განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 240100118002713860
საქმე №1/ბ-72-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 თებერვალი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, მსჯავრდებულ კ------- შ---------ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ---- კ--------–--ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) კ------- შ---------ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №3----------), საშუალო განათლების მქონის, ნასამართლევის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის ქ----–-–---------------------------–-, ფაქტობრივად მცხოვრების ქ------–----–----–-----------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენით:
კ------- შ--------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 აგვისტოს განაჩენით კ------- შ---------ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი -თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით და ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ------- შ---------ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
გაუქმდა მსჯავრდებულ კ------- შ---------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა.
მსჯავრდებულ კ------- შ---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2018 წლის 04 ოქტომბრიდან.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ------- შ---------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 26 სექტემბერს, საღამოს საათებში, ქ------–----–----–------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, კ------- შ--------- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის მეუღლეს _ ს------- ჯ---–--ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა კ------- შ---------მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ---- კ--------–--მ, რომლებმაც ითხოვეს კ------- შ---------სთვის მსუბუქი სახის სასჯელის დანიშვნა, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ მსჯავრდებული აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, გამოძიების დაწყების ეტაპიდანვე ითანამშრომლა გამოძიებასთან, ხასიათდება დადებითად, მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ჰყავს შვიდი შვილი, რომელთაგან ერთი ავადმყოფია და საჭიროებს სისტემატურ მკურნალობას, თავად არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი. აპელანტების მოსაზრებით, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს თავისუფლად შეეძლო კ------- შ---------ს მიმართ გამოეყენებინა თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სახის სასჯელი ან დანიშნულ სასჯელზე უფრო მსუბუქი სასჯელი.
სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი კოდუამ წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ კ------- შ---------ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ---- კ--------–--ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ს------- ჯ---–--ის ჩვენებით, ასევე ბრალდებულ კ------- შ---------ს და მოწმეების - ნ---- შ---------ს და ნ--- შ---------ს გამოკითხვის ოქმებით და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ კ------- შ---------მ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაული, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
დაცვის მხარე განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს კ------- შ---------სთვის უფრო მსუბუქი სახის სასჯელის დანიშვნას, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, ვინაიდან, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სრულყოფილად შეაფასა და გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის როგორც შემამასუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებები და კ------- შ---------ს დაუნიშნა იმ სახისა და ზომის სასჯელი, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
სააპელაციო პალატის შეფასებით, კ------- შ---------ს პასუხისმგებლობის ერთ-ერთ მთავარ დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ 2018 წლის 26 სექტემბერს განხორციელებული მუქარა არ ყოფილა მის მიერ მეუღლის _ ს------- ჯ---–--ის მიმართ ჩადენილი დანაშაულის პირველი ფაქტი, რასაც ადასტურებს სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 დეკემბრის განაჩენი, რომლითაც კ------- შ--------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ( ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 წლის ვადით, საიდანაც 01 წელი დაენიშნა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 01 წელი ჩაეთვალა პირობითად 01 წლის გამოსაცდელი ვადით. აღნიშნული განაჩენის მიხედვით, 2016 წლის 20 ნოემბერს, კ------- შ---------მ მეუღლეს, ს------- ჯ---–--ეს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რაც ცხადყოფს, რომ მსჯავრდებული ადრეც ძალადობდა ოჯახის წევრზე _ მეუღლეზე.
ამასთან, ოჯახში ძალადობა არ ყოფილა წარსულში კ------- შ---------ს მხრიდან განზრახი დანაშაულის ჩადენის ერთადერთი ფაქტი, კერძოდ: სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 აგვისტოს განაჩენით კ------- შუღაია ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა). აღნიშნული დანაშაულის გამო სასამართლომ კ------- შ---------ს სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, ამასთან, გაუქმდა სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ------- შ---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც კვლავ ჩაეთვალა პირობითად 02 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, რამაც ვერ უზრუნველყო სასჯელის იმ მიზნების მიღწევა, რომელიც გულისხმობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას და კ------- შ---------მ გამოსაცდელი ვადის პერიოდში ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ მუქარა.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნასამართლობისა და მით უმეტეს, პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის მსვლელობისას განზრახი დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს ისეთ სამართლებრივ მდგომარეობას, რომელიც ამცირებს დამნაშავის მიმართ მსუბუქი სასჯელის გამოყენების შანსს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ კ------- შ---------ს მიერ ჩადენილი ქმედებიდან და მისი პიროვნებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიზანშეუწონლად მიიჩნევს მისთვის თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სახით სასჯელის დანიშვნას, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში მიღწეული ვერ იქნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ასევე არ არსებობს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემცირების საფუძველი, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა დანაშაულის რეციდივი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. სისხლის სამართლის კანონის ამ მოთხოვნის თანახმად, იმ პირობებში, როდესაც ბოლო დანაშაულის ჩადენისას კ------- შ--------- ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და მას ნასამართლობა გაქარწყლებული ან მოხსნილი არ ჰქონია, მისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადა არ უნდა იყოს 1 წელზე ნაკლები, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ზომა წარმოადგენს 1 წლით თავისუფლების აღკვეთას. ამასთან, პალატა თვლის, რომ დანიშნული საბოლოო სასჯელის ხანგრძლივობა შესაძლებლობას მისცემს კ------- შ---------ს იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, გააანალიზოს წარსული შეცდომები და შეცვალოს ცხოვრების წესი.
ამდენად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენი კ------- შ---------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო მსჯავრდებულ კ------- შ---------ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ---- კ--------–--ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.მსჯავრდებულ კ------- შ---------ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ---- კ--------–--ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენი კ------- შ---------ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.კ------- შ--------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს კ------- შ---------ს მიმართ სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობითად 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატოს წინა _ სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ------- შ---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
6.მსჯავრდებულ კ------- შ---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2018 წლის 04 ოქტომბრიდან.
7.ცნობად იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ კ------- შ---------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმებულია.
8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.N32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /ვ.დოლიძე/