განაჩენი

სისხლის სამართლის 07.02.2019
საქმის ნომერი
050100118002270445
ინსტანცია
თარიღი
07.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 050100118002270445

საქმე №1/ბ-671-2018 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

07 თებერვალი, 2019 წ. ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

თავმჯდომარე - მარინა სირაძე

მოსამართლეები: მარინე იმერლიშვილი

მაკა გორგოძე

 

სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე

 

პროკურორის - მ------ ნ--------ის

ადვოკატის - მ-------- გ---------ის

მსჯავრდებულის - თ-------ე ქ------ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის თ-------ე შ---ის ძე ქ------ის მიმართ, დაბადებული: 0--------- წ.პირადი ნომერი: 3----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლება, დასაოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები: ოზურგეთი, სოფელი მ--------ი;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ-------ე ქ------ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

თ-------ე ქ------ე 2017 წლის 11 დეკემბერს იმყოფებოდა ქალაქ ოზურგეთში ბ-----ს ქუჩაზე მცხოვრებ ი----- გ--------ესთან, რომელთანაც საღამოთი სუფრის მსვლელობის დროს მიიღო ალკოჰოლური სასმელი. სუფრის მსვლელობის დროს თ-------ე ქ------ესა და ი----- გ--------ეს შორის მოხდა შელაპარაკება ალკოჰოლური სასმ--–-- მიღებასთან დაკავშირებით. უკვე 12 დეკემბერს, დაახლოებით 01:00 საათზე თ-------ე ქ------ე და ი----- გ--------ე გამოვიდნენ ფეხით ბ-----ს ქუჩაზე, სადაც კვლავ გაგრძელდა შელაპარაკება მათ შორის ალკოჰოლური სასმ--–-- მიღებასთან დაკავშირებით. შელაპარაკების დროს, თ-------ე ქ------ემ, მის ხელთ არსებული დანა, განზრახ მოკვლის მიზნით დაარტყა ი----- გ--------ეს გულმკერდისა და მარცხენა ბარძაყის არეში. ი----- გ--------ეს თ-------ე ქ------ის მიერ დანის დარტყმის შედეგად განუვითარდა გულმკერდის მარცხენა ნახევარში 9-10 ნეკნების დონეზე ნაკვეთ ნაჩხვლეტი ჭრილობა ზომით 3X1სმ-ზე შემავალი გულმკერდის ღრუში ფილტვის დაზიანებით, ჰემოპნევმოთორაქსი და ნაკვეთი ჭრილობა მარცხენა ბარძაყის არეში. ი----- გ--------ე მიღებული დაზიანებების გამო გადაყვანილ იქნა შპს "მ-----–---"-ს ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში და დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად შესაძლებელი გახდა მისი სიცოცხლის შენარჩუნება.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყევტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ თ-------ე ქ------ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 სექტემბრის განაჩენით თ-------ე ქ------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე, იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა 03 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2017 წლის 14 დეკემბრიდან.

 

3. სააპელაციო საჩივრის მოტივები

 

აპელანტი - ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი მ------ ნ--------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 სექტემბრის განაჩენში, თ-------ე ქ------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლი და განესაზღვროს ამ მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი.

 

ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი თ-------ე ქ------ის სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობის შესახებ უკანონო და დაუსაბუთებელია, ქმედების განზრახ მკვლელობის კვალიფიკიაციისათვის უნდა დადგინდეს ჰქონდა თუ არა მსჯავრდებულს განზრახვა მოეკლა ადამიანი, აღნიშნული გარემოება უნდა დადგინდეს მისი ქმედებით დანაშაულის ჩადენამდე და ჩადენის შემდეგ., ასევე მიყენებული ჭრილობის ლოკალიზაციით და სიმიძიმით, ქმედებასა და დამგდარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირით. თ-------ე ქ------ის მიერ ი----- გ--------ის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულ ი. გ--------ის ჩვენებით, მოწმე ვ. შ----------ის ჩვენებით, ავადმყოფობის ისტორიითა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ფოტოილუსტრაციით, ბიულოგიური ექსპერტიზის და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით. აღნიშნული მტკიცებულებებით დგინდება, რომ თ-------ე ქ------ის ქმედება ჩადენილია პირდაპირი განზრახვით, რადგან მას ჰქონდა კონკრეტული მოტივი ი----- გ--------ის სიცოცხლის მოსპობისა და მას გამიზნულად დაარტყა დანა გულმკერდისა და მარცხენა ფეხის არეში, რის შემდეგაც ჩათვალა რა თავისი განზრახვა სისრულეში მოყვანილად, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება, არ გაითვალისწინა ბრალდების მხარის მოსაზრებები და მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.

 

დაცვის მხარეს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ------ ნ--------ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

მსჯავრდებულ თ-------ე ქ------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს მ-------- გ---------ეს, რომლებიც არ დაეთანხმნენ პროკურორის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს თ-------ე ქ------ის მიმართ.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნა წ ი ლ ი:

 

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი თ-------ე ქ------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს დაზარალებულმა ი----- გ--------ემ განმარტა, რომ 2017 წლის 11 დეკემბერს, შვილი ნ-----–---- გ--------ე, მოათავსეს საავადმყოფოში, სადაც რამდენჯერმე იყო მისული. საღამოს სახლში დაბრუნდა ვ--–------ შ----------ესთან ერთად. სახლში დაიწყეს ალკოჰოლური სასმ--–-- დალევა. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მათთან მივიდა თ-------ე ქ------ე. დაახლოებით ერთი ლიტრი არაყი ექნებოდათ მიღებული, როდესაც თ-------ე მივიდა მათთან. თ-------ემ სუფრის მსვლელობისას დაახლოებით 4-5 ჭიქა დალია. ვინაიდან არაყი აღარ ჰქონდათ, ვ--–------ შ----------ე წავიდა მაღაზიაში არაყის შესაძენად, ხოლო თვითონ, თ-------ესთან ერთად დარჩა. საავადმყოფოში მოთავსებული ნ-----–----ის ნახვის მიზნით, გამოვიდნენ სახლიდან და წავიდნენ საავადმყოფოს მიმართულებით. დაახლოებით 100 მეტრი ექნებოდათ გავლილი და თ-------ემ უთხრა, რომ არ უნდა დაელია ალკოჰოლური სასმელი, რადგან ბავშვი საავადმყოფოში ჰყავდა. თ-------ე ასაკით უმცროსი იყო და არ ესიამოვნა შენიშვნა, რომ მისცა, რის გამოც არაერთხელ მიაყენა თ-------ეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ფიზიკურად პირველად თავად შეეხო და მაისური შემოახია. თ-------ე ფიზიკურად მას ვერ მოერეოდა. ი----- გ--------ემ აღნიშნა, რომ თ-------ეს ხელში, ჩხუბის დროს დაინახა დანა, არ იცოდა აპირებდა თუ არა თ-------ე დანის დარტყმას და მოკიდა ხელი, დაიწყეს ჭიდაობა და ზუსტად რა დროს მოხვდა დანა არ ახსოვდა, რადგან გონება დაკარგა. ჩხუბის მომენტში, მათ გარდა, შემთხვევის ადგილას, არავინ იმყოფებოდა და არც ვ--–------ შ----------ე დაუნახავს. ი----- გ--------ემ აღნიშნა, რომ თ-------ე ქ------ე მას სასიკვდილოდ არ გაიმეტებდა და განმარტა, რომ თ-------ე ქ------ესთან კონფლიქტი არასდროს ჰქონდა, ერთმანეთთან კი ამჟამად ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ.

 

