განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-184-2019წ.
( 080100118002470419)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 მარტი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ-–- მ-----------ეს ძე ი-----ის მიმართ, დაბადებული: 1--- წლის 0----------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 6----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები ქუთაისი, ჯ-----–---–-- ქუჩა # 2---.
აღწერილობითი ნაწილი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ლ-–- ი-----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ. რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 30 აპრილს, დაახლოებით 08:10 საათზე, თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. ქუთაისი, ჯ-----–---–-- ქუჩა #2----ში, ლ-–- ი-----ემ იძალადა არასრულწლოვან შვილზე - ე-–--- რ-----ეზე. (ყელში წაუჭირა ხელი, მოქაჩა თმებში, სახეში დაარტყა ხელი და თავი რამოდენიმეჯერ მიარტყმევინა კარებზე). ასევე არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, იძალადა მეუღლეზე - ვ----–---- ლ---–-----ეზე (სახეში გაარტყა ხელი). ძალადობის შედეგად ე-–--- რ-----ემ და ვ----–---- ლ---–-----ემ განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 05 თებერვლის განაჩენით ლ-–- ი-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორასორმოცდაათი) საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით 2018 წლის 30 აპრილიდან - 2018 წლის 03 მაისის ჩათვლით ლ-–- ი-----ეს დანიშნული სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეუმცირდა 20 საათით და საბოლოოდ ლ-–- ი-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 230 (ორასოცდაათი) საათის ვადით.
მსჯავრდებულ ლ-–- ი-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმებულია.
სააპელაციო საჩივრის მოტივები:
აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი დ------- ვ-----------ა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილების შეტანას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 05 თებერვლის განაჩენში და ლ-–- ი-----ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას. შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი სასჯელის ნაწილში არის დაუსაბუთებელი და უსამართლო. სასამართლოს მიერ არ მოხდა ძალადობრივი ქმედებათა სათანადო შეფასება და მოსალოდნელი საფრთხეების გათვალისწინება ოჯახში ძალადობისათვის სასჯელის დანიშვნისას და ლ-–- ი-----ეს დაუნიშნა შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელი.
აპელანტი - მსჯავრდებული ლ-–- ი-----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 05 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენის გაქმებას და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგ გაარემოებათა გამო: ბრალდების მხარემ სასამართლოზე წარმოადგინა ალბათობის დაბალი ხარისხის მქონე ისეთი სახის მტკიცებულებები, რომლითაც ვერ დასტურდება ლ-–- ი-----ის მიერ შერაცხული ბრალეული ქმედების ჩადენა, პირიქით ბრადების ინიციატივით გამოკვლეული და დაცვის მხარის მიერ მოპოვებული მასალების ერთობლიობით და მათი ანალიზით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება მისი უდანაშაულობა.
სამოტივაციო ნაწილი:
გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ პროკურორის და მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ლ-–- ი-----ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:
მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ ვ----–---- ლ---–-----ის ჩვენების თანახმად ლ-–- ი-----ესთან განქორწინებულია 2017 წლის ნოემბრის თვიდან. მათი თანაცხოვრების პერიოდში ეს უკანასკნელი ხშირად სვამდა და აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას. შემთხვევასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ ხარება დღე იყო, დილის საათები, როდესაც მასსა და ბრალდებულს შორის კონფლიქტი წარმოიშვა მობილური ტელეფონის დატენვასთან დაკავშირებით. რა დროსაც, მისმა მეუღლემ უთხრა, რომ მადლობელი ყოფილიყო იმისათვის, რომ მის სახლში ცხოვრობდა და ესროლა მას ჩაქუჩი, რის გამოც, წაიყვანა თავისი შვილი და ჩუმად გამოიპარა სახლიდან და საცხოვრებლად გადავიდა ნაქირავებ ბინაში, სადაც, მოხდა გაზის გაჟონვა და გახდა ცუდად, ამ დროს, მისმა გოგომ დაურეკა მამამისს ლ-–- ი-----ეს და სთხოვა დახმარება. მსჯავრდებული მალე მივიდა და გადაიყვანა ისინი საავადმყოფოში, საიდანაც ისინი ლ-–- ი-----ემ თავის სახლში წაიყვანა. დაზარალებულის განმარტებით, შემთხვევის დღეს, 2017 წლის 29 აპრილს, ლ-–- ი-----ე ნასვამ მდგომარეობაში გვიან დაბრუნდა სახლში. მოწმის განმარტებით დილის საათებში შვილი შეხვდა მეგობარს ი----- გ------–--ეს, რომელიც იყო მისი კლასელი. იგიც გაჰყვა მის შვილს და გაისეირნეს ქალაქში. სახლში დაბრუნდნენ დაახლოებით დილის 8 საათისათვის. დაბრუნების შემდგომ ლ-–- ი-----ე დაინტერესდა თუ ვინ ურეკავდა მათ შვილს ტელეფონზე, რის გამოც, შევიდა ამ უკანასკნელის საძინებელ ოთახში. შვილმა მამამისს უპასუხა რომ ,,ამდენი წლის განმავლობაში არ გიკითხავს ჩემი ამბავი, ეხლა რატომ კითხულობო“, რაზედაც ლ-–- ი-----ემ უპასუხა, რომ იყო ,,უმადური შვილი“. ბავშვის ამ პასუხმა გამოიწვია ლ-–- ი-----ის აგრესია, მივარდა შვილთან და დაუწყო მას ხელებით დარტყმა. მსჯავრდებული ამ დროს ნივთებს ისროდა და ჩაამსხვრია მინაც. ყვიროდა ,,გაეთრიეთ ჩემი სახლიდანო“. მათ შვილს თავი არტყმევინა რკინის კარებზე. დაზარალებულის განმარტებით, იგი მივიდა მათთან გაშველების მიზნით, რა დროსაც, ლ-–- ი-----ემ მასაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. რის გამოც, მას ჰქონდა თავის ტკივილები და ,,შიშები“. ამ დროს პოლიციაში დარეკა ბავშვმა და ითხოვა დახმარება. მოწმის განმარტებით, მართალია ლ-–- ი-----ემ დაარტყა მას ხელი კეფის არეში, მაგრამ მას დაზიანება არ მიუღია. ხოლო რაც შეეხება ბავშვს, ამ უკანასკნელს ხელი დაარტყა სახის არეში.
მოწმის სახით დაკითხულ არასრულწლოვანმა ე-–--- რ-----ის ჩვენების თანახმად, ის ცხოვრობდა მშობლებთან ერთად ჯ-----–---–-- ქუჩაზე, ერთი წლის წინ მისი მშობლები განქორწინდნენ. განქორწინებამდე, მისი მამა ლ-–- ი-----ე 4 წლის განმავლობაში იმყოფებოდა საზღვარგარეთ. მათთან ერთად ცხოვრების დროს, მშობლებს შორის იყო ჩხუბი, მამამისი ლ-–- ი-----ე მის დედას ემუქრებოდა ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებით, რის გამოც, დედასთან ერთად გადავიდა ბ-------- ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში, სადაც მოხდა გაზის გაჟონვა, ამიტომ დედამისი ვ----–---- ლ---–-----ე გახდა ცუდად, რის გამოც, სანამ სასწრაფოში დარეკავდა დაურეკა მამამისს ლ-–- ი-----ეს, რომელმაც გადაიყვანა საავადმყოფოში, საიდანაც, გადაწყვიტეს რომ დაბრუნებულიყვნენ მამამისის სახლში. მოწმის განმარტებით, შემთხვევის დღეს ადრე გაიღვიძა, რა დროსაც, დაურეკა მისმა მეგობარმა და სთხოვა გასეირნება. იგი დაეთანხმა და დედამისთან ვ----–---- ლ---–-----ესთან ერთად გაჰყვა მეგობარს გასასეირნებლად. როდესაც სახლში დაბრუნდნენ, მამამისმა ჰკითხა მათ თუ სად იყვნენ. მოწმის განმარტებით, ამ კითხვაზე მამას უპასუხა, რომ ადრე არ იყო დაინტერესებული მისით და ახლა რატომ გამოხატავდა ინტერესს, რასაც მოჰყვა მათ შორის კამათი. მამამისმა უპასუხა, რომ ,,ეხლა აღარ გჭირდებიო“. მივარდა მასთან და ბალიშით დაუწყო გაგუდვა, მოარტყა სახეზე, შემდეგ მოიქნია ბალიში და ჩაამტვრია კარების შუშა. ასევე, ხელი გაარტყა მასთან საშველად მისულ დედამისს ვ----–---- ლ---–-----ესაც, ხოლო მას ხელით ურტყამდა ლოყაზე და კისერშიც, რის გამოც, გააღო კარები და გავიდა გარეთ. გადაწყვიტეს პოლიციაში დარეკვა. მამამისი ეუბნებოდა, რომ არ დაერეკათ პოლიციაში, ,,თქვენი ნივთები წაიღეთ და წადითო“. მოწმის განმარტებით მამამისის მხრიდან ადგილი ჰქონდა, როგორც სიტყვიერ ისე ფიზიკურ შეურაცხყოფას, როგორც მასზე, ასევე, დედამისზეც. დარტყმის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო ლოყაზე ჰქონდა სიწითლე.
მოწმის სახით დაკითხულ პ---–-–-------------------–---- გამომძიებელის ბ--- კ-------ის ჩვენების თანახმად, განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე, 2017 წლის 30 აპრილს დაიწყო გამოძიება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. მოწმის განმარტებით, მის მიერ იქნა გამოკითხული დაზარალებული ვ----–---- ლ---–-----ე და მისი არასრულწლოვანი შვილი ე-–--- რ-----ე. მის მიერ ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. დანიშნა ექსპერტიზები დაზარალებულებზე. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობა მიიღო დაზარალებულმა ვ----–---- ლ---–-----ემ, რომელმაც მიუთითა იმ ოთახებზე, სადაც, მისმა მეუღლემ მას და მის შვილს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე, არასრულწლოვანმა ე-–--- რ-----ემ წარმომადგენელთან დაკითხვის დროს დაადასტურა, რომ მისი მამის ლ-–- ი-----ის მხრიდან ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N 0-------- დასკვნის თანახმად, ,,30.04.2018წ. 17:12-17:25 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ე-–--- რ-----ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა ნაჩხვლეტი ჭრილობები (ინექციის შემდგომი კვლები) და დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში). დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს“.
საქმეში არსებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N 0-------- დასკვნის თანახმად, ,,30.04.2018წ. 17:30-17:45 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. ვ----–---- ლ---–-----ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა ნაჩხვლეტი ჭრილობები (ინექციის შემდგომი კვლები). სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური (ტრავმული) დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ------ ნ-----–--ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული სასამრთლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში გადმოცემული გარემოებები და განმარტა, რომ 2018 წლის 30 აპრილს გამომძიებლის მიერ წარმოდგენილი დადგენილების თანახმად, მოხდა ვ----–---- ლ---–-----ის ობიექტური შემოწმება. ობიექტური შემოწმების დროს ვ----–---- ლ---–-----ემ გადმოსცა, რომ 2018 წლის 30 აპრილს, ქ.ქუთაისში, ჯ-----–---–-- ქუჩა N2----ში, თავის საცხოვრებელ სახლში, დაახლოებით 08:30 საათზე, მასთან მივიდა მისი ყოფილი მეუღლე ლ-–- ი-----ე, რომელმაც მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ხელის დარტყმით. შემოწმების დროს ასევე განმარტა, რომ უჩიოდა თავის ტკივილს, მარჯვენა და მარცხენა იდაყვის სახსრის წინა ზედაპირზე აღენიშნებოდა ნაჩხვლეტი ჭრილობები, ირგვლივ მომწვანო მოყვითალო ფერის სისხლჩაქცევებით. მისივე განმარტებით, 3 დღის წინ თვითონ და მისი შვილი მოიწამლა გაზით, რის გამოც იკეთებდა გადასხმებს, სხეულზე გარეგნულად რაიმე მექანიკური-ტრავმული სახის დაზიანების ნიშნები არ აღენიშნებოდა. განმარტავს, რომ რაც შეეხება ე-–--- რ-----ეს, მისი შემოწმება მოხდა ასევე, 2018 წლის 30 აპრილს, გამომძიებლის მიერ წარმოდგენილი დადგენილების თანახმად. ე-–--- რ-----ემ გადმოსცა, რომ 2018 წლის 30 აპრილს ჯ-----–---–-- ქუჩა N2----ში მისმა მამამ ლ-–- ი-----ემ მას და მის დედას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ხელის დარტყმით თავისა და სახის არეში. უჩიოდა ტკივილს თავის არეში, მარჯვენა ყვრიმალის მიდამოში აღენიშნებოდა უსწორო ფორმის მოწითალო მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი, მარჯვენა და მარცხენა იდაყვის სახსრის ზედაპირზე აღენიშნებოდა წერტილოვანი ნაჩხვლეტის ჭრილობა. მისივე განმარტებით, აღნიშნული ნაჩხვლეტი კვლები მიღებული აქვს სამი დღის წინ გაზის მოწამვლის შემდეგ გადასხმების შედეგად. მოწმის განმარტებით, რომ დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით განვითარებული არის რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება ჯანმრთელობის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. განმარტავს, რომ აღნიშნულ შესამოწმებელ პიროვნებებს არ განუმარტავთ, თუ რატომ ჰქონდათ თავის ტკივილი, ეს გაზის მოწამვლის ბრალი იყო თუ აღნიშნული სისხლნაჟღენთების.
მსჯავრდებულის ლ-–- ი-----ის განმარტებით, თავს დამნაშავედ არ სცნობს. ის გარკვეული ხნის განმავლობაში იმყოფებოდა საზღვარგარეთ, რა დროსაც, ცდილობდა მის შვილთან დაკავშირებას, მაგრამ ეს უკანასკნელი მასთან კონტაქტში არ შემოდიოდა. მისმა მეუღლემ უთხრა, რომ ბავშვთან ერთად აპირებდა ისრაელში წასვლას, რის გამოც, 2017 წლის ოქტომბრის თვეში ჩამოვიდა სახლში, მაგრამ ნახა, რომ მისი შვილი ძალიან ცუდად შეხვდა მას. იყო შემთხვევა, როდესაც ბავშვი საღამოს არ იყო სახლში და როდესაც იკითხავდა მის ამბავს, მეუღლე პასუხობდა, რომ ,,ამხანაგთან დარჩაო“. მოწმის განმარტებით, 2017 წლის დეკემბრის თვეში, მისმა მეუღლემ შესთავაზა, რომ მათ შორის მომხდარიყო განქორწინება. იგიც დაეთანხმა და განქორწინდნენ. შემდგომ მეუღლემ სთხოვდა, რომ გაეშვა ისრაელში ბავშვთან ერთად, რასაც დაჟინებით სთხოვდა და ამასვე სთხოვდა მისი შვილიც. ბოლოს იგი დაეთანხმა მათ და ნოტარიული თანხმობა მისცა მის მეუღლეს ვ----–---- ლ---–-----ეს. ამის შემდეგ, მასთან ცხოვრობდნენ სახლში მისი ცოლ-შვილი. მოწმის განმარტებით, მას აქვს ოთხოთახიანი ბინა და მისცა ნებართვა მის მეუღლეს და შვილს ცალკე ოთახში ეცხოვრათ. ამას აკეთებდა ბავშვისათვის, რადგან იგი იქვე ახლოს სწავლობდა სკოლაში. ვ----–---- ლ---–-----ე, ყოველთვის, როდესაც ბავშვი სახლში არ მიდიოდა ეუბნებოდა, რომ ,,შენი საქმე არ არის თუ სად დარჩება იგიო“. ერთ დღეს, მისმა მეუღლემ და შვილმა დილის საათებში, ჩაალაგეს ჩემოდნები და გადავიდნენ სხვაგან საცხოვრებლად. კერძოდ, ბ-------- ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში. სადაც დაახლოებით 3 კვირის გადასულები იყვნენ, როდესაც დაურეკა მისმა შვილმა და უთხრა რომ მისულიყო მათთან. მანამდე ბავშვს მისთვის არ დაურეკია. როდესაც მათთან მივიდა სახლში ნახა, რომ მისი მეუღლე გაზით იყო მოწამლული და იყო გათიშულ მდგომარეობაში. იგი გადაიყვანა საავადმყოფოში, საიდანაც მისი შვილი და ვ----–---- ლ---–-----ე დააბრუნა თავისთან სახლში, რადგანაც, მის მეუღლეს ჰქონდა თავბრუსხვევა და უკეთებდა გადასხმებს. შემთხვევის დღეს, 2017 წლის 29 აპრილს იყო დაახლოებით დილის 8 საათი, როდესაც გაიგონა მისი შვილის ლაპარაკი მობილურ ტელეფონზე. ვიღაცას ელაპარაკებოდა და დედამისთან ერთად გავიდა სახლიდან. დაბრუნდნენ დაახლოებით ნახევარ საათში. მან ჰკითხა ბავშვს, თუ ვის ელაპარაკებოდა ტელეფონზე და რატომ არ მიდიოდა სკოლაში. უპასუხა, რომ დილით ამხანაგს ელაპარაკებოდა და არ სცემდა კითხვებზე პასუხს. ასევე უთხრა, რომ ,,15 წლის განმავლობაში ფეხებზე გეკიდე და ახლა მეკითხებიო“. ასევე, მისმა მეუღლემ უთხრა მას რომ ,,შენ ვინ გეკითხებაო“. ორივე დედა-შვილი მივიდნენ კარებთან და გავიდნენ გარეთ. მისი მეუღლე დაემუქრა, რომ გაამწარებდა. თან ბავშვს ეუბნებოდა დაერეკა პოლიციაში. მოწმის განმარტებით, მათი წასვლის შემდეგ იგი გავიდა გარეთ, ცოტა ხნით გაისეირნა და როდესაც სახლში დაბრუნდა მასთან მისულები იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც დააკავეს და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. განმარტავს, რომ მისი ყოფილი ცოლი მას საზღვარგარეთიდან ჩამოსვლამდეც ემუქრებოდა ,,უნდა გაგამწაროო“. განმარტავს, რომ მისი მხრიდან მისი ყოფილი მეუღლის და შვილის მიმართ რაიმე ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ხოლო რაც შეეხება ჩამსხვრეულ მინას, იგი დიდი ხნის წინ იყო ჩამსხვრეული და შემთხვევის დღეს არ ჩაუმსხვრევია მას. განმარტავს, რომ ამჟამად, მისი ცოლ-შვილი ვ----–---- ლ---–-----ე და ე-–--- რ-----ე წასულები არიან ისრაელში საცხოვრებლად.
მოწმის სახით დაკითხულ მ--–---- ჯ----–--–---–ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 29 აპრილს, დაახლოებით საღამოს 8 საათისათვის იგი მისული იყო მისი მეგობრის ლ-–- ი-----ის სახლში და შეუთანხმდა ამ უკანასკნელს რომ დილით წასულიყვნენ ,,სახაშეში“ ერთად. როდესაც დილით მივიდა ლ-–- ი-----ესთან, სადარბაზოში შესვლისთანავე ზემოდან გაიგონა ხმა. ლ-–- ი-----ე ამბობდა ხმამაღლა ,,ლ--- რა არის რა ხდებაო, არ უნდა ვიცოდე თუ სად მიდის ჩემი შვილიო“. ამ დროს გაიგონა ლ-–- ი-----ის მეუღლის პასუხიც ,,ჩვენ ჩვენი ცხოვრება გვაქვს მე და ჩემ შვილსო“, რაზედაც ლ-–- ი-----ე ეუბნებოდა მას თუ რას აკეთებდა, ასევე გაიგონა, რომ ლ-–- ი-----ის მეუღლე ლ--- ეუბნებოდა თავის შვილს ,,დარეკე პოლიციაში უნდა გავამწაროო“. მოწმის განმარტებით, მან იცოდა, რომ ლ-–- ი-----ეს და მის მეუღლეს შორის დაძაბული ურთიერ თობა იყო. საცხოვრებელ სახლში გაზის გაჟონვის მოწამვლის შემდეგ ლ-–- ი-----ემ თავისი მეუღლე და შვილი გადაიყვანა საავადმყოფოში, ხოლო შემდეგ მიიყვანა თავისთან სახლში. ეგონა რომ მათ შორის ურთიერთობა უკეთესობისკენ შეიცვლებოდა. იმის მიუხედავად, რომ ლ-–- ი-----ის მეუღლე და მისი შვილი სახლიდან წასულები იყვნენ დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში, ლ-–- ი-----ემ ისინი მაინც დააბრუნა სახლში. განმარტავს, რომ იგი ლ-–- ი-----ის ახლო მეგობარია. როდესაც შემთხვევის დღეს მივიდა მასთან სახლში, იგი შევიდა სადარბაზოში და როდესაც ავიდა მეორე სართულის კიბეზე, მაშინ გაიგონა ლ-–- ი-----ის მეუღლის ხმა. ლ-–- ი-----ე და მისი ოჯახი ცხოვრობს მეოთხე სართულზე.
საქმეში არსებული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის თანახმად, სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ბრალდებულ ლ-–- ი-----ის მიმართ, საფუძვლად დაედო შეტყობინება, რომლის თანახმადაც, 2018 წლის 30 აპრილს, ქ. ქუთაისი ი---- ჯ-----–---–-- ქუჩა #2----ში განთავსებულ ბინაში, ლ-–- ი-----ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის ყოფილ მეუღლეს ვ----–---- ლ---–-----ეს და შვილს ე-–--- რ-----ეს.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების მოპოვებისას, საპროცესო კანონმდებლობის ისეთ დარღვევებს, რაც გავლენას იქონიებდა საქმის საბოლოო შედეგზე, ადგილი არ ჰქონია. ისინი რელევანტურია, უტყუარია და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ლ-–- ი-----ის მიერ შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტს.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი სხვა მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებებიც, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)
გარდა ზემოაღნიშნულისა, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით დაცვის მხარეს ლ-–- ი-----ის უდანაშაულობის დამადასტურებელი რაიმე დამატებითი მტკიცებულება, რაზეც სასამართლო იმსჯელებდა, წარმოდგენილი არ არის.
ამდენად, ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სააპელაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლ-–- ი-----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ და გასაჩივრებული განაჩენით მის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, რის გამოც დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და ლ-–- ი-----ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი არ არსებობს.
მსჯავრდებულ ლ-–- ი-----ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, კი სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე კანონით განსაზღვრული ნორმები ლეგიტიმურ მიზანს, გამოსადეგობას და პროპორციულობას უნდა ემსახურებოდეს. პროპორციულობა - კონსტიტუციურობის უნივერსალური კრიტერიუმია. სასჯელის მიზნები კი თავისებური ორიენტირია სასამართლოსათვის სასჯელის დანიშვნისას.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები; სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი ლ-–- ი-----ის მიმართ დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანია და უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის დ------- ვ-----------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
მსჯავრდებულ ლ-–- ი-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 05 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ლ-–- ი-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორასორმოცდაათი) საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2018 წლის 30 აპრილიდან - 2018 წლის 03 მაისის ჩათვლით, ლ-–- ი-----ეს დანიშნული სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეუმცირდეს 20 საათით და საბოლოოდ ლ-–- ი-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 230 (ორასოცდაათი) საათის ვადით.
განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მსჯავრდებულ ლ-–- ი-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს მ--- ხ--------ეს (პირადი N 6----------) განაჩენის აღსრულებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფოტოსურათები ერთ ცალ დისკად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დარჩეს ამავე საქმეში სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე