განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 090100118002694748
საქმე №1/ბ-803-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
09 იანვარი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ----- შ--–--------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ზ------ ლ---------–---ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------–-, საქართველოს მოქალაქის (პირადი ნომერი 4----------), განქორწინებულის, უმაღლესი განათლების მქონის, რეგისტრირებულის ც-----–----–--------------------------–-, ფაქტობრივად მცხოვრების ც-----–--------------–-------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 265-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით:
ზ------ ლ---------–---ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად და იმავე კოდექსის 64–ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 (ერთი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ზ------ ლ---------–---ს სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად და იმავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 (ერთი) წელი.
მსჯავრდებულ ზ------ ლ---------–---ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2018 წლის 01 სექტემბრიდან 2018 წლის 05 სექტემბრის ჩათვლით.
გაუქმდა ბრალდებულ ზ------ ლ---------–---ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და ყადაღა მოეხსნა გირაოს უზრუნველსაყოფად დაყადაღებულ, ი----- მ-–---–---ის (პ/ნ 4----------) საკუთრებაში არსებული, ც-------------–----–----------------–--------–-----–----------------------------------------–---------------------–----–-------–----------------------------------–----------------------–-------------–-------------------------------–----------------------–----------------------; ნაკვეთის საკუთრების ტიპი – თანასაკუთრება; დაზუსტებული ფართობი – 1 660.00 კვ/მ) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის (ნომრით 01, საცხოვრებელი სახლი, საერთო ფართით 260.00 კვ.მ), 3500 ლარის ღირებულების წილს.
ზ------ ლ---------–---ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 05 (ხუთი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლებები; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც უნდა ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულების საკითხი, კერძოდ: სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე ამოღებული და საექსპერტო კვლევის შედეგად დარჩენილი ნარკოტიკული საშუალება - 41.48 გრამი კანაფი (მცენარე), რომელიც ინახება საქართველოს შსს ცაგერის რაიონულ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს, დადგენილი წესით გასანადგურებლად.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ------ ლ---------–---მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა, რაც გამოიხატა შემდეგში:
ზ------ ლ---------–---მა, 2018 წლის 25 აგვისტოს, საღამოს საათებში, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ------–-----–-, რ---------–-------------–- მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში ჩაიდინა ძალადობა დედის, ნ------- ნ-----ის მიმართ. კერძოდ, ამ უკანასკნელზე უსაფუძვლოდ განაწყენებულმა, საცხოვრებელი სახლის ეზოს ე.წ. სამეზობლო ჭიშკრის ლითონის ზამბარა მოუჭირა მას ყელზე და მხარზე დაარტყა ხელი, რის შედეგად ნ------- ნ-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ზ------ ლ---------–---მა, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ------–-----–-, რ---------–-------------–- მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში უკანონოდ დათესა და მოიყვანა ერთი ძირი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი. ხსენებული ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი, წონით 41,48 გრამი, ამოღებული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცაგერის რაიონული სამმართველოს მუშაკების მიერ, 2018 წლის 31 აგვისტოს.
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზ----- შ--–--------ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ზ------ ლ---------–---ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, იმ საფუძვლით, რომ მისთვის აღნიშნული მუხლით დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მსუბუქი და არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილ ქმედებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ----- შ--–--------ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ბრალდებულ ზ------ ლ---------–---ის, დაზარალებულ ნ------- ნ-----ის და მოწმეების - მ------ გ-----ის, შ------- ლ---------–---ის და ნ---- ლ---------–---ის გამოკითხვის ოქმებით; შემაკავებელი ორდერით და შემაკავებელი ორდერის ოქმით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოცხრილით; ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით; ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ზ------ ლ---------–---მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულები, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
სახელმწიფო ბრალმდებელმა _ ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზ----- შ--–--------ემ განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის ნაწილში და ითხოვა ზ------ ლ---------–---ისათვის აღნიშნული მუხლით უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, რასაც სააპელაციო პალატა არ მიიჩნევს მიზანშეწონილად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. შესაბამისად, სასამართლოს დისკრეციაა სასჯელის რომელ სახეს შეარჩევს და რა ზომით. აქვე სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს მსჯავრდებულის პიროვნება და საქმის გარემოებები, ასევე ის, თუ კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს: მსჯავრდებულმა ზ------ ლ---------–---მა აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება და ითხოვა პატიება, იგი შერიგებულია დაზარალებულთან. საქმეში წარმოდგენილია 2018 წლის 26 ოქტომბრის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, რომლის თანახმად, დაზარალებულ ნ------- ნ-----ეს არანაირი პრეტენზია არ აქვს მსჯავრდებულთან და თანახმაა მასზე გავრცლდეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები. ზ------ ლ---------–---ს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე დანაშაულების ჩადენაში. მას არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება (მათ შორის, არ არის ნასამართლევი).
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ზ------ ლ---------–---ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული (რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი) და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. აქედან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში საქმის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილი იყო მსჯავრდებულ ზ------ ლ---------–---ის მიმართ გამოეყენებინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლი და მისთვის დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობითად, სათანადო გამოსაცდელი ვადის დაწესებით.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი ზ------ ლ---------–---ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ----- შ--–--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი ზ------ ლ---------–---ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.ზ------ ლ---------–---ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით – ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები 1 (ერთი) წლის ვადით.
4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, ზ------ ლ---------–---ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები 1 (ერთი) წლის ვადით.
5.მსჯავრდებულ ზ------ ლ---------–---ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2018 წლის 01 სექტემბრიდან 2018 წლის 5 სექტემბრის ჩათვლით.
6.პირობით მსჯავრდებულ ზ------ ლ---------–---ის ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
7.ზ------ ლ---------–---ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 05 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლებები; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
8.ზ------ ლ---------–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველსაყოფად დაყადაღებულ, ი----- მ-–---–---ის (პ/ნ 4----------) საკუთრებაში არსებული, ც-------------–----–----------------–--------–-----–----------------------------------------–---------------------–----–-------–----------------------------------–----------------------–-------------–-------------------------------–----------------------–----------------------; ნაკვეთის საკუთრების ტიპი – თანასაკუთრება; დაზუსტებული ფართობი – 1 660.00 კვ/მ) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის (ნომრით 01, საცხოვრებელი სახლი, საერთო ფართით 260.00 კვ.მ), 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ღირებულების წილს.
9.ნივთიერი მტკიცებულება - სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე ამოღებული და საექსპერტო კვლევის შედეგად დარჩენილი ნარკოტიკული საშუალება - 41.48 გრამი კანაფი (მცენარე), რომელიც ინახება საქართველოს შსს ცაგერის რაიონულ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს, კანონმდებლობით დადგენილი წესით განადგურების მიზნით.
10.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
11.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /ვ.დოლიძე/