განაჩენი

სისხლის სამართლის 23.05.2019
საქმის ნომერი
010100118002682480
ინსტანცია
თარიღი
23.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002682480

საქმე №1/ბ-66-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 თებერვალი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პ----- ც-–--–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------) თ----- შ-----–--ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქის (პირადი ნომერი 6----------), საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების ქ------–-----------------------–---------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 დეკემბრის განაჩენით:

 

თ----- შ-----–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა _ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 06 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით და საბოლოოდ, თ----- შ-----–--ეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ თ----- შ-----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა.

 

მსჯავრდებულ თ----- შ-----–--ის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალა მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით საქართველოს სასჯელაღსრულბისა და პრობაციის სამინისტროს შესაბამის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ----- შ-----–--ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლი სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 12 სექტემბერს, დილის საათებში, ქ------–-----------------------–---------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, თ----- შ-----–--ემ თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, თავისი ოჯახის წევრს _ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილიშვილს, მ------ შ-----–--ეს თავის არეში ხელის დარტყმებით, ასევე მუცლის არეში ფეხის ჩარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა პ----- ც-–--–--ემ, რომელმაც ითხოვა მსჯავრდებულ თ----- შ-----–--ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღო ჩადენილი ქმედების ხასიათი და საზოგადოებრივი საშიშროება. თ----- შ-----–--ეს ბრალი ედებოდა არასრულწლოვნის ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული, განსაკუთრებით აგრესიული ოჯახური დანაშაულის ჩადენაში. გარდა ამისა, იგი წარსულში გასამართლებული იყო საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის და მიუხედავად ამისა, მას დაუნიშნა ისეთი ზომის სასჯელი, რითაც ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები, რადგანაც დანიშნული სასჯელი წარმოადგენს ზედმეტად მსუბუქს და არ არის შესაბამისობაში ჩადენილ დანაშაულთან და თ----- შ-----–--ის პიროვნებასთან.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პ----- ც-–--–--ის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: ბრალდებულ თ----- შ-----–--ის გამოკითხვის ოქმით, დაზარალებულ მ------ შ-----–--ის და მოწმეების _ ჟ--–---- შ-----–--ის და ქ--------- გ-------ის გამოკითხვის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმის სხვა მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება თ----- შ-----–--ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

მოცემულ შემთხვევაში პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს თ----- შ-----–--ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებას, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, ვინაიდან, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა რა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ქმედების შემდეგ ყოფაქცევა, თ----- შ-----–--ეს დაუნიშნა სამართლიანი, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული (რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი) და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს რა იმ გარემოებებს, რომ თ----- შ-----–--ეს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, მან აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი ქმედება, სადავოდ არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის _ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიაჩნია თ----- შ-----–--ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენება და მისთვის დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 დეკემბრის განაჩენი თ----- შ-----–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პ----- ც-–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პ----- ც-–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 დეკემბრის განაჩენი თ----- შ-----–--ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.თ----- შ-----–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თ----- შ-----–--ისათვის წინა _ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 06 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული მოუხდელი სასჯელი _ ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ----- შ-----–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

5.ცნობად იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ თ----- შ-----–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია.

 

6.პირობით მსჯავრდებულ თ----- შ-----–--ის ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

7.მსჯავრდებულ თ----- შ-----–--ეს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.N32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: /ვ.დოლიძე/