განაჩენი

სისხლის სამართლის 24.05.2019
საქმის ნომერი
010100118002669427
ინსტანცია
თარიღი
24.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002669427

საქმე №1/ბ-187-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

05 აპრილი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პ----- ც-–--–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------) დ----- ფ-----ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), განქორწინებულის, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და მცხოვრების ქ--------–---–----------------–-----–------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 იანვრის განაჩენით:

 

დ----- ფ-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ დ----- ფ-----ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 09 სექტემბრიდან.

 

დ----- ფ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ----- ფ-----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 09 სექტემბერს, დღის საათებში, ქ.ქობულეთში, დ-----------–-----–--------------–- მდებარე კაფეში, დ----- ფ-----ემ თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, ხელების მხრების არეში დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას - ნ-----–- რ------ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა პ----- ც-–--–--ემ, რომელმაც ითხოვა დ----- ფ-----ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი წარმოადგენს ზედმეტად მსუბუქ სასჯელს, რომელიც არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.

 

მსჯავრდებულ დ----- ფ-----ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მერი ცინარიძემ წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პ----- ც-–--–--ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 იანვრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა პროკურორის სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ნ-----–- რ------ს ჩვენებით, მოწმეების - მ-------- კ----–-–---–ის, თ------ დ-------ის და ო-–-- გ--------ის ჩვენებებით, შემაკავებელი ორდერით, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ დ----- ფ-----ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება.

 

რაც შეეხება აპელანტის _ ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პ----- ც-–--–--ის მოთხოვნას დ----- ფ-----ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის შესახებ, სააპელაციო პალატა მას არ იზიარებს, ვინაიდან, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ქმედების შემდეგ ყოფაქცევა, დ----- ფ-----ეს სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესრულებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა, შესაბამისად, არ არსებობს მისი გამკაცრების საფუძველი.

 

რაც შეეხება აპელანტის არგუმენტს, რომ დ----- ფ-----ე წარსულში ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ დ----- ფ-----ეს წინა ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს და ბოლო დანაშაულის ჩადენის დროს იგი ითვლებოდა ნასამართლობის არმქონედ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად კი, გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, აკრძალულია სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების, მათ შორის, სასჯელის საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში იქნეს მიღებული გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა. შესაბამისად, დაუშვებელია განაჩენში რაიმე ფორმით აისახოს გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა, თუნდაც მსჯავრდებულის პიროვნებისა და წარსული ცხოვრების ზოგადად შეფასების კონტექსტში, ვინაიდან, იგი სწორედ სასჯელის საკითხის შეფასებას უკავშირდება და აღნიშნულზე ხაზგასმა, თუნდაც ირიბად, ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილს (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის №2კ-322აპ.-14 განაჩენით დადგენილი პრაქტიკა).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 იანვრის განაჩენი დ----- ფ-----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პ----- ც-–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 იანვრის განაჩენი დ----- ფ-----ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.დ----- ფ-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

4.მსჯავრდებულ დ----- ფ-----ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 09 სექტემბრიდან.

 

5.ცნობად იქნას მიღებული, რომ დ----- ფ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: /ვ.დოლიძე/