განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.02.2019
საქმის ნომერი
140210017001856872
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
28.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140210017001856872

საქმე №2ბ/2075-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 თებერვალი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - გოდერძი გიორგიშვილი

მოსამართლეები - ნათია გუჯაბიძე

ვანო წიკლაური

 

სხდომის მდივანი - ნათია ხოლოაშვილი

 

აპელანტი - კ--- კ--–-----–--ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ი-----------ი’’ (მოპასუხე)

წარმომადგენელი - ბ------- ვ-----–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2017 წლის 27 ოქტომბრის შუალედური განჩინება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. კ--- კ--–-----–--ემ სარჩელი აღძრა გორის რაიონული სასამართლოში სს ,,ი-----------ის’’ მიმართ და მოპასუხისთვის 20 000 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა.

 

2. კ--- კ--–-----–--ე სარჩელს შემდეგ გარემოებებზე აფუძნებდა:

2010 წელს კ--- კ--–-----–--ე იცავდა სს „ი-----------ის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, ი-–----------ის ინტერესებს სისხლის სამართლის საქმეზე. სს „ი-----------ის“ საქმიანობა მოიცავდა სასტუმროს და რესტორნის ფუნქციონირებას. ი-–-- კ------ე იყო აქციების უმრავლესობის მფლობელი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და სააქციო საზოგადოების ფაქტობრივი მმართველი, ხოლო დირექტორი იყო მისი შვილი დ----- კ------ე.

2010 წელს კ--- კ--–-----–--ე ი-–----------ის ინტერესებს იცავდა მისი დაკავებიდან საქმის წარმოების დამთავრებამდე. 2----–-–ის დეკემბერში, პ-----------------სა და ი-–----------ეს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. საპროცესო შეთანხმების პარალელურად პ----------------ის მხრიდან მოთხოვილი იქნა სასტუმრო „ი-----------ის“ სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა. კ--- კ--–-----–--ის მონაწილეობით და აქტიური მუშაობით მოგვარდა სს „ი-----------ის“ საგადასახადო ურთიერთობები შ--------–---------------თან, გასწორდა სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, შეიქმნა შესაბამისი დოკუმენტები და ხელშეკრულებები, მოეწყო შეხვედრები და ვიზიტები პ-----------------ში, შ--------–---------------ში, ხოლო ს---–-----------------ში მიმდინარეობდა მუშაობა ყადაღისაგან ქონების გათავისუფლებისათვის და ა.შ. ანუ ი-–----------ის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის გარდა, მან სააქციო საზოგადოების სასარგებლოდ განახორციელა გარკვეული საქმიანობა.

მოსარჩელესა და სს „ი-----------ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების შესახებ, რომლის მიხედვით, სს „ი-----------ი“, საქმის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში, კისრულობდა ვალდებულებას, ადვოკატისათვის გადაეხადა ჰონორარი 20 000 აშშ დოლარის ოდენობით. საქმის წარმატებით დამთავრებაში მოიაზრებოდა ი-–----------ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო შეთანხმების გაფორმება, სს „ი-----------ის“ ქონების შენარჩუნება და ჩამორთმევის შემთხვევაში, მისი დაბრუნება. თავიდანვე უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის გადაფორმების დროს ჩადებული იყო ისეთი სამართლებრივი მექანიზმები, რომლის საფუძველზეც და რამდენიმე წლიანი გამოძიების შემდეგ ს----------–-------------------------------ის მიერ აღნიშნული ქონება, როგორც უკანონოდ ჩამორთმეული, დაუბრუნდა სააქციო საზოგადოებას, რის შესახებაც საქართველოს მთავარ პ-----------------ში უნდა არსებობდეს შესაბამისი საქმის მასალები. 2016 წლის მაისის თვეში სს „ი-----------ს“ ს----------–----------------------------ომ სააქციო საზოგადოებას დაუბრუნა უკანონოდ ჩამორთმეული ქონება. ქონების დაბრუნების დროსაც და გამოძიების მიმდინარეობის დროს კ--- კ--–-----–--ის განმარტებით, მან მოაწესრიგა გარკვეული დოკუმენტაცია, აწარმოა პირადი მოლაპარაკებები საგამოძიებო ორგანოებთან, განახორციელა არაერთი ვიზიტი, რის შემდეგაც 2----–-–ის დეკემბერში ი-–----------ესთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, ხოლო 2016 წლის მაისში ი-----------ის ქონება დაუბრუნდა მესაკუთრეს, თუმცა ი-–----------ის მხრიდან ვალდებულება არ შესრულდა და უარი განაცხადა ჰონორარის გადახდაზე.

მოსარჩელე მხარემ საქმის განხილვისას, ახსნა-განმარტების ეტაპზე მიუთითა, რომ მხარეებს შორის გაფორმებული იყო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, სს „ი-----------მა“ იკისრა ვალდებულება, რომ ი-–----------ის დაცვისა და ამ ქონების დაბრუნების შემდეგ ადვოკატისათვის გადაეხადა საადვოკატო მომსახურებისთვის ჰონორარი 20 000 აშშ დოლარის ოდენობით, თუმცა 2016 წლის მაისში მოპასუხის მხრიდან, მიუხედავად ქონების დაბრუნებისა, თანხის გადახდის პირობა არ შესრულდა.

 

3. სასამართლოში წარდგენილი მოთხოვნის გამომრიცხავი და მისი განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით სს ,,ი-----------მა’’ სარჩელი არ ცნო და შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:

სს „ი-----------ის“ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სადავო საკითხებზე მოსარჩელეს რაიმე ფორმით მონაწილეობის ან წარმომადგენლობის უფლებამოსილება არ გააჩნდა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მის სახელზე მინდობილობა არ გაცემულა, დავაში ჩართული იყვნენ ადვოკატი ვ------- ძ--------ი, ასევე, სს „ი-----------ის“ წარმომადგენელი ვ----– ბ---------ი და კ--- კ--–-----–--ეს ამ საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობა არ მიუღია. რაც შეეხება მოსარჩელის განმარტებას, თითქოს მან შ--------–---------------თან მოაგვარა სს „ი-----------ის“ პრობლემები, ხოლო პ-----------------ში განახორციელა ვიზიტები, სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან სს „ი-----------ს“ შ--------–---------------თან ისევ აქვს იმდროინდელი პრობლემები, პ-----------------ში ვიზიტები კი უკავშირდებოდა მის მოწმედ დაკითხვას. გარდა ამისა, სს „ი-----------ის“ დირექტორი არ იყო უფლებამოსილი სს „ი-----------ის“ უძრავი ქონების გასხვისებასა ან კაპიტალდაბანდებაზე დაედო ხელშეკრულება სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობის გარეშე. მოსარჩელე შეჰპირდა მოპასუხეს, რომ ხელშეკრულებაში მითითებულ სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, გ----------–---–-აც მოაწრინებდა ხელს, მაგრამ პირობა არ შეასრულა, რის გამოც ხელშეკრულებას არ აქვს იურიდიული ძალა. იმის გამო, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია, მოპასუხემ ჩათვალა, რომ სადავო ხელშეკრულება გაუქმებული იყო. ამასთან, ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, იურიდიული მომსახურების საფასური უნდა ანაზღაურებულიყო ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე, ხელშეკრულება დადებულია 2010 წელს და მიუხედავად იმისა, რომ თვე და რიცხვი არ არის მითითებული, ხელმოწერილია არა საპროცესო შეთანხმების მიღწევამდე, არამედ, ი-–----------ის პატიმრობიდან გათავისუფლების (2------------ი) შემდეგ და 31 დეკემბერსაც, რომ გაფორმებულიყო სარჩელის შეტანამდე გასულია 6 წელზე მეტი. შესაბამისად, მოთხოვნა ხანდაზმულია (იხ. შესაგებელი და 15.01.2018წ. სასამართლო სხდომის ოქმი 15:33:56-15:44:17).

 

4. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილებით, კ--- კ--–-----–--ის სარჩელი მოპასუხე სს „ი-----------ის“ მიმართ, საადვოკატო მომსახურების თანხის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

 

5. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ნარდობის ხელშეკრულების მხარეებს შორის სადავო იყო საადვოკატო მომსახურების თანხის ანაზღაურება და ასევე ადვოკატის მხრიდან სრულყოფილი მომსახურების გაწევა, კერძოდ, ადვოკატი (მენარდე) ამტკიცებდა, რომ მან გაუწია სრულყოფილი მომსახურება, თუმცა შეთანხმებული ჰონორარი მას არ გადაუხადეს, ხოლო მენარდე ამტკიცებდა, რომ არ არსებობდა ხელშეკრულება, მითუმეტეს ხელშეკრულებაში მითითებული სამუშაო (მომსახურება) ადვოკატს არ შეუსრულებია და ამასთან, მოთხოვნა ხანდაზმული იყო. შესაბამისად, მას ჰონორარის გადახდის ვალდებულება არ გააჩნდა.

ამდენად, მხარეებს შორის სადავო იყო, როგორც ხელშეკრულების ნამდვილობა, ასევე ხელშეკრულების პირობები.

მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ნამდვილობასთან დაკავშირებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულება გარდა ადვოკატის მომსახურებისათვის ჰონორარის ფულადი თანხით ანაზღაურებასა, ასევე, მიუთითებდა სამომავლოდ შესასრულებელ ვალდებულებაზე, რომლითაც შემკვეთი კისრულობდა ვალდებულებას, ჰონორარი აენაზღაურებინა ნატურით, კერძოდ, უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემით, რაც სავალდებულო ფორმის დაცვას ექვემდებარებოდა (სამოქალაქო ქოდექსის 183-ე მუხლი). ამასთან, სს „ი-----------ის“ წესდების 7.8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობით შეიძლებოდა განხორციელებულიყო უძრავი ნივთის გასხვისება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 99-ე მუხლის თანახმად, კი თუ გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია მესამე პირის თანხმობაზე, მაშინ როგორც თანხმობა, ასევე მასზე უარი შეიძლება გამოითქვას როგორც ერთი, ისე მეორე მხარის წინაშე.

მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულება საადვოკატო მომსახურების შესახებ, სასამართლომ არ მიიჩნია ნამდვილად (დადებულად). სასამართლოს მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ ნარდობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის კანონი არ ადგენდა სავალდებულო ფორმას და შესაძლებელია ხელშეკრულება გაფორმებულიყო ზეპირი ფორმით, გასათვალისიწნებელი იყო ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულება ასევე შეიცავდა დათქმას უძრავი ქონების გასხვისების შესაძლებლობის თაობაზე, შესაბამისად, ხელშეკრულების წერილობითი ფორმის დაცვა სავალდებულო იყო. სასამართლოს განმარტებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მინიჭებოდა იმას, თუ როგორ იყო შედგენილი თავად წერილობითი დოკუმენტი, ვინაიდან ფორმის სავალდებულოობის მიზანი მასში ჰპოვებდა ასახვას.

განსახილველ შემთხვევაში, ვინიდან გარიგება იყო წერილობითი ფორმით და ამ გარიგების მხარედ სს „ი-----------ის“ დირექტორ დ----- კ------ის გარდა ასევე მითითებულნი იყვნენ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები: ი-–----------ე და გ-- ჯ---–---–ი, ხელშეკრულებაზე, მათაც უნდა მოეწერათ ხელი, თუნდაც, რომ ეს ხელშეკრულება, როგორც მოსარჩელემ მიუთითა, ვალდებულების არსებობის აღიარება ყოფილიყო (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლი). ამასთან, ვინაიდან ხელშეკრულების ერთ-ერთი პირობა უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა იყო, ხელშეკრულების ნამდვილობისათვის სავალდებულო იყო სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობა (აღნიშნული წესი დაცული იყო უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების დადებისას).

გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლომ შეფასება მისცა თავად ხელშეკრულებას, მის შინაარსს და მასში მითითებულ პირობებს.

სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის სადავო იყო თავად ხელშეკრულების პირობები, ხელშეკრულების საგანი, გაწეული მომსახურების ხარისხი, კერძოდ, მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე შეკითხვების ეტაპზე მიუთითა, რომ მას ი-–----------ის ინტერესების დაცვა მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეზე ევალებოდა, თუმცა იგი სს „ი-----------ს“ სხვა საქმეებშიც დაეხმარა და ასევე მიუთითა, რომ მოპასუხეს ჰონორარი უნდა გადაეხადა მას შემდეგ, რაც სს „ი-----------ი“ თავის ქონებას დაიბრუნებდა, რასაც არ დაეთახმა მოპასუხე მხარე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ სასამართლოს წარუდგინა წერილობითი ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების შესახებ, რომლის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა: - იურიდიული მომსახურების გაწევა ი-–----------ის სისხლის სამართლის საქმეზე და სს „ი-----------ის“ საქმეებზე პ----------------ის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების, საგადასახადო ორგანოებსა და სასამართლოში.

ხელშეკრულებით ჰონორარის ანაზღაურების წესი და პირობები განსაზღვრა შემდეგნაირად: კლიენტი ადვოკატს უხდის იურიდიული მომსახურების საფასურს (ჰონორარს) საქმის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში 20 000 აშშ დოლარის ოდენობით. საქმის წარმატებით დამთავრებად მოიაზრება ი-–----------ის პატიმრობიდან გათავისუფლება საპროცესო შეთანხმების თუ სხვა სამართლებრივი საფუძვლით, სააქციო საზოგადოების ქონების სააქციო საზოგადოების საკუთრებაში დარჩენის (ან ჩამორთმევის შემთხვევაში დაბრუნების) შემთხვევაში. ადვოკატის და კლიენტის შეთანხმების შემთხვევაში ანაზღაურება შესაძლებელია განხორციელდეს ნატურად: სს „ი-----------ის“ საკუთრებაში არსებული ძირითადი შენობის პირველ სართულზე არსებული ორი ოთახის საკუთრებაში გადაცემის გზით. გადახდა უნდა განხორციელდეს სს „ი-----------ის“ ქონების საკუთრებაში დარჩენის შემთხვევაში ოთხი წლის განმავლობაში, ხოლო ჩამორთმევის შემთხვევაში მისი დაბრუნებიდან ორი თვის განმავლობაში (ხელშეკრულების 4.1. პუნქტი).

იურიდიული მომსახურების საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთანავე ან მხარეთა შეთანხმებით დადგენილ ვადაში. აღნიშნული შეთანხმება დანართის სახით უნდა დაერთოს წინამდებარე ხელშეკრულებას (ხელშეკრულების 4.2. პუნქტი).

ხელშეკრულების 7.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში შედის მისი ხელმოწერის მომენტიდან.

ამდენად, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მის ვალდებულებაში შედიოდა მხოლოდ ი-–----------ის მიმართ ბრალდების საქმეზე ადვოკატის მოვალეობის შესრულება, ვინაიდან, ხელშეკრულებაში (4.1. პუნქტი) ნათლად იყო მითითებული, თუ რა მოიაზრებოდა საქმის წარმატებით დამთავრებაში მითუმეტეს, რომ მოსარჩელე თავად სარჩელში მიუთითებდა, რომ საქმის წარმატებით დამთავრებად მოიაზრებოდა ი-–----------ის მიმართ წარმოებულ სს საქმეზე საპროცესო შეთანხმების მიღწევა, სს „ი-----------ის“ ქონების შენარჩუნება და ჩამორთმევის შემთხვევაში დაბრუნება, თუმცა აღნიშნული პირობა თავიდანვე გაუგებრობას და ბუნდოვანებას იწვევდა, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე მხარეებმა დაადასტურეს, რომ ხელშეკრულება გაფორმდა მას შემდეგ, რაც ი-–----------ე გათავისუფლდა პატიმრობიდან, სს „ი-----------მა“ კი სახელმწიფოს აჩუქა უძრავი ქონება, ე.ი. ხელშეკრულება გაფორმდა უკვე შესრულებულ მომსახურებაში და არარსებულ უძრავ ქონებაზე.

ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ დადგენილად მიიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ წარადგინა ხელშეკრულება, რომელიც გარდა იმისა, რომ არ იყო დათარიღებული, მხარეთა მიერ ხელმოწერილი, ძალაში შესული და მოსარჩელის მხრიდან არ იყო შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება სრულად, მოსარჩელე იძლეოდა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს (სარჩელში მითითებული გარემოებები წინააღმდეგობაში მოდიოდა სასამართლო სხდომაზე ახსნა-განმარტების ეტაპზე მიცემულ განმარტებებთან), ე.ი. მოსარჩელემ მისი მოთხოვნის დასადასტურებლად ვერ წარადგინა სათანადო სტანდარტით მტკიცებულებები, რაც გამორიცხავდა მომსახურების მიმღების ვალდებულებას, გადაეხადა ამ მომსახურების ფასი.

სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულად მიიჩნია. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 130-ე, 131-ე, 144-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებას დადებულად მიიჩნევდა სასამართლო, ადვოკატს თანხის ანაზღარების შესახებ მოთხოვნის უფლება წარმოეშობოდა ხელშეკრულების დადებისთანავე, ანუ მაქსიმუმ 2----–-–ის 3------------დან, ვინაიდან ამ ხელშეკრულების 4.2 პუნქტში პირდაპირ იყო მითითებული, რომ თანხის გადაცემა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე, ან მხარეთა შეთანხმებით დადგენილ ვადაში, რომელიც დანართის სახით უნდა დართვოდა ხელშეკრულებას. მითითებული დანართი კი არც ხელშეკრულებას ერთვოდა და არც მხარეს ჰქონდა წარდგენილი. შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მას ჰონორარი უნდა მიეღო მხოლოდ უძრავი ქონების დაბრუნების შემდეგ, ვინაიდან ხელშეკრულების 4.1 პუნქტის დანაწესი ეხებოდა ჰონორარის ნატურით ანაზღაურებას და მოსარჩელის პოზიციას იმთავითვე გამორიცხავდა ხელშეკრრულების 4.2. პუნქტი.

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2----–-–ის ბოლოდან, მან კი სასამართლოს მიმართა 2017 წლის 09 მარტს ანუ ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ.

 

6. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ--- კ--–-----–--ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

7. სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

სასამართლომ უგულებელყო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება და მოსარჩელე მხარის მიერ იურიდიული მომსახურების გაწევის ფაქტი იმ პირობებში, როდესაც თავად ხელშეკურლების ნამდვილობა სადავოდ არ იყო გამხდარი. ამდენად, სასამართლო გასცდა, როგორც ფაქტობრივ, ისე, სამართლებრივ ფარგლებს.

სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა იყო ხანდაზმული, გამომდინარე იქიდან, რომ ხელშეკრულებით გათვალისიწნებული ვადების მაქსიმალურად საუარესოდ დაანგარიშების შემთხვევაშიც კი, ხანდაზმულობის პრობლემა არ არსებობს 2----–-–---------------ამდე.

სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ სამეთვალყურეო საბჭოს ქონების განკარგვის თაობაზე თანხმობა დირექტორსათვის არ ჰქონდა გაცემული. აპელანტის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ გარემობას განსახილველ სასარჩელო მოთხოვნასთან კავშირი არ აქვს, საქმის მასალებში არსებობს სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა, სამეთვალყურეო საბჭოს მიერ გაცემული დირექტორისადმი ქონების გასხვისების და ქონების მიღების თაოაბზე.

სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარეს სს ,,ი-----------ისათვის’’ იურიდიული დოკუმენტაცია არ უწარმოებია. აპელანტის განმარტებით, საქმის მასალებში მოიპოვება თუნდაც სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ი-–----------ის მიერ გაცემული მინდობილობა, რომელიც მოსარჩელე მხარის მიერ არის მომზადებული, ასევე, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე მხარის მიერ არის მომზადებული სააქციო საზოგადოების კრების ოქმები, როგორც ქონების გადაცემის, ასევე, ქონების დაბრუნების დროს. ასევე, დადგენილია, რომ სააქციო საზოგადოების ქონებაზე დადებული ყადაღის მოხსნის კუთხით, მოსარჩელე მხარის მიერ ჩატარდა სამუშაო, რაც ასევე დაადასტურა მოწმე ვ----– ბ---------მა.

წინამდებარე სააპელაციო საჩივრით, აპელანტი ასევე ასაჩივრებს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ოქტომბრის შუალედურ განჩინებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა გორის რაიონული სასამართლოდან ი-–----------ისა და სხვათა მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმის მასალების გამოთხოვის თაობაზე (ტ. 1, ს.ფ. 169-170). აპელანტის განმარტებით, სისხლის სამართლის მასალებში დაცულია მისი მოთხოვნის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

8. 2010 წელს, ერთი მხრივ სს ,,ი-----------სა’’ (დირექტორი: დ----- კ------ე, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები: ი-–----------ე და გ----------–---–ი) და მეორე მხრივ, ადვოკატ კ--- კ--–-----–--ეს შორის, გაფორმდა ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე (ტომი 1, ს.ფ. 14-18).

ხელშეკურლების საგანს წარმოადგენდა, იურიდიული მომსახურების გაწევა ი-–----------ის სისხლის სამართლის საქმეზე და სს ,,ი-----------ის’’ საქმეებზე პ----------------ის, შსს ორგანოების, საგადასადადო ორგანოებსა და სასამართლოში (ხელშეკრულების მე-2 მუხლი);

ხელშეკრულების მე-4 მუხლით, განისაზღვრა ანაზღაურების წესი და პირობები, კერძოდ:

4.1 კლიენტი ადვოკატს უხდის იურიდიული მომსახურების საფასურს (ჰონორარს) საქმის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში 20 000 აშშ დოლარის ოდენობით. საქმის წარმატებით დამთავრებად მოიაზრება ი-–----------ის პატიმრობიდან გათავისუფლება საპროცესო შეთანხმების თუ სხვა სამართლებრივი საფუძვლით, სააქციო საზოგადოების ქონების სააქციო საზოგადოების საკუთრებაში დარჩენის (ან ჩამორთმევის შემთხვევაში დაბრუნების) შემთხვევაში. ადვოკატის და კლიენტის შეთანხმების შემთხვევაში ანაზღაურება შესაძლებელია განხორციელდეს ნატურად: სს „ი-----------ის“ საკუთრებაში არსებული ძირითადი შენობის პირველ სართულზე არსებული ორი ოთახის საკუთრებაში გადაცემის გზით. გადახდა უნდა განხორციელდეს სს „ი-----------ის“ ქონების საკუთრებაში დარჩენის შემთხვევაში ოთხი წლის განმავლობაში, ხოლო ჩამორთმევის შემთხვევაში მისი დაბრუნებიდან ორი თვის განმავლობაში.

ხელშეკრულებას ხელს აწერს, ერთი მხრივ, სს ,,ი-----------ის’’ დირექტორი დ----- კ------ე და მეორე მხრივ, ადვოკატი კ--- კ--–-----–--ე.

 

9. 2----–-–ის 2------------ს, დ----- კ------ეს, როგორც სს ,,ი-----------ის’’ (მჩუქებელი) წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს (დირექტორი) და შ------------–--------–-–---------------------–-------------------------------------------------–--ს (დასაჩუქრებული) შორის, გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება, უძრავი ქონებაზე, მდებარე, ქ. გორი, ს----–----------, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი 2------მ2 და მასზე განთავსებული სამი შენობა-ნაგებობა, საერთო ფართით 9----- მ2, ს/კ: 6-----------.

მითითებული ხელშეკრულება გაფორმდა სს ,,ი-----------ის’’ 2----–-–ის 0-----------ის სამეთვალყურეო საბჭოს ოქმის საფუძველზე, რომლითაც დგინდება, რომ საზოგადოების დირექტორს ნება დაერთო სს ,,ი-----------ის’’ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისებაზე. ხსენებულ სხდომის ოქმს ხელს აწერს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გ----------–---–ი საკუთარი და ი-–----------ის სახელით, რომელმაც, თავის მხრივ, 2----–-–ის 0------------ს ს------–---------–-----------–-------–---ში მოაწერა ხელი შესაბამის მინდობილობაზე, რომლითაც სათანადო უფლებამოსილება მიანიჭა გ----------–---–- (ტომი 1, ს.ფ. 51-55).

 

10. გორის რაიონული სასამართლოს 2----–-–ის 2-----------ის განაჩენით, დამტკიცდა გორის რაიონულ პ-----------------სა და ი-–----------ეს (სს „ი-----------ის“ აქციონერი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე) შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

ი-–----------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს ს----------- მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

დანიშნული სასჯელი საქართველოს ს------------- მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 4 წელი.

ი-–----------ეს, საქართველოს სსკ-ის 4---------–----------–--–ის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

ი-–----------ის მიმართ გორის რაიონული სასამართლოს 2----–-–-----------------ს ბრძანებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან (ტომი 1, ს.ფ. 25-27).

 

11. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ი-–----------ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე ი-–----------ის ინტერესებს იცავდა ადვოკატი კ--- კ--–-----–--ე.

 

12. საქმის მასალებში წარმოდგენილი საპროცესო დოკუმენტებით, კერძოდ: 1. გორის რაიონული სასამართლოს 24.10.2012 წ. განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 108-110), 2. 30.10.2012 წ. სასარჩელო განცხადებით (ტომი 1, ს.ფ. 96-105), 3. გორის რაიონული სასამართლოს 31.10.2012 წლის განჩინებით სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 112-115), 4. 06.11.2012 წლის კერძო საჩივრით (ტომი 1, ს.ფ. 116 – 118), 5. 13.11.2012 წლის კერძო საჩივრით (ტომი 1, ს.ფ. 106-107), 6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 31.12.2012 წლის განჩინებით (ტომი 1, ს.ფ. 119-124), 7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.03.2013 წლის განჩინებით (ტომი 1, ს.ფ. 125-129) დასტურდება ის გარემოება, რომ სს ,,ი-----------ი’’ 2012 წლის 30 ოქტომბრიდან მოყოლებული საერთო სასამართლოებში აწარმოებდა დავას, რომელიც შეეხებოდა 2--------- წლის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობას და გაჩუქებული ქონების უკან დაბრუნებას. პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ამ პერიოდში და მითითებული მოთხოვნით დავის მიმდინარეობისას, სს ,,ი-----------ის’’ წარმომადგენლობით უფლებამოსილებას სასამართლოში ახორციელებდა ვ----– ბ---------ი, კერძოდ, ზემოთ მითითებულ საპროცესო დოკუმენტებში სს ,,ი-----------ის’’ წარმომადგენლად მითითებულია ვ----– ბ---------ი.

 

13. 2----–-–----------ს, საქართველოს მთავრობამ მიიღო განკარგულება N8-- „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს ,,ი-----------ისათვის’’ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, რომლის მიხედვით, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. გორში, ს----–-----------ში მდებარე 2--- კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობ(ებ)ი: შენობა N1 - საერთო ფართით - 9---- კვ.მ., განაშენიანების ფართი - 7----- კვ.მ.; შენობა N2 - განაშენიანების ფართით - 1----- კვ.მ.; შენობა N3 - განაშენიანების ფართით - 1----- კვ.მ. შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი - 9---- კვ.მ. (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N6-----------) და ქ. გორში, ს----–------------ში მდებარე 4-- კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობიდან 3-----. კვ.მ. ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N6-----------) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცა სს ,,ი-----------ს’’ (ტომი 1, ს.ფ. 247-248).

 

14. ზემოაღნიშნული განკარგულების საფუძველზე, 2----–-–----------ს სსიპ ს----–-–--------------------------–------------სა და სს „ი-----------ს“ შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სიმბოლურ ფასად (ერთ ლარად) სს ი-----------ს“ საკუთრებაში დაუბრუნდა ზემოთ მითითებული უძრავი ქონება (ტომი 1, ს.ფ. 249-255).

 

15. მხარეები არ დავობენ, რომ მთავრობის ამ განკარგულების საფუძველი გახდა სისხლის სამართლის #0----------- საქმეზე ს----------–-------------------------------ის ს---------––----------------–--–----------–-------–----–------------------------------ის შემაჯამებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სს ,,ი-----------ისათვის’’ უძრავი ქონების ჩამორთმევა უკანონოდ იქნა მიჩნეულია და საქართველოს მთავრობის 2----–-–----------ის #---- განკარგულების საფუძველზე, დაზარალებულებისთვის ზიანის კომპენსირების მიზნით, შესაბამისი დადგენილებები და განცხადებები გადაეგზავნა ს----------–-----------------------------------------------------------ოს (ტომი 1, ს.ფ. 256-259).

 

16. უდავოა ის ფაქტიც, რომ მოსარჩელე კ--- კ--–-----–--ეს ს----------–-------------------------------ის წარმოებაში არსებულ ამ სისხლის სამართლის საქმეშიც დაზარალებულების (სს „ი-----------ი“, ი-–----------ე) წარმომადგენლის სტატუსით არანაირი მონაწილეობა არ მიუღია.

 

17. წინამდებარე სასარჩელო განცხადებით, კ--- კ--–-----–--ის მოთხოვნას წარმოადგენს სს ,,ი-----------ისათვის’’ მის სასარგებლოდ 20 000 აშშ დოლარის დაკისრება. კ--- კ--–-----–--ე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ საფუძვლად მიუთითებს 2----–-–ის იურიდიული მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების (ადვოკატისათვის იურიდიული მომსახურების საფასურის (ჰონორარის) 20 000 აშშ დოლარის გადახდის შესახებ) მოპასუხე სს ,,ი-----------ის’’ მიერ დარღვევის ფაქტზე (ხელშეკრულების 4.1 პუნქტის დარღვევა).

 

18. პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ ას-1529-1443-2012, ას-973-1208-04; ას 664-635-2016).

მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.

 

19. სასარჩელო მოთხოვნისა და სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისათვის 2----–-–ის იურიდიული მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, იურიდიული მომსახურების საფასურის (ჰონორარის) დაკისრებას ფულადი სახით (20 000 აშშ დოლარის ოდენობით) და არა ნატურით (სს „ი-----------ის“ საკუთრებაში არსებული ძირითადი შენობის პირველ სართულზე არსებული ორი ოთახის საკუთრებაში გადაცემის გზით), რასაც ასევე ითვალისწინებდა მომსახურების ხელშეკრულება, პალატა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც შეეხება მომსახურების ხელშეკრულების ნამდვილობას ნატურით უძრავი ქონების გადაცემის კონტექსტში, აღარ შეჩერდება და მასზე არ იმსჯელებს.

 

20. ჰონორარის (ამ შემთხვევაში ე.წ. „წარმატების საკომისიო“) მოთხოვნის კანონიერებასა და ოდენობის მართლზომიერებასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ საადვოკატო მომსახურებისთვის თანხის დაკისრება გამომდინარეობს, როგორც იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებიდან (იხ. ხელშეკრულების 4.1 პუნქტი), ასევე, დავალების მარეგულირებელი ნორმებიდან (სამოქალაქო კოდექსის 709-710-ე მუხლები, „დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე.... მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში“). განსახილველ შემთხვევაში გასამრჯელოც და მისი ოდენობაც ხელშეკრულებითაა დადგენილი.

 

21. ამასთან, უდავოა, რომ მოცემულ საქმეში მოსარჩელე ითხოვს არა სს „ი-----------ისა“ და ი-–----------ისთვის გაწეული იურიდიული მომსახურების გასამრჯელოს ზოგადად, არამედ სწორედ ხელშეკრულების 4.1 პუნქტით განსაზღვრულ ე.წ. „წარმატების საკომისიოს“ (20 ათასი აშშ დოლარი) , რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, სს „ი-----------ს“ ადვოკატ კ--- კ--–-----–--ისთვის უნდა გადაეხადა ი-–----------ის სისხლის სამართლის საქმის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში.

 

22. პალატა განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება, უმეტესწილად, დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.

მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).

მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები საქართველოს სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს სასამართლის პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან (იხ. სუსგ, #ას-1298-2018, 22.03.2019წ.)

 

23. პალატა განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა სარჩელის საგანი – მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი, მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა.

მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ. 64).

