განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002647052
საქმე №1/ბ-16-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
01 თებერვალი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- რ---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------) ი-----–- ტ------–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქის (პირადი ნომერი 6----------), დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონის, რეგისტრირებულის ქ---------–-------------------------------------------–-, ფაქტობრივად მცხოვრების ქ--------–-----------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი-----–- ტ------–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ძალადობა, ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; მანვე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 28 აგვისტოს, დილის საათებში, ქ.ბათუმში, ე-------–---–ის ქუჩა №-----------------–- ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ი-----–- ტ------–მა სახის არეში ხელის დარტყმებით და თმების მოქაჩვით ს----- ა-----–------ს მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2018 წლის 28 აგვისტოს, დილის საათებში, ქ.ბათუმში, ე-------–---–ის ქუჩა №-----------------–- ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ი-----–- ტ------–მა მჩხლეტავ-მჭრელი საგნის _ დანის დემონსტრირებით და მოღერებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ს----- ა-----–------ს, რამაც ამ უკანასკნელს გაუჩინა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 28 აგვისტოს, დილის საათებში, ქ.ბათუმში, ე-------–---–ის ქუჩა №-----------------–- ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ი-----–- ტ------–მა სახის არეში ხელის დარტყმებით, მარჯვენა მხრის არეში მჩხლეტავ მჭრელი საგნის _ დანის გამოყენებით კ----–-ა ზ-----------ას, პირს რომელთანაც მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ზემოაღნიშნულის გამო ი-----–- ტ------–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 ნოემბრის განაჩენით:
ი-----–- ტ------–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (კ----–-ა ზ-----------ას ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ი-----–- ტ------–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (კ----–-ა ზ-----------ას ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
ი-----–- ტ------–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ს----- ა-----–------ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
ი-----–- ტ------–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი-----–- ტ------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ი-----–- ტ------–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2018 წლის 28 აგვისტოდან.
ი-----–- ტ------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა.
ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ:
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული დანა, რომელიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
· კ----–-ა ზ-----------ას ბინიდან ამოღებული შორტი, რომელიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს, მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
· სსიპ 112-დან მოპოვებული შეტყობინების აუდიოფაილი ერთ ცალ CD-R დისკზე, უნდა დაერთოს საქმეს, მისი შენახვის ვადით.
3.სააპელაციო საჩივრის არსი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ------- რ---–---–მა, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, მსჯავრდებული ი-----–- ტ------–ის ქმედების, დაკვალიფიცირებულის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (კ----–-ა ზ-----------ას ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირება და მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის _ თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ზომის დანიშვნა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. განსხვავებით სამოქალაქო კოდექსისგან, აღნიშნული მუხლი არ გამორიცხავს რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის ფაქტობრივ ქორწინებაში ყოფნას და იმავდროულად არარეგისტრირებულ მეუღლესთან საერთო საოჯახო მეურნეობის წარმოებას ან/და მუდმივად მასთან ცხოვრებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსისგან განსხვავებით, ოჯახური დანაშაულის მიზნებიდან გამომდინარე, კანონმდებელმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით დაადგინა გაცილებით ფართო საზღვრები და მეუღლედ მიიჩნია, მათ შორის, ყოფილი მეუღლე და არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, რაც მიანიშნებს, რომ კანონმდებელმა სისხლისსამართლებრივი ურთიერობის სპეციფიკიდან და ოჯახურ დანაშაულებთან დაკავშირებით არსებული სახელმწიფოს სამართლებრივი პრიორიტეტებიდან გამომდინარე, გაცილებით ფართო საზღვრებში მოაქცია მეუღლეთა წრე. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ი-----–- ტ------–ი და კ----–-ა ზ-----------ა ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეწეოდნენ საერთო საოჯახო მეურნეობას და იყვნენ ოჯახის წევრები.
აპელანტმა ასევე მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისთვის დანიშნული მსუბუქი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილ სასჯელის მიზნებს. სასამართლოს არ გაუთვალისწინებია ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა ბრალად შერაცხული დანაშაული ჩაიდინა იარაღის გამოყენებით, რაც წარმოადგენს სასჯელის დამამძიმებელ ზოგად გარემოებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე და 1261-ე მუხლებისათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთა მათ და მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ი-----–- ტ------–ის დანაშაულებრივ ქმედებებს, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქმეში არსებული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების, კერძოდ: დაზარალებულების _ ს----- ა-----–------ს და კ----–-ა ზ-----------ას გამოკითხვის ოქმების; მოწმეების _ ბ----- ა--–--ის, ნ--- მ--–------–ის და ნ--------- გ-------–----ს გამოკითხვის ოქმების; დანაშაულის შესახებ შეტყობინების; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად სააპელაციო პალატას გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია, რომ ი-----–- ტ------–მა ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულები.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი _ ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი გ------- რ---–---–ი ითხოვს მსჯავრდებული ი-----–- ტ------–ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (კ----–-ა ზ-----------ას ეპიზოდი) ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირებას, იმ საფუძვლით, რომ ი-----–- ტ------–ი და კ----–-ა ზ-----------ა ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეწეოდნენ საერთო საოჯახო მეურნეობას და იყვნენ ოჯახის წევრები. სააპელაციო პალატა არ ეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის არგუმენტაციას და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის ამსრულებელია მხოლოდ ოჯახის წევრი, ამდენაც, მსხვერპლიც უნდა იყოს ოჯახის წევრი და არა სხვა პირი. მართალია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლი ამ კოდექსის მიზნებისათვის ადგენს ოჯახის წევრთა წრეს, რომელიც უფრო ფართო მოცულობისაა, ვიდრე ოჯახური წრის ზოგადად დამკვიდრებული სამართლებრივი გაგება, ვინაიდან, ოჯახის საყოველთაოდ აღიარებული წევრების გარდა, იგი მოიცავს არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირსაც, აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირებს, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ი-----–- ტ------–ი და კ----–-ა ზ-----------ა იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. აქედან გამომდინარე, ისინი ვერ ჩაითვლებიან ოჯახის წევრებად, თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლისა. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ი-----–- ტ------–ს ჰყავს მეუღლე და ისინი 2011 წლიდან ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მტკიცება, თითქოს, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ ი-----–- ტ------–ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (კ----–-ა ზ-----------ას ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში, არის საფუძველს მოკლებული და გაზიარებული ვერ იქნება. გასაჩივრებული განაჩენით ამომწურავად არის დასაბუთებული ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც დააკვალიფიცირა პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის ქმედება კ----–-ა ზ-----------ას ეპიზოდში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, როგორც ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რასაც სააპელაციო პალატაც იზიარებს და მიიჩნევს, რომ არ არსებობს ამ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის საფუძველი.
რაც შეეხება სასჯელს, პალატა ითვალისწინებს რა იმ გარემოებებს, რომ ი-----–- ტ------–ს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულების ჩადენაში, მან აღიარა ჩადენილი ქმედება, იგი წინათ ნასამართლევი არ არის და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი არც სხვა რაიმე გარემოება გააჩნია, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ი-----–- ტ------–ისთვის დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამდენად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 ნოემბრის განაჩენი ი-----–- ტ------–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- რ---–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 ნოემბრის განაჩენი ი-----–- ტ------–ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.ი-----–- ტ------–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება (კ----–-ა ზ-----------ას ეპიზოდი) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
4.ი-----–- ტ------–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (კ----–-ა ზ-----------ას ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ს----- ა-----–------ს ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი-----–- ტ------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
6.მსჯავრდებულ ი-----–- ტ------–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2018 წლის 28 აგვისტოდან.
7.ცნობად იქნას მიღებული, რომ ი-----–- ტ------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმებულია.
8.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული დანა, რომელიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს; კ----–-ა ზ-----------ას ბინიდან ამოღებული შორტი, რომელიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, ხოლო სსიპ 112-დან მოპოვებული შეტყობინების აუდიოფაილი ერთ ცალ CD-R დისკზე, რომელიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმესთან ერთად, მისი შენახვის ვადით.
9.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
10.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /ვ.დოლიძე/