სასამართლო სხდომაზე, საჯაროდ, წაკითხულ ვ--–------ შ----------ის ჩვენებით თანახმად ირკვევა, რომ 2017 წლის 11 დეკემბერს მივიდა ი----- გ--------ეს სახლში, სადაც იმყოფებოდა ი-----ის ცოლის და ნ----- და ბავშვი. დალიეს სამი ჭიქა არაყი და წავიდნენ საავადმყოფოში ი-----ის ცოლ-შვილის მოსანახულებლად. საავადმყოფოში ნახეს ი-----ის ცოლის ძმა თ-------ე. საავადმყოფოდან, ი-----თან და თ-------ესთან ერთად ტაქსით წავიდა ი-----ის სახლში, სადაც ი-----ის ცოლის დამ მოამზადა სუფრა და დასხდნენ ალკოჰოლური სასმ--–-- დასალევად. ვ--–------ შ----------ის განმარტებით, რადგან სრულად დალიეს ი-----ის სახლში არსებული არაყი, დააპირა მაღაზიაში წასვლა არაყის შესაძენად. აღნიშნულზე თ-------ემ უთხრა ი-----ს, რომ ბავშვი საავადმყოფოში წევდა და არ უნდა დამთვრალიყო. ი-----მა უპასუხა თ-------ეს, რომ ორჯერ იყო საავადმყოფოში და შვილს ყურადღებას აქცევდა. ვ--–------ შ----------ე ჩვენებაში აღნიშნავს, რომ წავიდა არაყის მოსატანად, თუმცა მაღაზია დაკეტილი დახვდა და დაბრუნდა. ი-----ის სახლიდან დაახლოებით 100 მეტრში დაინახა თ-------ე ქ------ე და ი----- გ--------ე, რომლებიც კამათობდნენ. თ-------ე ეუბნებოდა ი----- გ--------ეს, რომ ბავშვი ცუდად ჰყავდა და არ უნდა დამთვრალიყო. ი-----მა უპასუხა, რომ თ-------ეს საქმე არ იყო ის დალევდა თუ არა და ჭკუის სწავლებას არ საჭიროებდა. როდესაც მიუახლოვდა მათ, თ-------ე და ი-----ი იდგნენ პირისპირ, თ-------ეს მარჯვენა ხელში ეჭირა დანა და მოუქნია ი-----ს, რომელსაც დანა დაარტყა მარცხენა ფეხში. კვლავ მოუქნია თ-------ემ დანა ი-----ს და გულმკერდის არეში დაარტყა. ამ მომენტში ი-----მა თ-------ეს ერთი ხელით ხელი დაუჭირა და მეორე ხელით ჩამოახია საყელო. თავად კი ხელი კრა თ-------ეს, რომელიც გაიქცა, ხოლო ი----- გ--------ე წაიქცა და ითხოვდა დახმარებას. თავადაც დაიწყო საშველად მოხმობა და მათ ყვირილზე გამოვიდნენ მეზობლები. სასწრაფო დახმარების მისვლის შემდგომ კი დაჭრილი გადაიყვანეს საავადმყოფოში.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო -ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, წარმოდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემებით ი----- გ--------ე 12.12.2017წ. მიღებულ დაზიანებებთან დაკავშირებით მიყვანილ იქნა შპს "მ-----–---" ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში და აღენიშნებოდა - გულმკერდის ღრუში მარცხნივ შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, ჰემოპნევმოთორაქსი, მარცხენა ბარძაყის მიდამოს ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა. არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის/საგნების ზემოქმედებით. გულმკერდის არეში არსებული ჭრილობა მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. მარცხენა ბარძაყის არეში არსებული ჭრილობა მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, ექსპერტმა ღ-------- უ-----–---–-ა განმარტა, რომ ექსპერტიზა ჩაატარა გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე და დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო -ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის მიერ გაცემული ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N 0-------- დასკვნით, სეროლოგიური და გენეტიკური კვლევის შედეგად და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა რომ პაკეტში წარწერით: "...ი----- გ--------ის სისხლის ნიმუში..." მოთავსებული სისხლი (ობ. N--- მიეკუთვნება A-------------.

- პაკეტში, წარწერით: "...ი----- გ--------ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე. ბ-----ს ქ-ზე საავტომობილო გზის მარჯვენა გვერდულიდან ამოღებული დასაკეცი დანა..." მოთავსებულ დანის პირზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N-) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ი----- გ--------ეს (ობ. N 1--, ხოლო დანის ტარზე არსებული ბიომასალის (ობ.N 2) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის თ-------ე ქ------ეს (ობ. N---. პაკეტი, წარწერით: "...თ-------ე ქ------ისაგან აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში..."), ხოლო მინორული წილი არაინფორმატიულია.

- პაკეტში, წარწერით: "პულოვერი" მოთავსებულ პულოვერზე არსებული მოყავისფრო (ობ. N3) და მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ.N4) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი----- გ--------ეს (ობ. N 1--.

- პაკეტში წარწერით: "...თ-------ე ქ------ის ჯინსის შარვალი..." ჯინსის შარვალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ. N 5) და მოყავისფრო ლაქა (ობ. N 6) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი----- გ--------ეს (ობ. N 1--.

- პაკეტში წარწერით: "...შავი ფერის ქუდი..." მოთავსებულ ქუდზე არსებული ბიომასალის (ობ. N 7) და ქუდიდან ამოღებული თმების (ობ. N 8) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის თ-------ე ქ------ეს (ობ. N---).

- პაკეტში, წარწერით: "...მოწითალო მოყავისფრო ლაქის ნიმუში..." მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირის ბამბიან ბოლოზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ. N 9) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი----- გ--------ეს (ობ. N 1--.

- პაკეტში წარწერით:"...ი----- გ--------ის ტანსაცმელი..." მოთავსებულ ქურთუკზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო დანაშრევებიანი ლაქა (ობ. N-0), შარვალზე (ობ. N11), ჟაკეტზე (ობ. N 12), პულოვერზე (ობ. N 13), მაისურზე (ობ. N 14) და ფეხსაცმელებზე (ობ. N 15, 16) არსებული მოყავისფრო და მოწითალო-მოყავისფრო ლაქები, წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N 10-14-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი----- გ--------ეს (ობ. N 1--, ხოლო ობ. N 1------ში გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, ექსპერტმა ნ--- ნ------–---–-ა განმარტა, რომ ექსპერტიზა ჩაატარა გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე და დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო -ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N 0-------- დასკვნით, 1. (2). ბრალდებულ თ-------ე ქ------ის პულოვერზე ი----- გ--------ის ტანსაცმლის ქსოვილის შემადგენელი ბოჭკოები არ აღმოჩნდა.

- ბრალდებულ თ-------ე ქ------ის ჯინსის შარვალზე აღმოჩენილ არათანაბრად შეღებილ, მკვეთრი ლურჯი ფერის ბამბის ბოჭკოებს და ი----- გ--------ის ჯინსის შარვლის და ქურთუკის ქსოვილის შემადგენელ ანალოგიურ ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილება.

- თ-------ე ქ------ის შარვალზე ი----- გ--------ის დანარჩენი ტანსაცმლის ქსოვილის შემადგენელი ბოჭკოები არ აღმოჩნდა.

- ი----- გ--------ის ტანსაცმლის გამოკვლევა, მათი ზედაპირიდან უცხო ბოჭკოების აღმოჩენის მიზნით, არ ჩატარებულა კვლევით ნაწილში მითითებული მიზეზების გამო.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, ექსპერტმა თ------- მ---–--ემ განმარტა, რომ ექსპერტიზა ჩაატარა გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე და დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო -ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი დანის ზედაპირზე გამოვლინდა სუსტად ხილვადი დვრილოვანი ხაზების კვლები, ფრაგმენტების და ნაწყვეტების სახით, რომლებიც პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, ექსპერტმა ბ---- ნ------ემ განმარტა, რომ ექსპერტიზა ჩაატარა გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე და დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, 1. ფუთაში წარწერით "თეთრი ფერის პულოვერი" მოთავსებულ პულოვერზე დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზირებულ მიდამოებში არსებული დაზიანებები განვითარებულია ხევით მექანიკური (შესაძლოა ფიზიკური) ძალის ზემოქმედების შედეგად. 10. "ი----- გ--------ის" წარმოდგენილი ტანსაცმლიდან (ჯინსის ქურთუკი; ჟაკეტი; გრძელსახელოებიანი პულოვერი; მოკლესახელოებიანი მაისური; ჯინსის შარვალი; ქამარი; ერთი წყვილი ფეხსაცმელი) ჯინსის ქურთუკზე; ჟაკეტზე; გრძელსახელოებიან პულოვერზე; მოკლესახელოებიან მაისურზე; ჯინსის შარვალზე დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზირებულ მიდამოებში არსებული - ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად, ჭრით მიყენებული დაზიანებების განვითარების შესაძლებლობა არ გამოირიცხება წარმოდგენილი დანით. ქამარს; ერთ წყვილ ფეხსაცმელს დაზიანება არ აღენიშნება. 11. გამოსაკვლევად წარმოდგენილი დანა მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, ექსპერტმა ე-–------ კ------–--ემ განმარტა, რომ ექსპერტიზა ჩაატარა გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე და დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები.

 

მსჯავრდებულმა თ-------ე ქ------ემ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს, თავი დამნაშავედ არ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ ი----- გ--------ე არის მისი დის ქმარი. 2017 წლის 11 დეკემბერს სტუმრად მივიდა ი----- გ--------ესთან სახლში, სადაც სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელს. მათთან ერთად სუფრასთან იმყოფებოდა ვ--–------ შ----------ე. სუფრასთან ი----- გ--------ესთან კონფლიქტს არ ჰქონდა ადგილი, მხოლოდ ერთხელ უთხრა ი-----ს, რომ ბევრი არ დაელია ალკოჰოლური სასმელი. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ადგა სუფრიდან და გავიდა გარეთ, სადაც ხელში დანას ათამაშებდა. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ გარეთ გავიდა ი----- გ--------ე, რომელსაც კვლავ უთხრა, რომ არ დაელია ალკოჰოლური სასმელი. თ-------ე ქ------ემ აღნიშნა, რომ მისმა სიძემ არ მიიღო მისი ნათქვამი და დაიწყეს ჩხუბი. ჭიდაობის დროს ი----- გ--------ეს, კისერზე ჰქონდა ხელი მოჭერილი, სურდა მისგან თავის დაღწევა, რის გამოც დანის პირს დაადო თითი, რადგან არ უნდოდა ჭრილობა, რომ ღრმა ყოფილიყო და ი----- გ--------ეს დაარტყა დანა ფეხზე. აღნიშნულის შემდეგ კვლავ წავიდა ი----- გ--------ე, მისი მიმართულებით და გაგრძელდა ჭიდაობა, რის გამოც არ ახსოვდა ზუსტად რა ვითარებაში მიადგა ი----- გ--------ეს ჭრილობა გულმკერდის არეში. თ-------ე ქ------ის მითითებით, ჭიდაობის შემდეგ დაინახა, რომ ი-----ი იყო ჩაცუცქული, მივიდა და ჰკითხა თუ რა ჭირდა. ი-----მა ცუდად ამოისუნთქა, რის გამოც გაიქცა და მეზობლებს დაუძახა დასახმარებლად. დაზიანების მიყენების მიზეზი იყო ი----- გ--------ისაგან მომდინარე საფრთხის დაძლევა. თ-------ე ქ------ემ აღნიშნა, რომ ი----- გ--------ე მიაჩნდა ძმად და წარსულში მათ შორის კონფლიქტი არ არსებობდა. თ-------ე ქ------ემ აგრეთვე განმარტა, რომ ი----- გ--------ისათვის დაზიანებების მიყენების მომენტში, მათ გარდა, შემთხვევის ადგილას არავინ იმყოფებოდა.

 

საქმეში ასევე წარმოდგენილია მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეული მტკიცებულებები, კერძოდ: მოწმეების: მ--–--ი ნ--------ის, დ-------- ა--------ის, ბ---- ტ------ის, ე---------ე უ----–--ის, რ-----ი გ--------ის, ზ----- ს--------–--ის, ნ----- ბ------–---–ის, ო----- კ-------ის, ა------ ვ----–--ის, გ--–- ხ-----------ის, მ------ შ-----ის და ლ--- გ--------–---–ის ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ფოტოილუსტრაცია, ი----- გ--------ის ტანსაცმლის ამოღების ოქმი, თ-------ე ქ------ის ტანსაცმლის ამოღების ოქმი, ექსპერტიზის დასკვნები, ნივთმტკიცებები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, ობიექტური მხრივ, იგი გამოიხატება როგორც მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში. ამასთან, დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია კანონით გათვალისწინებული მძიმე შედეგის ან კონკრეტული საფრთხის დადგომა, რომელიც მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს დამნაშავის ქმედებასთან. სუბიექტური მხრივ, ეს დანაშაული განზრახია. მისი ჩადენა შეიძლება როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით. სსკ-ის 117-ე მუხლს მკვლელობის მცდელობისაგან განზრახვის მიმართულება განასხვავებს, რომლის დასადგენად მნიშვნელოვანია ზოგადად დამნაშავისა და მსხვერპლის ურთეირთდამოკიდებულების სწორი შეფასება, დაზიანების მიყენების მომენტში თითოეულის ქმედება და შემდგომი ქცევა, ასევე თვით საქმეში მონაწილე პირების ჩვენებები, მიყენებული დაზიანების ხასიათი და არაერთგზისობა.

 

მხარეთა შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ი. გ--------ემ ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო, მიიღო 2017 წლის 11 დეკემბერს თ. ქ------ის მიერ დანის დარტყმით.

 

გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას, რომ არ დასტურდება თ. ქ------ის განზრახი ქმედება, მიმართული ი. გ--------ის სიცოცხლის მოსპობისაკენ და ხაზს უსვამს როგორც დაზარალებულის, ისე მსჯავრდებულის ქცევას კონფლიქტის წარმოშობის მომენტიდან დანაშაულის დამთავრებამდე.

 

პალატა ერთხელ კიდევ ყურადღებას მიაპყრობს საქმეზე დაკითხულ დაზარალებულ ი. გ--------ის ჩვენებას, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ მას არ ესიამოვნა თ. ქ------ის მხრიდან შენიშვნა, რის გამოც არაერთხელ მიაყენა მას სიტყვიერი შეუარცხყოფა, ფიზიკურად პირველად თვითონ შეეხო და მაისური შემოახია. მისივე ჩვენებით, თ. ქ------ე მას ფიზიკურად ვერ მოერეოდა, ჩხუბის დროს მის ხელში დაინახა დანა, თუმცა არ იცოდა აპირებდა თუ არა თ. ქ------ე დანის დარტყმას და მოკიდა ხელი მას, დაიწყეს ჭიდაობა და ზუსტად არ დროს მოხდვა დანა, არ ახსოვს, რადგან გონება დაკარგა. ი.გ--------ის ჩვენებით ჩხუბის მომენტში, მათ გარდა, შემთხვევის ადგილას არავინ იმყოფებოდა. თ. ქ------ე მას სასიკვდილოდ არ გაიმეტებდა, მათ კონფლიქტი არასოდეს ჰქონიათ და ერთმანეთთან ახლაც ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. თვით მსჯავრდებულ თ. ქ------ის განმარტებით, დაზიანების მიყენების მიზეზი იყო ი.გ--------ისაგან მომდინარე საფრთხის დაძლევა. წარსულში მათ შორის კონფლიქტი არ არსებობდა. მსჯავრდებულის განმარტებით, ი. გ--------ისათვის დაზიანებების მიყენების მომენტში, მათ გარდა, შემთხვევის ადგილას არავინ იმყოფებოდა.

 

საქმეზე დაკითხული დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებით და პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე წერილობითი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ თ. ქ------ესა და ი. გ--------ეს ერთმანეთთან ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, რომ კონფლიქტი არასოდეს ჰქონიათ 2017 წლის 11 დეკემბრამდე. დადგენილია ასევე, რომ დაზარალებულმა პირველმა დაარტყა ხელი მსჯავრდებულს. აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულმა და დაზარალებულმა თავიანთ ჩვენებებში კატეგორიულად გამორიცხეს, რომ თ. ქ------ეს ქმედების ჩადენის დროს ი. გ--------ის მკვლელობის განზრახვა ამოძრავებდა.

 

სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული მოწმე ვ. შ----------ის ჩვენება ვერ იქნება გაზიარებული, რადგან იგი ეწინააღმდეგება თ-------ე ქ------ის და ი----- გ--------ის, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ჩვენებებს, ამასთან, საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება (სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული ჩვენება).

 

ამდენად, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას თ. ქ------ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლზე გადაკვალიფიცირების შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის ქმედება არ წარმოადგენს განზრახ მკვლელობის მცდელობას და არ შეიცავს ამ დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა თ-------ე ქ------ის ქმედებას საქართველოს სს-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანია და იგი უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გამო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ------ ნ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

თ-------ე ქ------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

თ-------ე ქ------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ თ-------ე ქ------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 14 დეკემბრიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები:

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქა, პულოვერი, ნაჭრის კეპიანი ქუდი, დასაკეცი დანა, რომელიც ინახება გურიის პოლიციის დეპარტამენტში, განადგურდეს.

- ნ--–- ც-–--–--ისგან ამოღებული ი----- გ--------ის ტანსაცმელი (სპორტული კეტი, ჯინსის შარვალი, ჯინსის ქურთუკი, სვიტერი, მაისური, მოსასხამი ე.წ. ჟაკეტი), რომლებიც ინახება გურიის პოლიციის დეპარტამენტში, დაუბრუნდეს ი----- გ--------ეს.

- ი----- გ--------ისაგან ამოღებული სისხლის ნიმუში, თ-------ე ქ------ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში და ხელის ანაბეჭდის ნიმუში, განადგურდეს.

- თ-------ე ქ------ის ტანსაცმელი (შავი ფერის ჯინსის შარვალი), დაუბრუნდეს მსჯავრდებულის ოჯახის სრულწლოვან წევრს.

-"CD" დისკი, შემთხვევის ადგილის, საგამოძიებო ექსპერიმენტის და ტანსაცმლის ამოღების ფოტოილუსტრაციით, რომელიც ინახება გურიის პოლიციის დეპარტამენტში, დაერთოს საქმეს და შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

თავმ ჯდომარე მარინა სირაძე

მოსამართლეები: მარინე იმერლიშვილი

მაკა გორგოძე