განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100118002484684
საქმე №1/ბ-65-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
6 მარტი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე
პროკურორის _ ა-–------------------ის
მსჯავრდებულის _ რ----- დ------ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ----- ნ--------ის ძე დ------ის მიმართ (პ/№6----------, დაბადებული 0---------წ. საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქ. ბათუმი, ა------ ქ. N11);
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ რ----- დ------ემ ჩაიდინა :
- ცემა, ძალადობა ორი ან მეტი პირის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტიკივილი გამოიწვია, მაგრამ, არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
- პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2018 წლის 27 აპრილს, დაახლოებით 23:50 საათზე, ქ.ბათუმში, ი-------------------–-------------- ქუჩების კვეთასთან, რ----- დ------ემ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ხელი თავის არეში დარტყმის გზით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ--–---- ბ-----ეს, ხოლო ხელის სახის არეში დარტყმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ი----- ბ-----ეს, რამაც მ--–---- ბ-----ის და ი----- ბ-----ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
- 2018 წლის 28 აპრილს, დაახლოებით 00:00 საათზე, ქ.ბათუმში, ი-------------------–-------------- ქუჩების კვეთასთან, რ----- დ------ის მიერ მ--–---- ბ-----ის და ი----- ბ-----ის მიმართ განხორციელებული ძალადობის აღსაკვეთად მივიდნენ ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებლები - ნ-----–---- ხ------–---–ი, თ------ კ-------ე, ნ--- მ--–------–ი და პ----- წ---–-----ე, რომლებიც წარუდგნენ მას, როგორც პოლიციის მუშაკები და მოუწოდეს რ----- დ------ეს წესრიგის დარღვევის აღკვეთისაკენ, ასევე შეეცადნენ კანონიერი ზომების გატარებას, თუმცა რ----- დ------ე არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას და დაკავების დროს ხელბორკილიანი ხელი ჩაარტყა თავის არეში პოლიციის თანამშრომელს ნ--- მ--–------–ს, რომელმაც მიიღო ჯამრთელობის დაზიანება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბრის განაჩენით რ----- დ------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელი სახით განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 15 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) - ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით; სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით; სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით; სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 დეკემბრის განაჩენით რ. დ------ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი - 02 წლით თავისუფლების აღვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს წინა განაჩენიდან ნაწილობრივ დაემატა 01 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ. დ------ეს განესაზღვრა 01 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 28 აპრილიდან.
2. სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორი კ. ა-------–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება იქნას შეტანილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბრის განაჩენში რ. დ------ის მიმართ სასჯელის ნაწილში და განაჩენთა ერთობლიობით, სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს სასჯელთა მთლიანად შეკრების პრინციპის გათვალისწინებით დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, შემდეგ მოტივებზე მითითებით: ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლომ რ. დ------ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სათანადოდ არ შეაფასა მის მიერ ჩადენილი ქმედებები, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წასრული ცხოვრება (იგი არაერთხელაა ნასამართლევი წარსულში განზრახი დანაშაულების ჩადენისათვის), აქედან გამომდინარე, სასჯელთა ნაწილოვრივ შეკრების წესის გამოყენება აშკარად ეწინააღმდეგება სასჯელის სამართლიანობის პრინციპს.
მსჯავრდებულ რ----- დ------ის ინტერესების დამცველი ადვოკატი მ------ ზ----ე წამოდგენილი შესაგებლით ითხოვს, არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩეს გასაჩივრებული განაჩენი რ----- დ------ის მიმართ.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორს ა. ძ-------ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
მსჯავრდებულ რ. დ------ეს, რომელმაც არ დაუჭირა მხარი პროკურორის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები, გააანალიზა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ რ----- დ------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტია და სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მოწმეების: მ--–---- ბ-----ის, ი----- ბ-----ის, ნ-----–---- ხ------–---–ის, თ------ კ-------ის, პ----- წ---–-----ის გამოკითხვის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ რ----- დ------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება; განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი გასაჩივრებულ განაჩენში სასჯელის ნაწილში და რ. დ------ეს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა მთლიანად შეკრების წესის გამოყენებით.
მსჯავრდებულ რ----- დ------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ რ----- დ------ის მიმართ, მუხლით სასჯელის დანიშვნისას სრულყოფილად იქნა შეფასებული და გათვალისწინებული ჩადენილი დანაშულის სიმძიმე, ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები; პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ბრალდების მხარის არცერთი მტკიცებულება არ გაუხდია სადაოდ), პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები.
პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ რ----- დ------ის მიმართ განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა სრული შეკრების წესის გამოყენებასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2014 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებას (იხ. გადაწყვეტილება №227აპ-13) და მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის სასამართლოში.
განაჩენთა ერთობლიობისას სახელმწიფო ბრალმდებელს მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუარესების მოთხოვნით სასამართლოსადმი მიმართვის და შესაბამისად, სასამართლოს აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ბრალმდებელს ასეთივე პოზიცია ეკავა პირველი ან/და სააპელაციო სასამართლო ინსტანციებში. შესაბამისად, თუ სახელმწიფო ბრალმდებელს აღნიშნულ საკითხზე პირველი ინსტანციის სასამართლოში არ დაუფიქსირებია პოზიცია, შემდგომში იმავე საკითხზე მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუარესების თვალსაზრისით გასაჩივრება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული და უპერსპექტივოა.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნა პირველი ინსტანციის სასამართლოში შემოიფარგლა რ. დ------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის და მის მიმართ მკაცრი სასჯელის დანიშვნის მოთხოვნით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენი რ----- დ------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ. ა-------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
რ----- დ------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 15 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) - ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და რ----- დ------ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 დეკემბრის განაჩენით რ. დ------ის დანიშნული პირობითი მსჯავრი (თავისუფლების აღკვეთა 02 წლის ვადით);
საქართველო სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით, რ----- დ------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით და ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ რ----- დ------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 28 აპრილიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები - სს ,,ე-–------–--------------’’ მიერ წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერი 01 ცალ DVD დისკზე, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ერთვის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით; - მ. ბ-----ისგან ამოღებული ჩიბუხი და სათვალე, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე