განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 080100118002252045
საქმე №1/ბ-121-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
7 მარტი, 2019 წ. ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე კ-------- შ------ ძე გ-----–--ის მიმართ, დაბადებული: 0---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები მისამართზე: ქუთაისი, დ---------–-- ქ. N46;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
პირის ბრალდების დადგენილების მიხედვით, კ-------- გ-----–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (სამი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
1.1. 2016 წლის ოქტომბრის თვეში ქ. ქუთაისში, დ---------–-- ქ. N46-ში, თავის საცხოვრებელ სახლში კ-------- გ-----–--ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს, მ------- ხ-----–---–ს, კერძოდ: კისერში მოუჭირა ხელი და მოქაჩა თმები, რის შედეგადაც მ------- ხ-----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. 2017 წლის ნოემბრის დასაწყისში ქ. ქუთაისში, დ---------–-- ქ. N46-ში, თავის საცხოვრებელ სახლში კ-------- გ-----–--ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს, მ------- ხ-----–---–ს, კერძოდ, დაარტყა ხელი და მოქაჩა თმები, რის შედეგადაც მ------- ხარაიშილმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3. 2017 წლის 21 ნოემბერს შუადღის საათებში ქ. ქუთაისში, დ---------–-- ქ. N46, თავის საცხოვრებელ სახლში კ-------- გ-----–--ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს, მ------- ხ-----–---–ს, კერძოდ: სახეში დაარტყა ბავშვის გრძელი წინდა, თმები მოქაჩა და გადმოაგდო საწოლიდან, რის შედეგადაც მ------- ხ-----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის განაჩენით:
კ-------- გ-----–--ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის ოქტომბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;
კ-------- გ-----–--ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის ნოემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;
კ-------- გ-----–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 21 ნოემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 02 წლის გამოსაცდელი ვადით.
3. სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი გ------- ხ----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი კ-------- გ-----–--ის მიმართ, იგი დამნაშავედ იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის ოქტომბრის და 2017 წლის ნოემბრის ეპიზოდები) და ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ სამივე ეპიზოდში განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი;
აპელანტს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონო, დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა კ-------- გ-----–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდების სამივე ეპიზოდში ბრალეულობას. გარდა ამისა, გასაჩივრებული განაჩენი კ-------- გ-----–--ის მიმართ დანიშნული სასჯელის ნაწილში არის უსამართლო, სასამართლომ არ გაითავლისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და დანიშნული სასჯელი შეუსაბამოა სასჯელის მიზნებთან.
ბრალდების მხარის მიერ შედგენილ საჩივარზე მსჯავრდებულ კ-------- გ-----–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ--- დ---–--ემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენი კ-------- გ-----–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას, კ-------- გ-----–--ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის ოქტომბრის თვის და 2017 წლის ნოემბრის თვის ეპიზოდებში) დამნაშავედ ცნობის თაობაზე და ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ:
დაზარალებულ მ------- ხ-----–---–ის განმარტებით ირკვევა, რომ კ-------- გ-----–--ე იყო მისი მეუღლე, რომელთანაც ახლა არანაირი ურთიერთობა აღარ აქვს. დაშორდნენ რადგან კ-------- ახორციელებდა მის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, რომელიც ხანგრძლივად გრძელდებოდა. პირველად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 2015 წელს, თვე არ ახსოვს, მაგრამ მაშინ ფიზიკური ტკივილი არ განუცდია. შემდეგ იყო 2016 წლის ოქტომბრის ფაქტი, როდესაც მასსა და კ--------ს დას შორის მოხდა დაპირისპირება. კ-------- მეგობრებთან ერთად სვამდა, დაურეკა გადმოდი და შენი და დააწყნარეო. კ-------- სახლში მივიდა გაბრაზებული და დაუწყო ცემა, ცემისას ბავშვი ეჭირა ხელში. დედამთილი ცდილობდა გაშველებას, ხმაურზე მეზობელი ნ---- ს-----–---–ი შევიდა და მან გააშველა. კ-------- ახრჩობდა, მას შემდეგ ორი კვირა ვერ სუნთქავდა, ერთი კვირის შემდეგ ყოველ ამოსუნთქვაზე ტკივილები ჰქონდა გულის არეში. ამის გამო მისმა მამამთილმა და კ--------მ კარდიოლოგთან წაიყვანეს, მაგრამ გულზე არაფერი აღმოაჩნდა. იმ დღეს კ-------- გ-----–--ემ სამჯერ ცემა. განიცადა ფიზიკური ტკივილი. კ-------- მის მიმართ ახორციელებდა ყველანაირ ზეწოლას ფიზიკურს, სულიერს, ფსიქოლოგიურს.
დაზარალებულის განმარტებით, შემდეგი ფაქტი მოხდა 2017 წლის აგვისტო თუ სექტემბრის თვეში, დიდი ,,საკურთხობა’’ მოდიოდა შემდეგ, ერთი კვირით ადრე. ის და კ-------- გ-----–--ე იყვნენ ერთად სახლში მარტო, მამამთილი იყო საავადმყოფოში, კ--------მ დაარტა, რის შედეგად მარჯვენა ხელი ჰქონდა მთლიანად ჩალურჯებული. სოფელში წავიდნენ და ,,მოკლემკლავიანი’’ ვერ ჩაიცვა, მოსახური წაიღო. ყველა ეუბნებოდა გაიხადეო, მაგრამ არ იხდიდა, დალურჯებების გამო, კ---- ეუბნებოდა არ გაიხადოო და დაიფიცა, რომ აღარასოდეს დაარტყამდა.
მ. ხ-----–---–ის ჩვენებით, ბოლო ფაქტი მოხდა 2017 წლის 21 ნოემბერს, იმ დღეს შეუძლოდ იყო, წინა ღამითაც შეურაცხყოფა მიაყენა კ--------მ, ნასვამი იყო. დილა რომ გათენდა, ადგა ბავშვს აჭამა, ჩააცვა, მამამთილს გაუმზადა საჭმელი და წამლები დაალევნა. შემდეგ, თხოვა კ--------ს მიეხედა ბავშვისთვის, რადგან შეუძლოდ იყო, მუცელი ტკიოდა და დაწვა. ცოტა ხანში ბავშვის ტირილი შემოესმა, რომელსაც არავინ აქცევდა ყურადღებას, ცხელი წყალი გადმოესხა და დასველებული იყო, ამაზე გაბრაზდა, გახადა ბავშვს სველი ,,რეიტუზი’’ და ისროლა კ--------ს მიმართულებით, რომელიც მას არ მოხვედრია, შემდეგ კ--------მ აიღო სველი ,,რეიტუზი’’ და მთელი ძალით მოუქნია და ესროლა, რომელიც მას ტუჩთან მოხვდა, გაუსკდა ტუჩი და სისხლი წამოუვიდა, ამის შემდეგ თმებით გადმოათრია საწოლიდან, დააგდო ძირს, დაუწყო ხელებით დარტყმა და თმით ათრევდა. მარჯვენა ბეჭი მთლიანად დალურჯებული ჰქონდა და დაბეჟილი. შემდეგ გაიქცა სამზარეულოში და თავის დაცვის მიზნით აიღო დანა და უთხრა არ მიკარებოდა, კ--------მ დანა წაართვა, თმით ითრია და შეურაცხყოფა მიაყენა. მეზობელთან გავიდა და გამოუძახა პატრულს, პატრულმა კ--------ს 30 დღიანი შემკავებელი ორდერი გამოუწერა. მეორე დღეს წავიდა დედამისთან. 2017 წლის 22 ნოემბერს დაწერა განცხადება პოლიციაში. ამ ამბის შემდეგ კ---- (კ--------) თხოვდა, რომ ბავშვი ეჩვენებინა და ჩვენება შეეცვალა, რადგან ეშინოდა, რომ დაიჭერდნენ. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ როდესაც თმით კ--------მ საწოლიდან გადმოათრია, ფეხები საწოლს მიარტყა დ დალურჯებული ჰქონდა. სილურჯეები ჰქონდა ხელზეც. ფიზიკური შეურაცხყოფისას განიცდიდა ტკივილს.
მოწმე მ------ ხ-----–---–ის განმარტებით, 2016 წლის მარტის თვე იყო, იმყოფებოდა ქუთაისში, დ-------–-ს N46-ში, თავის დასთან მ------- ხ-----–---–თან, კ-------- გ-----–--ის სახლში. კ-------- გ-----–--ე და მ------- ხ-----–---–ი იმ დროს იყვნენ ცოლ-ქმარი. კ-------- ქვემოთ იყო ჩასული ბიჭებთან სვამდა, მ-------მ დაუძახა დალევისათვის თავი დაენებებინა და ამოსულიყო. კ-------- ამოვიდა, მ-------მ უთხრა ქვემოთ აღარ ჩასულიყო, რაზეც კ-------- არ დაეთანხმა და ხელი კრა, მ------- დავარდა საწოლზე. მ------- ამ დროს ფეხმძიმედ იყო. კ-------- მ-------ს სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას. მოწმემ განმარტა, რომ 21 ნოემბრის შემთხვევის შემდეგ მეორე დღეს, მ------- დასთან და მშობლებთან გადავიდა საცხოვრებლად. მ------- მივიდა მათთან სახლში, სულ დალურჯებული იყო, თქვა კ----მ (კ--------) მცემაო. როგორც მ-------მ განუმარტა, ფაქტს შეესწრო კ--------ს და - ქ--------ე გ-----–--ე და მათი არსრულწლოვანი შვილი - ი----ე გ-----–--ე. 21 ნოემბრის ფაქტთან დაკავშირებით, მ------- მოუყვა, რომ კონფლიქტის მიზეზი იყო ის, რომ ბავშვი დასველდა და გამოსაცვლელი იყო, ამის გამო მოხდა კონფლიქტი და რაღაც ესროლა კ-------- გ-----–--ემ მ------ს (მ------- ხ-----–---–ი), თმებში წვდა, ჩამოათრია ლოგინიდან და ჩამოაგდო. მ-------ს სილურჯეები ქჰონდა ყველგან, ხელებზე, ფეხებზე, ტუჩი ჰქონდა გახეთქილი.
მოწმე ნ---- ს-----–---ის განმარტებით ირკვევა, რომ კ-------- გ-----–--ე მისი მეზობელია, მ------- ხ-----–---–ი კ-------- გ-----–--ის მეუღლე იყო. 2017 წლის 21 ნოემბერს, როდესაც სახლში დაბრუნდა დედამ - ე----- ს-----–---მა უთხრა, რომ მ------ (მ------- ხ-----–---–ი) იყო გადასული მათთან, მეუღლესთან კ-------- გ-----–--ესთან მოუვიდა ჩხუბი და ქალაქის ტელეფონით დაურეკავს პოლიციაში. თავად, უშუალოდ არანაირ ფაქტს ან კონფლიქტს არ შესწრებია მ------- ხ-----–---–სა და კ-------- გ-----–--ეს შორის, მხოლოდ ის იცის, რომ მათ ჰქონდათ ძალიან ნორმალური დამოკიდებულება, მეზობლად ცხოვრობენ და ჩხუბი არასდროს გაუგია.
მოწმის სახით დაკითხულმა ლ---- შ--–--------ემ განმარტა, რომ 2014 წლიდან მუშაობს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის თანამდებობაზე, ხოლო 2010 წლიდან მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში. გამოძიება დაიწყო კ-------- გ-----–--ის მიერ მისი მეუღლის მ------- ხ-----–---–ის მიმართ განხორციელებული ოჯახში ძალადობის ფაქტზე. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით დაკითხა დაზარალებული მ------- ხ-----–---–ი და მისი და - არასრულწლოვანი მ------ ხ-----–---–ი. აღნიშნულ საქმეზე დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება გააცნო მ------- ხ-----–---–ს და დაზარალებულს განუმარტა უფლებები.
მოწმე გ------- გ--------–---–მა განმარტა, რომ მუშაობს ქუთაისის პოლიციის განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე დაახლოებით ოთხი წელია. აღნიშნულ საქმეზე მოწმის სახით გამოკითხა კ-------- გ-----–--ე, კ-------- გ-----–--ის და, კ-------- გ-----–--ის მეზობლები - ე------ ს-----–---ი და ნ---- ს-----–---ი.
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, გამოძიება დაიწყო 2017 წლის 22 ნოემბერს, 2017 წლის ნოემბრის თვის დასაწყისში და 2017 წლის 21 ნოემბერს მ------- ხ-----–---–ის მიმართ, მეუღლის კ-------- გ-----–--ის მიერ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე.
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დანაშაულის შესახებ შეტყობინების თანახმად 2017 წლის 22 ნოემბერს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ისნპექტორ-გამომძიებელს აკაკი თაბაგარს დაუკავშირდა მოქალაქე მ------- ხ-----–---–ი და აცნობა, რომ 2015 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება კ-------- გ-----–--ესთან, ყავთ ერთი მცირეწლოვანი შვილი. მეუღლე ხშირად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას. 2017 წლის ნოემბრის თვის დასაწყისში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, გარდა ამისა შეურაცხყოფა მიაყენა წინა დღით, ცემა ხელით და ფეხით, განიცდის ძლიერ ფიზიკურ ტკივილს და ითხოვს დახმარებას.
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N000880 შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის თანახმად, 2017 წლის 21 ნოემბერს 13:30 საათზე მოძალადემ (კ-------- გ-----–--ემ) მსხვერპლს (მეუღლეს მ------- ხ-----–---–ის) მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც გამოიხატა: უცენზურო სიტყვებით მიმართვით და ხელის შეხებით თმებში წვდომით. ორდერი ხელმოწერილია მსხვერპლის მ------- ხ-----–---–ის, მოძალადის კ-------- გ-----–--ის და პატრულ-ინსპექტორ პოლიციის კაპიტან ა----–--- ნ------–---–ის მიერ.
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ 22.11.17 წ. 21:43-22:03 საათზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. მ------- ხ-----–---–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევისა და სისხლნაჟღენთების სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში). დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად. ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებები მარჯვენა წვივის წინა ზედაპირზე ზედა მესამედში, მარჯვენა ბარძაყის წინა ზედაპირზე ქვედა მესამედში და მარჯვენა ბარძაყის გარეთა ზედაპირზე ზედა მესამედში არსებული სისხლნაჟღენთები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს (2017 წლის ნოემბრის თვის დასაწყისი), ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს (2017 წლის 21 ნოემბერს).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ----- თ------ემ დაადასტურსა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის დებულებებს კ-------- გ-----–--ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის ოქტომბრის და 2017 წლის ნოემბრის ეპიზოდებში) გამართლების თაობაზე და ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2016 წლის ოქტომბრის ეპიზოდთან დაკავშირებით ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს დაზარალებულ მ. ხ-----–---–ის ჩვენება, საქმეში არ არის წარმოდგენილი სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც ამ ეპიზოდში კ-------- გ-----–--ის ბრალეულობას დაადასტურებდა. პალატა აღნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი მტკიცებულების (დაზარალებულის ჩვენება) არსებობა კი არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო სტანდარტს.
2017 წლის ნოემბრის ეპიზოდთან დაკავშირებით პალატა აღნიშნავს, რომ მართალია საქმეში წარმოდგენილია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგენილია, რომ მ. ხ-----–---–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები, თუმცა ვერ დგინდება თუ ვის მიერ იქნა მიყენებული ეს დაზიანებები, საქმეში არ არის წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ აღნიშნული დაზიანებები დაზარალებულმა კ-------- გ-----–--ის ძალადობრივი ქმედების შედეგად მიიღო, ამასთან, თვით დაზარალებულიც არ უთითებს, თუ რა ვითარებაში მიიღო მან აღნიშნული დაზიანებები და კონკრეტულად რა ქმედება განხორციელდა 2017 წლის ნოემბრის თვეში მის მიმართ კ-------- გ-----–--ის მხრიდან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გაამართლა კ-------- გ-----–--ე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის ოქტომბრის და 2017 წლის ნოემბრის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში, ვინაიდან ბრალდების მხარემ ვერ შეძლო აღნიშნულ ეპიზოდებში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით კ-------- გ-----–--ის ბრალდების დადასტურება.
საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 21 ნოემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებულ ბრალდებასთან დაკავშირებით, პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით (დაზარალებულ მ. ხ-----–---–ის ჩვენებით, კ. გ-----–--ის აღიარებითი ჩვენებით, მოწმე მ. ხ-----–---–ის ჩვენებით, მოწმე ე. ს-----–---ის ჩვენებით, შემაკავებელი ორდერით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით), რაც შეეხება ამ კვალიფიკაციით დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას დანიშნული სასჯელის გამკაცრების თაობაზე და ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, ასევე იმ გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებული მასთან შერიგებულია, სააპელაციო პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია მსჯავრდებულ კ-------- გ-----–--ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კოდექსის 269-ე, 270-ე მუხლებით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- ხ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
კ-------- გ-----–--ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის ოქტომბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;
კ-------- გ-----–--ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის ნოემბრის თვის დასაწყისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;
კ-------- გ-----–--ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 21 ნოემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 02 წლის გამოსაცდელი ვადით.
კ-------- გ-----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს, გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს.
საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ კ-------- გ-----–--ეს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე