განაჩენი

სისხლის სამართლის 15.05.2019
საქმის ნომერი
330100119002874055
ინსტანცია
თარიღი
15.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330100119002874055

საქმე №1ბ/730-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ--------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ა-–-------------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 22 მარტს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №0----------, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის ქ-------–----------------–-------------–--------–-, ფაქტობრივად მცხოვრების ქ-------–--–-----–-----------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასანართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 მარტის განაჩენით ა-–-------------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ა-–-------------------–---–ი მთლიანად გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

 

ა-–-------------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2019 წლის 02 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისან-სამგორის სამმართველოს მე-7 განყოფილების თანამშრომლის ვალერი გურაშვილის მიერ გამოიცა N0----- შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმადაც ა-–-------------------–---–ს, 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში აეკრძალა ოჯახის წევრთან, მეუღლესთან, მსხვერპლთან დ--------------–---–თან მიახლოვება, კერძოდ ა-–-------------------–---–ს აეკრძალა დ--------------–---–ის საცხოვრებელ სახლთან და იმ ადგილებთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფება. 2019 წლის 13 თებერვალს, დაახლოებით 22:30 საათზე, ა-–-------------------–---–ი მივიდა მსხვერპლის დ--------------–---–ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ-------–-–-----------------------------–-----------ში, რა დროსაც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი ა-–-------------------–---–ი იგინებოდა და საცხოვრებელი სახლის კარებზე ფეხების დარტყმით ცდილობდა სახლში შესვლას და დ--------------–---–ის და მისი შვილის ნახვას.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ--------------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ა-–-------------------–---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ა-–-------------------–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას, მას განესაზღვრა მის მიერ ჩადენილი ქმედების არათანაზომიერი - ბევრად უფრო მსუბუქი სასჯელი. ისეთი ძალადობრივი დანაშაულისათვის, როგორიცაა ოჯახში ჩადენილი ძალადობა, მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი ქმნის მომეტებულ საფრთხეს, რომ მსუბუქი სასჯელი შესაძლოა წამახალისებელი აღმოჩნდეს მისთვის და მან კვლავ განახორციელოს ძალადობრივი დანაშაული, მით უფრო, რომ ამის საფრთხე, ოჯახური ძალადობის ბუნებიდან გამომდინარე, ყოველთვის არსებობს. ამდენად, მსჯავრდებულს შესაძლოა გაუჩნდეს დაუსჯელობის სინდრომი, რის გამოც, აუცილებელია, რომ მის მიმართ გამოყენებულ იქნეს უფრო მკაცრი სასჯელი, რათა დაცულ იქნეს დაზარალებული და თავიდან იქნეს აცილებული ა-–-------------------–---–ის მხრიდან მომავალი საფრთხეები.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად ა-–-------------------–---–ის აღიარებით, მოწმეების: დ--------------–---–ის, დ------------ის, ნ--–---------------–---–ის, მ--------------ის, რ----------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შემაკავებელი ორდერით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული, რომ ა-–-------------------–---–მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;3811-ე მუხლის პირველი ნაწილით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას მსჯავრდებულ ა-–-------------------–---–ისათვის სასჯელის გამკაცრების შესახებ, სააპელაციო პალატა მას არ იზიარებს, ვინაიდან, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა რა ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და წარსული ცხოვრება, ქმედების საზოგადოებრივად საშიში ხასიათი, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და მისი რესოციალიზაციის ობიექტური შესაძლებლობა, მხედველობაში მიიღო, რომ ბრალდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, იგი არ არის ნასამართლევი, გაითვალისწინა დამამძიმებელი გარემოება, კერძოდ, მან ოჯახის წევრის მიმართ არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები და ა-–-------------------–---–ს სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

პალატა განმარტავს, რომ დანაშაულის ფაქტის არსებობისას მნიშვნელოვანია დამნაშავის არა მკაცრად დასჯა, არამედ დანაშაულებრივ ფაქტზე ადეკვატური რეაგირება. პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მითითება ა-–-------------------–---–ის მხრიდან მომდინარე მომავალ საფრთხეებზე, არასაკმარისია მოცემულ დანაშაულზე სასჯელის უფრო მკაცრი ზომის გამოყენების მოთხოვნისათვის, აპელანტს არ მიუთითებია, თუ რა კონკრეტული გარემოებების გამო უნდა გამკაცრდეს სასჯელი, რაში მდგომარეობს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შეუსაბამობა ა-–-------------------–---–ის ქმედების ხასიათთან. ამდენად, სააპელაციო საჩივარში ბრალდების მხარის მიერ გამოთქმული მოსაზრებები არ არის საფუძვლიანი საჩივრის მოთხოვნის დასასაბუთებლად.

 

ამდენად, ა-–-------------------–---–ისათვის სასჯელის ზომის განსაზღვრისას, პალატა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და სასჯელის თანაზომიერების პრინციპებიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მისთვის განსაზღვრული სასჯელი სავსებით სამართლიანია და არ არსებობს მისი დამძიმების აუცილებლობა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 მარტის განაჩენი ა-–-------------------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ--------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასანართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ა-–-------------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ა-–-------------------–---–ი მთლიანად გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

 

ა-–-------------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე