განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100118002781105
საქმე#1ბ/578-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 მაისი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მურმან ისაევმა
მარიამ ცისკარიშ---–ის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის: კ------- ლ---–---–ის
გამართლებულის: მ------ უ-------–---–ის
ადვოკატის: ნ------- ა------–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ - კ------- ლ---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------): მ------ უ-------–---–ის, დაბ 0--------- წელს, პ/ნ 3---------- საქართველოს მოქალაქის, რეგისტრირებული ს--------ოს რაიონი, სოფელ ნ----–-----აში, ფაქტობრივად მცხოვრები ქ------––---------------–----------, მიმართ, დანაშაული რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ------ უ-------–---–ს ბრალი ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობი, ჯანმრთელობის დაზიანებისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
დადგენილების თანახმად, მ------ უ-------–---–ი გასული წლების განმავლობაში სისტემატიურად ძალადობდა ქ------––----------------–----------–ი მცხოვრებ მეუღლეს მ----ა ე----ის მიმართ, რომელსაც აყენებდა როგორც სიტყვიერ ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფას, ემუქრებოდა ჯანმრთელობის დაზიანებით, სიცოცხლის მოსპობით და ქონების განადგურებით, რითაც მ----ა ე----ს უჩნდებოდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, მაგრამ ოჯახის შენარჩუნების მიზნით ითმენდა მეუღლის ძალადობრივ ქმედებებს; მიუხედავად აღნიშნულისა 2018 წლის 18 ნოემბერს, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი, მ------ უ-------–---–ი ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეს მ----ა ე----ს კვლავ დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით და მოკვლით, ასევე დაემუქრა ავტომანქანის დაწვით, რაც მ----ა ე----მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 05 მარტის განაჩენით:
მ------ უ-------–---–ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
პირველი ინსტანციის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა კ------- ლ---–---–მა და სააპელაციო საჩივრით მოითხოვა: გაუქმდეს მ------ უ-------–---–ის მიმართ დადგენილი გამამართლებელი განაჩენი და მის მაგივრად გამოტანილ იქნას გამამტყუნებელი განაჩენი, რადგან აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოში წარდგენილია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის მსჯავრდებისათვის საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის გამოც, გამართლებული ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის.
სააპელაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა კ------- ლ---–---–მა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა გამართლებულების წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობა.
გამართლებულმა მ------ უ-------–---–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ------- ა------–---–მა მხარი არ დაუჭირეს პროკურორის სააპელაციო საჩივარს, მათ კანონიერად და დასაბუთებულად მიიჩნიეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი განაჩენი და მოითხოვეს მისი უცვლელად დატოვება;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორ - კ------- ლ---–---–ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენი მ------ უ-------–---–ის მიმართ უნდა გაუქმდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არასწორი შეფასება მიეცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის გამოც მიღებული იქნა დაუსაბუთებელი განაჩენი;
საქართველოს კონსტიტუციის მე–31 მუხლის მე–7 ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვენლოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ, ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
პირველი ინსტანციის სასამართლოში დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია მ----ა ე----ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ასევე მოწმეების ლ---- კ-----–---ის, ბ--- ვ-------ის, მ-----– ბ--------–---–ის ჩვენებები, რომელთა გამოკვლევაც მოხდა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე.
დაზარალებულმა მ----ა ე----მა გამოიყენა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
გამართლებულმა მ------ უ-------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოიყენა დუმილის უფლება.
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ მოწმე ლ---- კ-----–---ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის დაზარალებულის დედა. მისი შ---–ი მ----ა ე----ი და მ------ უ-------–---–ი შეუღლების შემდეგცხოვრობდნენ ს--------ოს რაიონის სოფელ ნ----–-----აში, 2014 წელში იგი სტუმრადიმყოფებოდა მის შ---–თან ოჯახში, რა დროსაც ნასვამმა მ------ უ-------–---–მაუმიზეზოდ დაუწყო ჩხუბი მ----ა ე----ს, რაზეც ლ---- კ-----–---მა დედაშ---–ურადსთხოვა დამშვიდებულიყო, ამაზე გაბრაზებულმა მ------ უ-------–---–მა კი მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რაზეც გასამართლებულ იქნა კიდევაც. რაც შეეხება 2018 წლის 18 ნოემბერს, მას დაურეკა შ---–მა მ----ა ე----მა, რომლისგანაც შეიტყო,რომ მ------ უ-------–---–ი იყო ნასვამი და აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას,ემუქრებოდა, რომ ეს იყო მისი ბოლო დღე, რაზეც მ----ა ე----მა შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ მოწმე მ-----– ბ--------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 18 ნოემბერს დაურეკა მეგობარმა ბ--- ვ-------ემ და სთხოვა მისულიყო ქ------––---ში ე.წ ლ-----–---–--ის კ-----------ნ და წაეყვანა სახლში, მისვლისას კ-----------ნ დახვდა ახალგაზრდა ქალი, რომელიც იმყოფებოდა პანიკაში და ტიროდა. ამასობაში იქვემივიდა ნასვამი ბიჭი, რომელმაც გოგონას სთხოვა პოლიციაში არ დაერეკა დაწაყოლოდა სახლში. მისი განმარტებით იყო გოგონას მეუღლე.
მოწმე ბ--- ვ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 18 ნოემბერს იმყოფებოდა ქ------––---ში ე.წ ლ-----–---–--ის კორპუსში რა დროსაც ღამე დაურეკა მეგობარს მ-----– ბ--------–---–ს და სთხოვა მისულიყო და სახლში წაეყვანა. როდესაც მ-----– ბ--------–---–ი მოვიდა მის წასაყვანად მასთან ეზოში მივიდა უცნობი გოგო რომელიც იყო პანიკაში და სთხოვა ტელეფონი, ამასობაში გოგონასთან მივიდა ნასვამი ბიჭი, რომელიც ეუბნებოდა რომ არ დაერეკა პოლიციაში და სახლში წაყოლოდა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაიკითხა შს------––---------------–- სამმართველოსგამომძიებელი ლ-–- მ------შ---–ი, რომლის განმარტებით, იგი მოცემული სისხლის სამართლის საქმის უშუალო გამომძიებელი იყო, მან საქმეზე გამოკითხა მოწმეები, მათ შორის დაზარალებულიც, ასევე მ----ა ე----თან ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, სადაც დაზარალებულმა მიუთითა ის ადგილი, სადაც ბრალდებულის მხრიდან ხდებოდა მუქარის განხორციელება. მის მიერვე მოხდა მ------ უ-------–---–ის დაკავება, მან დაადასტურა დაკავების ოქმის სისწორე და კანონთან შესაბამისობა.
ბრალდებულის დაკავებისა ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 19 ნოემბრის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი შედგენილია შს------––---------------–- სამმართველოს დ-----------------–--–- გამომძიებლის ლ-–- მ------შ---–ის მიერ, ოქმის შედგენა დაიწყო 2018 წლის 11 ნოემბერს 02:05 საათზე და დასრულდა 02:30 საათზე. 01:50 საათზე ქ------––--- რ---------–ის ქუჩაზე ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა მ------ უ-------–---–ი, დაბადებული 0---------წ.
დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით დადგენილია, რომ 2018 წლის 19 ნოემბრის დადგენილებით სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე მ----ა ე----ი (პ/ნ6----------) ცნობილი იქნა დაზარალებულად.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 იანვრის განაჩენით მ------ უ-------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2018 წლის 18 ნოემბერ ღამის საათებში, მ----ა ე----მა სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ტელეფონით შეატყობინა, რომ ა---––---------------–-----------------–--------------თან ადგილი ჰქონდა ოჯახურ ძალადობას(ს. ფ. #2); შემთხვევის ადგილზე მისულმა ა---––-----–--------------–-------–---ა, 2018 წლის 19 ნოემბერს, შეადგინა შემაკავებელი ორდერი #------- სადაც მითითებულია, რომ მ------ უ-------–---–მა 18 ნოემბერს თავის მეუღლეს მ----ა ე----ს მიაყენა შეურაცყოფა დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ქონების განადგურებით(ს.ფ.#9). ა ღნიშნული შემაკავებელი ორდერი ხელმოწერილია როგორც მ----ა ე----ის მიერ, ასევე მ------ უ-------–---–ის მიერ. მასში მითითებული გარემოებები არცერთ მხარეს არ გაუხდია სადაოდ.
იმავე დღეს-2018 წლის 19 ნოემბერს გამოკითხული იქნა დაზარალებული მ----ა ე----ი, შემდეგ კი მისი მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, სადაც დაზარალებულმა დაადასტურა, რომ მ------ უ-------–---–მა მიაყენა შეურაცყოფა , ასევე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ქონების განადგურებით(ს.ფ.#24-28).
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებელია, წარმოდგენილი მტკიცებულებები შეიცავენ საკმარის ინფორმაციას გამართლებულის დამნაშავედ ცნობისათვის წარდგენილ ბრალდებაში. წარმოდგენილი მტკიცებულებები არის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საკმარისი საფუძველი ვინაიდან, არსებობს პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
პალატამ შეაფასა რა გამოკვლეული მტკიცებულებები, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა მ------ უ-------–---–ის მიერ მ----ა ე----ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების და ქონების განადგურების მუქარის დასადასტურებლად, ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს იმის დასამტკიცებლად, რომ მ------ უ-------–---–მა ნამდვილად ჩაიდინა ბრალად შერაცხული დანაშაული.
პალატა საქმეზე წარმოდგენილ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებებათა ურთიერთშეჯერების შედეგად დადგენილ დაქტობრივ გარემოებათა შეფასებამდე განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის თანახმად, მუქარად ითვლება: „სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში“. მაშასადამე, ამ ნორმით ცალსახად დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი, კერძოდ, მუქარა მიმართული უნდა იყოს სიცოცხლის მოსპობისკენ, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისკენ. ამასთან, დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არამარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
პალატა აღნიშნავს, რომ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმისწარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება სასამართლო სხდომაზე, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით უშუალოდ და ზეპირად გამოკვლეული ერთმანეთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. ამასთან, აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზედაც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.
მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა - მ----ა ე----მა გამოიყენა კანონმდებლობით მინიჭებული უფლება და პირველი ინსტანციის სასამართლოში უარი განაცხადა ჩვენება მიეცა მისი ახლო ნათესავის - მ------ უ-------–---–ის წინააღმდეგ. ამასთან, თავად გამართლებულმაც გამოიყენა დუმილის უფლება და არ მისცა სასამართლოს ჩვენება.
მოცემული გარემოებების შეფასება ცხადყოფს, რომ შემთხვევის დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაციას სასამართლოს არ აწვდიან შემთხვევის მონაწილები პირები.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზებით აშკარაა, რომ დაზარალებულის მიმართ მუქარის განხორციელების ამსახველი ინფორმაცია მოცემულია დაზარალებულის მიერ პოლიციისათვის სატელეფონო შეტყობინებით, მისი საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობის ოქმით, შემაკავებელი ორდერით, რომელიც მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ.
პალატა აღნიშნავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობისათვის მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულის რომელიმე ნიშნის არსებობაში. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. ამასთან, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც ეჭვის გამომრიცხავად დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება პირის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედება, მუქარა წარმოადგენს მატერიალურ (შედე----) დანაშაულს და ის დამთავრებულია მაშინ, როცა დაზარალებულს გაუჩნდება მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მ----ა გე----ს გაუჩნდა საფუძვლიანი შიში, ვინაიდან 2018 წლის 18 ნოემბერს, დაახლოებით 10:38 საათზე, ა---––---------------–-----------------–--------------თან ადგილი ჰქონდა ოჯახურ ძალადობას- მ------ უ-------–---–ი დაემუქრა მეუღლეს მ----ა ე----ს, სიცოცხლის მოსპობით და ქონების განადგურებით. პალატა თვლის, რომ ასეთ ქმედებაზე ჩვეულებრივი ფსიქიკის ადამიანი, არც ძალიან მშიშარა, და არც ძალიან გულადი, ჩათვლ----, რომ მუქარა იყო რეალური.
სააპელაციო პალატა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულების შესაძლებლობას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. დანიშნული სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გახდეს მომავალში მსჯავრდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი.
სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატა აღნიშნავს, რომ მ------ უ-------–---–ის მიმართ ჩადენილი დანაშაულის ადეკვატური სასჯელის სახე და ზომა იქნება საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა, ასოცი საათი(სსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის გათვალისწინებით - ორი დღე-ღამე პატიმრობაში ყოფნა) რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია, სამართლიანობის აღდგენა და მისი გამკაცრება არ არის აუცილებლი.
პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეში არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ მ------ უ-------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ - კ------- ლ---–---–ის სააპელაციო საჩივარი, დაკმაყოფილდეს;
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 05 მარტის განაჩენი მ------ უ-------–---–ის მიმართ, გაუქმდეს;
მ------ უ-------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 62-ე მესამე ნაწილის გათვალისწინებით (ორი დღე-ღამე პატიმრობაში ყოფნა) განესაზღვროს საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა ვადით 120 (ასოცი) საათი.
მ------ უ-------–---–ის (პ/№3----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს უზრუნველსაყოფად გადახდილი თანხა 5000 ლარი დაუბრუნდეს გირაოს შემტანს (გადამხდელი-ლ----- ე---- პ/ნ 6----------, თანხა გადახდილ იქნა 2018 წლის 21 ნოემბერს ს----------–--------ში, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშ---–ების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მურმან ისაევი