბრიდან.
2. სააპელაციო საჩივრის მოტივები:
აპელანტი - მსჯავრდებულ ი-----–- ო--–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატი კ---- ჯ----- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის განაჩენში ი-----–- ო--–---–ის მიმართ, მას განესაზღვროს ნაკლებად მკაცრი სასჯელი, ასევე ნაკლები ვადით შეეზღუდოს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 05 წლის ვადით ჩამორთმეული მართვის უფლება, ვინაიდან ი-----–- ო--–---–ი არის ოჯახის ერთადაერთი მარჩენალი და სატრანსპორტო საშუალების მეშვეობით იღებს გარკვეულის სახის შემოსავალს, ასევე დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულისათვის დანიშნული ძირითადი სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - მსჯავრდებულ ი-----–- ო--–---–ს და მისი ინტერესბის დამცველ ადვოკატს კ---- ჯ-----ს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორს დ----- კ-------–ს, რომელიც არ დაეთანხმა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა ი-----–- ო--–---–ის მიმართ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
3. პირველი ინსტანციის სასამართოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ი-----–- ო--–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ი-----–- ო--–--–ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლითა და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,ე’’ ქვეპუნქტებით დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: ჯ-------------–--–---–------------------------------------–------------------------–---- ჩვენებებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, ნარკოლოგიური შემოწმების დასკვნით, პირადი ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალებით, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 0---------- განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 0---------- განაჩენით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2--------------- განაჩენით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1-------ს განაჩენით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 1-------------- განჩინებითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ი-----–- ო--–---–ის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლითა და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით; განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი.
სააპელაციო პალატა ი-----–- ო--–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღრისას მხედველობაში მიიღო ი-----–- ო--–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, დამნაშავის პიროვნება და წარსული, სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ ი-----–- ო--–---–ის მიმართ ადგილი აქვს დანაშაულის რეციდივს (საქართველოს სსკ-ის 58 მუხლი), ასევე დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში და აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით მას სწორად განუსაზღვრა სასჯელი, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ ი-----–- ო--–---–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემსუბუქების კანონით გათვალისწინებული საფუძველი არ არსებობს.
სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ი-----–- ო--–---–ის მიმართ ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთმეული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების უფრო მცირე ვადით ჩამორთმევის თაობაზე და განმარტავს, რომ ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი მე-3 მუხლი იმპერატიულად განსაზღვრავს ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ გარკვეული უფლებების ჩამორთმევის ვადას, ამასთან, ამავე მუხლის 41 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირება ან, განსაკუთრებულ შემთხვევაში, უფლებების ჩამორთმევისაგან სრულად გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში, რასაც ი-----–- ო--–---–ის შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი ი-----–- ო--–---–ის მიმართ კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია, რის გამოც უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ი-----–- ო--–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის კ---- ჯ-----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სამართლოს 2018 წლის 14 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ი-----–- ო--–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი ) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ი-----–- ო--–---–ს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს წინა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1-------ს განაჩენით ი-----–- ო--–---–ის მიმართ დანიშნული პირობითი მჯავრი.
საქართველოს სსკ -ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1-------ს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ი-----–- ო--–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ი-----–- ო--–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 23 დეკემბრიდან.
ი-----–- ო--–---–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით.
ნივთიერი მტკიცებულება - ი-----–- ო--–---–ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საქართველოს შსს ქობულეთის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, კანონით დადგენილი წესით;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე