განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 090100118002743392
№1/ბ-82-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
01 მაისი, 2019 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე
პროკურორის - მ----- ტ--–--–-–---–ის
ადვოკატის - ი-----–ი შ-----–-ას
მსჯავრდებულის - ი-----–ი გ--–---ის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი-----–ი რ---ოს ძე გ--–---ის მიმართ, დაბადებული: 1---------წ. პირადი №4----------, განქორწინებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები ცაგერის რაიონის, სოფელ ჩ------ლში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი-----–ი გ--–---მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
ქურდობის მცდელობისათვის ნასამართლევი ი-----–ი გ--–---ი, 2018 წლის 31 ივლისს, დაახლოებით 1400 საათზე, ცაგერის რაიონის სოფელ ჩ------ლში, კ------- ჩ--------ის ავტომანქანიდან ფარულად დაეუფლა ნ----- ყ-----–---–ის ხელჩანთას, რომელშიც მოთავსებული იყო ფულადი თანხა 35 (ოცდათხუთმეტი) ლარი, 730 (შვიდასოცდაათ) ლარად ღირებული მობილური ტელეფონი და 123 (ასოცდასამი) ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების ნივთები. ი-----–ი გ--–---ის ქმედების შედეგად ნ----- ყ-----–---–ს მიადგა 888 (რვაას ოთხმოცდარვა) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენით ი-----–ი გ--–---ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
ი-----–ი გ--–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2018 წლის 31 ივლისიდან
სააპელაციო საჩივრის არსი:
ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა მსჯავრდებულ ი-----–ი გ--–---ის მიერ, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, მსჯავრდებულ ი-----–ი გ--–---ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს - ი-----–ი შ-----–-ას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.
– მოწინააღმდეგე მხარეს, ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ - მ----- ტ--–--–-–---–ს რომელიც არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ი-----–ი გ--–---ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, ი-----–ი გ--–---ის აღიარებითი ჩვენებით, მოწმის სახით დაკითხული თ----------–------------------------------------–---–------ გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულ ნ----- ყ-----–---–ის გამოკითხვის ოქმით, ამოღების ოქმით და მასზე დართული ფოტომასალით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2018 წლის 7 ნოემბრის სტაციონალური სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის N0-------- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ი-----–ი გ--–---ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (დაცვის მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
მსჯავრდებულ ი-----–ი გ--–---ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანისა და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ი-----–ი გ--–---ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ი-----–ი გ--–---ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მეორე ,,ა’’ და მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
ი-----–ი გ--–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 31 ივლისიდან.
ი-----–ი გ--–---ის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულება: ქალის ტყავის ხელჩანთა, მასში მოთავსებული შავი ფერის ტყავის საფულე, საფულის შიგა განყოფილებაში მოთავსებული ერთი ერთეული ოცლარიანი კუპიურა, ერთი ერთეული ათლარიანი კუპიურა, ერთი ერთეული ხუთ ლარიანი კუპიურა, სველი ხელსახოცი წარწერით ,, B------”, ქალის სუნამო წარწერით ,,AMER ELIXIR”, დეოდორანტი წარწერით ,,GIORDANI GOLD”, ხუთი ერთეული ტუჩსაცხი, ორი ერთეული საწერკალამი, მედიკამენტები წარწერით ,,SUPRASTIN” ,,Tavegil“, 2 ერთეული შეფუთული 2 მლ სამედიცინო შპრიცი, სელპაკის ხელსახოცი და წითელი ფერის სათვალის პატარა ზომის ჩანთა, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცაგერის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე