განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-32-2019წ.
(050100118002624805)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
02 აპრილი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე- მაკა გორგოძე
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
პროკურორის - შ----- ჩ----ის,ადვოკატის - დ----- მ----–--ის,მსჯავრდებულის - ე------ ხ------------ის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ე------ ბ------- ძე ხ------------ის მიმართ, დაბადებული 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 3----------, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ოზურგეთი, ს---------------------- N 19.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ე------ ხ------------ემ ჩაიდინა: პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით. რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 13 ივნისს, დაახლოებით 22:50 საათზე, ქალაქ ოზურგეთში ს---------------------- N 19-ში მცხოვრებმა, მთვრალმა ე------ ხ------------ემ, განაწყენებულმა იმით, რომ დაინახა მისი ოჯახის მიერ გამოძახებულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას, სამსახურებრივი ავტომანქანით თან ახლდნენ შსს გ------- პოლიციის დეპარტამენტის ო------------ რაიონული სამმართველოს მუშაკები, უ-----------------------------–----------------------------------–----------------------------–---- გამოხატა მათ მიმართ აგრესია, დაუწყო გინება დედის მისამართით და უწოდა "ბოზები" და "ძაღლები". ე------ ხ------------ემ, პოლიციის მუშაკების შემთხვევის ადგილზე მიყვანის გამო ასევე აგრესია გამოხატა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრების მიმართ და დაუწყო მათ გინება. აღნიშნულზე გ-- ხ-----------ემ და დ----- ქ--–---------ა ე------ ხ------------ეს მოუწოდეს დაეცვა საზოგადოებრივი წესრიგი და შეეწყვიტა უხამსი სიტყვების ძახილი. მიუხედავად მოწოდებისა, ე------ ხ------------ე არ დაემორჩილა პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და განაგრძო მათი ლანძღვა-გინება, რის გამოც გ-- ხ-----------ე და დ----- ქ--–--------ი შეეცადნენ ადმინისტრაციული ღონისძიებების გატარების მიზნით მის დაკავებას, რა დროსაც ე------ ხ------------ემ, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ხელის შეშლისა და პოლიციელთა საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, პოლიციის თანამშრომლების, გ-- ხ-----------ის და დ----- ქ--–--------ის მიმართ, გამოიჩინა ძალადობა, დაუწყო მათ ცემა ხელებითა და ფეხებით, რის შედეგადაც გ-- ხ-----------ეს და დ----- ქ--–--------ს ე------ ხ------------ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად, განუვითარდათ დაზიანებები სხეულის სხვადასხვა მიდამოში, აგრეთვე დაუზიანდათ კუთვნილი პოლიციის უნიფორმა. ე------ ხ------------ის მიერ პოლიციის თანამშრომლების მიმართ განხორციელებული წინააღმდეგობა, რაც გაგრძელდა დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში, აღკვეთილ იქნა გამოძახებული დამხმარე ჯგუფის მოსვლის შემდეგ.
ო------------ რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის განაჩენით ე------ ხ------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353–ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, ე------ ხ------------ის მიმართ დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, ე------ ხ------------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ე------ ხ------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
ე------ ხ------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყო მისი დაკავების დღიდან, კერძოდ 2018 წლის 13 ივნისიდან.
სააპელაციო საჩივრის მოტივები:
აპელანტი - მსჯავრდებულ ინტერესების დამცველი ადვოკატი დ----- მ----–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ო------------ რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის განაჩენში მსჯავრდებულისათვის სასიკეთო ცვლილების შეტანას დადანიშნული სასჯელის შემცირებას მინიმუმამდე, შემდეგ მოტივებზე მითითებით: სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში მიიღო მხოლოდ მსჯავრდებულ ე------ ხ------------ის აღიარება და არ გაითვალისწინა ლ----------------–-- სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც ე------ ხ------------ე ქმდების ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარებაში.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - მსჯავრდებულ ე------ ხ------------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს დ----- მ----–--ეს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;
ო------------ რაიონული პროკურატურის პროკურორს შ----- ჩ----ეს, რომელმაც არ დაუჭირა მხარი წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ე------ ხ------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მსჯავრდებულ ე------ ხ------------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულების - გ-- ხ-----------ის და დ----- ქ--–--------ის ჩვენებებით, მოწმეების გ-----------–-----------–-----------------------------–---–-------------------------–------------–-----------------------–------- ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოსურათებით, ამოღების ოქმებით, საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ე------ ხ------------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრებითაა სადავოდ გამხდარი.
მსჯავრდებულ ე------ ხ------------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე კანონით განსაზღვრული ნორმები ლეგიტიმურ მიზანს, გამოსადეგობას და პროპორციულობას უნდა ემსახურებოდეს. პროპორციულობა - კონსტიტუციურობის უნივერსალური კრიტერიუმია. სასჯელის მიზნები კი თავისებური ორიენტირია სასამართლოსათვის სასჯელის დანიშვნისას.
პალატა ვერ გაიზიარებს ე------ ხ------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას სასჯელის შემცირების თაობაზე, რადგანაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასჯელის ზომის განსაზღვრისას სრულყოფილად იქნა შეფასებული და გათვალისწინებული ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, მსჯავრდებულის პიროვნების მახასიათებლები და, დანაშაულის რეციდივიდან გამომდინარე (ნასამართლევია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისს განაჩენით სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით), მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა სსკ-ის მე-17 და 58-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, რომლის თანახმად დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ე------ ხ------------ის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების საფუძველი. შესაბამისად გასაჩივრებული განაჩენი ე------ ხ------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ე------ ხ------------ის ინტერესების დამცევბლი ადვოკატის დ----- მ----–--- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ო------------ რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ე------ ხ------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353–ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, ე------ ხ------------ის მიმართ დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, ე------ ხ------------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ე------ ხ------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
ე------ ხ------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი დაკავების დღიდან, კერძოდ 2018 წლის 13 ივნისიდან.
საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ნივთმტკიცების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
გ-- ხ-----------ის კუთვნილი, დაზიანებული უნიფორმის პერანგი და შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული უნიფორმის სამხრე, რომლებიც ინახება ო------------ რაიონულ სამმართველოში, დაუბრუდეს დაზარალებულ გ-- ხ-----------ეს.
დ----- ქ--–--------ის კუთვნილი, დაზიანებული უნიფორმის პერანგი, რომელიც ინახება ო------------ რაიონულ სამმართველოში, დაუბრუდეს დაზარალებულ დ----- ქ--–--------ს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე