განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 820100118002712101
საქმე №1/ბ-23-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
08 თებერვალი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- ბ---–----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------) ვ------- გ---------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი ნომერი 6----------), დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ხ--–----------------------------–------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ------- გ---------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია მისი ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ოჯახის წევრის სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2014 წლის აპრილის თვიდან 2018 წლის 27 სექტემბრამდე დროის პერიოდში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ს------–------------ში და აგრეთვე ქალაქ ბათუმში, ფ------------–--–----------------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლებში ყოფნისას, ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ვ------- გ---------ე, არასრულწლოვანი შვილის _ დ---- გ---------ის, შვილიშვილების _ ა-–---------- და ნ-------------ეების თანდასწრებით, სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ამცირებდა თავისი ოჯახის წევრს, მეუღლეს _ ნ-----–- გ---------ეს, რაც იწვევდა ამ უკანასკნელის ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
2018 წლის 27 სექტემბერს, დაახლოებით 18 საათზე, ქალაქ ბათუმში, ფ------------–--–----------------------------–- არსებულ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ვ------- გ---------ეს, იმ მოტივით, რომ უარი უთხრა მასთან თანაცხოვრებაზე, შელაპარაკება მოუვიდა მეუღლესთან, ნ-----–- გ---------ესთან, რა დროსაც ამ უკანასკნელს შვილიშვილების _ ა-–---------- და ნ-------------ეების თანდასწრებით, სხეულის სხვადასხვა ნაწილში ხელების მრავალჯერადი დარტყმით მიაყენა ფიზიკური ტკივილი, რამაც სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება გამოიწვია, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია.
2018 წლის 27 სექტემბერს, დაახლოებით 18:30 საათზე, ქალაქ ბათუმში, ფ------------–--–----------------------------–- არსებულ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ვ------- გ---------ეს, იმ მოტივით, რომ უარი უთხრა მასთან თანაცხოვრებაზე, შელაპარაკება მოუვიდა მეუღლესთან, ნ-----–- გ---------ესთან, რის შემდეგაც ამ უკანასკნელს დაემუქარა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ნ-----–- გ---------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ზემოაღნიშნულის გამო ვ------- გ---------ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით და 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის განაჩენით:
ვ------- გ---------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2014 წლის აპრილის თვიდან 2018 წლის 27 სექტემბრამდე ეპიზოდი) ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ვ------- გ---------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (2018 წლის 27 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ვ------- გ---------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ვ------- გ---------ეს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ვ------- გ---------ეს დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალა დაკავებისა და პატიმრობის დრო - 2018 წლის 30 სექტემბრიდან 2018 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.
ვ------- გ---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა.
ვ------- გ---------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალა პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3.სააპელაციო საჩივრის არსი:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რ----- ბ---–----ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, მსჯავრდებულ ვ------- გ---------ის დამნაშავედ ცნობა სამივე ეპიზოდში და მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მაქსიმალური ვადის დანიშვნა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
ვ------- გ---------ის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარადაა დადასტურებული მოწმეთა ჩვენებებით, მათ შორის, დაზარალებულ ნ-----–- გ---------ის ჩვენებითა და საქმეზე მოპოვებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომელიც ცალსახად ადასტურებს, რომ 2014 წლის აპრილის თვიდან 2018 წლის 27 სექტემბრამდე დროის პერიოდში, ვ------- გ---------ე არასრულწლოვანი შვილის _ დ---- გ---------ის, შვილიშვილების _ ა-–---------- და ნ-------------ეების თანდასწრებით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა თავისი ოჯახის წევრს _ მეუღლეს, ნ-----–- გ---------ეს, რაც იწვევდა ამ უკანასკნელის ფსიქოლოგიურ ტანჯვას. მართალია, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ვ------- გ---------ის ქმედებიდან გამომდინარე, ნ-----–- გ---------ე არ განიცდიდა სისტემატურ შეურაცხყოფას, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, შანტაჟს ან დამცირებას, რომელიც გამოიწვევდა მის ტანჯვას, თუმცა ამავე დასკვნის თანახმად, ცალსახად დასტურდება, რომ ნ-----–- გ---------ემ განიცადა ფსიქოლოგიური ტრავმა. აღნიშნული ექსპერტიზა ჩატარებული იქნა მას შემდეგ, რაც დაზარალებული შეურიგდა ბრალდებულს და დაზარალებულის სურვილი იყო, რომ მის მეუღლეს საბოლოოდ დანიშვნოდა ისეთი სასჯელი, რაც დაკავშირებული არ იქნებოდა პატიმრობასთან. თუმცა მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, რომლითაც დასტურდებოდა, რომ იგი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას, იყო დამაჯერებელი, სხვა მტკიცებულებებთან (შეტყობინება, მოწმეთა ჩვენებები, შემაკავებელი ორდერის ოქმი და ა.შ.) თანხვდენილი, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებდა ვ------- გ---------ის მიერ 2014 წლის აპრილის თვიდან 2018 წლის 27 სექტემბრამდე დროის პერიოდში დაზარალებულის მიმართ სისტემატური ძალადობის ფაქტს.
მსჯავრდებულმა ვ------- გ---------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი-----–- ა--–--ემ, წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვეს პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოტივაციას და არგუმენტებს ვ------- გ---------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (2014 წლის აპრილის თვიდან 2018 წლის 27 სექტემბრამდე ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და მიაჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც სააპელაციო პალატაც ეთანხმება.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ვ------- გ---------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას (2014 წლის აპრილის თვიდან 2018 წლის 27 სექტემბრამდე ეპიზოდი), რაც ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გამოიხატა ვ------- გ---------ის მიერ თავისი მეუღლის _ ნ-----–- გ---------ის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფასა და დამცირებაში, რამაც გამოიწვია მისი ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (ოჯახში ძალადობა) ობიექტური მხარე გამოიხატება: ა)ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში _ ძალადობაში, სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟში, დამცირებაში; ბ)მართლსაწინააღმდეგო შედეგში _ ფიზიკურ ტკივილში ან ტანჯვაში (რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) და გ)მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, ქმედება ოჯახში ძალადობად (სსკ 1261 მუხლი) რომ დაკვალიფიცირდეს, აუცილებელია, მას შედეგად მოჰყვეს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, რაც გაგებული უნდა იქნეს, როგორც აუტანელი ფიზიკური ან ფსიქიკური ტკივილი (წუხილი), რომელსაც პირი განიცდის ძალადობის შედეგად.
მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულ ნ-----–- გ---------ის გამოკითხვის ოქმიდან ირკვევა, რომ მას მეუღლე, ვ------- გ---------ე სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას, რის გამოც იგი განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას. მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნით კი დადგენილია, რომ ვ------- გ---------ის ქმედებებიდან გამომდინარე, ნ-----–- გ---------ე არ განიცდიდა სისტემატურ შეურაცხყოფას, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, შანტაჟს ან დამცირებას, რომელიც გამოიწვევდა მის ტანჯვას.
სხვა რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ 2014 წლის აპრილის თვიდან 2018 წლის 27 სექტემბრამდე პერიოდში, ვ------- გ---------ე სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას და ამცირებდა ნ-----–- გ---------ეს, რაც ამ უკანასკნელის ტანჯვას იწვევდა, საქმეში წარმოდგენილი არ არის.
ამდენად, აღნიშნულ ეპიზოდში ვ------- გ---------ის ბრალეულობის დასადასტურებლად წარმოდგენილია მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება _ დაზარალებულ ნ-----–- გ---------ის გამოკითხვის ოქმი, რომელიც წინააღმდეგობაშია ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნასთან, რაც წარმოშობს გონივრულ ეჭვს იმასთან დაკავშირებით, განიცდიდა თუ არა ნ-----–- გ---------ე ვ------- გ---------ის მხრიდან სისტემატურ შეურაცხყოფას და დამცირებას, რაც მის ტანჯვას გამოიწვევდა. ასეთ შემთხვევაში კი, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი ვ------- გ---------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2014 წლის აპრილის თვიდან 2018 წლის 27 სექტემბრამდე ეპიზოდი) უდანაშაულოდ ცნობის ნაწილში კანონიერია და არ არსებობს მისი შეცვლის საფუძველი.
რაც შეეხება ვ------- გ---------ისთვის დანარჩენ ეპიზოდებში დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ მან თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში, დაზარალებულთან შერიგებულია, რომელსაც მის მიმართ პრეტენზია არ აქვს, მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება არ გააჩნია, მათ შორის, არ არის ნასამართლევი და ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ ვ------- გ---------ისთვის დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამრიგად, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის განაჩენი ვ------- გ---------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- ბ---–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის განაჩენი ვ------- გ---------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.ვ------- გ---------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2014 წლის აპრილის თვიდან 2018 წლის 27 სექტემბრამდე ეპიზოდი) ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
4.ვ------- გ---------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (2018 წლის 27 სექტემბრის ეპიზოდი) და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (2018 წლის 27 სექტემბრის ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ------- გ---------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
6.მსჯავრდებულ ვ------- გ---------ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2018 წლის 30 სექტემბრიდან 2018 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.
7.პირობით მსჯავრდებულ ვ------- გ---------ის ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
8.ცნობად იქნას მიღებული, რომ ვ------- გ---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია.
9.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
10.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /ვ.დოლიძე/