განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 820100118002775272
საქმე №1/ბ-162-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 მარტი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა---- მ--------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------) ტ-------- მ--–--ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------–--------–--–-, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების ქ.ბათუმში, ფ------------–--–-----------------------–-------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა”, „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) და 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 08 იანვრის განაჩენით:
ტ-------- მ--–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა”, „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით, 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა”, „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით, 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა”, „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა”, „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ტ-------- მ--–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი.
ტ-------- მ--–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.
ტ-------- მ--–--ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 15 ნოემბრიდან 2018 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით.
ნივთიერი მტკიცებულება - ერთი ცალი დისკი უნდა დაერთოს საქმეს, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ტ-------- მ--–--ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და ორსული ქალის მიმართ, არასრუწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ (ორი ეპიზოდი) და ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, ფსიქოლოგიური ზემოქმედება, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია ფსიქოლოგიური ტანჯვა, ჩადენილი წინასწარ შეცნობით ორსული ქალის მიმართ, არასრუწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 25 ოქტომბერს, ქ.ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩა №66-ში, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ტ-------- მ--–--ემ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, არასრულწლოვანი შვილების _ მ----- ჰ--–--–ის, ე---------–--–ისა და მ-------–-- მ--–--ის თანდასწრებით , წინასწარი შეცნობით თავის ორსულ მეუღლეს, ს-----–--- ო–------- ესროლა სკამი, რომელიც მოხვდა მუცელში, ძალადობის შედეგად ს-----–--- ო–------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი, აღნიშნულის შემდეგ ტ-------- მ--–--ემ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან მ----- ჰ--–--–ს სახისა და ზურგის არეში ხელის რამდენჯერმე დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ძალადობის შედეგად მ----- ჰ--–--–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 10 ნოემბერს, ქ.ბათუმში, ფ------------–--–--------------------–-, ე.წ. „--–-------------–---–ი” საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ტ-------- მ--–--ემ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, არასრულწლოვანი შვილის, მ----- ჰ--–--–ის თანდასწრებით, წინასწარი შეცნობით თავის ორსულ მეუღლეს, ს-----–--- ო–------- ესროლა მობილური ტელეფონი, რომელიც მას მუცელში მოხვდა. ძალადობის შედეგად ს-----–--- ო–------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულის შემდეგ ტ-------- მ--–--ე აპირებდა ძალადობის გაგრძელებას თავისი ორსული მეუღლის მიმართ, მაგრამ არასრულწლოვანი მ----- ჰ--–--–ი გადაეფარა დედას, რა დროსაც ტ-------- მ--–--ემ სახეში დაარტყა ხელი მ----- ჰ--–--–ს. ძალადობის შედეგად მ----- ჰ--–--–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი .
ტ-------- მ--–--ე თანაცხოვრების პერიოდში, წლების განმავლობაში, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, თავის ორსულ მეუღლეს, ს-----–--- ო–------- აყენებდა სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა და აშანტაჟებდა მას, რამაც გამოიწვია ს-----–--- ო–------- ფსიქოლოგიური ტანჯვა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 08 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა---- მ--------მ, რომელმაც ითხოვა მსჯავრდებულ ტ-------- მ--–--ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის დანიშვნა თავისუფლების აღკვეთის სახით, იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი _ პირობითი მსჯავრი 2 წლის ვადით, არ არის მსჯავრდებულის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის პროპორციული და ადეკვატური.
მსჯავრდებულ ტ-------- მ--–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნოდარ მგელაძემ წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 08 იანვრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა---- მ--------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: დაზარალებულ ს-----–--- ო–------- ჩვენებით, დაზარალებულ მ----- ჰ--–--–ის და მოწმე მ------ ა----–--ის გამოკითხვის ოქმებით, შემაკავებელი ორდერით და ორდერის ოქმით, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით და საქმის სხვა მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ტ------ამ მ--–--ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
მოცემულ შემთხვევაში პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს ტ-------- მ--–--ისათვის სასჯელის გამკაცრებას, კერძოდ, პირობითი მსჯავრის გაუქმებას და მისთვის საპატიმრო სასჯელის განსაზღვრას, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, რომლის გაუთვალისწინებლადაც შეუძლებელია სასჯელის სამართლიანობაზე საუბარი, სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს მსჯავრდებულის პიროვნება და საქმის გარემოებები, ასევე ის, თუ კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული (რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი) და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ტ-------- მ--–--ე მსჯავრდებულია ნაკლებად მძიმე დანაშაულების ჩადენისათვის, მან აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი ქმედება, სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, იგი წარსულში ნასამართლევი არ არის და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი არც სხვა რაიმე გარემოება გააჩნია, დაზარალებულმა ს-----–--- ო–------მ გამოძიების ეტაპზე მოსამართლის წინაშე დაკითხვისას განაცხადა, რომ არ სურს მეუღლის _ ტ-------- მ--–--ის მკაცრად დასჯა. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ტ-------- მ--–--ის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება სააპელაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 08 იანვრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა---- მ--------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 08 იანვრის განაჩენი ტ-------- მ--–--ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.ტ-------- მ--–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა”, „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი), 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა”, „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (პირველი ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა”, „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (მეორე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად.
4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ტ-------- მ--–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
5.მსჯავრდებულ ტ-------- მ--–--ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 15 ნოემბრიდან 2018 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით.
6.პირობით მსჯავრდებულ ტ-------- მ--–--ის ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულ ტ-------- მ--–--ეს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
7.ცნობად იქნას მიღებული, რომ ტ-------- მ--–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
8.ნივთიერი მტკიცებულება - ერთი ცალი დისკი, დაერთოს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.
9.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
10.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.N32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /ვ.დოლიძე/