განაჩენი

სისხლის სამართლის 24.05.2019
საქმის ნომერი
110100118002440784
ინსტანცია
თარიღი
24.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-217-2019წ.

(110100118002440784)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

19 აპრილი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე თ---------- უ–----ს ძე ზ--------ის მიმართ დაბადებული: 1----–-–----- მაისს, პირადი ნომერი: 1----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ზესტაფონის რაიონი სოფელი ა------------- ქუჩა N1, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.ზესტაფონი, ხ-------–-- ქუჩა N19, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის განაჩენზე, პროკურორის სააპელაციო საჩივრით,აღწერილობითი ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

თ---------- ზ--------ეს ბრალი დაედო დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 8 აპრილს, დაახლოებით 17:30 საათზე, ლ--–- გ----–----ე, მეუღლესთან თ---------- ზ--------ესთან და არასრულწლოვან შვილ ბ--- ზ--------ესთან (დაბ:3---------წ) ერთად იმყოფებოდა ქ.ზესტაფონი, გ-------– ხ-------–-- ქუჩა N19-ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც, სააღდგომო საყიდლებისათვის ფულის ხარჯვასთან დაკავშირებით წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა თ---------- ზ--------ემ, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მარჯვენა გაშლილი ხელი ერთხელ დაარტყა ლ--–- გ----–----ეს ტუჩის არეში და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნული ქმედების შედეგად, ლ--–- გ----–----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის განაჩენით თ---------- ზ--------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

 

თ---------- ზ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

გამართლებულ თ---------- ზ--------ეს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორი კ---- ს-----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და თ---------- ზ--------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მკაცრი სასჯელის დანიშვნას თავისუფლების აღკვეთის სახით. შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში არსებობს უტყუარი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა გონივურ ეჭვს მიღმა ადასტურებენ თ---------- ზ--------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილით ,,ბ“ ქვეპუნქტით დანაშაულის ჩადენას. კერძოდ, მოწმეების გ----–---–----------–-------–----------–-–---------–-–---–-- ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნებით, ექსპერტ შ----- თ------ის ჩვენებით. დაზარალებულ ლ--–- გ----–----ის ჩვენება მიმართული იყო მეუღლის თ----- ზ--------ისათვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, მისი განმარტება თითქოსდა აღელვების გამო უთხრა გამომძიებელს მეუღლის მხრიდან ძალადობის შესახებ არალოგიკურია და არ შეიძლება ადამიანმა ასე არსებითად განსხვავებულად აღიქვას გარემოებები და ვერ აღიდგინოს კარებზე შეჯახებით თუ მეუღლის მხრიდან ძალადობის შედეგად მიიღო დაზიანება.ის რომ ლ--–- გ----–----ე და მისი არასრულწლოვანი შვილი ცდილობდა თ---------- ზ--------ეზე პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას მიუთითებს ის გარემოებაც, რომ სასამართლო პროცესზე არასრულწლოვანმა ბ--- ზ--------ემ არ მისცა ჩვენება და ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით, თუმცა გამოძიების პროცესში გამოკითხვისას ის ამხელდა მამას დანაშაულის ჩადენაში და მიუთითებდა ლ--–- გ----–----ის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე.

 

გამართლებულ თ---------- ზ--------ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ნ----------–---–- წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოწმემ ბ--- ზ--------ემ, უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ხოლო ბრალდებულმა თ---------- ზ--------ემ, უარი განაცხადა საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა ლ--–- გ----–----ემ განაცხადა, რომ არის თ---------- ზ--------ის მეუღლე. 2018 წლის 8 აპრილს იმყოფებოდა სახლში მეუღლესთან და შვილთან ერთად. თ---------- ზ--------ე იყო ნასვამ მდგომარეობაში. ვინაიდან თ----------ს გადატანილი აქვს ინფარქტი და აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, განერვიულდა მისი ნასვამობის გამო, უსაყვედურა და მოუვიდათ სიტყვიერი შელაპარაკება. დაძაბულობის თავიდან აცილების მიზნით, ერთმანეთისთვის ცუდი რომ არ ეთქვათ, გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რომელიც ადგილზე მივიდა დაახლოებით 20 წუთში. 2018 წლის 8 აპრილს, თ---------- ზ--------ეს მისთვის დაზიანება არ მიუყენებია. მისი მოსაზრებით, ეს დაზიანება მან შესაძლოა კარებზე დაჯახებით ან სხვა ვითარებაში მიიღო, თუმცა თ----------ს, მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. 8 აპრილს, იმყოფებოდა აღელვებულ მდგომარეობაში და ჩვენების მიცემის დროს, შესაძლოა სწორად ვერ თქვა რაიმე. მეუღლეებს შორის, მანამდე, კონფლიქტური სიტუაცია არ ყოფილა, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ისინი შეკამათდნენ. დაზარალებულის გამარტებით, როდესაც მასსა და მის მეუღლეს შორის მოხდა შელაპარაკება, მათი შვილი ბ--- ზ--------ე იმყოფებოდა სახლში, თუმცა მისი აზრით, კონფლიქტს არ შესწრებია.

 

მოწმის სახით დაკითხული გ--- ც---–---ის ჩვენების თანახმად, ის მუშაობს ზესტაფონის რ--------–-------------–--–-----------------------------------–---. 2018 წლის 8 აპრილს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც, საღამოს საათებში, სამმართველოში მიღებული იქნა შეტყობინება ოჯახურ ძალადობაზე. ხელმძღვანელობისგან დაევალა ადგილზე გასვლა და წავიდა თანამშრომელ გ-–------–-–---–თან ერთად. როდესაც მივიდნენ ქ.ზესტაფონში, გრ.ხ-------–-- ქუჩაზე, ადგილზე დახვდათ ლ--–- გ----–----ე, რომელიც იყო აღელვებული და ტუჩიდან მოსდიოდა სისხლი. ლ.გ----–----ის განმარტებით, მეუღლემ - თ---------- ზ--------ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. საუბრის დროს, მივიდა თ.ზ--------ე, რომელმაც დაუყვირა ლ.გ----–----ეს, „რატომ გამოიძახე პოლიცია, მიჭერ?“ და გაიწია მისკენ. აღნიშნულის საფუძველზე, თ.ზ--------ე დაკავებული იქნა ადგილზე და გადაყვანილი სამმართველოში. დაკავებისას, დაკავებულს, ადგილზევე განემარტა უფლებები.

 

იგივი ფაქტობრივი გარემოებები დადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ------- შ------–-–---–მა.

 

მოწმის სახით დაკითხულ ე-–--- გ--–--ის ჩვენების თანახმად, ის მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე - გამომძიე-ბლად. 2018 წლის 8 აპრილს, ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, ოჯახური ძალადობის ფაქტზე. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, მის მიერ მოხდა დაზარალებულ ლ--–- გ----–----ის გარეგნული დათვალიერება, რის თაობაზეც შეადგინა ოქმი, რომელიც დაადასტურა ხელის მოწერით. დათვალიერება განხორციელდა დაზარალებულის თანხმობით. ასევე, მოცემულ საქმეზე, დანიშნა სამედიცინო ექსპერტიზა და გამოკითხა არასრულწლოვანი ბ--- ზ--------ე.

 

მოწმის სახით დაკითხულ ლ-–- პ------–-–---–ის ჩვენების თანახმად, იგი მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. იყო თ.ზ--------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის: დაკითხა მოწმეები, დანიშნა ექსპერტიზები, ბრალი წარუდგინა თ.ზ--------ეს, გამოკითხა ბრალდებულის სახით და გაუცვალა მტკიცებულებები. ასევე, გამოითხოვა სხვადასხვა სახის ინფორმაცია თ.ზ--------ის მიმართ.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარ-ტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N 0-------- დასკვნით დგინდება, რომ 08.04.2018 წლის 23:17-23:28 სთ- ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. ლ--–- გ----–----ეს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთისა და სისხლჩაქცევის სახით (ჩივილებს ტკივილებზე არ წარმოადგენს. ქვედა ტუჩის ქვეშა მიდამოში მარჯვნივ აღენიშნება უსწორო ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 1.2 X 0.8 სმ. ქვედა ტუჩის მიდამოში მარჯვნივ, შიგნითა ზედაპირზე, ლორწოვანზე აღენიშნება უსწორო ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევა ზომით 2.2 X1.8 სმ.). დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმე-დების შედეგად, ცალ ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმუ-ლობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ----- თ------ემ.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების N 0-------- დასკვნით დგინდება, რომ ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად, თ---------- ზ--------ეს დაუდგინდა საშუალო ხარისხის ალკოჰოლური თრობა.

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის წარდგენილი ბრალდებით თ---------- ზ--------ის დამნაშავედ ცნობისათვის.

 

სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ დაზარალებულ ლ--–- გ----–----ეს სასამართლოსათვის არ მიუცია ისეთი ჩვენება რაც საკმარისი იქნებოდა თ---------- ზ--------ის დანაშავედ ცნობისათვის, ხოლო ბ--- ზ--------ემ გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის(მამის) წინააღმდეგ, ასევე აღსანიშნავია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ ვერც სხვა პირებმა მისცეს სასამართლოს ისეთი ჩვენებები, რომლებიც სარწმუნო იქნებოდა და დადგებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. რაც შეეხება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც დასტურდება ლ--–- გ----–----ის მიმართ დაზიანებების არსებობა, არ არის საკმარის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ვინაიდან არ არსებობს იმის შესახებ სხვა რაიმე მტკიცებულება კონკრეტულად თუ ვინ და რა ვითარებაში მიაყენა აღნიშნული დაზიანება ლ--–- გ----–----ეს.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილ საქმეში არ არსებობს, არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სხვა რელევანტურ მტკიცებულებებთან ერთად შექმნიდა მტკიცებულებათა ერთობლიობას, თ---------- ზ--------ის დამნაშავედ ცნობისათვის. მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ და შესაბამისად სასამართლო სწორედ ამ მტკიცებულბას შეაფასებს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას. მართალია კანონით გათვალისწინებული წესით დასაშვებია გამოძიების პროცესში მიცემული ჩვენებების გამოქვეყნებაც, თუმცა ასეთი მტკიცებულებები თავისი სარწმუ-ნოობის ხარისხით და სხვა შემავსებელი მტკიცებულებების გარეშე ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. კონკრეტულ შემთხვევაში კი გამოძიებაში მიცემული ჩვენების გამოქვეყნების სამართლებრივი საფუძვლებიც არ არსებობდა.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით, არ გამორიცხა გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერება. სასამართლომ განმარტა, რომ ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ირიბი ჩვენების დასაშვებად ცნობის და მისი გამოყენების საკითხის გადაწყვეტა მკაფიოდ ფორმულირებული მარეგულირებელი ნორმებისა და სათანადო პროცესუალური გარანტიების პირობებში უნდა მოხდეს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეაფასოს გარემოებები, რომლებიც ირიბი ჩვენების წარდგენის გასამართლებლად არის დასახელებული სისხლისსამართლებრივ დევნაზე პასუხისმგებელი ორგანოს მიერ. იმის გათვალისწინებით, რომ თვითმხილველი მოწმეები გამოძიების ეტაპზე აძლევდნენ ჩვენებას და შესაბამისად ამ ჩვენებების შემავსებელ მტკიცებულებებად გამოძიების მიერ გამოყენებული იქნა არათვითმხილველი მოწმეების ჩვენებებიც, ეს სრულ შესაბამისობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, მაგრამ როცა თვითმხილველი მოწმეები ჩვენებას აღარ აძლევენ სასამართლოში კანონით გათვალისწინებული უფლების გამოყენებით, ასეთ შემთხვევაში სასამართლოსთვის შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ არაპირდაპირი მოწმეების მიერ მიცემულ ჩვენებებზე დაყრდნობით.

 

როცა ასეთი გარემოებებია და პრაქტიკაც აჩვენებს, რომ დანაშაულის ჩამდენი პირის ოჯახის წევრები ხშირად ამბობენ ჩვენების მიცემაზე უარს, ბრალდების მხარე ვალდებულია კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით შეკრიბოს ის მტკიცებულებები, რომლებიც პირის მიმართ წარდგენილ ბრალდებას უტყუარად დაადასტურებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხდება ისე, რომ სახელმწიფო, საგამოძიებო და სასამართლო რესურსების ფუჭი ხარჯვის შემდეგ შესაძლებელია ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაუსჯელი დარჩეს, ხოლო მისი განმეორებით ჩადენის რისკის გათვალისწინებით კი უგულველყოფილია სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის პოზიტიური ვალდებულება!

 

შესაბამისად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშვებული ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ყოველივეს გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შეუძლებელია წარდგენილი ბრალდებით თ---------- ზ--------ის მსჯავრდება, რის გამოც ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ პუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---- ს-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის გამამართლებელი განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

თ---------- ზ--------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

 

თ---------- ზ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა დაუბრუნდეს საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტი-ლების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით;

 

გამართლებულ თ---------- ზ--------ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე