განაჩენი

სისხლის სამართლის 24.05.2019
საქმის ნომერი
080100118002627683
ინსტანცია
თარიღი
24.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100118002627683

საქმე №1/ბ-182-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

04 აპრილი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, მსჯავრდებულ რ---–---- დ--------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) რ---–---- დ--------ის მიმართ (პირადი №6----------), საქართველოს მოქალაქის, დაბადებულის 1----–-–-------------, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლევის, დაოჯახებულის, მცხოვრების ქ---------–----–----–----------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ე” ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 იანვრის განაჩენით:

 

რ---–---- დ--------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე, მესამე ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და რ---–---- დ--------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა რ---–---- დ--------ისათვის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა _ 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულ რ---–---- დ--------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნახევარი _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ რ---–----ი დ--------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 05 აგვისტოდან.

 

რ---–---- დ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულ რ---–---- დ--------ეს დაეკისრა მოვალეობა პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო იმავე კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, მის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალა პრობაციის სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ნივთიერი მტკიცებულება _ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, უნდა დარჩეს საქმეში, მისი შენახვის ვადით.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ---–---- დ--------ემ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 31 ივლისს, საღამოს საათებში, ქ---------–----–----–----------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, რ---–---- დ--------ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს დ--–- ი-----ეს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2018 წლის 9 ივლისიდან 2018 წლის 31 ივლისის ჩათვლით, რ---–---- დ--------ე კვირაში დაახლოებით სამჯერ ახორციელებდა სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლის _ დ--–- ი-----ის მიმართ, კერძოდ, ამცირებდა მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რის შედეგადაც დ--–- ი-----ე განიცდიდა ტანჯვას.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა რ---–---- დ--------ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მისთვის დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი. აპელანტის მითითებით, სასჯელის დანიშვნისას პირველი ინსტანაციის სასამართლომ არ გაითვალისწინა დაზარალებულის პოზიცია, რომელიც შეურიგდა მას და ითხოვა მის მიმართ გამოყენებული არ ყოფილიყო ისეთი სასჯელი, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა თავისუფლების აღკვეთასთან, სასამართლომ ასევე მხედველობაში არ მიიღო ის გარემოებები, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ის არის 69 წლის პენსიონერი, აწუხებს გულის და კუჭის დაავადებები, მასზე ბრალად შერაცხული დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულმა რ---–---- დ--------ემ ითხოვა მისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელის ვადის შემცირება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ რ---–---- დ--------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: თავად ბრალდებულ რ---–---- დ--------ის გამოკითხვის ოქმით, დაზარალებულ დ--–- ი-----ის და მოწმე თ----- ი-----ის გამოკითხვის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით და საქმის სხვა მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება რ---–---- დ--------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

მსჯავრდებული რ---–---- დ--------ე განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს მისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დანიშნული სასჯელის ვადის შემცირებას, ვინაიდან, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სრულყოფილად შეაფასა და გაითვალისწინა რა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამასუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, რ---–---- დ--------ეს დაუნიშნა იმ სახისა და ზომის სასჯელი, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ რ---–---- დ--------ე წარსულშიც იყო ნასამართლევი მეუღლის _ დ--–- ი-----ის მიმართ ჩადენილი დანაშაულისათვის. კერძოდ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით, იგი დ--–- ი-----ის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და სისტემატური შეურაცხყოფის გამო მსჯავრდებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით, რამაც ვერ უზრუნველყო სასჯელის იმ მიზნების მიღწევა, რომელიც გულისხმობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას და ნასამართლობის მოხსნამდე ან გაქარწყლებამდე, პირობით მსჯავრდებულმა რ---–---- დ--------ემ კვლავ ჩაიდინა ახალი განზრახი დანაშაულები, მათ შორის, ანალოგიური დანაშაული.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ნასამართლობა და მით უმეტეს, ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენა წარმოადენს ისეთ სამართლებრივ მდგომარეობას, რომელიც ამცირებს დამნაშავის მიმართ მსუბუქი სასჯელის გამოყენების შესაძლებლობას. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატა მიზანშეუწონლად მიიჩნევს რ---–---- დ--------ისთვის უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნას, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში მიღწეული ვერ იქნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

რაც შეეხება, აპელანტის მოთხოვნას მისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დანიშნული სასჯელის ვადის შემცირების შესახებ, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი. ხსენებული ნორმა ატარებს იმპერატიულ ხასიათს და შესაბამისად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების შემთხვევაში, მსჯავრდებულს ინდივიდუალურად განუსაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელის ვადა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის საქალაქო 2019 წლის 11 იანვრის განაჩენი რ---–---- დ--------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო მსჯავრდებულ რ---–---- დ--------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ რ---–---- დ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 იანვრის განაჩენი რ---–---- დ--------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.რ---–---- დ--------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და რ---–---- დ--------ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს რ---–---- დ--------ის მიმართ წინა _ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

6.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა _ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ---–---- დ--------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

7.მსჯავრდებულ რ---–---- დ--------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 05 აგვისტოდან.

 

8.ცნობად იქნას მიღებული, რომ რ---–---- დ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

9.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე, 66-ე მუხლებისა და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულ რ---–---- დ--------ის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მისი ყოფაქცევის კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულ რ---–---- დ--------ეს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

10.ნივთიერი მტკიცებულებები _ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დარჩეს ამავე საქმეში, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

11.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

12.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: /ვ.დოლიძე/