განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-8-2019წ.
(080100118002445636)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
01 თებერვალი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი---- თ------- ძე მ–------ის მიმართ დაბადებული: 1----–-–----- იანვარს, პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები ქ. ქუთაისი, ო-------–-–---–-ს ქ. #9, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით(ორი ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 ნოემბრის განაჩენზე, პროკურორის სააპელაციო საჩივრით,აღწერილობითი ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
ი---- მ–------ეს ბრალი დაედო დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, მისივე ოჯახის წევრის მიმართ; რაც გამოიხატა შემდეგში:
1. 2018 წლის 14 თებერვალს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. ქუთაისში, ჩ----–-–---–-- ქუჩა #9-ში, თავის საცხოვრებელ სახლში, ი---- მ–------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მამას, თ----- მ–------ეს, კერძოდ: რამდენჯერმე დაარტყა ხელი ტანის არეში, რის შედეგადაც, თ----- მ–------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. 2017 წლის ოქტომბრის თვიდან ი---- მ–------ე მამას - თ----- მ–------ეს აყენებდა სისტემატიურ შეურაცხყოფას. სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, თ----- მ–------ე განიცდიდა სისტემატურ შეურაცხყოფას, დამცირებას და შანტაჟს, რაც გამოიწვევდა მის ტანჯვას.
3. 2018 წლის 14 თებერვალს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. ქუთაისში, ჩ----–-–---–-- ქუჩა #9-ში, თავის საცხოვრებელ სახლში, ი---- მ–------ე თავის მამას, თ----- მ–------ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც, მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 ნოემბრის განაჩენით ი---- მ–------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 14 თებერვლის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
ი---- მ–------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის ოქტომბრის თვის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
ი---- მ–------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 14 თებერვლის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
ი---- მ–------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმებულია.
გამართლებულ ი---- მ–------ეს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი გ------- გ----------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და ი---- მ–------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით. შემდეგ მოტივებზე მითითებით: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ი---- გ-------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს. კერძოდ: გამომძიბელი მოწმეების გ--- ხ----–--ის და ლ-–- ქ------ის ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტ გ------- გ------–-–---–ის ჩვენებით, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტ ე---------- ა------ის ჩვენებით. ამდენად, საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა შესაბამისი ანალიზით აშკარად და უტყუარად დასტურდება ი----- მ–------ის მიერ გამოძიებისას ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა.
სამოტივაციო ნაწილი:
გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის სასამართლო განხილვის დროს, ბრალდებულის მამამ დაზარალებულმა თ----- მ–------ემ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე
მოწმის სახით დაკითხულ ქუთაისის ს----–-----------------–--------–-–-----------–------------–-------------------------------------–-ს გ--- ხ----–--ის ჩვენების თანახმად, შესული შეტყობინების საფუძველზე, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ლ-–- ქ------ესთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე. შემთხვევის ადგილზე მისვლისას მათ თ----- მ–------ემ განუმარტათ, რომ მისმა შვილმა ი---- მ–------ემ მას მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, აღნიშნულის გამო დააკავეს ი---- მ–------ე გადაიყვანეს პოლიციის პირველ განყოფილებაში შემდეგი საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები დადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ლ-–- ქ------ემ და განმარტა, რომ შეტყობინების საფუძველზე გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც, დახვდათ თ----- მ–------ე, რომლის განმარტებით მისმა შვილმა მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის საფუძველზეც დააკავეს ი---- მ–------ე და გადაიყვანეს პოლიციის პირველ განყოფილებაში, შემდეგი საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად. მოწმის ლ. ქ------ის განმარტებით დაკავების დროს ი. მ–------ეს რაიმე სახის წინააღმდეგობა არ გაუწევია.
მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ გ------- გ-------–-–---–ის ჩვენებით და მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 14.02.2018წ. 18:36-18:44 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. თ-----ი მ–------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების, სისხლნაჟღენთებისა და სისხლჩაქცევების სახით.
დაზიანებები განვითრებული არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, დაზიანება სისხლჩაქცევების სახით ხანდაზმულობით არ შეესაბამება დადგენილებაში მითითებულ თარიღს, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
მოწმის სახით სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ფსიქოლოგის ე---------- ა------ის ჩვენების და მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სისხლის სამართლის საქმის მასალებით და ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური კვლევის მონაცემებით, თ----- მ–------ე განიცდიდა სისტემატიურ შეურაცხყოფას, დამცირებას და შანტაჟს, რაც გამოიწვევდა მის ტანჯვას.“
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის წარდგენილი ბრალდებით ი---- მ–------ის დამნაშავედ ცნობისათვის.
სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ დაზარალებულ თ----- მ–------ეს სასამართლოსათვის არ მიუცია ჩვენება, ასევე აღსანიშნავია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ ვერც სხვა პირებმა მისცეს სასამართლოს ისეთი ჩვენებები, რომლებიც სარწმუნო იქნებოდა და დადგებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. რაც შეეხება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც დასტურდება თ----- მ–------ის დაზიანებების არსებობა, არ არის საკმარის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ვინაიდან არ არსებობს იმის შესახებ სხვა რაიმე მტკიცებულება კონკრეტულად თუ ვინ და რა ვითარებაში მიაყენა აღნიშნული დაზიანება თ----- მ–------ეს.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილ საქმეში არ არსებობს, არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სხვა რელევანტურ მტკიცებულებებთან ერთად შექმნიდა მტკიცებულებათა ერთობლიობას, ი---- მ–------ის დამნაშავედ ცნობისათვის. მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ და შესაბამისად სასამართლო სწორედ ამ მტკიცებულბას შეაფასებს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას. მართალია კანონით გათვალისწინებული წესით დასაშვებია გამოძიების პროცესში მიცემული ჩვენებების გამოქვეყნებაც, თუმცა ასეთი მტკიცებულებები თავისი სარწმუნოობის ხარისხით და სხვა შემავსებელი მტკიცებულებების გარეშე ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. კონკრეტულ შემთხვევაში კი გამოძიებაში მიცემული ჩვენების გამოქვეყნების სამართლებრივი საფუძვლებიც არ არსებობდა.
საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით, არ გამორიცხა გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერება. სასამართლომ განმარტა, რომ ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ირიბი ჩვენების დასაშვებად ცნობის და მისი გამოყენების საკითხის გადაწყვეტა მკაფიოდ ფორმულირებული მარეგულირებელი ნორმებისა და სათანადო პროცესუალური გარანტიების პირობებში უნდა მოხდეს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეაფასოს გარემოებები, რომლებიც ირიბი ჩვენების წარდგენის გასამართლებლად არის დასახელებული სისხლისსამართლებრივ დევნაზე პასუხისმგებელი ორგანოს მიერ. იმის გათვალისწინებით, რომ თვითმხილველი მოწმეები გამოძიების ეტაპზე აძლევდნენ ჩვენებას და შესაბამისად ამ ჩვენებების შემავსებელ მტკიცებულებებად გამოძიების მიერ გამოყენებული იქნა არათვითმხილველი მოწმეების ჩვენებებიც, ეს სრულ შესაბამისობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, მაგრამ როცა თვითმხილველი მოწმეები ჩვენებას აღარ აძლევენ სასამართლოში კანონით გათვალისწინებული უფლების გამოყენებით, ასეთ შემთხვევაში სასამართლოსთვის შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ არაპირდაპირი მოწმეების მიერ მიცემულ ჩვენებებზე დაყრდნობით.
როცა ასეთი გარემოებებია და პრაქტიკაც აჩვენებს, რომ დანაშაულის ჩამდენი პირის ოჯახის წევრები ხშირად ამბობენ ჩვენების მიცემაზე უარს, ბრალდების მხარე ვალდებულია კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით შეკრიბოს ის მტკიცებულებები, რომლებიც პირის მიმართ წარდგენილ ბრალდებას უტყუარად დაადასტურებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხდება ისე, რომ სახელმწიფო, საგამოძიებო და სასამართლო რესურსების ფუჭი ხარჯვის შემდეგ შესაძლებელია ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაუსჯელი დარჩეს, ხოლო მისი განმეორებით ჩადენის რისკის გათვალისწინებით კი უგულველყოფილია სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის პოზიტიური ვალდებულება!
შესაბამისად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშვებული ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივეს გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შეუძლებელია წარდგენილი ბრალდებით ი---- მ–------ის მსჯავრდება, რის გამოც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 ნოემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ პუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- გ----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ი---- მ–------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 14 თებერვლის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
ი---- მ–------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის ოქტომბრის თვის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
ი---- მ–------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 14 თებერვლის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
ი---- მ–------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ი---- მ–------ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან.
გამართლებულ ი---- მ–------ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე მაკა გორგოძე