განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100115736024
საქმე №1/ბ-754-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 მარტი, 2019 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე- მაკა გორგოძე
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
პროკურორ _ დ----- ჭ------ის,გამართლებულ - გ------- ი----ის,ადვოკატ - მ------–- ზ------ და თ----- ზ------ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------- ზ------ის ძე ი----ის მიმართ, დაბადებული 196- წლის 0- მ----, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 2----------, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები:ქ. თბილისი, თ----, მე-4 მრ/რ-ნი, კორპ.N-, ბინაN--
აღწერილობითი ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
გ------- ი----ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა სამეწარმეო საქმიანობა ნებართვის გარეშე და სანებართვო პირობების დარღვევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ჩადენილი ჯგუფურად; რაც გამოიხატა შემდეგში:
ბ---- ჯ-------ია, როგორც შპს ”მ-------- ბ-----” დირექტორი და ამავე კომპანიის მენეჯერი, დირექტორის მოადგილე გ------- ი----ე, 2013 წლის იანვრიდან 2013 წლის 26 სექტემბრამდე ახორციელებდნენ უკანონო სამეწარმეო საქმიანობას, კერძოდ, ეწეოდნენ ინტერნეტ-ტოტალიზატორის მოწყობის საქმიანობას. ქ. თბილისში, უ------- ქუჩა №4-ში მდებარე ფართში და ქ. ბათუმში, ალ. პ--–----- ქუჩა №8-----ში მოწყობილი ჰქონდათ და ახორციელებდნენ ტოტალიზატორის მოწყობით საქმიანობას, ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის პირობების დარღვევით და ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის გარეშე. მათ მიერ განხორციელებულმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობამ სახელმწიფოსათვის - სსიპ შ--------–---- სამსახურისათვის, ქ.თბილისში, უ------- ქუჩა №4-ში მდებარე ფართში ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის გარეშე და სათანადო სანებართვო მოსაკრებლის გადაუხდელად ტოტალიზატორის ფუნქციონირებამ 200 000 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ხოლო ქ. ბათუმში, ალ. პ--–----- ქუჩა №8-----ში ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის გარეშე და სათანადო სანებართვო მოსაკრებლის გადაუხდელად ტოტალიზატორის ფუნქციონირებამ 80 000 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. იმავდროულად მათ უკანონო სამეწარმეო საქმიანობას თან ახლდა 4- 229 020,12 ლარის დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ზემოთ ხსენებული უკანონო სამეწარმეო საქმიანობით - ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის გარეშე ტოტალიზატორის ფუნქციონირების შედეგად შპს ”მ-------- ბ-----” მიერ უნაღდო ანგარიშსწორებით სს ”ლიბერთი ბანკში” არსებულ კომპანიის საბანკო ანგარიშზე მიღებული თანხებიდან ბ---- ჯ-------იამ გამოიტანა 218 450 ლარი, გ------- ი----ემ კი - 795 10- ლარი, რაც ხსენებული კომპანიის სალაროს და საგადასახადო ანგარიშგებაში მათ მიერ არ ასახულა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით გ------- ზ------ის ძე ი----ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
გ------- ი----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
გამართლებულ გ------- ი----ეს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
ამავე განაჩენით ბ---- ანზორის ძე ჯ-------ია მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 192-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ბ---- ანზორის ძე ჯ-------ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად მიღებული ფულადი თანხა, კერძოდ, შპს „მ-------- ბ-----“ თბილისის და ბათუმის ოფისებიდან ამოღებული ფულადი თანხა - 1774, 95 ლარისა და 129, 30 ლარის; 2115,12 ლარის ოდენობით - მიექცა სახელმწიფოს სასარგებლოდ.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ა------ ა.რ. პროკურატურის პროკურორი დ----- ჭ------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და გ------- ი----ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით. შემდეგ მოტივებზე მითითებით: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, იგი არ გამომდინარეობს სასამართლოში გამოკვლეული პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულებებიდან. სასამართლოში დაკითხულმა ყველა მოწმემ(მათ შორის მოლარეებმა, ოპერატორებმა, ბუკმეიკერებმა) დაადასტურეს ის ფაქტი, რომ როგორც ბ---- ჯ-------ია, ასევე გ------- ი----ე შპს ,, მ-------- ბ---“-ში ასრულებდნენ ხელმძღვანელობით უფლებამოსილებას და თანამშრომლები მათგან იღებდნენ დავალებებს და მითითებებს. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით შპს ,,მ-------- ბ---ი და შპს ,,----–----“, რომლის 100% წილის მფლობელები და ერთპიროვნული დირექტორი 2013 წლის 30 სექტემბრიდან არის გ------- ი----ე, აღიარებული იქნენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ გ------- ი----ე იყო შპს ,,მ-------- ბ-----“ ხელმძღვანელი პირი და რეალური მესაკუთრეც. ის რომ გ------- ი----ე იყო შპს ,,მ-------- ბ-----“ ხელმძღვანელი პირი ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს ის ფაქტიც, რომ სს ,,ლიბერთი ბანკში“ არსებულ კომპანიის საბანკო ანგარიშზე მიღებული თანხებიდან ბ---- ჯ-------იამ გამოტანა 218450ლარი, გ------- ი----ემ კი გამოიტანა 79510- ლარი, რაც ხსენებული კომპანიის სალაროს და საგადასახადო ანგარიშგებაში მათ მიერ არ ასახულა და ეს თანხა გამოყენებული იქნა პირადი საჭიროებისთვის. სასამართლოს მიერ ასევე დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, ვინაიდან განაჩენში არ არის მსჯელობა თუ რატომ არ გაიზიარა სასამართლომ მოწმეების ჩვენებები.
გამართლებულ გ------- ი----ის ინტერესების დამცველი ადვოკატი მ------–- ზ----ე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - ა------ ა.რ. პროკურატურის პროკურორს დ----- ჭ------ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
გამართლებულ გ------- ი----ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს მ------–- ზ----ეს და თ----- ზ------ეს, რომლებმაც არ დაეთანხმნენ პროკურორის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი გ------- ი----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
დაზარალებულის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შ--------–---- სამსახურის წარმომადგენელის მ----- კ--–--ის ჩვენების თანახმად შპს "მ-------- ბ---ი" ქ. თბილისში, უ------- ქ. N4-ში განთავსებული ტოტალიზატორის მოწყობის საქმიანობას 2013 წლის 3 იანვრიდან 2013 წლის 25 სექტემბრამდე პერიოდში ახდენდა სათანადო ნებართვის გარეშე. ასევე ქ. ბათუმში, ალ.პ--–----- ქ. N8-----ში განთავსებული ტოტალიზატორის მოწყობის საქმიანობას 2013 წლის 30 მაისიდან 2013 წლის 25 სექტემბრამდე პერიოდში ახდენდა სათანადო ნებართვის გარეშე, რითაც სახელმწიფოს - სსიპ შ--------–---- სამსახურს მიადგა 280 000 ლარის ოდენობით ზიანი.
მოწმის სახით დაკითხული ნ---- ბ-----ის ჩვენების თანახმად, 2013 წლის აპრილის თვიდან მუშაობა დაიწყო შპს "მ---------ბ-----" ბათუმის ფილიალში მოლარე-ოპერატორად. აღნიშნულ შპს-ს საქმიანობის საგანს ტოტალიზატორის მოწყობა და ფუნქციონირება წარმოადგენდა. მუშაობა დაიწყო შპს-ს დირექტორთან - ბ---- ჯ-------იასთან გასაუბრების შედეგად, მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, ხელშეკრულება არ გაფორმებულა. სხვა ოპერატორ გოგონებთან ერთად ახდენდა კლიენტებისგან ფსონების მიღებას, ბეჭდავდა ბილეთებს. დღის განმავლობაში შესაძლოა რამდენი ათასი ლარის ფსონი მხოლოდ მასთან გაკეთებულიყო, დღის ბოლოს აჯამებდნენ შემოსულ თანხებს. ფილიალში მენეჯერის ფუნქციას რ---- კ---–--–--ე ასრულებდა, როგორც იცის, "მ-------- ბ---ს" ორი ხელმძღვანელი ჰყავდა ბ---- ჯ-------იას და დ----- კ--–----ის სახით, რომლებიც მისი მუშაობის პერიოდში სულ რამდენჯერმე ჩამოვიდნენ ბათუმში და ფილიალის საქმიანობა შეამოწმეს. ბრალდებული გ------- ი----ე "მ---------ბ---თან" კავშირში არ იყო. 2013 წლის სექტემბრის ბოლოს ტოტალიზატორი დაიხურა ფინანსური პოლიციის შესვლის გამო, მანამდე ის ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებდა. დახურვიდან მალევე ინტერნეტ-ტოტალიზატორი იმავე ადგილას და იმავე ბაზაზე, იმავე პერსონალით, მაგრამ სხვა სახელით - "ო--–----ბ---ი" - ისევ გაიხსნა, რომლის ხელმძღვანელი უკვე გ------- ი----ე იყო, მენეჯერის ფუნქციებს კვლავ კ---–--–--ე ასრულებდა.
მოწმის სახით დაკითხული ი----- ტ------ის ჩვენების თანახმად იგი მუშაობდა ტოტალიზატორ "მ---------ბ-----" ბათუმის ფილიალში მოლარე-ოპერატორად. ფილიალის ხელმძღვანელი იყო რ---- კ---–--–--ე, გ------- ი----ეს და ბ---- ჯ-------იას საერთოდ არ იცნობს. შრომითი ხელშეკრულება მასა და დამქირავებელს შორის არ გაფორმებულა, ანაზღაურებას იღებდა ხელზე. მას შემდეგ, რაც "მ-------- ბ---ში" ფინანსური პოლიცია შევიდა, ის დაიხურა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ გაიხსნა, უკვე სხვა სახელით.
მოწმის სახით დაკითხული რ---- კ---–--–--ის ჩვენების თანახმად, იგი 2012-2013 წლებში მუშაობდა ტოტალიზატორ "მ---------ბ-----" ბათუმის ფილიალის მენეჯერად. სამსახურში მიიღო და მენეჯერის პოზიციაზე დანიშნა დირექტორმა ბ---- ჯ-------იამ, თუმცა შრომითი ხელშეკრულება მათ შორის არ გაფორმებულა. ყოველდღიური საქმიანობისას ასრულებდა ჯ-------იას მითითებებს, აყენებდა მას ყველა საკითხთან დაკავშირებით საქმის კურსში, ძალიან ხშირად უკავშირდებოდა დღის განმავლობაში. შ--------–---- სამსახურის თანამშრომლების პირველად მისვლისას, პირადად ჩაიბარა ოქმი სანებართვო მოსაკრებლის გადაუხდელობისთვის ტოტალიზატორის 10 000 ლარით დაჯარიმების თაობაზე. აღნიშნულის შესახებ მაშინვე დაურეკა და აცნობა ჯ-------იას, მისგან კი მიიღო მითითება ჩვეულებრივად გაეგრძელებინათ საქმიანობა, არანაირი პრობლემა არ არსებობდა. მითითება შეასრულა და ტოტალიზატორი აგრძელებდა ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებას, სანამ სექტემბრის თვეში არ მოხდა ფინანსური პოლიციის შესვლა და ტოტალიზატორის დახურვა. რაც შეეხება გ------- ი----ეს, როგორც მოწმისთვისაა ცნობილი, ის ჯ-------იას მოადგილედ ითვლებოდა, ჯ-------იასთან საუბრიდან გამომდინარე შეექმნა ასეთი წარმოდგენა. ი----ისთვის ასეთი უფლებამოსილების მიმნიჭებელი დოკუმენტი არასოდეს უნახავს, მისგან არც რაიმე მითითება მიუღია. როცა ტოტალიზატორს თანხა სჭირდებოდა და ამის თაობაზე ატყობინებდა ჯ-------იას, ეს უკანასკნელი ეუბნებოდა, რომ ბანკიდან თანხას გამოიტანდა და ბათუმის ფილიალში გადაგზავნიდა გ------- ი----ე. შესაბამისად, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც ფილიალის ფუნქციონირებისთვის საჭირო თანხა გ------- ი----ისგან მიიღეს საბანკო გადარიცხვით.
მოწმის სახით დაკითხული თ----- წ-----–---–ის ჩვენების თანახმად, მან 2012 წლის აპრილში მუშაობა დაიწყო ტოტალიზატორ "მ---------ბ---ში" მოლარე - ოპერატორად. როგორც მისთვისაა ცნობილი, ტოტალიზატორის ხელმძღვანელები იყვნენ ბ---- ჯ-------ია და დ----- კ--–----ე, მათთან რაიმე ურთიერთობა არ ჰქონია, მხოლოდ ერთხელ ნახა, როდესაც ეს პირები მათ ფილიალს ესტუმრნენ. ბათუმის ფილიალს რ---- კ---–--–--ე ხელმძღვანელობდა. ტოტალიზატორმა 2013 წლის სექტემბრამდე იმუშავა, მისი დახურვა ფინანსური პოლციის შესვლას მოჰყვა, რისი მიზეზიც ლიცენზიის გარეშე ტოტალიზატორის ფუნქციონირება გახდა. მანამდე საქმიანობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდა. დახურვიდან დაახლოებით 7-10 დღის შემდეგ, ყოფილი სამსახურიდან დაუკავშირდნენ და დაბრუნება შესთავაზეს. როგორც აღმოჩნდა ტოტალიზატორი შეცვლილი სახელით - "ო--–----ბ---ი", მაგრამ იგივე ადგილას და იგივე ბაზის გამოყენებით, იგივე პერსონალის ხარჯზე ისევ განაგრძობდა ფუნქციონირებას.
იგივე ფაქტობრივი გარემოება დადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა თ------ ა-----ემაც.
მოწმის სახით დაკითხული შ--------–---- სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მთავარი ოფიცრის თ----- შ-----–---–ის ჩვენების თანახმად, მისი სამსახურებრივ მოვალეობებს სათამაშო ბიზნესისთვის ნებართვების გაცემა და თანმდევი საქმიანობის განხორციელება შეადგენდა. შპს "მ-------- ბ-----" დირექტორმა ბ---- ჯ-------იამ ტოტალიზატორის მოსაწყობად ნებართვის გაცემის მიზნით 2012 წლის 3 იანვარს მიმართა შ--------–---- სამსახურს. წარადგინა განცხადება და ყველა შესაბამისი დოკუმენტი, მათ შორის სანებართვო მოსაკრებლის - 200 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. იმავე დღეს - 3 იანვარს გაიცა ხუთწლიანი ნებართვა ქ. თბილისში, უ------- ქუჩა N4- ში ტოტალიზატორის მოწყობის თაობაზე. კანონის თანახმად, მომდევნო წლის სანებართვო მოსაკრებელი უნდა გადაეხადა 2012 წლის სამ იანვრამდე, მაგრამ მოსაკრებელი აღარ გადაუხდია და შ--------–---- სამსახურს მიმართა განცხადებით ნებართვის გაუქმების თაობაზე, რაც დაკმაყოფლდა და გაუქმდა ფუნქციონირების ნებართვა ქ. თბილისში, უ------- ქ. N4-ში მდებარე ტოტალიზატორზე. გაცემული ბრძანების ელექტრონული ვერსია მაშინვე აიტვირთა შ--------–---- სამსახურის პორტალზე და გაეგზავნა ადრესატს. "ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშების" შესახებ კანონის თანახმად, ნებართვა გაიცემა მხოლოდ ერთი ობიექტისთვის, იმავე ნებართვის ფარგლებში სხვა ობიექტის ფუნქციონირება დაუშვებელია. შპს "მ---------ბ---მა" 2012 წლის აპრილში შ--------–---- სამსახურს მიმართა ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით ქ. ბათუმში, პ--–----- ქ. N8----- ში, გადაიხადა სანებართვო მოსაკრებელი 80 000 ლარი და მიიღო შესაბამისი ნებართვა. იმავე ოდენობის მოსაკრებელი უნდა გადაეხადა მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ტოტალიზატორის ფუნქციონირების გასაგრძელებლად, თუმცა მოსაკრებელი არ გადაუხდია. შ--------–---- სამსახურმა შეამოწმა სანებართვო პირობები, სანებართვო მოსაკრებლის გადაუხდელობის გამო დააჯარიმა 10 000 ლარით, განუსაზღვრა დრო სანებართო პირობების გამოსასწორებლად,თუმცა უშედეგოდ. 2013 წლის 30 მ---- შპს "მ---------ბ---ს" ქ. ბათუმში მოქმედ ტოტალიზატორზეც გაუუქმდა ფუნქციონირების ნებართვა.
შპს "მ---------ბ-----" ხელმძაღვანელის ბ---- ჯ-------იას მიერ შ--------–---- სამსახურში წარდგენილი განაცხადით ირკვევა, რომ აღნიშნული შპს-ს მიერ მოთხოვნილ იქნა ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მიღება ქ. თბილისში, უ------- ქ.N4-ში. განაცხადს ერთვის სანებართო მოსაკრებლის - 200 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, რომლის მიხედვით შპს "მ---------ბ-----" დირექტორად რეგისტრირებულია ბ---- ჯ-------ია, ასევე ერთვის ტოტალიზატორის მოწყობის პირობები და ნებართვის მისაღებად საჭირო სხვა დოკუმენტაცია.
აღნიშნული განაცხადის და თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე, 2012 წლის 3 იანვარს შ--------–---- სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის N----- ბრძანებით შპს "მ---------ბ---ზე" გაიცა ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვა ქ. თბილისში, უ------- N4-ში.
შპს "მ---------ბ-----" დირექტორის ბ---- ჯ-------იას მიერ შ--------–---- სამსახურში 2012 წლის 31 დეკემბერს წარდგენილი განაცხადით ირკვევა, რომ ჯ-------იამ ითხოვა 2013 წლის 3 იანვარიდან ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის გაუქმება, რის საფუძველზეც, 2013 წლის 3 იანვრის მომსახურების დეპარტამენტის N------ ბრძანებით ძალადაკარგულად ჩაითვალა მომსახურების სამსახურის 2012 წლის 3 იანვრის ბრძანება და გაუქმდა შპს "მ---------ბ---ზე" გაცემული ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვა.
მოწმის სახით დაკითხული შ--------–---- სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ა------ განყოფილების მთავარი სპეციალისტის გ--–- პ----ის ჩვენების თანახმად, 2013 წლის 2 მ---- საგადასახადო მონიტორინგის განყოფილების თანამშრომლებს - მას და თ----- ჩ-------ეს დაევალათ შპს "მ---------ბ-----" სანებართვო პირობების შემოწმება. გამოცხადდნენ ქ. ბათუმში, პ--–----- ქუჩაზე მდებარე ტოტალიზატორში, სადაც დახვდათ მენეჯერი რ---- კ---–--–--ე, რომელსაც გააცნეს ბრძანება შემოწმების თაობაზე, რომლითაც ევალებოდათ გაერკვიათ კანონით დადგენილ ვადებში სანებართვო მოსაკრებლის გადახდის საკითხი. აღმოჩნდა, რომ სანებართვო მოსაკრებელი გადახდილი არ იყო. კ---–--–--ე მაშინვე ტელეფონით დაუკავშირდა, მისი თქმით, ხელმძღვანელობას თბილისში. მიიღო მათგან მითითება გაცნობოდა ბრძანებას და შემოწმების აქტს და ჩაებარებინა ეს დოკუმენტები. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2013 წლის 8 მ---- გამოიცა ბრძანება, რომლითაც სანებართვო მოსაკრებლის გადაუხდელობის გამო შპს "---------ბ---ი" დაჯარიმდა 10 000 ლარით, შპს-ს დაევალა 20 კალენდარული დღის ვადაში გამოესწორებინა ხარვეზი და გადაეხადა მოსაკრებელი. აღნიშნული ბრძანებაც პ----ემ უშუალოდ რ---- კ---–--–--ე ჩააბარა. მანამდე მან ისევ დაურეკა ხელმძღვანელობას და მხოლოდ ასეთი კომუნიკაციის შემდეგ მიიღო ბრძანების ჩაბარების გადაწყვეტილება. დადგენილ ვადაში სანებართვო მოსაკრებლის გადახდა არ მომხდარა, რის გამოც შპს "მ---------ბ---ს" გაუუქმდა ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვა, რის შემდეგ მას აღარ ჰქონდა უფლება გაეგრძელებინა საქმიანობა. აღნიშნული შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ ახალი ნებართვის აღების შემთხვევაში.
შ--------–---- სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2013 წლის 2 მაისის N----- ბრძანებით დასტურდება, რომ დაინიშნა შპს "მ-------- ბ-----" სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმება, კერძოდ შემოწმება იმისა, მოხდა თუ არა შპს- ს მიერ კანონით დადგენილ ვადაში - ნებარვის მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო 12 თვისა სანებართვო მოსაკრებლის გადახდა. შემოწმების ჩატარება დაევალათ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ა------ სამმართველოს თანამშრომლებს- გ--–- პ----ეს და თ----- ჩ-------ეს. იმავე დღეს - 2013 წლის 2 მ---- ბრძანების ასლს გაეცნო და ჩაიბარა შპს "მ---------ბ-----"წარმომადგენელი რ---- კ---–--–--ე. 2013 წლის 2 მაისის შ--------–---- სამსახურის შემოწმების აქტის თანახმად, შპს "მ---------ბ-----" ტოტალიზატორი ფუნქციონირებდა წლიური სანებართვო მოსაკრებლის გადახდის გარეშე, რითაც დაირღვა "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნები. აღნიშნულ აქტს ხელმოწერით ადასტურებენ შემოწმების ჩამტარებელი პირები და ორგანიზაციის წარმომადგენელი - რ---- კ---–--–--ე.
შ--------–---- სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2013 წლის 8 მაისის N----- ბრძანებით ირკვევა, რომ შპს "მ---------ბ---ი" "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" საქართველოს კანონის 371-ე მუხლის "დ" ქ/პუნქტის შესაბამისად, დაჯარიმდა 10 000 ლარით, ხელმძღვანელობას დაევალა ბრძანების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში უზრუნველეყო სანებართვო პირობების შესრულება. აღნიშნული ბრძანება, როგორც მასზე აღნიშნული მინაწერით დასტურდება, ჩაიბარა მენეჯერმა რ---- კ---–--–--ემ 2013 წლის 8 მ----.
შ--------–---- სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2013წლის 30 მაისის N------ ბრძანების თანახმად, 2013 წლის 30 მაისიდან ძალადაკარგულად ჩაითვალა შ--------–---- სამსახურის 2012 წლის 19 აპრილის ბრძანება და გაუქმდა შპს "მ--------- ბ---ზე" გაცემული ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვა N----------- 2013 წლის 3 ივნისს აღნიშნული ბრძანება გაეგზავნა შპს "მ---------ბ-----"დირექტორს ბ---- ჯ-------იას.
მოწმის სახით დაკითხული ნ---- ო----ის ჩვენების თანახმად, ის მუშაობს შპს "კ------–-------------–-", რომელიც იურიდიულ და საბუღალტრო მომსახურებას უწევს კლიენტებს. შპს "მ---------ბ---ს", ამ უკანასკნელის მოთხოვნის საფუძველზე, მოუმზადეს ტოტალიზატორის მოსაწყობად აუცილებელი სანებართვო დოკუმენტაცია, რის შემდეგაც შპს-ს დირექტორმა ბ---- ჯ-------იამ შესთავაზა საბუღალტრო მომსახურებაც გაეწია მათი ფირმისთვის, რასაც ო----ი დათანხმდა. შრომითი ხელშეკრულება არ გაფორმებულა, მხოლოდ სიტყვიერად შეთანხმდნენ. შპს ეწეოდა აზარტული თამაშების ბიზნესს, ჰქონდა ტოტალიზატორები ქ. თბილისში, უ------- N4-ში და ქ. ბათუმში, პ--–----- N91-ში. მიუხედავად იმისა, რომ ბ---- ჯ-------იამ საბუღალტრო საქმიანობის განსახორციელებლად დაიქირავა, ფაქტიურად ვერ ასრულებდა მოვალეობას, რადგან ჯ-------ია არ აწვდიდა შესაბამის დოკუმენტაციას. ამ უკანასკნელის მოთხოვნით, სულ სხვა დროისთვის იდებოდა საგადასახადო დეკლარაციების წარდგენის პროცესი. სწორედ ამის გამო წამოვიდა სამსახურიდან, არანაირი პირობა სწორი საბუღალტრო საქმიანობის წარმოების, არ ჰქონია.
მოწმის სახით დაკითხული თ----- კ------ის ჩვენების თანახმად, გახსნის დღიდან მოლარე- ოპერატორად მუშაობდა ტოტალიზატორ "მ---------ბ---ში", რომელიც მდებარეობდა ქ. თბილისში, უ------- ქ. N4-ში. იმუშავა ტოტალიზატორის დახურვამდე - 2013 წლის შემოდგომამადე, ტოტალიზატორის დახურვა ფინანასური პოლიციის შესვლას მოჰყვა.ზუსტად არ იცის ბ---- ჯ-------ია ორგანიზაციის დირექტორი იყო, თუ მენეჯერი, რაც შეეხება გ------- ი----ეს, მას იცნობდა, როგორც ოპერატორების კურატორს, რომელსაც შემოსულ თანხას აბარებდნენ დღის ბოლოს.
მოწმის სახით დაკითხული შ----- მ-------ის ჩვენების თანახმად, რომ 2012-2013 წლებში მუშაობდა შპს "მ---------ბ---ში" ბუკმეიკერად. აღნიშნული შპს ეწეოდა სათამაშო ბიზნესს და მოწყობილი ჰქონდა ტოტალიზატორები ქ. თბილისში და ქ. ბათუმში. თავად მუშაობდა თბილისში, უ------- ქ. N4-ში მდებარე ტოტალიზატორში. დირექტორი იყო ბ---- ჯ-------ია, გ------- ი----ე კი, როგორც იცის, მისი მოადგილე. აღნიშნულის შესახებ თანამშრომლებისგან სმენია, თავად ჯ-------იას ან ი----ისგან ასეთი ინფორმაცია არ მიუღია. კარგად ახსოვს, რომ ი----ეს არასდროს მიუცია მისთვის რაიმე მითითება და დავალება. ფინანასური პოლიციის შესვლამდე, ტოტალიზატორი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდა საქმიანობას, დაიხურა მხოლოდ ამ ფაქტის შემდეგ.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ვ-–- გ--------ემ, რომელიც ასევე ბუკმეიკერად მუშაობდა თბილისში, უ------- ქ. N4-ში მდებარე ტოტალიზატორ "მ---------ბ---ში".
ის გარემოება, რომ ტოტალიზატორ "მ---------ბ-----" თბილისის ფილიალი დირექტორ ბ---- ჯ-------იას ხელმძღვანელობით 2013 წლის სექტემბრის ბოლომდე, მიუხედავად ნებართვის გაუქმებისა, ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებდა, ხდებოდა კლიენტებისგან ფსონების მიღება და თანხების გაცემა, დასტურდება ამავე ფილიალის თანამშრომლების: ზ------- ბ--–-------ის, მ-----– მ-------ის, შ------- მ--–---–---–ის და მ---- ზ------აშვილის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენებებითაც.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1-------------- ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში, დანაშაულებრივ ჯგუფში ჩართული პირის მიერ ქ. თბილისსა და ქ. ბათუმში მოწყობილ ტოტალიზატორებში მიმდინარე თამაშებში ფსონის დადებისას გადაღებული ფარულ ვიდეო-აუდიო ჩანაწერებით დასტურდება, რომ უკვე იმ დროისათვის, როდესაც ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის ვადა გასული იყო და სანებართვო მოსაკრებლის გადაუხდელობის გამო ტოტალიზატორებს გაუუქმდათ საქმიანობის უფლება, "მ---------ბ-----" კუთვნილ ორივე ზემოაღნიშნულ ტოტალიზატორში ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდა იგივე საქმიანობა, ხდებოდა ფსონების დადება და თამაში.
2013 წლის 27 სექტემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ა------ და გ------- სამმართველოს გამომძიებლის გ------- ც-------ის დადგენილებით განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე დაინიშნა შპს "მ---------ბ-----" სამეურნეო საფინანსო საქმიანობის შემსწავლელი დოკუმენტური რევიზია სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დასადგენად, რათა განსაზღვრულიყო შპს "მ---------ბ-----" მიერ ქ. თბილისში, უ------- N4ში განთავსებული ტოტალიზატორის მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობით მიღებული შემოსავლები და შპს "მ---------ბ-----" მიერ ქ. ბათუმში, პ--–----- N8-----ში განთავსებული ტოტალიზატორის მიერ სანებართვო პირობების დარღვევით საქმიანობის პერიოდში მიღებული შემოსავლები და უკანონო სამეწარმეო საქმიანობით მიღებული შემოსავლები.
შპს "მ---------ბ-----" კ-------–----- საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, განისაზღვრა შემოწმების ჯამური შედეგები, დადგინდა, რომ უკანონო სამეწარმეო საქმიანობას თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. აქტის სისწორე დაადასტურეს, შემოწმების ჩამტარებელმა პირებმა - ი----- მ----------- და ს------ შ------ მოწმის სახით დაკითხვისას.
საქმეში წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების დათვალიერების ოქმით და თავად საბანკო ამონაწერებით ირკვევა, რომ შპს ”მ-------- ბ-----” მიერ უნაღდო ანგარიშსწორებით სს ”ლიბერთი ბანკში” არსებულ კომპანიის საბანკო ანგარიშზე მიღებული თანხებიდან ბ---- ჯ-------იამ გამოიტანა 218 450 ლარი, გ------- ი----ემ კი - 795 10- ლარი.
გ------- ი----ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ არასდროს ყოფილა ბ---- ჯ-------იას მოადგილე, მხოლოდ მასზე გაცემული მინდობილობის საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელა საბანკო გადარიცხვები.
მოწმის სახით დაკითხული ხ------- ა-------- ჩვენების თანახმად, ის გახსნის დღიდან მუშაობდა ტოტალიზატორ "მ---------ბ---ში" ოპერატორად. ტოტალიზატორს ხელმძღვანელობდა ბ---- ჯ-------ია, რომელსაც მოადგილე არ ჰყოლია. გ------- ი----ე, როგორც ჯ-------იას ახლობელი, პერიოდულად სტუმრობდა ხოლმე მათ ოფისს, თუმცა არანაირ სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. ჯ-------იას არასოდეს უთქვამს თანამშრომლებისთვის, რომ ი----ე მისი მოადგილე იყო, თანამშრომლები რაიმე დავალებას და მითითებას ი----ისგან არ იღებდნენ, ის არასოდეს ესწრებოდა თათბირებს.
მოწმის სახით დაკითხული ა---- ყ------–-–--ლის ჩვენების თანახმად, იგი გახსნის დღიდან მუშაობდა ტოტალიზატორ "მ---------ბ---ში" ელექტრიკოსად. ტოტალიზატორს ხელმძღვანელობდა ბ---- ჯ-------ია, რაც შეეხება გ------- ი----ეს, როგორც ახსოვს, ის რამდენჯერმე ბანკიდან ფულის გამოსატანად გაგზავნა ჯ-------იამ, რაც სხვა შემთხვევაში მისთვისაც დაუვალებია. ი----ე რაიმე ადმინისტრაციული ფუნქციით აღჭურვილი არ ყოფილა.
სააპელაციო სასამართლომ მოუსმინა მხარეთა პოზიციებს, გაანალიზა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება პირდაპირი წესით არ ამტკიცებს გ------- ი----ის მხრიდან სამეწარმეო საქმიანობა ნებართვის გარეშე და სანებართვო პირობების დარღვევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ჯგუფურად ჩადენის ფაქტს.
სააპელაციო პალატა განმარტავს შემდეგს: მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება სამართალწარმოების ყველა სტადიაზე და ახასიათებს საქმეზე მთელ წარმოებას, თუმცა მტკიცებულებათა შეფასებას სრული მასშტაბით მხოლოდ სასამართლო ახორციელებს. ამასთან, მტკიცებულება შეიძლება აკმაყოფილებდეს სამი პირობიდან (იგულისხმება რელევანტურობა, დასაშვებობა და უტყუარობა), რომელიმე ორ პირობას, მაგრამ მესამე კრიტერიუმის დაუკმაყოფილებლობის გამო არ იქნეს გათვალისწინებული განაჩენის დადგენისას. მტკიცებულებათა უტყუარობა გულისხმობს მასში მოცემული ინფორმაციის (ფაქტობრივი გარემოებების) ჭეშმარიტებას და ამ საკითხის შეფასებისას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე: მტკიცებულების წყაროს სანდოობაზე, გარემოებებზე, რომლებშიც განხორციელდა მტკიცებულების ფორმირება, ინფორმაციის მიღების ხერხებსა და საშუალებებზე და იმაზე, შესაფასებელ მტკიცებულებაში მოყვანილი ინფორმაცია დადასტურება თუ არა საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებუ-ლებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ მოხდა იმის დადასტურება, რომ გ------- ი----ემ დანაშაული ჩაიდინა. შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად ცნო გ------- ი----ე უდანაშაულოდ და გაამართლა წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით. გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი კანონიერი, დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
აჭარის ა.რ. პროკურატურის პროკურორ დ----- ჭ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
გ------- ზ------ის ძე ი----ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
გ------- ი----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 03 მარტის განჩინებით, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა მოეხსნას - კ------- ი----ის (პ/ნ 2----------) და ც------ ბ------–---- (პ/ნ 2----------) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე: ლ---------- მუნიციპალიტეტი, სოფელი გ------–-----ი, (ზონა - ლ------------- სექტორი - გ------–-----ი 0-, კვარტალი - 4-, ნაკვეთი - 0--, დაზუსტებული ფართობი 3------ კვმ, საკადასტრო კოდი - №2-----------) ასევე ლ---------- მუნიციპალიტეტი, სოფელი გ------–-----ი (ზონა - ლ------------- სექტორი - გ------–-----ი 0-, კვარტალი - 4-, ნაკვეთი - 0--, დაზუსტებული ფართობი 1------ კვმ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: #1, შენობა-ნაგებობის საერთო ფართი: 95.70 კვ.მ; საკადასტრო კოდი - №------------) - 15 000 ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
გამართლებულ გ------- ი----ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
ნივთმტკიცებები - ტოტალიზატორ ”მ-------- ბ-----” შენობა-ნაგებობის დათვალიერების ამსახველი ვიდეომასალა, ჩაწერილი ერთ ცალ დისკზე, ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერის ამსახველი ვიდეო მასალა, ჩაწერილი ოთხ ცალ დიკზე, სს ”ბი თი ეი ბანკიდან” ამოღებული საბანკო ანგარიშების ამონაწერები, ჩაწერილი ერთ ცალ დისკზე, სს ”ლიბერთი ბანკიდან” ამოღებული შპს ”მ-------- ბ-----” საბანკო ანგარიშებიდან თანხების გატანის ამსახველი დოკუმენტები - დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე