განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100118002416511
საქმე №1/ბ-676-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
08 იანვარი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
სხდომის მდივანის – თეონა ქიმერიძის
სახელმწიფო ბრალმდებლის _ ქ------- უ-----ის
ადვოკატების – ი---- ა------------ის, თ---------- ბ--–-------ის
მსჯავრდებულის _ გ-------– ბ--------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქ------- უ-----ის, ასევე მსჯავრდებულ გ-------– ბ--------ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ი---- ა------------ის, თ---------- ბ--–-------ისა და რ--------- ხ----–--–--ას სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გ-------– ბ--------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი ნომერი 6----------), დაუქორწინებლის, უმაღლესი განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის ქ---------–------------------------------–-, ფაქტობრივად მცხოვრების ქ------–--–------–---------------–--------------–-, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 120-ე მუხლით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 სექტემბრის განაჩენით:
გ-------– ბ--------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 09 (ცხრა) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და გ-------– ბ--------ეს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 09 (ცხრა) თვის ვადით.
გ-------– ბ--------ეს დანიშნული სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 03 იანვრიდან 2018 წლის 05 იანვრის ჩათვლით და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 12 იანვრიდან.
ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ:
· ქ.ქუთაისში, გ----------------------------–- მდებარე საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული პისტოლეტი, ერთი მჭიდი და 07 ვაზნა; სანადირო თოფი HUGLU 103F; პისტოლეტის და თოფის სარეგისტრაციო მოწმობები; ასევე, ქ.-----–--–------–----------------------–-----------------------------ს ჩხრეკისას ამოღებული ერთლულიანი თოფი MP153, ნომერი 0---------; ერთლულიანი თოფი, რომელზეც იკითხება STEYR 1893; ერთლულიანი თოფი ,,ARMSAN”, ნომერი 0---------; საფანტის პისტოლეტი, მჭიდით SIG-SAUER P239 P.A.K., 57 ცალი 12 კალიბრის ვაზნა; იარაღების შესანახი შალითა; ცეცხლსასროლი იარაღების 4 სარეგისტრაციო მოწმობა, რომლებიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან კანონიერ მფლობელს.
· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები 01 ცალ CD დისკი, რომელიც თან ერთვის საქმეს, საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ხის ტუმბოს თაროს ნატეხი, თეთრი პირსახოცი, ვარდისფერი ჩვარი და მოწითალო ლაქა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა განადგურდეს.
· დაცვის მხარის მიერ საქმეში მოთავსებული გ-------– ბ--------ის მობილური ტელეფონი სამუხტთან ერთად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მსჯავრდებულ გ-------– ბ--------ეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ-------– ბ--------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 3 იანვარს, დაახლოებით 14:40 საათზე, ქ---------–-----–--------–---–--------–- არსებულ საცხოვრებელ სახლში, გ-------– ბ--------ემ ყოფილ მეუღლეს _ მ------–--- გ--–------–---ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა მათი არასრულწლოვანი შვილის, ს------ ბ--------ისა და მ------–--- გ--–------–---ის არასრულწლოვანი დის, ე-–------- გ--–------–---ის თანდასწრებით. კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც მ------–--- გ--–------–---ი მიენარცხა კედელს და წაიქცა. გ-------– ბ--------ემ განაგრძო მ------–--- გ--–------–---ის ცემა სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში. ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის მოუშლელად.
2018 წლის 3 იანვარს, დაახლოებით 14:40 საათზე, ქ---------–-----–--------–---–--------–- არსებულ საცხოვრებელ სახლში, გ-------– ბ--------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დ-------- გ--–------–---ს. კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა მუშტი სახისა და თავის არეში, რის გამოც დ-------- გ--–------–---ი წაიქცა. ცემისა და ძალადობის შედეგად დ-------- გ--–------–---მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა.
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ქ------- უ-----ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ გ-------– ბ--------ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
მსჯავრდებულმა გ-------– ბ--------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა _ ი---- ა------------ემ, თ---------- ბ--–-------ემ და რ--------- ხ----–--–--ამ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრებით ითხოვეს გ-------– ბ--------ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 01 სექტემბერს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა ქ------- უ-----ემ მხარი დაუჭირა თავის სააპელაციო საჩივარს და ითხოვა გ-------– ბ--------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, ხოლო მსჯავრდებულმა გ-------– ბ--------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა _ ი---- ა------------ემ და თ---------- ბ--–-------ემ მხარი დაუჭირეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრებს და ითხოვეს გ-------– ბ--------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქ------- უ-----ის, ასევე მსჯავრდებულ გ-------– ბ--------ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ი---- ა------------ის, თ---------- ბ--–-------ის და რ--------- ხ--–--–--ას სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას გ-------– ბ--------ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე, ვინაიდან, მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება გ-------– ბ--------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, ხოლო დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, რომლითაც გაბათილდებოდა ან ეჭვქვეშ დადგებოდა გ-------– ბ--------ისათვის წარდგენილი ბრალდება, კერძოდ:
დაზარალებულ მ------–--- გ--–------–---ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა გ-------– ბ--------ესთან. მათ ჯვარი ჰქონდათ დაწერილი და 2015 წლის 01 აგვისტოდან 2017 წლის 25 ივნისამდე ცხოვრობდნენ ერთად. ჯვრისწერიდან დაახლოებით 3 თვეში, როდესაც საცხოვრებლად გადადიოდნენ ქ.თბილისში, დ------ში მდებარე ახალ ნაქირავებ ბინაში, გ-------– ბ--------ის მხრიდან მის მიმართ პირველად განხორციელდა ძალადობა. კერძოდ, მათ ნივთების გადატანასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობის გამო მოუვიდათ კონფლიქტი, რა დროსაც ბრალდებულმა მაჯებზე მოუჭირა ხელი და კედელზე მიანარცხა, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი და დაულურჯდა მაჯები. ამ დროს 3 თვის ფეხმძიმედ იყო. ამის შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში ფიზიკურ ძალადობას ადგილი აღარ ჰქონია, თუმცა გ-------– ბ--------ის მხრიდან პერიოდულად მეორდებოდა აფექტური ქცევები. 2016 წლის იანვრის თვეში იმყოფებოდნენ რაჭაში, სოფელ ლ---–-–ში, სადაც გ-------– ბ--------ე ეკამათა თავის დედას და გაბრაზებული გაიქცა ქალაქში. როდესაც თვითონაც ჩამოვიდა სოფლიდან, გ-------– ბ--------ესთან კამათი მოუვიდა, ვინაიდან, ყოფილი დედამთილი დაიცვა და თან იმაზეც გაუბრაზდა გ-------–ს, რომ 7 თვის ფეხმძიმე დატოვა სოფელში. ამ დროს გ-------– ბ--------ემ ხელი ჰკრა და საწოლზე წაიქცა, რის გამოც ცუდად გახდა და ვეღარ ამოისუნთქა. სასწრაფო დახმარება თავად გ-------–მა გამოიძახა, თუმცა, როცა შეხედა რომ უკეთ იყო, თავადვე გააუქმა გამოძახება. შემდეგი შემთხვევა იყო 2016 წლის ზაფხულში, როდესაც გ-------–მა სახლში მიიყვანა თავისი უკრაინელი მეგობარი გოგონა, რის გამოც იეჭვიანა და ამ თემაზე კამათისას გ-------–მა კვლავ იძალადა მასზე. რაც შეეხება 2018 წლის 03 იანვარს მომხდარ ფაქტს, ამ დროისათვის ისინი უკვე 7-8 თვის დაშორებულები იყვნენ. ხსენებულ დღეს, დაახლოებით 12 საათზე, ის და გ-------– ბ--------ე შეთანხმდნენ, რომ ეს უკანასკნელი მივიდოდა და წაიყვანდა ბავშვს. თუმცა, შემდგომ, მიმოწერისას მან „კეკელა თხა“ უწოდა, რაც შეურაცხმყოფელად მიიღო და ამის გამო შეკამათდნენ. შუა საუბარში გ-------–მა უთხრა, რომ სიურპრიზს უმზადებდა, რამაც ჩხუბისა და მისი მხრიდან განხორციელებული ძალადობების ფონზე ძალიან შეაშინა და იფიქრა უარესი არ განმეორებულიყო, რის გამოც გ-------–ს აუკრძალა მასთან სახლში მისვლა, თან გააფრთხილა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიციას გამოიძახებდა. დაზარალებულ მ------–--- გ--–------–---ის განმარტებით, შეშინებულმა გადაწყვიტა თავისი არასრულწლოვანი და ე-–------- გ--–------–---ი და შვილი ს------ ბ--------ე გაეყვანა სახლიდან და წასულიყო, რათა გ-------– ბ--------ე სახლში არ მისდგომოდა და თვითონაც განრიდებოდა კონფლიქტს. როდესაც ბავშვს აცმევდა, გაიღო კარები და დაინახა სახლში შემომავალი გ-------– ბ--------ე. ამ დროს მისი პირველი რეაქცია იყო ის, რომ შეეცადა მიეხურა კარები და არ შეეშვა გ-------–ი, რაც ფიზიკურად ვერ შეძლო, რადგან ეს უკანასკნელი შეეწინააღმდეგა. გ-------– ბ--------ემ როგორც კი მოახერხა კარების გაღება და სახლში შესვლა, უთხრა _ რაებს მწერო და მაშინვე დაარტყა მუშტი თვალის არეში, რის შედეგადაც წაბორძიკდა, დაეჯახა თავის შვილს _ ს------ ბ--------ეს და ორივენი წაიქცნენ. დაცემისას დაეტაკა ტელეფონის მაგიდას და მისი ერთი მხარე ჩამოტეხა. დარტყმის შედეგად განიცადა ძლიერი ტკივილი. ამის დანახვაზე მამამისი წამოვიდა მის დასახმარებლად, გ-------– ბ--------ე კი აგრძელებდა მის ცემას და მამამისის მისვლამდე კიდევ რამდენჯერმე მოასწრო დარტყმა. ამ დროს მივარდა მამამისი და ხელი ჰკრა გ-------–ს, რათა უარესად აღარ ეცემა იგი. აღნიშნულზე საპასუხოდ გ-------–მა შეაგინა მამამისს და არაერთხელ დაარტყა კიდეც, შემდეგ დააგდო ძირს და წაქცეულს ურტყამდა. მას შემდეგ რაც თვითონ წამოდგა და შვილის აყენებაც მოახერხა, მივარდა და შეეცადა დახმარებოდა მამას. იგი ქურთუკის საყელოში ექაჩებოდა გ-------– ბ--------ეს, რა დროსაც, შესაძლოა, ფრჩხილით გაკაწრა კიდეც, თან ბოლო ხმაზე ყვიროდა და ითხოვდა შველას. ამ დროს დაინახა, რომ კარებში შემოვიდა მისი ბავშვობის მეგობრის _ თ------- კ-------ის მეუღლე ი-----–- კ------ე, რომელმაც ხელი მოჰკიდა გ-------–ს და სახლიდან გაიყვანა. მათი გასვლისთანავე გადაკეტა კარები, დარეკა 112-ში და პოლიცია და სასწრაფო დახმარებაც გამოიძახა, ვინაიდან, მამამისს სახიდან სისხლი სდიოდა. როდესაც პოლიცია მივიდა, გ-------– ბ--------ე ეზოში იდგა, იქედან იქაჩებოდა და კიდევ მათ აგინებდა. დაზარალებულ მ------–--- გ--–------–---ის განმარტებით, ამ ძალადობის ფაქტს შეესწრნენ მისი 9 წლის და ე-–------- გ--–------–---ი და 1 წლის და 9 თვის შვილი ს------ ბ--------ე. გ-------– ბ--------ე კარების ჩაკეტვის შემდეგაც აგრძელებდა კარებზე ბრახუნს და მუქარა-გინებას. აღნიშნული გრძელდებოდა პოლიციის თანამშრომლების მისვლის შემდეგაც, რომლებმაც დააკავეს გ-------– ბ--------ე. ამ უკანასკნელის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად მამამისს წარბი და ტუჩი ჰქონდა გახეთქილი და სახე დასისხლიანებული, ხოლო როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ცხვირიც გატეხილი ჰქონია. თავად დარტყმების შედეგად ჩაულურჯდა თვალი და ხელიც ჰქონდა დაზიანებული.
დაზარალებულ დ-------- გ--–------–---ის ჩვენებით დადგენილია, რომ გ-------– ბ--------ე იყო მისი სიძე _ უფროსი ქალიშვილის, მ------–--- გ--–------–---ის ქმარი. 2018 წლის 03 იანვარს, იგი თავისი ავტომანქანით ქალაქში იყო გასული, რა დროსაც სახლში იმყოფებოდნენ მისი ქალიშვილები მ------–--- და ე-–------- გ--–------–---ები და შვილიშვილი ს------ ბ--------ე. იცოდა, რომ იმ დღეს გ-------– ბ--------ე უნდა მისულიყო ბავშვის წასაყვანად. შინ დაახლოებით 13 საათზე დაბრუნდა და ნახა, რომ ბავშვი წაყვანილი არ იყო, მას მ------–--- აცმევდა და წასასვლელად ემზადებოდნენ, თან რაღაც აფორიაქებულები იყვნენ. როგორც მ------–---მ უთხრა, თავის დაქალთან მიჰყავდა ბავშვი და იქ მიაკითხავდა გ-------–ი. დაზარალებულ დ-------- გ--–------–---ის განმარტებით, ისინი ყოველთვის კეტავენ სახლის კარებს, მაგრამ იმ მომენტში არ იყო ჩაკეტილი, რადგან ქვემოთ ჩასვლას აპირებდა. ამასობაში მოულოდნელად გაიღო კარები და დაინახა როგორ ცდილობდა მის მიხურვას მისი ქალიშვილი, მაგრამ იქედან გ-------– ბ--------ე მოაწვა კარებს და შევიდა სახლში. გ-------–მა მის შვილს, მ------–--- გოშხეთელანს მიმართა სიტყვებით _ „რას მწერ შენო“ და სახის არეში გაარტყა ხელი, რომელიც მას თვალში მოხვდა, რადგან თვალი ჰქონდა ჩალურჯებული. ამის დანახვისთანავე გაიქცა მისაშველებლად, ხელი ჰკრა გ-------–ს და მოაშორა თავის ქალიშვილს, თან შესძახა _ რას აკეთებო და შეიგინა კიდეც. გ-------–მაც ძალიან მკაცრად შეაგინა და მუშტი დაარტყა თავის არეში, რის შედეგადაც წაბარბაცდა და დაეცა, თუმცა გ-------–ი წაქცეულსაც ურტყამდა. ამ დროს კარები გაიღო და ოთახში შევიდა ვიღაც, როგორც შემდეგ გაიგო, მ------–---ს თანაკლასელის მეუღლე _ ი-----–- კ------ე, რომელმაც გ-------–ი გარეთ გაიყვანა. ამის შემდეგ მისმა ქალიშვილმა საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა. დაზარალებულმა დ-------- გ--–------–---მა აჩვენა, რომ გ-------– ბ--------ის მიერ მოქნეული მუშტი მას ერთხელ შუბლში მოხვდა, ხოლო მეორედ ცხვირის არეში, გ-------–მა სულ რამდენჯერმე დაარტყა, მაგრამ ზუსტად რამდენჯერ, არ ახსოვს. აღნიშნული დარტყმების შედეგად ცხვირიდან სისხლი სდიოდა და წარბი ჰქონდა გახეთქილი, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი. როგორც შემდგომ ექიმმა უთხრა, ცხვირის ძგიდე ჰქონია გატეხილი და ცხვირის ოპერაცია ჩაუტარდა. მისივე განმარტებით, ამ ძალადობის ფაქტს უშუალოდ შეესწრნენ მისი არასრულწლოვანი შვილი და შვილიშვილი, რომლებიც შემოსასვლელში იმყოფებოდნენ. თავად მას გ-------– ბ--------ე არ უცემია და მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.
მოწმე ე-–------- გ--–------–---მა, რომელიც დაზარალებულ დ-------- გ--–------–---ის შვილი და დაზარალებულ მ------–--- გ--–------–---ის დაა, აჩვენა, რომ ის არის 9 წლის და სწავლობს მე-5 კლასში. შემთხვევის დღეს, სანამ პოლიციელები მივიდოდნენ მათთან სახლში, დ--მ (მ------–--- გ--–------–---მა) ხელში აიყვანა ბავშვი და დააწყნარა. მამამისს ცხვირ-პირი ჰქონდა დასისხლიანებული და მან მოწმინდა. ის იმიტომ იყო დასისხლიანებული, რომ გ---მ (გ-------– ბ--------ემ) გალახა, ცხვირში ჩაარტყა ხელი. მამას ცხვირი სტკიოდა და ოპერაცია გაუკეთეს, ხოლო დ--ს „შრამი“ ჰქონდა თვალზე, რადგან გ---მ დაარტყა მუშტი. დარტყმის მომენტში იგი შემოსასვლელში იყო, ხოლო მისი დისშვილი ს------ დ--ს უკან იდგა სარკესთან ახლოს. თვითონ მომხდარის გამო ინერვიულა და ს------ც ტიროდა. გ--- სახლიდან დ--ს კლასელის ქმარმა, ი-----–-მ გაიყვანა. მოწმე ე-–------- გ--–------–---ის განმარტებით, იმ დღეს დ--ს მეგობართან აპირებდნენ წასვლას, რათა გ---ს წყნარად წაეყვანა ბავშვი, დ--ს არ უნდოდა ჩხუბი მომხდარიყო. ამ დროს სახლში უცებ შევიდა გ---, რომელმაც ჯერ დ--ს დაარტყა და შემდეგ მამამისს. მას შემდეგ, რაც იგი ი-----–-მ გაიყვანა სახლიდან, დ--მ კარები ჩაკეტა. გ---ს მიერ დარტყმის შედეგად დ-- დაეჯახა ტელეფონის მაგიდის თაროს, რომელიც ჩატყდა და ნახევრად დაიმტვრა. ამ დროს დ--ც დაეცა და ს------ც, რომელმაც ტირილი დაიწყო. ადგილზე მისული პოლიციელებიდან ზოგი სახლში შევიდა და ზოგი გარეთ იდგა. გ--- გარეთ მყოფ ერთ-ერთ პოლიციელს ეჭირა ხელით.
მოწმე ი-----–- კ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მას მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა როგორც მ------–--- გ--–------–---თან, ასევე გ-------– ბ--------ესთან. 2018 წლის 03 იანვარს გ-------–მა სთხოვა შეხვედრა, ვინაიდან, მ------–---სთან დაკავშირებით ჰქონდა შეკითხვები. ისინი რკინიგზის საავადმყოფოსთან შეხვდნენ ერთმანეთს, რის შემდეგაც ერთად მივიდნენ მ------–---ს სახლში, რადგან ბავშვი უნდა წამოეყვანა გ-------–ს. ეს უკანასკნელი შევიდა სახლში, ხოლო თავად გარეთ დარჩა მანქანაში. რამდენიმე წუთში შემოესმა ყვირილის ხმა, რის გამოც შევიდა სახლში და დაინახა, რომ გ-------–ს ხელი ჰქონდა შემოხვეული მ------–---ს მამაზე და ამ დროს იგი გადახრილ მდგომარეობაში იყო. მან ხელი მოჰკიდა გ-------–ს და გარეთ გამოიყვანა. სახლიდან გამოყვანის შემდეგ გ-------–მა უთხრა, რომ ტელეფონი იქ დაუვარდა და სთხოვა გამოეტანა, რაც ვერ შეძლო, ვინაიდან, კარები ჩაკეტილი დახვდა. შემდეგ მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რა დროსაც ის და გ-------–ი მანქანასთან იდგნენ მშვიდ ვითარებაში. გ-------–ის მხრიდან გინებას და შეურაცხყოფას იგი არ შესწრებია.
მოწმე თ----- დ-------–---–ი-გ--–------–---ის ჩვენებით დადგენილია, რომ ბრალდებული გ-------– ბ--------ე არის მისი ყოფილი სიძე, რომელსაც მის ქალიშვილთან _ მ------–--- გ--–------–---თან აკავშირებდა 2 წლამდე თანაცხოვრების პერიოდი და მათ ჰყავთ ერთი საერთო შვილი ს------. შემთხვევის დღეს, როდესაც სახლში მივიდა, თავისი მეუღლე დ-------- გ--–------–---ი გულწასული იყო და მას სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები ადგნენ თავზე. როდესაც დიაგნოზი ჰკითხა მათ, უთხრეს, რომ ცხვირი ჰქონდა დეფორმირებული და გატეხილი, რაც გარეგნულადაც ეტყობოდა და ტამპონები ჰქონდა ცხვირში. მ------–---, ს------ და ე-–-------ი იქვე იყვნენ ჩაკეცილები და ცახცახებდნენ. სახლის ორი ოთახი დ--------ს ცხვირიდან წამოსული სისხლის ლაქებით იყო დაფარული. ეს დაზიანება ისეთი ხარისხის აღმოჩნდა, რომ მას რამდენიმე დღეში ოპერაცია გაუკეთეს ცხვირზე.
თავად ბრალდებულმა გ-------– ბ--------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო აჩვენა, რომ მან და მ------–--- (დ--) გ--–------–---მა ერთმანეთი 2014 წლის 4 ივნისს გაიცნეს და ერთმანეთთან ჰქონდათ ურთიერთობა. 2015 წლის თებერვალში დ--ს უქირავა ბინა, ხოლო ივლისის ბოლოს მისგან შეიტყო რომ ფეხმძიმედ იყო და 2016 წლის 5 აპრილს შეეძინათ ბავშვი. შემთხვევის დღეს, 2018 წლის 3 იანვარს, დ--მ თავად მოუწყო სიურპრიზი _ გამოუგზავნა შეურაცხმყოფელი მოკლე ტექსტური შეტყობინებები, ი-----–- კ------ესთან განხორციელებული მიმოწერის „სქრინშოტები“. ამის გამო დაურეკა ი-----–- კ------ეს და ჰკითხა, მისი მიწერილი იყო თუ არა დ--სგან მიღებული მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რაც მან უარყო და განუცხადა, რომ მისი ფეისბუქით თავისი ცოლი სარგებლობდა. მიიჩნევს, რომ ი-----–- კ------ის ცოლი და დ-- შეთანხმდნენ, რომ წყობილებიდან გამოეყვანათ. იგი მართლაც გაბრაზდა დ--ს მიერ გამოგზავნილი უწმაწური ტექსტების გამო და გადაწყვიტა მისულიყო მასთან სახლში, რათა მამამისისთვის ეჩვენებინა ისინი. დ--სთან მიმოწერით იცოდა, რომ ის სახლში არ იქნებოდა. ამის შემდეგ შეხვდა ი-----–- კ------ეს და 14:45 საათზე ისინი ერთდროულად შევიდნენ დ--ს სახლში. დ-- ამ დროს დივანზე იჯდა, ხოლო მამამისი საჭმელს აკეთებდა. დ-- წამოდგა, პირდაპირ სახეზე დაეტაკა და ჩამოპორჭყნა, რის გამოც ხელის კვრით მოიშორა იგი თავიდან. იმავდროულად, მამამისიც გინებით გამოემართა მისკენ და ჯაჯგური დაუწყო, რათა კარებიდან გაეგდო. ამ დროს დაინახა, რომ დ-- დანით ხელში წამოვიდა მისკენ. ამასობაში მამამისის თავიდან მოშორების მიზნით, ხელი აიქნია და შემოარტყა მას, ხოლო დ--ს წვდა ხელში და გადაუგრიხა, მაგრამ დანა ვერ გადააგდებინა, ამიტომ მომენტალურად დაარტყა ხელი, რათა დანა გადაეგდო. ჩხუბის დროს, რაც სულ 35 წამი გაგრძელდა, არავინ წაქცეულა. ი-----–- კ------ემ ეს ყველაფერი დაინახა, მაგრამ სიმართლეს მალავს, რადგან მის წინააღმდეგ დადგმულ შანტაჟში მონაწილეობდა. ჩხუბის ფაქტს ბავშვები არ შესწრებიან და სად იყვნენ ისინი ამ დროს, არ იცის. ბრალდებულის განმარტებით, გ--–------–---ების სახლში შესვლისას იგი მამამისს ესაუბრებოდა ტელეფონით, რომელიც ჩხუბის დროს ხელიდან გაუვარდა. მისი ტელეფონი დაყენებული იყო ავტომატური ხმოვანი ჩაწერის რეჟიმზე და შესაბამისად, ჩაიწერა შემთხვევის ფაქტიც. აღნიშნულ ჩანაწერში არ ისმის ბავშვების ხმა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი შემთხვევას არ შესწრებიან.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.ქუთაისში, ხ-----–---–-------------–- არსებულ თ----- დ-------–---–ი-გ--–------–---ის საცხოვრებელ სახლში. ეზოდან აღნიშნულ სახლში შესასვლელი კარების მოპირდაპირე მხარეს, აღმოსავლეთ კედელში ჩამონტაჟებულია ხის დახურული კარადა. მის ქვემოთ დგას ხის ტუმბო, რომლის ჩრდილოეთ მხარეს არსებული თარო არის ჩამოტეხილი და თაროს ნატეხი მოთავსებულია ტუმბოზე. ამავე ტუმბოზე აგდია ვარდისფერი ჩვარი და მცირე ზომის ბამბა მოწითალო ლაქებით. ტუმბოსთან იატაკზე ყრია სხვადასხვა ნივთები და, მათ შორის, თეთრი პირსახოცი მოწითალო ლაქებით. მაგიდასთან და დივნის გარშემო, ასევე დივანზე აღინიშნება მოწითალო ფერის ლაქები. თ----- დ-------–---–ი-გ--–------–---ის განმარტებით, აღნიშნული მოწითალო ლაქები არის მისი მეუღლის _ დ-------- გ--–------–---ის სისხლის ლაქები.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებული გარემოებები სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას სრულად დაადასტურეს აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებმა _ ინსპექტორ-გამომძიებელმა ლ-–- მ–---–----ემ და ექსპერტმა გ--- ხ------მ.
ბრალდებულის დაკავების ოქმით დასტურდება, რომ გ-------– ბ--------ე, 2018 წლის 03 იანვარს, შსს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის, ა-----–--- ბ------ის მიერ დაკავებული იქნა ქ.ქუთაისში, ხ-----–---–--------–- მდებარე მ------–--- გ--–------–---ის საცხოვრებელი სახლის ეზოში. მისი დაკავება მოხდა მ------–--- გ--–------–---ის მითითების საფუძველზე, რომელმაც განმარტა, რომ მისმა ყოფილმა მეუღლემ _ გ-------– ბ--------ემ მას და მამამისს _ დ-------- გ--–------–---ს ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. გ-------– ბ--------ეს ვიზუალური დათვალიერებით მარჯვენა მხარეს, შუბლის ზედა ნაწილში აღენიშნებოდა დაზიანება მოწითალო ფერის ნაკაწრის სახით, მარცხენა მხარეს თვალთან და ყურთან ასევე აღენიშნებოდა დაზიანება მოწითალო ფერის ნაკაწრის სახით. გ-------– ბ--------ის განმარტებით, ზემოთ ხსენებული დაზიანებები მიიღო თავის ყოფილ მეუღლესთან _ მ------–--- გ--–------–---თან და ყოფილ სიმამრთან _ დ-------- გ--–------–---თან კონფლიქტის დროს.
დაკავების ოქმში მითითებული გარემოებები სრულად დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა ა-----–--- ბ------ემ და კ------------- მ-------ემ.
2018 წლის 04 იანვარს გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ 2018 წლის 03 იანვარს ჩატარებული პირადი გასინჯვით დაზარალებულ მ------–--- გ--–------–---ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. იგი უჩიოდა ტკივილს თავის, მარჯვენა თვალბუდისა და მარჯვენა ზემო კიდურის მიდამოში. მას მარჯვენა თვალბუდის მიდამოში აღენიშნებოდა უსწორო ფორმის არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მუქი მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი, ზომით: 4,3X2,4 სმ. მარჯვენა მტევნის უკანა ზედაპირზე აღენიშნებოდა ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი, ზომით: 2,5X1,2 სმ. აღნიშნული დაზიანებები განვითარებული იყვნენ რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებოდნენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ისინი ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდნენ დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
2018 წლის 04 იანვარს გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ 2018 წლის 03 იანვარს ჩატარებული პირადი გასინჯვით დაზარალებულ დ-------- გ--–------–---ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და უსწორო კიდეებიანი ჭრილობის სახით. იგი უჩიოდა ტკივილს შუბლის, მარცხენა საფეთქლის და ცხვირის მიდამოში. ცხვირის მარცხენა გვერდითა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნებოდა უსწორო ფორმის არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მუქი მოწითალო მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი, ზომით: 2,8X2,5 სმ. ცხვირის მარჯვენა გვერდითა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნებოდა ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი, ზომით 1,6 X1,4 სმ. მარცხენა თვალბუდის ქვედა ქუთუთოზე აღენიშნება ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი, ზომით: 2,8 X2,4 სმ. მარხენა წარბის რკალზე აღენიშნება უსწორო ფორმის უსწორო კიდეებიანი ჭრილობა, ზომით: 0,6X0,2 სმ., კიდეებში მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით. აღნიშნული დაზიანებები განვითარებული იყვნენ რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებოდნენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ისინი ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდნენ დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
2018 წლის 13 მარტს გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შ-----------” ცხვირის ქირურგიული ცენტრის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დათარიღებული 0----------–.)) მონაცემების თანახმად, დ-------- გ--–------–---ს დაესვა დიაგნოზი: ცხვირის დახურული ტრავმა. ცხვირის ძვლების დახურული მოტეხილობა, ცხვირის დეფორმაციით. თსსუ რადიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორ ი.ა-----–---–ის მიერ 2018 წლის 27 თებერვალს ჩატარებული გამოკვლევის მონაცემებით: მოქალაქე დ-------- გ--–------–---ს გადაეღო ცხვირის ძვლების მარჯვენა და მარცხენა გვერდითი რენტგენოგრამა. გამოკვლევის შედეგად დადგინდა ცხვირის ძვლების მკვეთრად გამოხატული პოსტტრავმული დეფორმაცია. რენტგენოლოგიური სურათი ხანდაზმულობის დადგენის საშუალებას არ იძლევა. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნების სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სამედიცინო ექსპერტმა გ-- გ----------ემ.
საქმეზე მოწმის სახით დაკითხული თ---------- ძ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ის არის ექიმ-ტრავმატოლოგი და ამ სფეროში მუშაობს 1981 წლიდან. პაციენტი დ-------- გ--–------–---ი შეამოწმა 2018 წლის 08 იანვარს. მას ცხვირის არეში ჰქონდა მსუბუქი ხარისხის დაჟეჟილობა. ეს არ იყო ღია ჭრილობა, შეშუპებული ჰქონდა ცხვირის არე. რენტგენის გადაღების შემდეგ დადასტურდა, რომ დ-------- გ--–------–---ს ჰქონდა მცირე ხარისხის მოტეხილობა ძვლების ფრაგმენტების ოდნავი ცდომით. ეს იყო საშუალოზე უფრო მცირე მოტეხილობა, რაც მან გაუსწორა არაოპერაციული გზით, მექანიკურად. ამგვარი მოტეხილობის გასწორება შესაძლებელია დაზიანებიდან 2 კვირის განმავლობაში, შემდეგ იწყებს შეხორცებას. შესაბამისად, ასეთი დაზიანება დ-------- გ--–------–---ს შეიძლებოდა მიეღო 2018 წლის 03 იანვარს.
დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №R----------- დასკვნის თანახმად, მ------–--- გ--–------–---ის მარჯვენა თვალბუდის არეში არსებული დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით შესაძლებელია, წარმოქმნილიყო ამ მიდამოზე ადამიანის ხელის ზემოქმედებით იმ პირობებშიც, როგორც ამას მიუთითებს გ-------– ბ--------ე, კერძოდ, აქნეული ხელის დარტყმით თვალის მიდამოში და იმ პირობებშიც, როგორც ამას მიუთითებს დ-------- გ--–------–---ი, კერძოდ, ხელის დარტყმით და იმ პირობებშიც, როგორც ამას მიუთითებს მ------–--- გ--–------–---ი, კერძოდ, ამ მიდამოში მუშტის დარტყმით; მ------–--- გ--–------–---ის მარჯვენა ხელის მტევნის ზურგზე არსებული სისხლნაჟღენთი შესაძლებელია წარმოქმნილიყო როგორც რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ამ მიდამოზე ზემოქმედებით, ასევე ხელის დარტყმით რაიმე მკვრივ ბლაგვ საგანზე, ასევე ამ მიდამოთი დაცემის დროს, თუ ასეთს ჰქონდა ადგილი. დ-------- გ--–------–---ის სხეულზე არსებული დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით შესაძლებელია მიყენებული იყოს იმ პირობებში, როგორც ამას გამოკითხვის ოქმში მიუთითებს გ-------– ბ--------ე, კერძოდ, ხელის არტყმით (დარტყმით) სახეში და ამავე ხელზე არსებული საათის მეტალის სამაჯურის ზემოქმედებით შესაძლებელია უსწოროკიდეებიანი დაჟეჟილი ჭრილობის წარმოქმნა წარბის რკალის მიდამოში; დ-------- გ--–------–---ის სხეულის დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით, შესაძლოა, წარმოქმნილიყო მისი სახის მიდამოში ადამიანის ხელის დარტყმით, მაგრამ მცირე ზომის დაჟეჟილი ჭრილობა მარცხენა წარბის მიდამოში, რომელსაც კიდეებზე აღენიშნება სისხლჩაქცევები, უფრო სარწმუნოა, რომ წარმოქმნილიყო გ-------– ბ--------ის მიერ მითითებულ გარემოებებში, კერძოდ, საათის მეტალის სამაჯურის ამ მიდამოზე მოქმედებით; დ-------- გ--–------–---ის წარბის მიდამოს დაჟეჟილი ჭრილობა იქნებოდა სისხლმდენი. გ-------– ბ--------ეს სხეულზე აღენიშნებოდა ფუფხით დაფარული ნაჭდევები (ნაკაწრები) თავზე, მარჯვენა მხარეს შუბლს ზემოთ, მარცხენა თვალბუდის გარე კუთხესთან და საფეთქელთან, სისხლნაჟღენთები მარჯვენა მხრის შუა მესამედის გარე და შიგნითა ზედაპირებზე და მარცხენა მხრის შუა მესამედის გარეთა ზედაპირზე. გ-------– ბ--------ის მარცხენა და მარჯვენა მხრის მიდამოებში არსებული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის (საგნების) ამ მიდამოებზე ზემოქმედებით და შესაძლებელია, განვითარებულიყვნენ იმ პირობებში, როგორც ამას გამოკითხვის ოქმში მიუთითებს ბრალდებული, კერძოდ, ადამიანის ხელის ტაცებისა (ჩაჭიდების) და ხელის (მუშტის) დარტყმით. დაზიანებები გ-------– ბ--------ის სახის მიდამოში ნაჭდევების (ნაკაწრების) სახით განვითარებულია რაიმე მახვილი საგნის წვერით, ბასრი კიდის მქონე მკვრივი, ბლაგვი საგნის სახის კანის ზედაპირზე გასრიალების შედეგად და შესაძლებელია, წარმოქმნილიყო იმ პირობებში, როგორც ამას თავის ჩვენებაში მიუთითებს ბრალდებული გ-------– ბ--------ე, კერძოდ, ადამიანის ფრჩხილებით ჩამოკაწვრის დროს. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ--- ნ-----–--–---–მა.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ გ-------– ბ--------ის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენში ჩამოყალიბებული დასკვნები ინკრიმინირებულ ქმედებებში მისი ბრალეულობის თაობაზე სავსებით აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ: დაზარალებულების _ მ------–--- გ--–------–---ისა და დ-------- გ--–------–---ის ჩვენებები, რომლებმაც დამაჯერებლად ამხილეს გ-------– ბ--------ე მათივე ოჯახის არასრულწლოვანი წევრების თანდასწრებით მათზე განხორციელებულ ძალადობაში; დანაშაულის ფაქტის უშუალო თვითმხილველი მოწმის _ ე-–------- გ--–------–---ის ჩვენება, რომელიც სრულ შესაბამისობაშია დაზარალებულების ჩვენებებთან და მათ მიერ აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებთან; მოწმე ი-----–- კ------ის ჩვენება, რომელიც გ-------– ბ--------ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტის დასრულებამდე, ყვირილის ხმაზე შევიდა დაზარალებულების საცხოვრებელ სახლში და გარეთ გაიყვანა გ-------– ბ--------ე, რომელსაც ამ დროს ხელი ჰქონდა შემოხვეული გადახრილ მდგომარეობაში მყოფ დ-------- გ--–------–---ზე, რაც ასევე შეესაბამება დაზარალებულების მიერ აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს; მოწმე თ----- დ-------–---–ი- გ--–------–---ის ჩვენება, რომელიც, მართალია, უშუალოდ კონფლიქტის ფაქტს არ შესწრებია, მაგრამ შემთხვევიდან რამდენიმე წუთში გახდა გ-------– ბ--------ის მხრიდან განხორცილებული ძალადობით გამოწვეული შედეგების მოწმე; ბრალდებულის დაკავების ოქმი, რომლის თანახმად, გ-------– ბ--------ის დაკავება მოხდა შემთხვევის დღეს, დაზარალებულების საცხოვრებელი სახლის ეზოში, დაზარალებულ მ------–--- გ--–------–---ის მითითების საფუძველზე, რომ გ-------– ბ--------ემ მას და მამამისს _ დ-------- გ--–------–---ს ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომლითაც დადგენილია, რომ დაზარალებულების საცხოვრებელი სახლის დათვალიერებისას აღმოჩენილი იქნა მცირე ზომის ბამბა და თეთრი ფერის პირსახოცი მოწითალო ლაქებით, მაგიდასთან, დივნის გარშემო და დივანზე აღინიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქები, ასევე ჩამოტეხილი იყო ხის ტუმბოს თარო, რაც ადასტურებს დაზარალებულებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტს და მათი ჩვენებების სანდოობას; ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, რომლებითაც დასტურდება, რომ დაზარალებულებს _ მ------–--- გ--–------–---ს და დ-------- გ--–------–---ს სხეულზე აღენიშნებოდათ ძალადობის კვლები, კერძოდ, მადალინა გ--–------–---ს აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით, ხოლო დ-------- გ--–------–---ს _ დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და უსწორო კიდეებიანი ჭრილობის სახით, რომელთა ლოკალიზაცია და ხასიათი სრულად შეესაბამება დაზარალებულების მიერ აღწერილ ვითარებას, რაც უარყოფილი არ არის დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითაც, რომელიც არ ეწინააღმდეგება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების შედეგებს.
სააპელაციო პალატა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მიერ სააპელაციო საჩივრებსა და სასამართლო სხდომაზე მითითებულ არგუმენტებს გ-------– ბ--------ის უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან, ისინი არ გამომდინარეობს მოცემული სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან, კერძოდ:
მსჯავრდებულ გ-------– ბ--------ის პოზიციით, დაზარალებულების მიერ გამოძიებასა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებების შინაარსი ურთიერთსაწინააღმდეგოა, რასაც პალატა არ იზიარებს და მიუთითებს, რომ დაზარალებულების გამოკითხვის ოქმების შინაარსი ისეთ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, როგორიც არის გ-------– ბ--------ის მისვლა დაზარალებულების საცხოვრებელ სახლში და ოჯახის არასრულწლოვანი წევრების თანდასწრებით, ჯერ მ------–--- გ--–------–---ისათვის, ხოლო შემდეგ შვილის დასახმარებლად მისული დ-------- გ--–------–---ისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, სრულად შეესაბამება მათ მიერ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მიცემულ ჩვენებებს. ამდენად, დაზარალებულების მიერ როგორც გამოძიების, ისე საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გაცხადებული, საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ მტკიცების საგანთან დაკავშირებით, ურთიერთშესაბამისია. აქვე პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულებულების _ მ------–--- და დ-------- გ--–------–---ების, აგრეთვე მოწმე ე-–------- გ--–------–---ის ჩვენებები, რომლებმაც თანმიმდევრულად აღწერეს შემთხვევის დროს განვითარებული მოვლენები და დამაჯერებლად ამხილეს გ-------– ბ--------ე ჩადენილ დანაშაულში, სრულად შეესაბამება საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, კერძოდ: სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ბრალდებულის დაკავების ოქმს, მოწმეების: ი-----–- კ------ის და თ----- დ-------–---–ი-გ--–------–---ის, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერებასა და ბრალდებულის დაკავებაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს, მათში არ შეინიშნება რაიმე წინააღმდეგობა საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით და აღნიშნულ ჩვენებებში ეჭვის შეტანის რაიმე საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია.
სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ გ-------– ბ--------ე მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში და აღნიშნულთან დაკავშირებით ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. შესაბამისად, უნდა დადგინდეს, რომ ხელყოფა არის მართლსაწინააღმდეგო, რაც იმავდროულად საფრთხეს უნდა უქმნიდეს სამართლით დაცულ სიკეთეს, ხელყოფა უნდა იყოს იმწუთიერი და თავდაცვა უნდა შეესაბამებოდეს თავდასხმას (ხელყოფას). ანუ აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის არსებობისათვის აუცილებელია ერთმანეთთან კავშირში მყოფი რამდენიმე გარემოების შეფასება, როგორიცაა კონფლიქტის წარმოშობის საფუძველი და მიზეზი, გამოყენებულ საშუალებათა ურთიერთშესაბამისობა, როგორც ხელყოფის საშიშროებასთან, ისე ინტენსივობასთან. ამ გარემოებათა დადგენის გარეშე მდგომარეობა ვერ ჩაითვლება აუცილებელ მოგერიებად.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ გ-------– ბ--------ე, რომელიც განაწყენებული იყო მ------–--- გ--–------–---ისაგან მიღებული შეურაცხმყოფელი შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინებების გამო, თავად მივიდა დაზარალებულების საცხოვრებელ სახლში და მიუხედავად მ------–--- გ--–------–---ის მცდელობისა, არ შეეშვა სახლში, მაინც მოახერხა შესვლა, მაშინვე დაარტყა ხელი სახის არეში მ------–--- გ--–------–---ს და კიდევ აგრძელებდა მის ცემას, რა დროსაც შვილის დასახმარებლად მივარდა დ-------- გ--–------–---ი, რომელსაც გ-------– ბ--------ემ ასევე რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახისა და თავის არეში, რის შემდეგაც იგი მისმა თანმხლებმა ი-----–- კ------ემ გაიყვანა სახლიდან. ასეთ ვითარებაში იმ გარემოებაზე მითითება, რომ მათ შორის ადგილი ჰქონდა ორმხრივ დაპირისპირებას და დაზიანებები მიღებული აქვს გ-------– ბ--------ესაც, არ შეიძლება გახდეს დასკვნის საფუძველი, რომ გ-------– ბ--------ე აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფებოდა.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ გ-------– ბ--------ე თავადაც არ უარყოფს შემთხვევის დღეს დაზარალებულებთან კონფლიქტს, თუმცა განმარტავს, რომ იგი მოქმედებდა თავდაცვის მიზნით, რათა თავიდან მოეშორებინა დ-------- გ--–------–---ი და მოეგერიებინა მ------–--- გ--–------–---ის მხრიდან შეიარაღებული თავდასხმა, რომელიც დანით ხელში წამოვიდა მისკენ. სააპელაციო პალატის შეფასებით, დაცვის მხარის ეს ვერსია მოგონილია გ-------– ბ--------ისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით და გაზიარებული არ უნდა იქნეს სასამართლოს მიერ, ვინაიდან, საქმეში არ არსებობს თუნდაც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურდებდა დაზარალებულ მ------–--- გ--–------–---ის ხელში დანის არსებობისა და მისი მხრიდან გ-------– ბ--------ეზე თავდასხმის ან ასეთის მცდელობის ფაქტს.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ვერც იმის შესახებ, რომ მომხდარ ინციდენტს ბავშვები არ შესწრებიან, ვინაიდან, მიაჩნია, რომ საქმეში მოიპოვება სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა დასკვნისათვის, რომ გ-------– ბ--------ემ ძალადობა ჩაიდინა არასრულწლოვნების თანდასწრებით, მათივე ოჯახის წევრის მიმართ. რაც შეეხება დაცვის მხარის არგუმენტს, რომ გ-------– ბ--------ის მობილურ ტელეფონში არსებულ შემთხვევის ამსახველ ჩანაწერში არ ისმის ბავშვების ხმა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი შემთხვევას არ შესწრებიან, პალატის შეფასებით, ის ფაქტი, რომ აღნიშნულ ჩანაწერში, რომელიც სულ რამდენიმეწამიანია, არ ისმის ბავშვების ხმა, არ გამორიცხავს შემთხვევის ადგილზე მათ ყოფნას, რაც უტყუარად არის დადასტურებული როგორც დაზარალებულების _ მ------–--- და დ-------- გ--–------–---ების, ასევე თავად არასრულწლოვანი მოწმის, ე-–------- გ--–------–---ის ჩვენებებით.
უსაფუძვლოა და სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმ ნაწილშიც, რომ, გ-------– ბ--------ის ქმედება მ------–--- გ--–------–---თან მიმართებაში არასწორად არის დაკვალიფიცირებული ოჯახურ ძალადობად, ვინაიდან, ის და მ------–--- გ--–------–---ი არ წარმოადგენდნენ ოჯახის წევრებს, კერძოდ, ისინი არასოდეს ყოფილან რეგისტრირებულ ქორწინებაში, ერთ ოჯახად არ უცხოვრიათ და არც საერთო საოჯახო მეურნეობას ეწეოდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლი ამ კოდექსის მიზნებისათვის ადგენს ოჯახის წევრთა წრეს, რომელიც უფრო ფართო მოცულობისაა, ვიდრე ოჯახური წრის ზოგადად დამკვიდრებული სამართლებრივი გაგება, ვინაიდან, ოჯახის საყოველთაოდ აღიარებული წევრების გარდა, იგი მოიცავს ყოფილ მეუღლეს, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს და აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირებს, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. კერძოდ, აღნიშნული მუხლი გვთავაზობს ოჯახის წევრთა შემდეგ განვრცობილ ჩამონათვალს: „ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას“. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებებით (მათ შორის, დაცვის მხარის მოწმის _ ა------–---–ის ჩვენებით) დადგენილია, რომ გ-------– ბ--------ე და მ------–--- გ--–------–---ი იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში, შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის ისინი ითვლებიან ოჯახის წევრად.
დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრებში მითითებულ სხვა გარემოებებთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ისინი უკავშირდება ისეთ დეტალებს, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა არა აქვთ საქმისათვის და გავლენას ვერ მოახდენენ გ-------– ბ--------ის დამნაშავეობა/უდანაშაულობაზე.
რაც შეეხება სასჯელს, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამავე კოდექსის 120-ე მუხლთან მიმართებაში გ-------– ბ--------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს დანაშაულის ჩადენა არასრულწლოვნების თანდასწრებით, ხოლო მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი რაიმე გარემოება არ გამოვლენილა, სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას ასევე გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ გ-------– ბ--------ე პირველად არის სამართალში და სურს თავისი მცირეწლოვანი შვილის აღზრდაში აქტიური მონაწილეობის მიღება, ამასთან, მხედველობაში მიიღო ქმედების საზოგადოებრივად საშიში ხასიათი და მასში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება (ის, რომ ბრალდებული დაზარალებულთა ნების საწინააღმდეგოდ შეიჭრა მათ საცხოვრებელ სახლში და მცირეწლოვანი ბავშვების თვალწინ იძალადა ყოფილ მეუღლესა და მის მამაზე), დაზარალებული მ------–--- გ--–------–---ი არ არის შერიგებული მსჯავრდებულთან და ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გ-------– ბ--------ეს სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც, პალატის შეეფასებით, სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. აქედან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ არ არსებობს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გ-------– ბ--------ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.
დაცვის მხარე კი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენით გ-------– ბ--------ისათვის დანიშნული სასჯელი არის აშკარად შეუსაბამო და მეტისმეტად მკაცრი, რასაც სააპელაციო პალატა ასევე არ იზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა ითვალისწინებს გ-------– ბ--------ის მიერ ჩადენილი დანაშაულების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს, კერძოდ, იმას, რომ ჩადენილია ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი ხასიათის დანაშაული არასრულწლოვნების თანდასწრებით და ოჯახში ძალადობა, რაც მისი გავრცელების მასშტაბების გათვალისწინებით, მომეტებული საშიშროების მატარებელია. პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გ-------– ბ--------ემ ძალადობრივი დანაშაულები ჩაიდინა ორი პირის მიმართ მათივე ოჯახის წევრების თანდასწრებით. კერძოდ, საქმის მასალების მიხედვით, მან ჯერ ფიზიკურად იძალადა ყოფილ მეუღლეზე ამ უკანასკნელის მამის, დისა და შვილის თანდასწრებით, ხოლო შემდგომ უკვე _ ყოფილი მეუღლის მამაზე, მისი შვილებისა და შვილიშვილის თანდასწრებით, რაც წარმოადგენს ჩადენილი ქმედების მახასიათებელ ისეთ გარემოებას, რომელიც ზრდის მის საშიშროებას. იგი არ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და შერიგებული არ არის დაზარალებულებთან. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელი უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის არა აბსტრაქტულ იდეას, არამედ დამნაშავის რაციონალურ, მიზანშეწონილ დასჯას მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების გამო, რაც ხელს უწყობს დანაშაულთან ეფექტიან ბრძოლას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ გ-------– ბ--------ის მიერ განხორციელებული ქმედებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის მიერ მისთვის დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს, რომლის შემსუბუქების საფუძველი პალატას არ გააჩნია.
ამრიგად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 სექტემბრის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად, როგორც გ-------– ბ--------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების, ისე მისთვის განსაზღვრული სასჯელის ნაწილში, ხოლო ბრალდებისა და დაცვის მხარეთა მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქ------- უ-----ის, ასევე მსჯავრდებულ გ-------– ბ--------ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ი---- ა------------ის, თ---------- ბ--–-------ისა და რ--------- ხ--–--–--ას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 სექტემბრის განაჩენი გ-------– ბ--------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.გ-------– ბ--------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 09 (ცხრა) თვის ვადით.
4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ-------– ბ--------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 09 (ცხრა) თვის ვადით.
5.მსჯავრდებულ გ-------– ბ--------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2018 წლის 12 იანვრიდან; მასვე, სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2018 წლის 03 იანვრიდან 2018 წლის 05 იანვრის ჩათვლით.
6.გ-------– ბ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმებულია.
7.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
· ქ.ქუთაისში, გ----------------------------–- მდებარე საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული პისტოლეტი, ერთი მჭიდი და 07 ვაზნა, სანადირო თოფი HUGLU 103F, პისტოლეტის და თოფის სარეგისტრაციო მოწმობები; ქ------–--–------–----------------------–---------------------, ბ---------ში ჩატარებული ჩხრეკისას ამოღებული ერთლულიანი თოფი MP153, ნომერი 0---------, ერთლულიანი თოფი, რომელზეც იკითხება STEYR 1893, ერთლულიანი თოფი „ARMSAN”, ნომერი 0---------, საფანტის პისტოლეტი, მჭიდით SIG-SAUER P239 P.A.K., ცეცხლსასროლი იარაღების შესანახი შალითები, ცეცხლსასროლი იარაღების 4 სარეგისტრაციო მოწმობა და 57 ცალი 12 კალიბრის ვაზნა, რომლებიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან კანონიერ მფლობელს.
· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათების 01 ცალი CD დისკი, რომელიც თან ერთვის საქმეს, დარჩეს საქმეში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ხის ტუმბოს თაროს ნატეხი, თეთრი პირსახოცი, ვარდისფერი ჩვარი და მოწითალო ლაქა, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს.
· დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი გ-------– ბ--------ის მობილური ტელეფონი სამუხტთან ერთად, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მსჯავრდებულ გ-------– ბ--------ეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /ვ.დოლიძე/