განაჩენი

სისხლის სამართლის 18.04.2019
საქმის ნომერი
080100119002830728
ინსტანცია
თარიღი
18.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100119002830728

საქმე №1/ბ-223-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 აპრილი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, მსჯავრდებულ ვ-------- ბ----–--ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს--–---- ბ--------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ვ-------- ბ----–--ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), უმაღლესი განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ---------–--------–---------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის განაჩენით:

 

ვ-------- ბ----–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ ვ-------- ბ----–--ეს დაეკისრა მოვალეობა პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალა პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს _ პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ვ-------- ბ----–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2018 წლის 31 დეკემბრიდან 2019 წლის 3 იანვრის ჩათვლით.

 

ვ-------- ბ----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ-------- ბ----–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 31 დეკემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ---------–--------–---------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვ-------- ბ----–--ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ლ------ ნ------ეს, კერძოდ, ფეხი რამდენჯერმე ჩაარტყა წვივებში და ხელი გაარტყა სახეში. ცემის შედეგად ლ------ ნ------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ვ-------- ბ----–--ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ს--–---- ბ--------–---–მა, რომლებმაც ითხოვეს ვ-------- ბ----–--ისათვის სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნა, იმ საფუძვლით, რომ მსჯავრდებულმა მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული და პატიება სთხოვა მეუღლეს; საქმის მასალებში წარმოდგენილია დაზარალებულის განცხადება, რომელმაც ითხოვა ვ-------- ბ----–--ის მიმართ ყველაზე მსუბუქი სასჯელის გამოყენება; მსჯავრდებული არ არის წარსულში ნასამართლევი, მუშაობს და არჩენს ოჯახს, პირობითი მსჯავრი კი მისთვის ხელის შემშლელი გარემობაა, რადგან იგი საქმიანობს სამშენებლო ბიზნესში და ხშირად უწევს საზღვარგარეთ ყოფნა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ვ-------- ბ----–--ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს--–---- ბ--------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ გაუხდიათ, მათ შორის: დაზარალებულ ლ------ ნ------ის და მოწმე ა-----–--- ბ------ის გამოკითხვის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით და საქმის სხვა მასალებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ვ-------- ბ----–--ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაული, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

დაცვის მხარე განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს ვ-------- ბ----–--ისათვის უფრო მსუბუქი სახის სასჯელის _ საზოგადოებისათვის სასარგებლოს შრომის დანიშვნას, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ხსენებული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად შეაფასა რა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და საშიშროება, ასევე, ბრალდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები, მის მიერ დანაშაულის აღიარება და გულწრფელი მონანიება, დაზარალებულთან შერიგება, ვ-------- ბ----–--ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებისა და სასჯელის მიზნების გათვალისწინებით, განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. შესაბამისად, არ არსებობს ამ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენის შეცვლისა და მსჯავრდებულისთვის უფრო მსუბუქი სახის სასჯელის დანიშვნის საფუძველი.

 

ამდენად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის განაჩენი ვ-------- ბ----–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო მსჯავრდებულ ვ-------- ბ----–--ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს--–---- ბ--------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ ვ-------- ბ----–--ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს--–---- ბ--------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის განაჩენი ვ-------- ბ----–--ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.ვ-------- ბ----–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე და 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე, 66-ე მუხლებისა და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულ ვ-------- ბ----–--ის ყოფაქცევის კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულ ვ-------- ბ----–--ეს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

5.მსჯავრდებულ ვ-------- ბ----–--ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2018 წლის 31 დეკემბრიდან 2019 წლის 3 იანვრის ჩათვლ

 

6.ცნობად იქნას მიღებული, რომ ვ-------- ბ----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია, შესაბამისად, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

 

7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: /ვ.დოლიძე/