განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010100113352222
საქმე №1/ბ-675-18წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 მარტი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ შემადგენლობით
თავმჯდომარე თეიმურაზ სვანიძე
მოსამართლეები: ვერა დოლიძე
მაკა გორგოძე
სხდომის მდივანი – მარინა მაკარიძე
პროკურორის - რ------–----ის, გ--–--------ის
მსჯავრდებულის - ნ----------იმ რ--------ას
ადვოკატის - მ------–---–--ას
თარჯიმნის - ტატიანა ავალიანის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ----------იმ მ----------–ოს ასული რ--------ას მიმართ, დაბადებული: 2--------- წელი, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე, დაოჯახებული, მისამართი: ქ.ბ------ა, ტ.ფ------ის ქ----- ბ-------.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ნ----------იმ რ--------ამ ჩაიდინა - ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ადამიანის მიმართ უკანონო გარიგების განხორციელება, მუქარით, შანტაჟით, მოტყუებით, გადაბირება, ექსპლუატაციის მიზნით (ორი ეპიზოდი); მანვე ჩაიდინა ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ადამიანის მიმართ უკანონო გარიგების განხორციელება, მუქარით, შანტაჟით, მოტყუებით, გადაბირება, ექსპლუატაციის მიზნით, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ; მანვე ჩაიდინა ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ადამიანის მიმართ უკანონო გარიგების განხორციელება, მუქარით, შანტაჟით, მოტყუებით, გადაბირება, ექსპლუატაციის მიზნით, ჩადენილი ორი პირის მიმართ; მანვე ჩაიდინა განზრახ მკვლელობა დამაძიმებელ გარემოებებში, სხვა დანაშაულის ჩადენის დაფარვის მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, ჯგუფურად და შეკვეთით, რაც გამოიხატა შემდეგში:
უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე ნ----------იმ რ--------ა, 2012 წლის 02 მარტს, ჩამოვიდა ქალაქ ბათუმში და ეწეოდა პროსტიტუციას. იგი ტრეფიკინგის, ადამიანის მიმართ უკანონო გარიგების განზრახვით, 2012 წლის ივნისის თვეში, მობილური ტელეფონით დაუკავშირდა უზბეკეთის მოქალაქე მ------ატ რ---------ას, მოატყუა, რომ თურქეთის რესპუბლიკაში დაასაქმებდა მაღალანაზღაურებად სამუშაოზე და ამ მიზნით, ნ-------------------------მ, საკუთარი ხარჯებით 2012 წლის 24 ივნისს, უზრუნველყო მ------ატ რ---------ას ჩამოყვანა ქალაქ ბათუმში და საცხოვრებლად მიიყვანა ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩა N------- ნაქირავებ ბინაში. სადაც მ------ატ რ---------ას ჩამოართვა უზბეკეთის მოქალაქის პასპორტი, შეუზღუდა თავისუფლად გადაადგილების უფლება, ჩააყენა მონობის თანამედროვე პირობებში, ფიზიკური ანგარისწორების მუქარით, შანტაჟითა და იძულებით, მოახდინა მ------ატ რ---------ას გადაბირება და 2013 წლის 31 მაისამდე ახორციელებდა ექსპლუატაციას. აღნიშნული ხერხით, ნ----------იმ რ--------ა, მ------ატ რ---------ას ექსპლუატაციის გზით გამომუშავებულ თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ ითვისებდა.
უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე ნ----------იმ რ--------ამ, ტრეფიკინგის, ადამიანის მიმართ უკანონო გარიგების განზრახვით, 2013 წლის თებერვლის თვეში, დაუკავშირდა უზბეკეთის მოქალაქე შ---–ო ჯ-------ას, მოატყუა, რომ თურქეთის რესპუბლიკაში დაასაქმებდა მაღალანაზღაურებად სამუშაოზე. ამ მიზნით, ნ----------იმ რ--------ამ, საკუთარი ხარჯებით, 2013 წლის 09 მარტს უზრუნველყო შ---–ო ჯ-------ას ჩამოყვანა ქალაქ ბათუმში და საცხოვრებლად მიიყვანა ქალაქ ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩა N------- მდებარე ნაქირავებ ბინაში, სადაც შ---–ო ჯ-------ას ჩამოართვა ჩამოართვა უზბეკეთის მოქალაქის პასპორტი, შეუზღუდა თავისუფლად გადაადგილების უფლება, ჩააყენა მონობის თანამედროვე პირობებში, ფიზიკური ანგარისწორების მუქარით, შანტაჟითა და იძულებით, მოახდინა შ---–ო ჯ-------ას გადაბირება და 2013 წლის 31 მაისამდე ახორციელებდა ექსპლუატაციას. აღნიშნული ხერხით, ნ----------იმ რ--------ა, შ---–ო ჯ-------ას ექსპლუატაციის გზით გამომუშავებულ თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ ითვისებდა.
უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე ნ----------იმ რ--------ამ, ტრეფიკინგის, ადამიანის მიმართ უკანონო გარიგების განზრახვით, უზბეკეთის მოქალაქე რ------ კ----------ა მოატყუა, რომ თურქეთის რესპუბლიკაში დაასაქმებდა მაღალანაზღაურებად სამუშაოზე, გაიღო ხარჯები და 2013 წლის 05 აპრილს, რ------ კ----------ა ჩამოიყვანა ქალაქ ბათუმში, საცხოვრებლად მიიყვანა ქალაქ ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩა N------- მდებარე ნაქირავებ ბინაში, სადაც რ------ კ----------ას ჩამოართვა უზბეკეთის მოქალაქის პასპორტი შეუზღუდა თავისუფლად გადაადგილების უფლება, ჩააყენა მონობის თანამედროვე პირობებში. სისტემატურა ახორციელებდა რ------ კ----------ას ფიზიკურ ანგარისწორებას, შანტაჟითა და იძულებით, მოახდინა მისი გადაბირება, შედეგად ამ უკანასკნელს შეექმნა ფსიქიკური პრობლემები, მიუხედავად ამისა, ნ----------იმ რ--------ა, წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი რ------ კ----------ას მიმართ, 2013 წლის 22 მაისამდე ახორციელებდა ექსპლუატაციას, ხოლო ექსპლუატაციის შედეგად გამომუშავებულ თანხებს, მართლსაწინა- აღმდეგოდ ითვისებდა.
უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე ნ----------იმ რ--------ამ, ორი პირის მიმართ ტრეფიკინგის, ადამიანის მიმართ უკანონო გარიგების განზრახვით, უზბეკეთის მოქალაქეები ფ-------ა ი-----------ა და დ--–----რ რ--------ა მოატყუა, რომ თურქეთის რესპუბლიკაში დაასაქმებდა მაღალანაზღაურებად სამუშაოზე, გაიღო ხარჯები და 2013 წლის 19 მაისს ფ-------ა ი-----------ა და დ--–----რ რ--------ა ჩამოიყვანა და საცხოვრებლად მიიყვანა ქალაქ ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩა N------ ნაქირავებ ბინაში. ფ-------ა ი-----------ასა და დ--–----რ რ--------ას ჩამოართვა უზბეკეთის მოქალაქის პასპორტები, შეუზღუდა მათ თავისუფლად გადაადგილების უფლება, ჩააყენა მონობის თანამედროვე პირობებში, ფიზიკური ანგარისწორების მუქარით, შანტაჟითა და იძულებით, მოახდინა ფ-------ა ი-----------ასა და დ--–----რ რ--------ას გადაბირება და 2013 წლის 31 მაისამდე ახორციელებდა მათ ექსპლუატაციას. აღნიშნული ხერხით, ნ----------იმ რ--------ა, ფ-------ა ი-----------ასა და დ--–----რ რ--------ას ექსპლუატაციის გზით გამომუშავებულ თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ ითვისებდა.
ნ----------იმ რ--------ას მიერ, რ------ კ----------ას მიმართ განხორციელებული ტრეფიკინგის პროცესში, 2013 წლის მაისის თვეში, ამ უკანასკნელს შეექმნა ფსიქიკური პრობლემები და იგი ცდილობდა საქართველოდან გამგზავრებას. ამავდროულად იგი ემუქრებოდა ნ----------იმ რ--------ას, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდგომ, უკანონო საქმიანობის შესახებ, ნ----------იმ რ--------ას ამხელდა სამართალდამცავ ორგანოებში. ნ----------იმ რ--------ამ, შეექმნა რა დანაშაულის ჩადენაში მხილების საფრთხე, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, განიზრახა შეეკვეთა უმწეო მდგომარეობაში მყოფი რ------ კ----------ას მკვლელობა. ამ მიზნით იგი დაუკავშირდა ქ. ბათუმში მყოფ უზბეკეთის მოქალაქე ხ------ რ--------ს და კ--------------ს, რომლებსაც 2000 აშშ. დოლარის გადახდის სანაცვლოდ შეუკვეთა რ------ კ----------ას განზრახ მკვლელობა, რაზეც ეს უკანასკნელები დათანხმდნენ, მათ გამოართვეს 2000 აშშ დოლარი, და განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2013 წლის 22 მაისს, ხ------ რ--------მა და კ--------------მ, ა-----------------ის კუთვნილი „მერსედეს-ბენცის“ მარკის C------ სახელმწიფო ნომრის მქონე ავტომანქანით, თბილისის აეროპორტიდან სამშობლოში გამგზავრების ცრუ დაპირებით, რ------ კ----------ა წაიყვანეს ქალაქ ბათუმიდან ისე, რომ მათი განზრახვის თაობაზე ა-----------------ისთვის არ გაუმხელიათ. ქალაქ ხაშურში ჩასვლის შემდეგ, კ-------------ის მითითებით ა------------------მ გადაუხვია ახალციხის მიმართულებით, გამოემგზავრნენ უკან და 2013 წლის 23 მაისს, დაახლოებით 02 საათზე ხულოს რაიონის კურორტ ბ-–---ში, ეგრეთ წოდებული ,,შ-------–ის“ მიმდებარე დაუსახლებელ ტერიტორიაზე, კ--------------მ და ხ------ რ--------მა ჯგუფურად მოკლეს რ------ კ----------ა, გვამი იქვე გადამალეს, ხოლო რ------ კ----------ას პირადი ნივთები მიიტანეს ქედის რაიონის სოფელ ზ-------ში, ავნი დ-------ის საკარმიდამო მიწის ნაკვეთთან და ცეცხლის წაკიდებით გაანადგურეს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 მარტის განაჩენით, ნ----------იმ რ--------ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ------ატ რ--------ას ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431-ე მუხლის პირველი ნაწილით (შ---–ო ჯ-------ას ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” პუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ პუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ პუნქტით, მე-2 ნაწილის ,,ბ” და ,,ე” პუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,გ” პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ------ატ რ--------ას ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით. მასვე 01 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების და საქმიანობის უფლება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431-ე მუხლის პირველი ნაწილით (შ---–ო ჯ-------ას ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით. მასვე 01 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების და საქმიანობის უფლება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” პუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით. მასვე 02 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების და საქმიანობის უფლება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” პუნქტით - ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით. მასვე 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების და საქმიანობის უფლება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტით, მე-2 ნაწილის ,,ბ” და ,,ე” პუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,გ” პუნქტით - უვადო თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-8 ნაწილების შესაბამისად, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი, ხოლო დამატებითი სასჯელების შეჯამებით საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ----------იმ რ--------ას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. მასვე 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების და საქმიანობის უფლება.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა მსჯავრდებულ ნ----------იმ რ--------ას მიერ, რომელმაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 მარტის განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის გამოტანა მოითხოვა, ვინაიდან მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია.
სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს, მსჯავრდებულ ნ----------იმ რ--------ას და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ მ------–---–--ას. ნ.რ--------ამ დააზუსტა სააპელაციო საჩივარი, მან სრულად აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა და დანიშნული სასჯელის შემსუბუქება მოითხოვა, ვინაიდან 4 მცირეწლოვანი შვილი და ინვალიდი დედა ჰყავს.
მოწინააღმდეგე მხარეს, აჭარის ა/რ პროკურატურის პროკურორს რ------–----ეს, რომელმაც მხარი არ დაუჭირა დაცვის მხარის დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ნ----------იმ რ--------ას მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1431-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 1431-ე მუხლის პირველი ნაწილით სსკ-ის 1431-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, სსკ-ის 1431-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით გარდა მსჯავრდებულ ნ----------იმ რ--------ას აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებუ-ლის უფლებამონაცვლის მ-------ო კ----------ას ჩვენებით, დაზარალებული მ------ატ რ--------ას მოწმის სახით მიცემული ჩვენებით; დაზარალებულ ფ-------ა ი-----------ას მოწმის სახით მიცემული ჩვენებით; დაზარალებულ დ--–----რ რ--------ას მოწმის სახით მიცემული ჩვენებით; მოწმის სახით დაკითხული ა-----------------ის ჩვენებით; მოწმის სახით დაკითხული კ-------------ის ჩვენებით; მოწმის სახით დაკითხული ხ------------------ს ჩვენებით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით; სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით; ბიოლოგიურ - გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნით; ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთ ექსპერტიზის დასკვნით; ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის დასკვნით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, ასევე საქმის სააპელაციო წესით განხილვის დროს დაზარალებულ შ---–ო ჯ-------ას მიცემული ჩვენებით, რომლის თანახმადაც დადგენილია, რომ ნ----------იმ რ--------ამ თურქეთის რესპუბლიკაში რესტორანში მიმტანად მაღალანაზღაურებად სამუშაოზე დასაქმების დაპირებით, 2013 წლის 09 მარტს ჩამოიყვანა ნ.რ--------ამ საქართველოში, ჩამოართვა უზბეკეთის მოქალაქის პასპორტი და განუცხადა, რომ ის უნდა დასაქმებულიყო პროსტიტუციით და გამოემუშავებინა საქართველოში ჩამოყვანისათვის გაწეულ ხარჯები 3000 აშშ დოლარი, თან დაემუქრა, რომ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, გაუსწორდებოდნენ ფიზიკურად, ამავდროულად როგორც მეძავს ჩააბარებდა პოლიციაში და დააპატიმრებინებდა, ხოლო მის ბებიას და ბაბუას შეატყობინებდა, რომ იგი იყო მეძავი. მუქარის გამო შ.ჯ-------ა იძულებული გახდა დასაქმებულიყო პროსტიტუციით. ნ----------იმ რ--------ა შ---–ო ჯ-------ასთან სექსუალური კავშირის დასამყარებლად ნახულობდა მამაკაცებს, თვითონვე ურიგდებოდა მომსხურების თანხაზე, ართმევდა 150-200 ამერიკულ დოლარს. ხოლო შ---–ო ჯ-------ას აიძულებდა დაემყარებინა სექსუალური კავშირი. შ---–ო ჯ-------ას მსგავს სიტუაციაში ყავდა ჩაყენებული მ------ატ რ---------ა, ფ-------ა ი-----------ა, დ--–----რ რ--------ა, რ------ კ----------ა - იგივე ნ------ი და სხვა გოგონები. რ------ კ----------ამ, ჩამოყვანიდან ათი-თხუთმეტი დღის შემდეგ კატეგორიული უარი განაცხადა პროსტიტუცის გაგრძელებაზე, რის გამოც ნ----------იმ რ--------ამ დაუწყო სისტემატური ცემა, ამავდროულად ემუქრებოდა ხ------------------თ, რომ აცემინებდა მას, რის გამოც რ------ კ----------ას დაეწყო ფსიქიკური აშლილობები, ამავდროულად ნ----------იმ რ--------ას ემუქრებოდა პოლიციაში დასმენით. 2013 წლის 22 მაისს, შუადღისას, ქ. ბათუმში, ხიმშიაშვილის ქ----- ბინა 3--–ი, მათ ბინაში მივიდა ხ------------------, რომლის მისვლიდან მცირე ხნის შემდეგ ნ----------იმ რ--------ა, ხ------------------ და რ------ კ----------ა გავიდნენ ბინიდან და თან წაიღეს რ------ კ----------ას ნივთები. მეორე დღეს, 2013 წლის 23 მაისს, დაახლოებით 11 საათზე მას ტელეფონზე დაურეკა ნ----------იმ რ--------ამ და სთხოვა მის მიერ შენახული 1000 აშშ დოლარის ქალაქ ბათუმში მდებარე მაღაზია ვილმარტთან, ლუდის ბარში მიტანა. ხსენებული ფული ნ----------იმ რ--------ამ გადასცა ხ------ რ--------ს, ამასთან ხ------ რ--------ს დაპირდა რომ დარჩენილ 200 აშშ დოლარს შ---–ო ჯ-------ა რამოდენიმე დღეში გადასცემდა. შ.ჯ-------ას ჩვენებით დგინდება, რომ რ------ კ----------ას წასვლიდან მეორე დღეს, ნ----------იმ რ--------ამ ყველა გოგონას დაუმტვრია ტელეფონის სიმბარათები და სოციალურ ქსელებში წაუშალა რ------ კ----------ას მონაცემები.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ნ----------იმ რ--------ას საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარობაში მყოფისა) პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბრალად შერაცხვას, სააპელაციო სასამართლო ამ კონტექსტში ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო სასამართლომ კ-------------- და ხ------------------ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარობაში მყოფისა) ისინი უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა იმ მოტივით, რომ საქმის მასალებით ვერ იქნა დადგენილი ხსენებულ ბრალდებულთა მიმართ აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ნაწილში მათი ბრალდება. საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირისათვის სიცოცხლის მოსპობა გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას ისეთი ადამიანისთვის, რომელსაც თავისი ფიზიკური თუ ფსიქიკური მდგომარეობის გამო არ გააჩნია დამნაშავის ქმედებაზე რეაგირებისა და წინააღმდეგობის გაწევის უნარი. ამასთან, საკასაციო პალატამ განმარტა, რომ აღნიშნული მაკვალიფიცირებული გარემოება პირს შეიძლება შეერაცხოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა როგორც დამნაშავის სუბიექტური აღქმა დაზარალებულის უმწეობისა, ისე დაზარალებულის ობიექტური მდომარეობა უმწეო მდგომარეობაში ყოფნისა. ერთ-ერთი კრიტერიუმის არარსებობა გამორიცხავს დამნაშავისთვის ზემოაღნიშნული მაკვალიფიცირ-ებული გარემოების შერაცხვის სამართლებრივ შესაძლებლობას.
ამასთან, საკასაციო პალატამ იმავე განაჩენში მიუთითა, რომ იგი ვერ იმსჯელებდა იმ მომენტისათვის ძებნილი მსჯავრდებულის, ნ----------იმ რ--------ას მიმართ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით ბრალდების ნაწილში, რადგან საქართველოს სსსკ-ის 292-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ უკანასკნელის მიერ არ მომხდარა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 მარტის განაჩენის სააპელაციო წესით გასაჩივრება. შესაბამისად სწორედ აღნიშნული მოტივით ვერ განხორციელდა ნ.რ--------ას მიმართ არსებული განაჩენის სარევიზიო წესით გადასინჯვა.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლოს შეხედულებით, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 6 მარტის განაჩენით კ-------------- და ხ------------------ გამართლდნენ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამნაშავისათვის წინასწარ შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფისა) წარდგენილ ბრალდებაში და საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებები თანხვედრაშია და იდენტურია ნ----------იმ რ--------ას მიმართ ხსენებულ ბრალდებაზე არსებულ მტკიცებულებებთან, ამიტომ იგი ასევე უნდა იქნეს უდანაშაულოდ ცნობილი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში და გამართლდეს.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (იხ. El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).
განსახილველ შემთხვევაში მსჯავრდებულ ნ----------იმ რ--------ას ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 1431-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 1431-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” პუნქტით, სსკ-ის 1431-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” პუნქტით, სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ პუნქტით, მე-2 ნაწილის ,,ე” პუნქტით და მე-3 ნაწილის ,,გ” პუნქტით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც დაზუსტებული სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (დაცვის მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ნ----------იმ რ--------ას მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობას, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელი - უვადო თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებ-ული დანაშაულის სანქციის ფარგლებშია (მაქსიმუმია), მაგრამ პალატის შეხედულებით მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, რომ მას სადავოდ არ გაუხდია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, სრულად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, არ არის ნასამართლევი; ყავს ინვალიდი დედა და 4 მცირეწლოვანი შვილი - არასამართლიანია მისთვის სანქციის მაქსიმუმის განსაზღვრა. ამავდროულად, პალატა მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილ უკიდურესად საშიშ მართლსაწინააღმდეგო ნებას და ისე განუსაზღვრავს მსჯავრდებულ ნ.რ--------ას სამართლიან სასჯელს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ნ----------იმ რ--------ას დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 მარტის განაჩენი შეტანილ იქნეს ცვლილება.
მსჯავრდებული ნ----------იმ რ--------ა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებაში.
ნ----------იმ რ--------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ------ატ რ--------ას ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431-ე მუხლის პირველი ნაწილით (შ---–ო ჯ-------ას ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით,, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ------ატ რ--------ას ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით. მასვე 01 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების და საქმიანობის უფლება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431-ე მუხლის პირველი ნაწილით (შ---–ო ჯ-------ას ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით. მასვე 01 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების და საქმიანობის უფლება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 14 (თერთმეტი) წლის ვადით. მასვე 01 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების და საქმიანობის უფლება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით. მასვე 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების და საქმიანობის უფლება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის
,,დ” ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,გ” პუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ----------იმ რ--------ას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლის ვადით. მასვე 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების და საქმიანობის უფლება.
ნ----------იმ რ--------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
მსჯავრდებულ ნ----------იმ რ--------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 21 სექტემბრიდან და სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს საექსტრადაციო პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 23 სექტემბრიდან - 2018 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე თეიმურაზ სვანიძე
მოსამართლეები: ვერა დოლიძე
მაკა გორგოძე