განაჩენი

სისხლის სამართლის 23.05.2019
საქმის ნომერი
080100118002499219
ინსტანცია
თარიღი
23.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-170-2019წ.

(080100118002499219)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

28 მარტი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბ-----ი რ-----ის ძე ი------ის მიმართ, დაბადებული: 1----–-–----- აგვისტოს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 6----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ. ქუთაისი, ლ--------------------------, N2-;

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ბ-----ი ი------ემ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 20 მაისს, დაახლოებით 17:30 საათზე, ქუთაისში, ყ------–---–-- ქ.N6-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ბ-----ი ი------ე, მისი განსხვავებული სექსუალური ორიენტაციიდან გამომდინარე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ბ------ გ-----–-–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 09 იანვრის განაჩენით ბ-----ი ი------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა შინაპატიმრობა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

ბ-----ი ი------ეს დაეკისრა საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება 2-:00 საათიდან 07:00 საათამდე შუალედში.

ბ-----ი ი------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნ---- ზ-------–---–ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 09 იანვრის განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ბ----- ი------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, შემდეგ გარემოებათა გამო: ბ----- ი------ის მიმართ შეფარდებული სასჯელი შეუსაბამოდ მსუბუქია მის მიერ ჩადენილ ქმედებასთან. სასამართლომ არ გაითვალისწინა აღნიშნული და შედეგად, გამოიყენა შინაპატიმრობა, რაც მეტად ლმობიერია და დანიშნული სასჯელით ვერ იქნება უზრუნველყოფილი სასჯელის მიზნები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ბ----- ი------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ბ-----ი ი------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ბ------ გ-----–-–---–ის ჩვენებით, მოწმეების - ჯ--- ო-----–--ის, გ------- გ--------ის და ლ---- შ--–--------ის ჩვენებებით, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, შეტყობინებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ბ-----ი ი------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა

 

მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ბ-----ი ი------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ---- ზ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 09 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ბ-----ი ი------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს შინაპატიმრობა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

ბ-----ი ი------ეს დაეკისროს საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება 2-:00 საათიდან 07:00 საათამდე შუალედში.

ბ-----ი ი------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

შინაპატიმრობის აღსრულებისას მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე