განაჩენი

სისხლის სამართლის 23.05.2019
საქმის ნომერი
080100117002167240
ინსტანცია
თარიღი
23.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100117002167240

საქმე №1/ბ-800-2018 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

09 იანვარი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- გ----------ის და მსჯავრდებულ შ--–-- ე--------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) შ--–-- ე--------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი ნომერი 6----------), დაოჯახებულის, უმაღლესი განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ.ქუთაისში, გ---------------------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, შ--–-- ე--------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 1 აგვისტოს, ქ---------–--------------------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, შ--–-- ე--------მა იძალადა მეუღლეზე _ ნ-----–-- ვ-----ზე (სახეში გაარტყა ხელი), რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2017 წლის მაისიდან შ--–-- ე--------ი მეუღლეს, ნ-----–-- ვ-----ს აყენებდა სისტემატურ შეურაცხყოფას. სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით ნ-----–-- ვ----- მეუღლის ქმედებით განიცდიდა შეურაცხყოფასა და დამცირებას, რაც გამოიწვევდა მის ტანჯვას.

 

ზემოაღნიშნულის გამო შ--–-- ე--------ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 ნოემბრის განაჩენით:

 

შ--–-- ე--------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ოდენობით.

 

შ--–-- ე--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა.

 

3.სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ------- გ----------ემ და მსჯავრდებულმა შ--–-- ე--------მა.

 

ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ------- გ----------ემ თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და შ--–-- ე--------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ შ--–-- ე--------ის მიერ ჩადენილია ძალადობრივი ხასიათის ქმედება და მისი მხრიდან ამგვარ ქმედებებს ჰქონდა სისტემატური ხასიათი, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენით მისთვის დანიშნული სასჯელი წარმოადგენს მსუბუქ სასჯელს.

 

მსჯავრდებულმა შ--–-- ე--------მა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარის ინიციატივით მოწმის სახით დაიკითხნენ დაზარალებული ნ-----–-- ვ-----, გამომძიებელი ლ---- შ--–--------ე და ექსპერტი ფსიქოლოგი ე---------ე ა------ე, გარდა ამისა, გამოკვლეული იქნა წერილობითი მტკიცებულებები, რომლებიც უშუალო შემხებლობაში არ არიან შ--–-- ე--------ისათვის წარდგენილ ბრალდებასთან. სასამართლო განაჩენის გამოტანისას დაეყრდნო მხოლოდ საქმის შედეგით დაინტერესებული ერთადერთი პირის _ ნ-----–-- ვ-----ს ჩვენებას, ხოლო რაც შეეხება საქმის მწარმოებელი გამომძიებლის და ექსპერტის ჩვენებებს, ისინი ირიბი ხასიათის მტკიცებულებებია, ვინაიდან, აღნიშნული მოწმეები გადმოსცემენ იმ ინფორმაციას, რაც მათ შ--–-- ე--------ის დასჯით დაინტერესებულმა ნ-----–-- ვ-----მ მიაწოდა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4.გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებისა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენის დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ შ--–-- ე--------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- გ----------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

დაზარალებულ ნ-----–-- ვ-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ შ--–-- ე--------ი გაიცნო სოციალური ქსელის მეშვეობით. 2016 წლის იანვრის თვეში ბ--–------იდან ჩამოვიდა საქართველოში და მათ დაიწყეს ერთად ცხოვრება ქ.ქუთაისში, გ-------------------------------–- მდებარე შ--–-- ე--------ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში. 2017 წლის მარტის თვიდან ისინი იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2017 წლის თებერვალში მან (ნ.ვ-----მ) ქ.ბათუმში შეიძინა ბინა, რომელიც გაქირავებული ჰქონდა და იღებდა შემოსავალს. გაქირავებული ბინიდან შემოსულ თანხას ხარჯავდა საკვებში და შ--–-- ე--------ის ტანსაცმელში, მაგრამ ამ უკანასკნელს უნდოდა, რომ თავად განეკარგა თანხა, რაზეც უარს ეუბნებოდა. ამ საკითხის გამო შ--–-- ე--------ი სისტემატურად ეჩხუბებოდა, უყვიროდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ფულთან დაკავშირებით ერთ-ერთი კამათის დროს შ--–--მ ხელიც კი გაარტყა, რა დროსაც პოლიცია არ გამოუძახებია, რადგან სახლში იმყოფებოდა მისი შვილიშვილი და არ უნდოდა მას შეშინებოდა. 2017 წლის აგვისტოს თვეში, შ--–-- ე--------მა მეორეჯერაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, სახის არეში დაარტყა ხელი და კარადაში შელაგებული ტანსაცმელი შეაყარა სახეში. ამ ფაქტის შემდეგაც იგი სისტემატურად ეკამათებოდა და თხოვდა ბათუმის ბინის ქირის თანხას, რა დროსაც აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. 2017 წლის 18 სექტემბერს, იგივე საკითხზე კამათისას, შ--–-- ე--------მა სცადა ხელი და ფეხი დაერტყა მისთვის, რაც ვერ შეძლო, რადგან დაუსხლტა ხელიდან და გარეთ გავარდა. პოლიციისთვის არ მიუმართავს, ვინაიდან, ფიქრობდა, რომ ინციდენტი უკვე ამოწურული იყო. ამის შემდეგ შ--–-- ე--------ი წავიდა სადღაც და როდესაც სახლში დაბრუნდა, მიიყვანა ადვოკატი, რომელმაც უთხრა, რომ შ--–-- ე--------ს შეეძლო მისთვის მიეხურა კარები და სახლში არ შეეშვა. შ--–-- ასეც მოიქცა, მიუხურა კარები და გარეთ დატოვა, რა დროსაც უთხრა მას, რომ ამ სახლის რემონტში 25 000 აშშ დოლარი ჰქონდა გადახდილი, ის იყო მისი ოფიციალური მეუღლე და უფლება ჰქონდა ეცხოვრა იქ, ხოლო თუ კარს არ გაუღებდა, პოლიციას გამოიძახებდა, რის შემდეგაც შ--–-- ე--------მა გაუღო კარები. გარკვეული დროის შემდეგ მან ისევ დაუწყო კამათი და შეურაცხყოფის მიყენება, რის გამოც დარეკა პოლიციაში და ითხოვა დახმარება.

 

საქმეზე მოწმის სახით დაკითხული, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის _ ლ---- შ--–--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მან დაკითხა დაზარალებული, ბ--–------ის მოქალაქე ნ-----–-- ვ-----, რომელმაც აღნიშნა, რომ 2017 წლის თებერვლის თვეში შეიძინა ბინა ქ.ბათუმში. მანვე განუმარტა, რომ აღნიშნული ბინის გაქირავებიდან შემოსული თანხის განკარგვის თაობაზე ხშირად ჰქონდათ კამათი მას და მის მეუღლეს _ შ--–-- ე--------ს, რა დროსაც ეს უკანასკნელი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო ერთ დღეს, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი გაარტყა სახეში. ნ-----–-- ვ-----ს განმარტებით, მას და შ--–-- ე--------ს ბევრჯერ ჰქონიათ კამათი, ხოლო ერთხელ მეუღლეს იგი არ შეუშვია სახლში, რის გამოც დახმარების თხოვნით მიუმართავს პოლიციისთვის.

 

თავად ბრალდებულმა შ--–-- ე--------მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემაზე.

 

2017 წლის 18 სექტემბრის სატელეფონო შეტყობინების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პირველი განყოფილების „114“ საპატრულო ეკიპაჟიდან ბ.ე---------ემ აცნობა, რომ ქ.ქუთაისში, გ------------------------–-, ბ--–------ის მოქალაქე ნ-----–-- ვ-----ს, მეუღლემ _ შ--–-- ე--------მა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ნ-----–-- ვ----- განიცდიდა შეურაცხყოფასა და დამცირებას, რაც გამოიწვევდა მის ტანჯვას. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე---------ე ა------ემ.

 

საქმეში არსებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა შ--–-- ე--------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით შერაცხულ ბრალდებას დადასტურებულად არ მიიჩნევს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა შ--–-- ე--------ის მიერ დანაშაულის ჩადენას. საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულ ნ-----–-- ვ-----ს ჩვენება, საიდანაც ირკვევა, რომ მსჯავრდებული შ--–-- ე--------ი მას სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო 2017 წლის 1 აგვისტოს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მართალია, სააპელაციო პალატას დაზარალებულის ჩვენების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ გააჩნია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარეს სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა შ--–-- ე--------ის მიერ თავისი მეუღლის _ ნ-----–-- ვ-----ს მიმართ ძალადობის ჩადენის ფაქტს, სასამართლოში არ წარმოუდგენია, მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება საკმარისი არ არის შ--–-- ე--------ის დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან, საქმეში არ მოიპოვება მისი ბრალეულობის დამადასტურებელ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

რაც შეეხება მოწმე ლ---- შ--–--------ეს, ის არ არის შემთხვევის თვითმხილველი და გადმოსცემს მისთვის დაზარალებულ ნ-----–-- ვ-----ს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რის გამოც მისი ჩვენება, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, რომელიც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.

 

ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით კი პალატა მიუთითებს, რომ ხსენებული დასკვნა იძლევა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თუ ნ-----–-- ვ-----ს მიმართ ადგილი ექნებოდა შეურაცხყოფასა და დამცირებას, როგორც ეს სისხლის სამართლის საქმის მასალებშია ასახული, აღნიშნული გამოიწვევდა მის ტანჯვას. ამდენად, ეს მტკიცებულება პირდაპირ ვერ ადასტურებს შ--–-- ე--------ის მიერ ნ-----–-- ვ-----სათვის სისტემატური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ შ--–-- ე--------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო იგი უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. შესაბამისად, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- გ----------ეს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- გ----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.მსჯავრდებულ შ--–-- ე--------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

3.გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 ნოემბრის გამამტყუნებელი განაჩენი შ--–-- ე--------ის მიმართ.

 

4.შ--–-- ე--------ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

5.გამართლებულ შ--–-- ე--------ს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

6.ცნობად იქნეს მიღებული, რომ შ--–-- ე--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია.

 

7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: /ვ.დოლიძე/