 

24. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§ 55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, § 59; Perez v. France, § 80). ამასთან, მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ იცოდნენ და ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (იხ. Milatova and others v. The Czech republic §59; niderost-huber v. Switzerland, § 24; k.s. v. finland § 21; ასევე, სუსგ №ას-1191-1133-2014, 14 მაისი, 2015 წელი).

 

25. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეზე მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებები იმის შესახებ, რომ განხორციელებული იყო მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 4.1 პუნქტით გათვალისწინებული წინაპირობები, რაც მოპასუხე მხარეს მისთვის 20 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულებას წარმოუშობდა.

ამ დასკვნამდე პალატა მივიდა მომსახურების ხელშეკრულების სადავო პუნქტში მხარეთა მიერ გამოვლებილი ნების სწორი განმარტებისა და საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, კერძოდ:

ხელშეკრულების 4.1. მუხლის თანახმად, ,,კლიენტი ადვოკატს უხდის იურიდიული მომსახურების საფასურს (ჰონორარს) საქმის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში 20 000 აშშ დოლარის ოდენობით. საქმის წარმატებით დამთავრებად მოიაზრება ი-–----------ის პატიმრობიდან გათავისუფლება საპროცესო შეთანხმების თუ სხვა სამართლებრივი საფუძვლით, სააქციო საზოგადოების ქონების სააქციო საზოგადოების საკუთრებაში დარჩენის (ან ჩამორთმევის შემთხვევაში დაბრუნების) შემთხვევაში. ადვოკატის და კლიენტის შეთანხმების შემთხვევაში ანაზღაურება შესაძლებელია განხორციელდეს ნატურად: სს „ი-----------ის“ საკუთრებაში არსებული ძირითადი შენობის პირველ სართულზე არსებული ორი ოთახის საკუთრებაში გადაცემის გზით. გადახდა უნდაგანხორციელდეს სს „ი-----------ის“ ქონების საკუთრებაში დარჩენის შემთხვევაში ოთხი წლის განმავლობაში, ხოლო ჩამორთმევის შემთხვევაში მისი დაბრუნებიდან ორი თვის განმავლობაში’’.

 

26. წერილობითი ხელშეკრულების განარტებისას სააპელაციო პალატა ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლით, რომლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.

მითითებული ნორმა გულისხმობს სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეთა ნამდვილი ნების დადგენას. ამასთან, ნების განმარტება უნდა განხორციელდეს განსამარტ ტექსტთან მჭიდრო კავშირში. ნების განმარტება ადექვატური უნდა იყოს ფაქტის.

 

27. ხელშეკრულებაში მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების განმარტების საკითხზე საკასაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეზე ყურადღება შემდეგ გარემოებებზე გაამახვილა: „ხელშეკრულებათა განმარტების თავისებურება განპირობებულია ურთიერთობათა ორმხრივი (მრავალმხრივი) ხასიათით, დისპოზიციური ნორმების გამოყენებით, სავაჭრო და საქმიანი ჩვეულებებითა და ტრადიციებით, მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობაში ჩამოყალიბებული პრაქტიკით, იმპერატიული ნორმების მოთხოვნათა გათვალისწინების აუცილებლობით და ა.შ.

ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე. ხელშეკრულების არსებობისათვის აუცილებელია ორი ან მეტი ნების თანხვედრა, რაც იწვევს მხარეთა საერთო ნების დადგენის აუცილებლობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელშეკრულების განმარტების არსი მხარეთა მიერ გამოვლენილი საერთო ნების ნამდვილი შინაარის, ხელშეკრულების რეალური მიზნის დადგენაში მდგომარეობს. სასამართლო მხარეთა ნამდვილ ნებას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმარტების პროცესში წარმოიშობა ხელშეკრულების ტექსტში გადმოცემულ დებულებათა შორის წინააღმდეგობა ან შეუსაბამობა.

ყველა იმ გარიგებაში, რომლებშიც ნების გამოვლენის ნამდვილობა დამოკიდებულია მეორე მხარის მიერ ამ ნების მიღებაზე, არცთუ იშვიათად იბადება კითხვა, სწორად გაიგო თუ არა მეორე მხარემ ის, რისი თქმაც ნების გამომვლენ პირს სურდა. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ გარიგებათა აბსოლუტურ უმრავლესობაში ორი მხარე – ნების გამომვლენი და ნების მიმღები – მონაწილეობს, აშკარა გახდება, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს გამოვლენილი ნების სწორად გაგებას მეორე მხარის მიერ. მრავალი გარემოებით შეიძლება იყოს გამოწვეული, რომ ის, რაც იგულისხმა ნების გამომვლენმა, სხვაგვარად გაიგო მისმა მიმღებმა. აქედან წარმოიშობა გამოვლენილ ნებათა კონფლიქტი, რომელიც საჭიროებს სწორად გადაწყვეტას. ამ კონფლიქტის გადაწყვეტის სამართლებრივ საშუალებას წარმოადგენს ნების გამოვლენის განმარტება.

სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ცხადია, რომ ეს „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს.

ხელშეკრულების განმარტების საჭიროებას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როცა სახეზეა ხელშეკრულება, რომლის გამონათქვამებიც ბუნდოვანი, ორაზროვანი ან ურთიერთგამომრიცხავია, აგრეთვე როცა მისი გამონათქვამები შესწორებასა და შევსებას მოითხოვენ. ხელშეკრულების განმარტების დროს სასამართლო ორ მნიშვნელოვან საკითხს წყვეტს: სასამართლოს ევალება მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში გაკეთებული გამონათქვამების დაზუსტება, ხოლო მეორეს მხრივ, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით ხელშეკრულებაში ღიად დარჩენილი ადგილების ე.წ. ხარვეზების შევსებას ახორციელებს (იხ. სუსგ, #ას-1298-2018, 22.03.2019წ.).

 

28. 2010 წელს, ერთი მხრივ სს ,,ი-----------სა’’ (დირექტორი: დ----- კ------ე, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები: ი-–----------ე და გ----------–---–ი) და მეორე მხრივ, ადვოკატ კ--- კ--–-----–--ეს შორის გაფორმებული „იურიდიული მომსახურების გაწევის“ შესახებ ხელშეკრულების ანალიზით დგინდება, რომ მოპასუხეს ადვოკატისათვის იურიდიული მომსახურების საფასურის (ჰონორარის) - 20 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება ეკისრებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ი-–----------ის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე წარმატებით დამთავრებოდა, კერძოდ, თუ: 1) ი-–----------ე პატიმრობიდან გათავისუფლებოდა საპროცესო შეთანხმების თუ სხვა სამართლებრივი საფუძვლით და 2) სააქციო საზოგადოების ქონება სააქციო საზოგადოების საკუთრებაში დარჩებოდა, ან ჩამორთმევის შემთხვევაში, საზოგადოება ქონებას დაიბრუნებდა. ეს პირობები უნდა ყოფილიყო კუმულაციურად.

ამდენად, მხარეთა მიერ დადებული ეს გარიგება დამოკიდებული იყო პირობაზე. სამოქალაქო კოდექსის 90-ე მუხლის მიხედვით, პირობითად ითვლება გარიგება, როდესაც იგი დამოკიდებულია სამომავლო და უცნობ მოვლენაზე იმით, რომ ან გარიგების შესრულების გადადება ხდება მის დადგომამდე, ანდა გარიგების შეწყვეტა – ამ მოვლენის დადგომისთანავე.

მოცემულ შემთხვევაში, მართალია, გორის რაიონული სასამართლოს 2----–-–ის 2-----------ის განაჩენით, დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, გორის რაიონულ პ-----------------სა და ი-–----------ეს შორის, თუმცა, დადგენილია, რომ ამ მომენტისათვის (2----–-–ის 2------------ი), სააქციო საზოგადოების ქონება საზოგადოების საკუთრებაში უკვე აღარ იყო, კერძოდ, უდავოა, რომ ი-–----------ის პატიმრობიდან განთავისუფლება მოხდა მას შემდეგ, რაც სს „ი-----------ს“ დაათმობინეს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება ს----–-–---------ის ჩუქების გზით 2----–-–ის 2------------ს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

ამდენად, ამ პირობებში განხორციელებულად ვერ ჩაითვლება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების სადავო 4.1 პუნქტით გათვალისწინებული პირობები.

 

29. ამასთან, კ--- კ--–-----–--ის სარჩელი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ რადგან უძრავი ქონება 2016 წელს სს „ი-----------ს“ უკან დაუბრუნდა, ეს გარემოება საკმარის საფუძველს ქმნის მისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის ეს პოზიცია ეფუძნება ხელშეკრულების სადავო 4.1 პუნქტში მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლით დადგენილი სტანდარტის დარღვევით განმარტებას. კერძოდ, თუ ამ პუნქტში მითითებული დათქმის მხოლოდ სიტყვასიტყვითი აზრიდან გამოვალთ, რა თქმა უნდა, არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა. კერძოდ, 1) ი-–----------ე პატიმრობიდან გათავისუფლებულია საპროცესო შეთანხმების საფუძველზე და 2) ჩამორთმეული უძრავი ქონება მოპასუხე სს „ი-----------ს“ დაბრუნებული აქვს. თუმცა, სწორედ ამ შემთხვევაში დგება ხელშეკრულებაში მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების განმარტების საკითხი, ნამდვილი ნება კი უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.

სწორედ „გონივრული განსჯის“ საფუძველზე ხელშეკრულების სადავო 4.1 პუნქტში მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების განმარტებით, პალატა მიდის ერთმნიშვნელოვან და ლოგიკურ დასკვნამდე, რომ მოპასუხე სამეწარმეო სუბიექტი მოსარჩელე ადვოკატისთვის საკმაოდ სოლიდური ჰონორარის („წარმატების საკომისიო“) გადახდას დათანხმდა იმ პირობით, თუ ამ საზოგადოების აქციონერისა და სამეთველყურეო საბჭოს თავმჯდომარის - ი-–----------ის პატიმრობიდან განთავისუფლებასთან ერთად, ადვოკატის მიერ გაწეული მომსახურებით და ამ უკანასკნელის ძალისხმევით მოხერხდებოდა ს----–-–---------ის უსასყიდლოდ გადაცემული უძრავი ქონების უკან, საზოგადოებისთვის დაბრუნება. მოცემულ შემთხვევაში, არ დასტურდება მოსარჩელე ადვოკატის რაიმე სახით მონაწილეობა ამ ქონების დაბრუნების საკითხში. კერძოდ, როგორც აღინიშნა, კ--- კ--–-----–--ეს მონაწილეობა არ მიუღია ქონების დაბრუნების მიზნით სააქციო საზოგადოებისა და მისი აქციონერების მიერ ინიცირებულ არცერთ სამართალწარმოებაში, მათ შორის იმ სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში, რომელზეც ს----------–-------------------------------ის ს---------––----------------–--–----------–-------–----–------------------------------ის მიერ 2016 წლის აპრილში მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება საფუძვლად დაედო სს „ი-----------ისთვის“ სადავო ქონების სახელმწიფოს მხრიდან უკან დაბრუნებას.

 

30. ამადენად, მოსარჩელემ, შესაბამის მტკიცებულებებზე მითითებით, ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ მან სადავო ქონების მოპასუხისთვის დაბრუნების კონტექსტში განხორციელა გარკვეული იურიდიული მოქმედებები, რასაც კლიენტისთვის სამართლებრივად სასარგებლო და მისაღები შედეგი მოჰყვა. პალატა აღნიშნავს, რომ აპელანტ კ--- კ--–-----–--ის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება/წერილი (ტომი 1 ს.ფ. 244-245) ს----------–-----------–---------–-----------------–---------------დან ადასტურებს კ--- კ--–-----–--ის შეხვედრებს პატიმარ ი-–----------ესთან 2----–-–ის ს----------დან - 2----–-–ის დ-------ის თვის ჩათვლით. ის გარემოება, რომ ამ პერიოდში კ--- კ--–-----–--ე იცავდა ი-–----------ის ინტერესებს, ისედაც არ წარმოადგენდა სადავოს. ამასთან, იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ უძრავი ქონების დაბრუნების საკითხში კ--- კ--–-----–--ე წარმოადგენდა მოპასუხისა და/ან ი-–----------ის ინტერესებს და მას განხორციელებული აქვს ისეთი იურიდიული ქმედებები, რამაც განაპირობა უძრავი ქონების საზოგადოებისთვის დაბრუნება, მოსარჩელის მხრიდან რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

31. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს ავალდებულებს, რომ იმოქმედონ კეთილსინდისიერების ფარგლებში. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. პალატა მიუთითებს, რომ ნებისმიერი სახის გარიგების სადავოობისას სასამართლო მხარეთა მართლზომიერი და კეთილსინდისიერი ქცევის სტანდარტს ამოწმებს. გარიგების მონაწილეთა ქცევის კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვას სამი ფუნქცია გააჩნია: 1) ყველა ხელშეკრულება უნდა განიმარტოს კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე; 2) კეთილსინდისიერების პრინციპს აქვს ხარვეზის (სამართლის ნორმის ხარვეზის) შემავსებელი ფუნქცია, ასევე ხელშეკრულების პირობათა (რომლებიც მხარეთა მიერ ან/და კანონით არ იყო გათვალისწინებული) დამატების ფუნქცია; 3) გამაუქმებელი, შემზღუდავი და „მაკორექტირებელი“ ფუნქცია.

კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს.

პალატა აღნიშნავს, რომ წარმომადგენელს, როგორც იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების ძლიერ მხარეს, კანონი ანიჭებს აქტიურ როლს, რაც მისთვის გარკვეული უფლებების განსაზღვრაში გამოიხატება. შესაბამისად, წარმომადგენელმა კანონმდებლის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებები კეთილსინდისიერად უნდა გამოიყენოს. მოცემულ შემთხვევაში, ისეთ ვითარებაში, როდესაც საქმის მასალებით დასტურდება სადავო ქონების სს ,,ი-----------ისათვის’’ დაბრუნების საფუძველი, რომლის წარმოშობაშიც მოსარჩელის როლი საერთოდ არ იკვეთება, ამ უკანასკნელის მხრიდან ხელშეკრულების 4.1 პუნქტით გათვალისწინებული ე.წ. „წარმატების საკომისიოს“ 20 ათასი აშშ დოლარის მოთხოვნა, ვერ იქნება განხილული კეთილსინდისიერ ქმედებად.

 

32. ამდენად, მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების სადავო 4.1 პუნქტით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობა, რაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე და 361-ე მუხლების თანახმად, გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

 

33. ამასთან, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე.

პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, რაც არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს (ან სხვა ორგანოს) მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის გაშვება უფლებამოსილ პირს ართმევს თავისი უფლების იძულებითი დაცვის შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმებამდე, შესაბამისი წინაპირობის არსებობისას (რაშიც იგულისხმება ის, რომ ამ გარემოებაზე უნდა უთითებდეს მოპასუხე), სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებული ფაქტები.

მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და მხარეები არ დავობენ, რომ მოპასუხე იმ გარემოებასთან ერთად, რომ სასარჩელო მოთხოვნა იყო უსაფუძვლო, მიუთითებდა სარჩელის ხანდაზმულობაზეც.

პალატა აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებიდან, კერძოდ, დავა ეხება რწმუნებულის უფლებას მარწმუნებელს მოსთხოვოს გასამრჯელო მის მიერ შესრულებული დავალებისათვის.

პალატა განმარტავს, რომ სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადას არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. რაც შეეხება - ხანდაზმულობის ვადის დასაწყისს, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად (ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ) ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, თუმცა, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი, ზოგიერთ შემთხვევაში უშუალოდ კანონითაა განსაზღვრული. თუ კანონში ასეთი პირდაპირი მითითება არ არის, მოთხოვნის უფლება წარმოიშობა იმ დღიდან, როცა პირმა შეიტყო, ან უნდა შეეტყო დარღვეული უფლების შესახებ.

პალატა მიუთითებს ხელშეკრულების 4.1. მუხლზე, რომლის თანახმად, გადახდა უნდა განხორციელდეს სს „ი-----------ის“ ქონების საკუთრებაში დარჩენის შემთხვევაში ოთხი წლის განმავლობაში, ხოლო ჩამორთმევის შემთხვევაში მისი დაბრუნებიდან ორი თვის განმავლობაში. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადავო ქონება მოპასუხე მხარეს დაუბრუნდა 2----–-–----------ს, შესაბამისად, გასამრჯელოს გადახდის ვალდებულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მოპასუხეს ეკისრებოდა 2----–-–---------–----დე. შესაბამსიად, მოსარჩელე მხარეს მოთხოვნის უფლებაც წარმოეშვა 2----–-–---------–---დან. დადგენილია, რომ წინამდებარე სარჩელი კ--- კ--–-----–--ის მიერ აღძრულია 2017 წლის 23 მარტს, საქართველოს სსკ-ის 129.1 მუხლით გათვალისწინებულ ხანდაზმულობის 3-წლიან ვადაში.

 

34. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377.3. მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები,რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისაგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.

წინამდებარე სააპელაციო საჩივრით კ--- კ--–-----–--ე, საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად, ასაჩივრებს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ოქტომბრის შუალედურ განჩინებას, რომლითაც მისი შუამდგომლობა გორის რაიონული სასამართლოდან მსჯავრდებულ ი-–----------ის და სხვათა მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმის მასალების გამოთხოვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, 1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. 3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

ამავე კოდექსის 103.1 მუხლის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მხარეებმა ამა თუ იმ მიზეზით ვერ შეძლეს მტკიცებულებების უშუალოდ მიღება და სასამართლოში წარდგენა, მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, ვისთანაც უნდა იყოს ისინი.

საქართველოს სსკ-ის 104.1 მუხლის შესაბამისად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარე რაიონული სასამართლოს წინაშე შუამდგომლობდა გორის რაიონული სასამართლოდან მსჯავრდებულ ი-–----------ის და სხვათა მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმის მასალების გამოთხოვას. აპელანტი მიუთითებდა, რომ სისხლის სამართლის მასალებში დაცული იყო მისი სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები.

პალატა აღნიშნავს, რომ იმ მოცემულობაში, როდესაც მხარეთა შორის სადავო არ არის 2----–-–ის დ-------ის ბოლომდე კ--- კ--–-----–--ის მიერ საადვოკატო უფლებამოსილების განხორციელების ფაქტი ი-–----------ის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში და სადავოა ქონების დაბრუნების საკითხზე წარმოებულ პროცედურებში, რასაც ადგილი ჰქონდა 2012 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის მაისამდე, მოსარჩელის მონაწილეობა, იმ სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლის წარმოებაც 2----–-–ის დეკემბერში დამთავრდა, განსახილველი საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვს.

შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული საოქმო განჩინებით რაინულმა სასამართლომ მართებულად უთხრა უარი მოსარჩელე მხარეს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

 

35. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, კ--- კ--–-----–--ის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გორის რაიონულმა სასამართლომ წინამდებარე საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, საქმეზე გამოტანილია არსებითად სწორი შემაჯამებელი გადაწყვეტილება.

 

36. აპელანტ კ--- კ--–-----–--ის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი წინასწარ გადახდილია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. კ--- კ--–-----–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2017 წლის 27 ოქტომბრის შუალედური განჩინება (საოქმო);

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობი-–-- განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე გ. გიორგიშვილი

 

მოსამართლეები ნ. გუჯაბიძე

 

ვ. წიკლაური