განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002578272
საქმე №1/ბ-795-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 თებერვალი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
სხდომის მდივნის _ თეონა ქიმერიძის
სახელმწიფო ბრალმდებლის _ დ----- კ-------–ის
მსჯავრდებულის _ ი----- ც-–--–--ის
ადვოკატის _ ლ---- მ-----–--ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ი----- ც-–--–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ---- მ-----–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------) ი----- ც-–--–--ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–--------------------------–-, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ--------–--------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი----- ც-–--–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რამაც დაზარალებულის ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 29 ივნისს, დაახლოებით 13:09 საათზე, ქ--------–--------–-------------- მიმდებარე ტერიტორიაზე დაწყებული კონფლიქტის დროს, ი----- ც-–--–--ემ ხელების დარტყმით ცემა ო----- ბ-----ე, რის შედეგადაც ო----- ბ-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 29 ივნისს, დაახლოებით 13:09 საათზე, ქ--------–------–------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე დაწყებული კონფლიქტის დროს, ი----- ც-–--–--ემ სხეულის სხვადასხვა არეში ხელების დარტყმებით განზრახ დაუზიანა ჯანმრთელობა ა---------– ბ-----ეს, რომელიც სამედიცინო ექსპერტიზის თანახმად, მიეკუთვნება ჯანმრთელობის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.
ზემოაღნიშნულის გამო ი----- ც-–--–--ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით:
ი----- ც-–--–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.
ი----- ც-–--–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი----- ც-–--–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ი----- ც-–--–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2018 წლის 30 ივნისიდან.
ი----- ც-–--–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა.
ნივთიერი მტკიცებულება _ ვიდეოჩანაწერი ერთ ცალ დისკზე, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
იმავე განაჩენით მსჯავრდებული იქნა ო--------------–--ე.
3.სააპელაციო საჩივრის არსი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი----- ც-–--–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ---- მ-----–--ემ, რომელმაც ითხოვა ი----- ც-–--–--ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
ბათუმის საქალაქო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა შემთხვევის ამსახველ ვიდეოჩანაწერს, რომლის დათვალიერებით დგინდება, რომ კონფლიქტის ინიციატორები იყვნენ დაზარალებულები და ბრალდებული ო--------------–--ე, რომლებიც თავადვე აღიარებენ ამ ფაქტს. რაც შეეხება ი----- ც-–--–--ეს, ვიდეოჩანაწერში ნათლად ჩანს, რომ იგი ცდილობდა კონფლიქტის განმუხტვას, კერძოდ, იდგა დაპირისპირებულ მხარეებს შორის და არ აძლევდა მათ ჩხუბის დაწყების საშუალებას, მაგრამ როცა ო--------------–--ესა და დაზარალებულებს შორის დაიწყო ხელჩართული ჩხუბი, ი----- ც-–--–--ე შეეცადა დაეცვა ო--------------–--ე დაზარალებულთა აგრესიული ქმედებებისაგან და არ აძლევდა მათ მისი ცემის საშუალებას, ანუ იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. სწორედ ამ ვითარებაში ა---------– და ო----- ბ-----ეები უშუალოდ ი----- ც-–--–--ეს დაესხნენ თავს, რის გამოც ი----- ც-–--–--ე იძულებული გახდა მოეგერიებინა თავდასხმა და მოგერიების მიზნით ერთ-ერთ თავდამსხმელს, ა---------– ბ-----ეს ხელი დაარტყა სახეში, რის შემდეგაც ა---------– ბ-----ემ და ი----- ც-–--–--ემ მიყოლებით ურტყეს ერთმანეთს. ამავდროულად ი----- ც-–--–--ეს თავის არეში ხელი დაარტყა დაზარალებულმა ო----- ბ-----ემ, რის საპასუხოდაც ი----- ც-–--–--ემაც რამდენჯერმე დაარტყა მას ხელი. თავდასხმის მოგერიებისთანავე ი----- ც-–--–--ემ გაათავისუფლა ო--------------–--ე თავდამსხმელისაგან და მასთან ერთად დატოვა შემთხვევის ადგილი, ისე, რომ არც კი გაუგია ა---------– ბ-----ის ფეხის მოტეხვა.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ვერ ადასტურებენ ი----- ც-–--–--ის მიერ დაზარალებულ ა---------– ბ-----ეზე სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანების მიყენების განზრახვას. ბრალდების მხარისა და საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ის გარემოება, რომ, თითქოს, ი----- ც-–--–--ეს ასეთი განზრახვა ამოძრავებდა, წინააღმდეგობაშია საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან და სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული. საქმეში წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერის გარდა, ასეთ განზრახვას გამორიცხავს თავად დაზარალებული ა---------– ბ-----ეც, რომელიც განმარტავს, რომ კამათში ო--------------–--ემ მოულოდნელად დაარტა მამამისს სახეში მარჯვენა ხელი, რაც პირადად დაინახა და აღელდა. ამაზე მათ შორის ატყდა ჩხუბი, რა დროსაც ი----- ც-–--–--ემ რამდენჯერმე ჩაარტა მუშტი სახეში, რის შედეგადაც იგრძნო ძლიერი ტკივილი, თავი ვერ შეიკავა და ზურგის მხარეს წაიქცა. სწორედ ამ დროს გადაუბრუნდა ფეხი და მარჯვენა ფეხის კოჭი გადატყდა.
ზემოაღნიშნული ვიდეოჩანაწერითა და მისი დათვალიერების ოქმებით დასტურდება, რომ მომხდარ ინციდენტში ი----- ც-–--–--ის მიერ განხორციელებული ქმედება არ გასცილებია აუცილებელი მოგერიების ფარგლებს და არ შეიცავდა სისხლის სამართლის წესით დასჯადი დანაშაულის ნიშნებს, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა.
ასევე უკანონოა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ი----- ც-–--–--ის მიმართ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენი ო----- ბ-----ის ცემის ნაწილში, ვინაიდან, კადრში თვალნათლივ ჩანს, რომ ო----- ბ-----ე პირველი დაესხა თავს ი----- ც-–--–--ეს და პირველმა დაარტყა მას ხელი თავის არეში, რის შემდეგაც ი----- ც-–--–--ემ საპასუხო დარტყმებით მოიგერია მისი თავდასხმა. იგივე დასტურდება შემთხვევის თვითმხილველი მოწმის, რ----- მ----–--ის ჩვენებით.
სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა და მისი ინსტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ---- მ-----–--ემ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს ი----- ც-–--–--ის გამართლება, ხოლო ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
სააპელაციო წესით საქმის განხილვაში მონაწილე პროკურორმა დ----- კ------–მა ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4.გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანის დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენის კანონიერება და საჩივრის საფუძვლიანობა, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ი----- ც-–--–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ---- მ-----–--ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება ქმედების კვალიფიკაციის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ი----- ც-–--–--ის გამართლების თაობაზე, ვინაიდან, თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული ი----- ც-–--–--ის მიერ ო----- ბ-----ის ცემისა და ა---------– ბ-----ისათვის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტი, კერძოდ:
დაზარალებულ ა---------– ბ-----ის გამოკითხვის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ მამამისს _ აწ/გარდაცვლილ ჯ----– ბ-----ეს ქ--------–--------–------------ში გახსნილი ჰქონდა სამშენებლო მასალების მაღაზია. 2018 წლის 29 ივნისს, დაახლოებით 13:00 საათზე მივიდა მასთან მაღაზიაში. მისი მისვლისას მამამისი მაღაზიის მოპირდაპირე მხარეს იყო გადასული, სადაც ქუჩაში ჰქონდა დალაგებული გასაყიდი საქონელი. იქვე იმყოფებოდა ბიძამისი ო----- ბ-----ე, რომელსაც გამოელაპარაკა. ამ დროს დაინახა, რომ მამამისს რაღაცაზე შეეკამათნენ ი----- ც-–--–--ე და ო--------------–--ე, რა დროსაც ამ უკანასკნელმა დედის მისამართით შეაგინა მამამისს, რის შემდეგაც ი----- ც-–--–--ემ და ო--------------–--ემ გზა გააგრძელეს პუშკინის ქუჩით, ტოტალიზატორისაკენ. იგი დაეწია მათ რამდენიმე მეტრში, შეაჩერა და ო--------------–--ეს ჰკითხა, თუ რატომ შეაგინა მამამისს, რაზეც მან და ი----- ც-–--–--ემ აგრესიულად დაუწყეს ყვირილი _ შენ ვინ ხარ, ვინ გეკითხებაო. ამ თემაზე მათ შორის მოხდა სიტყვიერი შეკამათება, რა დროსაც მამამისი ჯ----– ბ-----ეც მივიდა, რომელსაც მიჰყვა მუშა რ----- მ----–--ე. მათ კამათში, მოულოდნელად ო--------------–--ემ მამამისს სახეში დაარტყა მარჯვენა ხელი, რაც პირადად დაინახა და აღელდა. ამაზე მათ შორის ატყდა ჩხუბი, რა დროსაც ი----- ც-–--–--ემ რამდენჯერმე ჩაარტყა სახეში მუშტი, რის შედეგადაც იგრძნო ძლიერი ტკივილი, თავი ვერ შეიკავა და ზურგის მხარეს წაიქცა. სწორედ ამ დროს გადაუბრუნდა ფეხი და მარჯვენა ფეხის კოჭი გადაუტყდა. ტკივილისაგან ძალა აღარ ჰქონდა და კინაღამ გონება დაკარგა. მისი წაქცევის შემდეგ ი----- ც-–--–--ემ ბიძამისს _ ო----- ბ-----ეს დაუწყო ცემა, რის დანახვაზეც ფეხმოტეხილმა შეძლო წამოდგომა, რათა ბიძამისს მიშველებოდა, თუმცა ი----- ც-–--–--ემ კვლავ მუშტების სახეში და თავში ჩარტყმით სცემა, რის შედეგადაც ისევ წაიქცა და წამოდგომა ვეღარ შეძლო. ი----- ც-–--–--ემ წაქცეულზეც რამდენჯერმე ჩაარტყა თავში ხელი და წავიდა. ამ ჩხუბის დროს ო--------------–--ემ მამამისი, ჯ----– ბ-----ე ცემა და წააქცია. ჩხუბი დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში გაგრძელდა, რის შემდეგაც ი----- ც-–--–--ე და ო--------------–--ე ჩხუბის ადგილიდან წავიდნენ.
დაზარალებულ ო----- ბ-----ის გამოკითხვის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ 2018 წლის 29 ივნისს, თავის ძმასთან _ ჯ----– ბ-----ესთან მაღაზიაში მისულმა დაინახა, რომ ამ უკანასკნელს ო--------------–--ე და ი----- ც-–--–--ე რაღაცაზე შეეკამათნენ, რის შემდეგაც პუშკინის ქუჩით, ტოტალიზატორისკენ გააგრძელეს გზა. დაშორებისას ო--------------–--ემ ჯ----– ბ-----ეს რაღაც მიაძახა, რაზეც ა---------– ბ-----ემ თქვა _ დედა შეაგინაო, გაჰყვა მათ და რამდენიმე მეტრში შეაჩერა. ა---------– ბ-----ემ ო--------------–--ეს უთხრა, თუ რატომ შეაგინა მამამისს, რაზედაც ო--------------–--ემ და ი----- ც-–--–--ემ აგრესიულად დაუწყეს საუბარი _ შენ ვინ ხარ, ვინ გეკითხებაო. ო----- ბ-----ის განმარტებით, მან წესრიგისკენ მოუწოდა მათ და თხოვა, ნუ იქცეოდნენ აგრესიულად. ამასობაში ჯ----– ბ-----ეც მივიდა, რომელმაც ასევე წესრიგისკენ მოუწოდა აღნიშნულ პირებს. ამ კამათში, მოულოდნელად, ო--------------–--ემ ჯ----– ბ-----ეს სახეში დაარტყა მარჯვენა ხელი, რაზეც ატყდა ჩხუბი. ამ დროს ი----- ც-–--–--ემ ა---------– ბ-----ეს რამდენჯერმე ჩაარტყა სახეში მუშტი, რის შედეგადაც ა---------–მა თავი ვერ შეიკავა და ზურგის მხარეს წაიქცა, რა დროსაც გადაუბრუნდა ფეხი და მარჯვენა ფეხის კოჭი გადატყდა. ა---------–მა ტკივილისაგან ყვირილი დაიწყო _ ფეხი მომტეხა, სასწრაფო გამოიძახეთო. ი----- ცეცხლაზე კვლავ ცდილობდა მის ცემას, რაშიც თავად ჩაერია და შეეცადა განერიდებინა იგი. ამის გამო ი----- ც-–--–--ემ ისიც სცემა, რა დროსაც იგრძნო ძლიერი ტკივილი თავისა და ტანის არეში. ამის შემდეგ კვლავ ა---------– ბ-----ეს დაუწყო ცემა, რომელიც მის მისაშველებლად ფეხზე წამომდგარიყო და კვლავ წააქცია იგი. ი----- ც-–--–--ემ წაქცეულზეც რამდენჯერმე დარტყა მუშტები თავში ა---------– ბ-----ეს, რომელმაც ფეხზე წამოდგომა ვეღარ შეძლო.
მოწმე რ----- მ----–--ის გამოკითხვის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ იგი მუშაობს ქ--------–--------–------------ში მდებარე სამშენებლო მასალების მაღაზიაში, რომლის მფლობელი იყო აწ/გარდაცვლილი ჯ----– ბ-----ე. 2018 წლის 29 ივნისს, დაახლოებით 08:20 საათზე, გამოცხადდა სამსახურში და ერთ საათში ჯ----– ბ-----ეც მივიდა სამსახურში. დაახლოებით 13:00 საათისთვის მაღაზიაში მივიდნენ ჯ----– ბ-----ის შვილი ა---------– ბ-----ე და ძმა ო----- ბ-----ე. ამ დროს თვითონ მაღაზიის მოპირდაპირედ, ქუჩის მეორე მხარეს, ჯ----– ბ-----ის სატვირთო ავტომანქანას ტვირთავდა სილის ტომრებით. უცებ გაიგონა ხმამაღალი კამათის ხმა და დაინახა, რომ მათგან დაახლოებით 15 მეტრში, ჯ----– ბ-----ის შვილს, ა---------– ბ-----ეს და ძმას, ო----- ბ-----ეს ეკამათებოდნენ ი----- ც-–--–--ე და მისი ნათესავი ო--------------–--ე. ჯ----– ბ-----ეც სასწრაფოდ მივიდა მათთან და ჩაერთო კამათში. თვითონაც ფეხდაფეხ მიჰყვა და ჯ----–ის უკან დადგა. მათი მისვლიდან რამდენიმე წამში ო--------------–--ემ ჯ----– ბ-----ეს მოულოდნელად სახეში დაარტყა ხელი, რის გამოც ატყდა ჩხუბი. ჩხუბში მონაწილეობდნენ ერთის მხრივ, ო--------------–--ე და ი----- ც-–--–--ე, ხოლო მეორეს მხრივ _ ჯ----– ბ-----ე, ო----- ბ-----ე და ა---------– ბ-----ე. მან კარგად დაინახა, რომ ი----- ც-–--–--ემ ა---------– ბ-----ეს სახის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა მუშტები, რის გამოც ა---------– ბ-----ემ წონასწორობა ვერ შეიკავა და უკან, ზურგის მხარეს დაეცა, რა დროსაც მარჯვენა ფეხი გადაუბრუნდა და კოჭთან გადატყდა. ამის შემდეგ ი----- ც-–--–--ემ ო----- ბ-----ეს დაუწყო ცემა. ფეხმოტეხილი ა---------– ბ-----ე წამოდგა და შეეცადა ო----- ბ-----ის დაცვას, თუმცა ი----- ც-–--–--ემ ა---------– ბ-----ე კვლავ ცემა მუშტებით და წააქცია. ი----- ც-–--–--ემ ა---------– ბ-----ეს წაქცეულზეც რამდენჯერმე ჩაარტყა თავში მუშტი. ამის შემდეგ ა---------– ბ-----ემ ვეღარ შეძლო წამოდგომა და იგი ტკივილისგან ყვიროდა _ ფეხი მომტეხა, სასწრაფო გამოიძახეთო.
მოწმე გ------- დ------ის გამოკითხვის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ 2018 წლის 29 ივნისს, დილიდან იმყოფებოდა ქ--------–------–-----------ბ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის წინ, სადაც სეზონურად ვაჭრობს საზამთროთი. დაახლოებით 13 საათზე გავიდა თავისი სამუშაო ადგილიდან და 10-15 წუთში დაბრუნდა, რა დროსაც დაინახა, რომ პ--–------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე განთავსებული ტოტალიზატორის მოპიდაპირედ, ძირს იყო ჩამჯდარი იმავე ტერიტორიაზე მდებარე სამშენებლო მაღაზიაში მომუშავე ჯ----– ბ-----ის შვილი ა---------– ბ-----ე, რომელსაც მარჯვენა ფეხი ჰქონდა დაზიანებული და იძახდა ფეხი მომტეხესო. იქვე იმყოფებოდნენ თავად ჯ----– ბ-----ე, მისი თანამშრომელი რ----- მ----–--ე და მისთვის მანამდე უცნობი მამაკაცი, როგორც შემდეგ გაიგო, ჯ----– ბ-----ის ძმა ო----- ბ-----ე. აშკარა იყო, რომ ჩხუბი იყო მომხდარი, მაგრამ აღნიშნული პირების გარდა სხვა იქ არავინ აღარ იმყოფებოდა.
მოწმე ვ--–---- მ----–-----ს გამოკითხვის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ 2018 წლის 29 ივნისს, დილიდან იმყოფებოდა ქ--------–------–-----------ბ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სარდარფში, მის მიერ ნაქირავებ ფართში, სადაც თერძად მუშაობს. დაახლოებით 13 საათზე, პ--–------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე განთავსებული ტოტალიზატორის მხრიდან შემოესმა ლანძღვა-გინებისა და ჩხუბის ხმა. ადგილზე მისულმა ნახა, რომ ძირს იყო ჩამჯდარი მოპირდაპირე მხარეს მდებარე სამშენებლო მაღაზიაში მომუშავე ჯ----– ბ-----ის შვილი ა---------– ბ-----ე. იქვე იმყოფებოდნენ თავად ჯ----– ბ-----ე, მისი თანამშრომელი რ----- მ----–--ე და მისთვის მანამდე უცნობი მამაკაცი, როგორც შემდეგ გაიგო, ჯ----– ბ-----ის ძმა ო----- ბ-----ე, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე ვულკანიზაციაში მომუშავე ი----- ც-–--–--ე და ომარი, რომლის გვარიც არ იცის. ინციდენტი უკვე დამთავრებული იყო, მაგრამ აშკარა იყო, რომ ჩხუბი იყო მომხდარი, ერთის მხრივ, ი----- ც-–--–--ესა და ომარის და მეორეს მხრივ, ჯ----– ბ-----ესა და მის შვილს, ა---------– ბ-----ეს შორის. ეს უკანასკნელი იძახდა ფეხი მომტეხესო და შველას ითხოვდა. მოწმე ვ--–---- მ----–-----ს განმარტებით, იგი უშუალოდ ჩხუბის მომენტს და ფიზიკურ დაპირისპირებას არ შესწრებია, მაგრამ როცა მივიდა მათთან, ი----- ც-–--–--ე და მისი დეიდაშვილი ომარი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ჯ----– ბ-----ეს და თან გაიქცნენ.
დაზარალებულებისა და მოწმეების მიერ აღწერილი გარემოებები სრულად შეესაბამება სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ, შ---------------------------------------იდან გამოთხოვილ, შემთხვევის ამსახველ ვიდეოჩანაწერს და მისი დათვალიერების ოქმებს, რომლებითაც დასტურდება, რომ ვიდეო ფაილში ასახულია ქ.ბათუმში, ა-–----–----------------ის მიმდებარე ტერიტორია, 2018 წლის 29 ივნისის 13:04:31 საათიდან 13:20:00 საათამდე დროის მონაკვეთში კადრში ჩანს, რომ ო--------------–--ე ეკამათება ჯ----– ბ-----ეს, ა---------– ბ-----ეს და ო----- ბ-----ეს, ხოლო მათ შორის დგას ი----- ც-–--–--ე, რომელიც არ აძლევთ ჩხუბის საშუალებას და ცდილობს მათ დაშოშმინებას. კერძოდ, ზურგის მხრიდან უდგას ომარ სარჯველაძე, ხოლო სახით არის ჯ----–, ა---------– და ო----- ბ-----ეებისაკენ. ი----- ც-–--–--ე მარცხენა ხელით იჭერს ა---------– ბ-----ეს, ხოლო მარჯვენა ხელით ჯ----– ბ-----ეს. ისინი განაგრძობენ ერთმანეთში კამათს, თუმცა ო--------------–--ე გადასწვდება ჯ----– ბ-----ეს და ხელს ურტყამს მას. აღნიშნულზე ა---------– ბ-----ე იწევს ო--------------–--ისაკენ და ჯერ ფეხს ურტყამს, ხოლო შემდეგ ცდილობს ხელის დარტყმას. ი----- ც-–--–--ე დგას შუაში და ცდილობს ა---------– ბ-----ის და ო--------------–--ის დამშვიდებას. ჩხუბის დროს ი----- ც-–--–--ე მარჯვენა ხელს ურტყამს ა---------– ბ-----ეს. ეს უკანასკნელი ასევე ურტყამს ი----- ც-–--–--ეს მარჯვენა ხელს სახის არეში. აღნიშნულის შემდგომ ი----- ც-–--–--ე და ა---------– ბ-----ე ერთმანეთს ურტყამენ მიყოლებით. ი----- ც-–--–--ის დარტყმის შედეგად ა---------– ბ-----ე ძირს ეცემა და ფეხს იტეხს. ჯ----– ბ-----ე და ო--------------–--ე ჩხუბობენ განცალკევებით. ო----- ბ-----ე მიდის ა---------– ბ-----ის მისახმარებლად, რა დროსაც იგი ი----- ც-–--–--ეს თავის არეში ურტყამს გაშლილ ხელს. ა---------– ბ-----ე მოტეხილი ფეხით წამოდგება და ცდილობს ფეხზე დადგომას, მაგრამ ისევ წაიქცევა და ვეღარ შეძლებს წამოდგომას. ი----- ც-–--–--ე მიუტრიალდება ო----- ბ-----ეს და მიყოლებით რამდენჯერმე ურტყამს თავის არეში. ამ დროს ჯ----– ბ-----ე და ო--------------–--ე ეცემიან ძირს. ი----- ც-–--–--ე კი კვლავ რამდენჯერმე ურტყამს წაქცეულ ა---------– ბ-----ეს. აღნიშნულის შემდეგ ი----- ც-–--–--ე გარბის ჯ----– ბ-----ესთან და ო--------------–--ესთან, ხტება ჰაერში და აშველებს მათ, რის შემდგომაც ი----- ც-–--–--ე და ო--------------–--ე ტოვებენ აღნიშნულ ტერიტორიას.
სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ა---------– ბ-----ეს აღენიშნებოდა მარჯვენა ლატერალური გოჯის მოტეხილობა ცდომით და ტერფის მცირე გამოხატული ქვეამოვარდნილობა, ლატერალური გოჯის საპროექციოდ კანქვეშა ჰემატომა და მედიალურად მცირე ზომის დაჟეჟილი ჭრილობა. არსებული დაზიანებები განვითარებულინი იყვნენ რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის /საგნების/ ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებოდნენ სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგებოდა დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით კი დადგენილია, რომ 2018 წლის 03 ივლისს ჩატარებული პირადი შემოწმებისას ო----- ბ-----ეს სხეულზე ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური კვალი არ აღენიშნებოდა.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად სააპელაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ სწორედ ი----- ც-–--–--ემ მიაყენა ა---------– ბ-----ეს ჯანმრთელობის დაზიანება, რაც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით, მანვე ცემა ო----- ბ-----ე, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი რომელიმე გარემოება.
ამასთან, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან _ პრეიუდიცია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, მხარის ინიციატივით, სასამართლომ შეიძლება უარყოს პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტი, თუ ეს ფაქტი ეწინააღმდეგება სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებს.
მოცემულ შემთხვევაში პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმებიდან ირკვევა, დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება (გარდა შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერისა, რომელიც შემდეგ გამოკვლეული იქნა სასამართლო სხდომაზე) და უარი განაცხადა აღნიშნული მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევაზე. ვინაიდან, მხარეებმა სადავოდ არ გახადეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ისინი სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, მათ მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებად.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მხარეები საქმის ფაქტობრივ გარემოებებს გამოკვლევის გარეშე იღებენ მტკიცებულებად, ესე იგი ისინი თავისუფლდებიან მტკიცების ტვირთისაგან, ხოლო ინფორმაცია კი ავტომატურად იძენს მტკიცებულებით ხასიათს. წინააღმდეგ შემთხვევაში პრეიუდიციის ინსტიტუტი საერთოდ აზრს დაკარგავდა, თუ მხარეებს შესაძლებლობა ექნებოდათ ყველა ის მტკიცებულება, რომელიც პრეიუდიციად მიიჩნიეს, ნებისმიერ დროს გაეხადათ სადავოდ.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების _ დაზარალებულებისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმების და აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაუზიარებლობის არანაირი საფუძველი.
დაცვის მხარე თავადაც არ უარყოფს 2018 წლის 29 ივნისს, ქ--------–--------–-------------- მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ კონფლიქტში ი----- ც-–--–--ის მონაწილეობასა და მის მიერ ო----- ბ-----ისა და ა---------– ბ-----ის ცემის ფაქტს, თუმცა მიიჩნევს, რომ იგი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. შესაბამისად, უნდა დადგინდეს, რომ ხელყოფა არის მართლსაწინააღმდეგო, რაც იმავდროულად საფრთხეს უნდა უქმნიდეს სამართლით დაცულ სიკეთეს, ხელყოფა უნდა იყოს იმწუთიერი და თავდაცვა უნდა შეესაბამებოდეს თავდასხმას (ხელყოფას).
მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულებისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერითა და მისი დათვალიერების ოქმებით დადგენილია, რომ ი----- ც-–--–--ემ მაშინ დაუწყო ცემა ო----- ბ-----ეს, როცა ეს უკანასკნელი მის მიერ დარტყმის შედეგად წაქცეული და ფეხმოტეხილი ა---------– ბ-----ის დახმარებას აპირებდა. ამის შემდეგ ი----- ც-–--–--ემ ო----- ბ-----ეზე მისაშველებლად ფეხზე წამომდგარ ა---------– ბ-----ეს დაუწყო ისევ ცემა, წააქცია იგი და წაქცეულსაც რამდენჯერმე ჩაარტყა თავში მუშტი. ამდენად, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, არ არსებობს საფუძველი დასკვნისათვის, რომ ი----- ც-–--–--ემ დანაშაული ჩაიდინა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. დაცვის მხარის მიერ მითითებული მხოლოდ ის გარემოება კი, რომ პირველად დაზარალებულებმა დაარტყეს ი----- ც-–--–--ეს, არ შეიძლება გახდეს იმის მტკიცების საფუძველი, რომ იგი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის მოთხოვნა მსჯავრდებულ ი----- ც-–--–--ის გამართლების თაობაზე უსაფუძვლოა, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ მის ბრალეულობას ო----- ბ-----ის მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და ა---------– ბ-----ისათვის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენებაში.
რაც შეეხება ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციას, სააპელაციო პალატა იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ ადასტურებენ ი----- ც-–--–--ის მიერ დაზარალებულ ა---------– ბ-----ეზე ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენების განზრახვას და მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში მისი ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 124-ე მუხლზე (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით), შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ, იგი გამოიხატება როგორც მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში, დამდგარ შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ამასთან, დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლში ჩამოთვლილი შედეგებიდან ერთ-ერთის დადგომა, რომელიც მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს ჩადენილ ქმედებასთან. ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისათვის დამახასიათებელია ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა (რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი) ან საერთო შრომისუნარიანობის მყარი, ერთ მესამედზე ნაკლები დაკარგვა.
სუბიექტური მხრივ, ეს დანაშაული განზრახია და მისი ჩადენა შეიძლება როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით. განზრახვის დასაბუთებისათვის საკმარისია პირს გაცნობიერებული ჰქონდეს მისი ქმედების ფაქტობრივი შედეგი და სურდეს ეს შედეგი ან შეგნებულად უშვებდეს მის დადგომას. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალების მიხედვით, ი----- ც-–--–--ეს არ ჰქონია ა---------– ბ-----ის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების განზრახვა, რაც დასტურდება დაზარალებულ ა---------– ბ-----ის ჩვენების იმ ნაწილითაც, სადაც ის აღნიშნავს, რომ ჩხუბში ი----- ც-–--–--ემ მას რამდენჯერმე ჩაარტყა სახეში მუშტი, რის შედეგადაც იგრძნო ძლიერი ტკივილი, თავი ვერ შეიკავა და წაიქცა, რა დროსაც გადაუბრუნდა ფეხი და მოიტეხა მარჯვენა ფეხის კოჭი. ანალოგიურია დადგენილი დაზარალებულ ო----- ბ-----ისა და მოწმე რ----- მ----–--ის ჩვენებებით, რომლებიც შემთხვევის თვითმხილველები არიან და შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერით. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღწერილ ვითარებაში ი----- ც-–--–--ის მიზანი არ ყოფილა ა---------– ბ-----ისათვის იმ დაზიანების მიყენება, რაც მის ქმედებას მოჰყვა შედეგად, არამედ მან არ გამოიჩინა რა წინდახედულება სანამ კონკრეტულ ქმედებას ჩაიდენდა, გაუფრთხილებლობით დაუზიანა ჯანმრთელობა ა---------– ბ-----ეს. როდესაც ი----- ც-–--–--ე მუშტებს ურტყამდა სახეში დაზარალებულს, იგი არ ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის, კერძოდ, ა---------– ბ-----ისათვის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენების შესაძლებლობას, თუმცა ევალებოდა და შეეძლო კიდეც ამის გათვალისწინება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს იმის საფუძველი, რომ ი----- ც-–--–--ემ პასუხი აგოს ა---------– ბ-----ის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისათვის და მისი ქმედება ბრალდების ამ ნაწილში უნდა დაკვალიფიცირდეს, როგორც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით, ე.ი. დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით. ამდენად, შესაბამისი ცვლილებები უნდა შევიდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბრის განაჩენში, ხოლო სხვა ნაწილში განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.მსჯავრდებულ ი----- ც-–--–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ---- მ-----–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბრის განაჩენში ი----- ც-–--–--ის მიმართ შევიდეს ცვლილება.
3.მსჯავრდებულ ი----- ც-–--–--ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით, გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 124-ე მუხლზე.
4.ი----- ც-–--–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი----- ც-–--–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის ვადით.
6.მსჯავრდებულ ი----- ც-–--–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 30 ივნისიდან.
7.ცნობად იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ ი----- ც-–--–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმებულია.
8.ნივთიერი მტკიცებულება _ ვიდეოჩანაწერი ერთ ცალ დისკზე, რომელიც თან ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმესთან ერთად მისი შენახვის ვადით.
9.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
10.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /ვ.დოლიძე/