განაჩენი

სისხლის სამართლის 23.05.2019
საქმის ნომერი
100100118002572516
ინსტანცია
თარიღი
23.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-88-2019წ.

(10010011800257251-)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

22 თებერვალი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ---– ჯ-------ს ძე ფ---–--ის მიმართ, დაბადებული: 1--- წლის 0- ივნისს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 5----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები ჭიათურა, ი-–---–-- ქუჩა N1-,აღწერილობითი ნაწილი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ზ---– ფ---–--ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 10 ივლისს დაახლოებით 14 საათსა და 30 წუთზე ქ. ჭიათურაში, თავის საცხოვრებელ სახლში, ი-–---–-- ქუჩა N1--ში, ზ---– ფ---–--ემ, ურთიერთ შეკამათების ნიადაგზე, ოჯახური ძალადობის დროს, ორჯერ დაარტყა ხელი თავისა და ტუჩების მიდამოში თავის მეუღლეს ს------- ჩ------ეს, რა დროსაც ს------- ჩ------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენით ზ---– ფ---–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 110 (ასათი) საათის ოდენობით;

ზ---– ფ---–--ეს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 10 ივლისიდან 2018 წლის 12 ივლისის ჩათვლით - სამი (სამი) დღე, შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 5 (ხუთი) საათი და საბოლოოდ ზ---– ფ---–--ეს მოსახდელად დაურჩა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 95 (ოთმოცდათხუთმეტი) საათის ოდენობით;

 

მსჯავრდებულ ზ---– ფ---–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორი ფ-------- ს-----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ზ---– ფ---–--ის მიმართ უფრო მკაცრი საპატიმრო სასჯელის დანიშვნას, შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის ქმედების ხასიათი და საშიშროება, მსჯავრდებულის პიროვნება, ის რომ ზ---– ფ---–--ემ განახორციელა ძალადობა მეუღლის ს------- ჩ------ის მიმართ, რაც ზრდის საზოგადოებრივ საშიშროებას და ქმნის ახალი ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს, რასაც შესაძლოა უფრო მძიმე შედეგი მოჰყვეს. დანიშნული სასჯელი ნაკლებად მკაცრია და ვერ იქნება შემაკავებელი ბერკეტი მსჯავრდებულისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ახალი დანაშაულის ჩადენა და მიღწეული იქნას სასჯელის მიზნები.

 

მსჯავრდებული ზ---– ფ---–--ე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ზ---– ფ---–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ზ---– ფ---–--ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ს------- ჩ------ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმე თ------ შ-------ძის გამოკითხვის ოქმით, ბრალდებულის დაკავების ოქმით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ფოტოტაბულით; სისხლის ნიმუშის აღების ოქმით; ქიმიურ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, შემაკავებელი ორდერებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ზ---– ფ---–--ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინა-აღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ზ---– ფ---–--ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორის ფ-------- ს-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ზ---– ფ---–--ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 110 (ასათი) საათის ოდენობით;

 

მსჯავრდებულ ზ---– ფ---–--ეს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 10 ივლისიდან 2018 წლის 12 ივლისის ჩათვლით - 03 (სამი) დღე, შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 5 (ხუთი) საათი და საბოლოოდ ზ---– ფ---–--ეს მოსახდელად დაურჩეს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 95 (ოთმოცდათხუთმეტი) საათის ოდენობით;

 

მსჯავრდებულ ზ---– ფ---–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს; განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს გადამხდელს ჯ------- ფ---–--ეს (პ-------------) დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახილი თანხა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით.

 

განაჩენი აღსასრულებლად გადაეგზავნოს ი--------- პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულ ზ---– ფ---–--ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე