განაჩენი

სისხლის სამართლის 23.05.2019
საქმის ნომერი
100100118002461367
ინსტანცია
თარიღი
23.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 100100118002461367

საქმე №1/ბ-29-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

08 თებერვალი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორ ფ-------- ს-----ის და მსჯავრდებულ პ---–- ც--–------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) პ---–- ც--–------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №5----------), საშუალო განათლების მქონის, განქორწინებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის ჭ----------------–----–----------------–------–-, ფაქტობრივად მცხოვრების ჭ---------–----------------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენით:

 

პ---–- ც--–------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (2018 წლის 30 მაისამდე რედაქციით) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 1 (ერთი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად (პირველი ეპიზოდი).

 

პ---–- ც--–------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (2018 წლის 30 მაისამდე რედაქციით) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად (მეორე ეპიზოდი).

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, პ---–- ც--–------ეს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობითად 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ პ---–- ც--–------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პ---–- ც--–------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის აგვისტოს თვეში, ჭ---------–----------------------------–-, პ---–- ც--–------ემ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ოჯახური ძალადობის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს _ ქ------- მ-------ეს, კერძოდ, მობილური ტელეფონი ჩაარტყა მას სახის არეში და ფეხი დაარტყა ფეხის არეში, რის შედეგადაც ქ------- მ-------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. მანვე 2017 წლის აგვისტოს თვეში, ჭ----------------–----–----------------–------–-, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ოჯახური ძალადობის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს _ ქ------- მ-------ეს, კერძოდ, თმებში ძლიერად მოქაჩა ხელით, რა დროსაც ქ------- მ-------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სახელმწიფო ბრალმდებელმა _ საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ფ-------- ს-----ემ და მსჯავრდებულმა პ---–- ც--–------ემ.

 

საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ფ-------- ს-----ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა პ---–- ც--–------ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა რეალური თავისუფლების აღკვეთის სახით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, გასათვალისწინებელია მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და საშიშროება, ასევე მსჯავრდებულის პიროვნება. მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის ხშირად იყო კონფლიქტური სიტუაცია, ასევე პ---–- ც--–------ემ არაერთხელ განახორციელა ძალადობა ქ------- მ-------ის მიმართ. კონფლიქტური სიტუაცია და ძალადობრივი ქმედებები ზრდის პ---–- ც--–------ის საზოგადოებრივ საშიშროებას და ქმნის ახალი ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს, რასაც, შესაძლოა, უფრო მძიმე შედეგი მოჰყვეს.

 

მსჯავრდებულმა პ---–- ც--–------ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გამოსაცდელი ვადის შემცირება 1 წლისა და 6 თვის ვადით, იმ საფუძვლით, რომ მან სრულად გააცნოებიერა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, შეურიგდა დაზარალებულს და მომავალში მისი მხრიდან მსგავს ქმედებას ადგილი აღარ ექნება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ პ---–- ც--–------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: ბრალდებულ პ---–- ც--–------ის გამოკითხვის ოქმით, დაზარალებულ ქ------- მ------ს გამოკითხვის ოქმით, მოწმეების _ ნ---- ც--–------ის, ე-–--- ც--–------ის, ვ-–-------- ჩ-----ის, ნ------- ე------ის, ც-–---- კ--–--ის, ლ--–- ც--–------ის, ზ--- ც--–------ის და ც------ი ც--–------ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმის სხვა მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ პ---–- ც--–------ემ ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულები, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

სახელმწიფო ბრალმდებელმა განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვა პ---–- ც--–------ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა რეალური თავისუფლების აღკვეთის სახით, რასაც სააპელაციო პალატა არ იზიარებს, ვინაიდან, მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა რა ის გარემოებები, რომ პ---–- ც--–------ემ აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, იგი წინათ ნასამართლევი არ ყოფილა, კმაყოფაზე ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი და დაზარალებულთან შერიგებულია, მას სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. შესაბამისად, არ არსებობს პ---–- ც--–------ისთვის დანიშნული სასჯელის ზომის გამკაცრების საფუძველი. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული (რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი) და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს რა იმ გარემოებებს, რომ პ---–- ც--–------ემ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, შეურიგდა დაზარალებულს, იგი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა და არც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი სხვა გარემოება გააჩნია, თვლის, რომ სახეზეა მსჯავრდებულ პ---–- ც--–------ისთვის დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლის ყველა წინაპირობა და გასაჩივრებული განაჩენი ამ ნაწილში კანონიერი და სამართლიანია.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ პ---–- ც--–------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, პალატა მას იზიარებს და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის პიროვნების, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით, სამართლიანი იქნება მისთვის დანიშნული გამოსაცდელი ვადის შემცირება და 1 წლისა და 6 თვის ვადით განსაზღვრა.

 

ამდენად, მსჯავრდებულ პ---–- ც--–------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება, ხოლო საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორ ფ-------- ს-----ეს უარი უნდა ეთქვას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორ ფ-------- ს-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.მსჯავრდებულ პ---–- ც--–------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

3.საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

4.პ---–- ც--–------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში (ორი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (პირველი ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 1 (ერთი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (მეორე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად.

 

5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, პ---–- ც--–------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე_64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

 

6.ცნობად იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ პ---–- ც--–------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

7.პირობით მსჯავრდებულ პ---–- ც--–------ის ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს იმერეთის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: /ვ.დოლიძე/