განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 020100118002437998
საქმე №1/ბ-507-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 სექტემბერი, 2018 წ. ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ-----–---- ზ------ს ძე კ-------ას მიმართ, დაბადებული: 2---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, დასაოჯახებელი, მცხოვრები: ქ. თბილისი, ნ----------–---–-- ქ. №35
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ნ-----–---- კ-------ამ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 2 მარტს, 19:10 სთ-ზე ქ. ზუგდიდში, გ--------------------. №38-ში მდებარე სწრაფი კვების ობიექტის წინ მდებარე ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნ-----–---- კ-------ამ ლ-–- ლ-----ეს დაარტყა მუშტი მარცხენა თვალთან, მარცხენა ხელზე დაარტყა ფეხი, რა დროსაც ლ-–- ლ-----ემ მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის განაჩენით ნ-----–---- კ-------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა შინაპატიმრობა 6 თვის ვადით. შინაპატიმრობის პერიოდში მსჯავრდებულს დაეკისრა დღე-ღამის განმავლობაში 22:00 სთ-დან 09:00 სთ-მდე პერიოდში თავის საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებულება. ამავე განაჩენით, ნ-----–---- კ-------ას დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2. სააპელაციო საჩივრების არსი:
აპელანტი - ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორი ა--- ა------ა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი გასაჩივრებულ განაჩენში და ნ-----–---- კ-------ას საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, ვინაიდან ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელი არის მსუბუქი, არ შეესაბამება დამნაშავის პიროვნებას, მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
აპელანტი - მსჯავრდებულ ნ----–---- კ-------ას ინტერესების დამცველი ადვოკატი მ------ ს-------ა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ნ-----–---- კ-------ა წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა მოწმეთა ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობები, გასაჩივრებული განაჩენი დაუსაბუთებელია.
მსჯავრდებულ ნ----–---- კ-------ას ინტერესების დამცველია ადვოკატი მ------ ს-------ა წარმოგდენილი შესაგებლით ითხოვს არ დაკამყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ნ-----–---- კ-------ას მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
დაზარალებული ლ-–- ლ-----ის განმარტებით ირკვევა, რომ ნ-----–---- კ-------ა მისი ყოფილი მეუღლის ძმაა, მათ შორის არსებობს ოჯახური კონფლიქტი, ქონებრივი დავები. 2018 წლის 2 მარტს, დაახლოებით 19:10 საათისთვის იდგა მისი სწრაფი კვების ობიექტთან, უნდა დაეკეტა იგი, ელოდებოდა შენობიდან შ------ა ნ------ს და---ზი რ------ს გამოსვლას, რა დროსაც ტერიტორიას მიუახლოვდა ნ-----–---- კ-------ა მისი კუთვნილი მერსედესის მარკის ავტომანქანით, რომელშიც წინა სავარძელში შეამჩნია მისთვის უცნობი დაბალი ტანის ადამიანი. მანქანაში უკან ვინმე არ დაუნახავს, რადგან შუშა დაბურულია. მანქანიდან ნ-----–---- კ-------ას გარდა არავინ გადმოსულა. ნ-----–---- კ-------ამ შესთავაზა საუბარი სადავო თემებზე, რაზეც უპასუხა, რომ მასთან სასაუბრო არა აქვს, ამ დროს შეაგინა, ხელი დაარტყა სახეში, რამდენჯერმე მოუქნია ფეხი, რომელიც მარცხენა მტევანზე მოხვდა და მიიღო დაზიანება, ტკივილი განიცადა. ქალბატონები, რომლებიც კარს კეტავდნენ აშველებდნენ, შ------ა ნ------ ჩადგა შუაში. გაშველებაში ასევე მონაწილეობდა სს ,,თ-------------ს" თანამშრომელი გ------- მ--–---ა. ინციდენტი დაახლოებით 7-10 წუთი გრძელდებოდა. ჩხუბის შემდეგ ხელი გაწითლებული და გახურებული ჰქონდა, შემდეგ წნევამ აუწია გამოიძახეს სასწრაფო, გადაიყვანეს საავადმყოფოში, ხელის მტევანზე გადაუღეს სურათი და გაირკვა, რომ მოტეხილობა ჰქონდა. კონფლიქტის დროს მან თვითონაც მოუქნია ხელი ნ. კ-------ას, თუმცა არ მოხვედრია.
მოწმის სახით დაკითხულ გ------- მ--–---ას ჩვენებით ირკვევა, რომ სს ,,თ------------" თანამშრომელია, ნ. კ-------ას არ იცნობს, ინციდენტის შემსწრეა, მაგრამ კონფლიქტის მეორე მხარის სახის გახსენება არ შეუძლია. 2018 წლის 2 მარტს საღამოს ბანკი დაკეტილი იყო, შენობის გარედან ხმაურის და კონფლიქტის ხმა შემოესმა, მაგრამ არ მიუქცევია ყურადღება, რადგან ასეთი სიტუაცია ხშირია. ცოტა ხნის შემდეგ, როცა სიგარეტის მოსაწევად გავიდა, დაინახა ლ-–- ლ-----ე, რომელსაც იცნობს, რადგან ბანკის მიმდებარედ (გვერდით) სწრაფი კვების ობიექტი აქვს. შეესწრო ლ-–- ლ-----ის და უცნობი პირის კონფლიქტს, ერთმანეთთან ფიზიკურად ახლოს იყვნენ, დაახლოებით 1 წუთი იყო იქ. გააშველა, განიმუხტა სიტუაცია. კონფლიქტის მეორე მხარეც წავიდა და ის დაბრუნდა ბანკში. მეორე დღეს უთხრა ლ-–- ლ-----ემ, რომ ცოლის ძმასთან მოუვიდა კონფლიქტი. საუბრის შინაარსი არ გაუგია, ვინმე ნაცნობი არ შეუმჩნევია, თუმცა რამდენიმე ადამიანი (როგორც ახსოვს დაახლოებით 5 პირი დაპირისპირებული მხარეების ჩათვლით) იდგა შემთხვევის ადგილზე. მის გამოსვლამდე რა მოხდა არ იცის, შიგნით ისეთ ადგილას (თანამშრომლის კაბინეტში) იყო, რომ გარეთ რა ხდება ყველაფერი არ ჩანს. მეორე დღეს დაზარალებულმა უთხრა, რომ ხელი დაარტყა ცოლის ძმამ, თვითონ ეს ფაქტი არ დაუნახავს, კონფლიქტის მეორე მხარე რუსული აქცენტით საუბრობდა.
მოწმის სახით დაკითხულმა კ---- ჯ-------მ, პ------ შ-----–--მ და მ----- ფ-–-–--მ განმარტეს, რომ ისინი ნ-----–---- კ-------ას მეგობრები არიან. 2018 წლის 2 მარტს დაახლოებით საღამოს 7 საათზე მასთან ერთად მისივე ავტომანქანით მივიდნენ ქ. ზუგდიდში, მთავარ მოედანზე, გ--------------------ირზე სს ,,თ------------" შენობასთან არსებულ ბანკომატთან ფულადი თანხის მისაღებად, სადაც დაინახეს ლ-–- ლ-----ე. ლ-–-მ დაუწყო არასასიამოვნო საუბარი ნ-----–---- კ-------ას და მოუქნია ხელი (ერთხელ გაარტყა) და დაიწყო კონფლიქტი, თუმცა ისინი არ ჩარეულან, მანქანიდან არ გადმოსულან.
კ---- ჯ-------მ თავის ჩვენებაში არ დაადასტურა ნ-----–---- კ-------ას მიერ ლ-–- ლ-----ის მიმართ ფიზიკურ ძალადობა. მისი განმარტებით, ნ-----–---- კ-------ა ლ-–- ლ-----ის მიერ ინიცირებული კონფლიქტის დაწყებისთანავე გამობრუნდა ავტომანქანაში.
პ------ შ-----–--ს განმარტებით ირკვევა, რომ ინციდენტის ინიციატორი ლ-–- ლ-----ე იყო, მან პირველმა მოუქნია ხელი ბრალდებულს - მარცხენა მხარეს ლოყაზე გაარტყა. ისინი ერთმანეთის პირისპირ იდგნენ. მათი საუბარი და სიტყვები არ ესმოდათ, რადგან მანქანაში შუშები აწეული იყო. შემდეგ დაინახა, რომ ნ-----–---- კ-------ა ლ-–- ლ-----ის მიმართ ხელ-ფეხს იქნევდა, 2 ადამიანი აშველებდა მათ. ალბათ დაახლოებით ერთი წუთი გრძელდებოდა ეს კონფლიქტი, ისე სწრაფად დამთავრდა, რომ ვერ მოასწრეს გადმოსვლა მანქანიდან. ნ-----–----მაც ანიშნა, მათ არ ჩამოხვიდეთო, ჩაჯდა მანქანაში და წავიდნენ.
მ----- ფ-–-–--ს განმარტებით, ნ-----–---- კ-------ამ ბანკომანტთან დაინახა ლ-–- და ერთმანეთს ხელი გაარტყეს. პირველად ლ-–-მ დაარტყა ნ-----–----ს მარჯვენა ხელი მარცხენა ლოყაზე. ნ-----–---- კ-------ა აგინებდა ლ-–-ს, რის გამოც ლ-–-მ დაარტყა და როგორც ნ-----–----მაც თქვა თვითონაც დაარტყა ლ-–-ს. ისე მალე გააშველეს, რომ მანქანიდან გადმოსვლაც ვერ მოასწრეს მეგობრებმა და ნ-----–---- კ-------ამაც ანიშნა არ გადმოხვიდეთო. მისივე განმარტებით, გამვლელი პირები აეფარნენ და ყველაფერი ვერ დაინახეს.
შ------ა ნ------ს განმარტებით, იცნობს ლ-–- ლ-----ეს და ნ-----–---- კ-------ას. მუშაობს ლ-–- ლ-----ის კუთვნილ სწრაფი კვების ობიქტში, მუშაობენ საღამოს 7-8 საათამდე, შემთხვევის დღეს, 2018 წლის 2 მარტს, 19:10 სთ-ზე უნდა დაეკეტათ ობიექტი, ლ-–- გარეთ კარებთან ელოდებოდა, შიგნით ორნი იყვნენ თვითონ და---ზი რ------ (მენეჯერი). ნ-----–---- კ-------ა აგინებდა და ურტყამდა ლ-–- ლ-----ეს. როგორც შეეძლო აშველებდა, სხვა პირებიც აშველებდნენ, ლ-–- ლ-----ეს თვალი ჩაწითლებული ჰქონდა, ხელი ტკიოდა, როცა გადაიყვანეს საავადმყოფოში გაირკვა, რომ მოტეხილი ჰქონდა თითი. სანახავად სახლში მიდიოდნენ, ცუდად იყო და ობიექტზე დიდხანს არ მისულა.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებებია დადგენილი ნ---- რ------ს ჩვენებით, რომელმაც დაადასტურა ნ-----–---- კ-------ას მიერ ლ-–- ლ-----ის მიმართ ფიზიკური ძალადობა, მოწმემ განმარტა, რომ კეტავდნენ ობიექტს, როცა გარეთ გამოვიდნენ გაიგონა გინება, დაინახა, რომ ნ-----–---- კ-------ამ ხელი დაარტყა ლ-–- ლ-----ეს სახეზე, მოუქნია ფეხი, რის გამოც მოტყდა მარცხენა ხელის თითი, წაიყვანეს საავადმყოფოში, თაბაშირი ჰქონდა, ვერ დადიოდა სამსახურში, ბინაში სანახავად მიდიოდნენ. ინციდენტის დროს გაშველებაში უცნობი პირებიც მონაწილეობდნენ.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და თანადრთული ფოტომასალით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ზუგდიდში, ზ. გ--------------------. N38-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ტერიტორიაზე (ტროტუარზე), რომლის წინ არის საავტომობილო გზა. სწრაფი კვების ობიექტს აქვს აბრა უცხოენოვანი წარწერით P----- ობიექტის მარჯვენა მხარეს არის რკინის კარი, რომლის ზევით არის აბრა ლომბარდი. აბრის გვერდით მარჯვენა მხარეს კედელზე მიმაგრებულია ვიდესათვალთვალო კამერა. აღნიშნულის გვერდით გაგრძელებაზე კედელზე მიმაგრებულია აბრა წარწერით ,,თ------------", სადაც ასევე მიმაგრებულია 2 ცალი ვიდეოსათვალთვალო კამერა. სწრაფი კვების ობიექტის მარცხენა მხარეს არის წარწერა კოსმეტიკა, და მის გვერდით არის აბრა წარწერით ექსპრეს ბანკი, რომლის ქვეშ კედელზე მიმაგრებულია 2 ცალი ვიდეოსათვალთვალო კამერა.
საქმეში წარმოდგენილია სს ,,ს------–----------------–----------" მიერ 0--------- წ გაცემული სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა I------------------------------------, სადაც მითითებულია, რომ ლ-–- ლ-----ემ (პ/ნ 1----------) ამბულატორიას მიმართა 0----------–--------------------------------------– 01:15 სთ- ზე. დიაგნოზი თავის ზედაპირული ტრავმა, მარცხენა მტევნის ნების ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა. ამბულატორიაში მიმართვისას პაციენტი უჩიოდა თავის ტკივილს, ტკივილს მარცხენა ზედა კიდურზე, მტევანზე აღენიშნებოდა შეშუპება, ჰიპერემია. მარცხენა მტევნის ძვლების რენტგენოგრაფიამ დააფიქსირა მარცხენა მტევნის ნების მეორე ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა.
საქმეში წარმოდგენილი სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 13.03.2018 წ N5--------- მომართვითა და 13.03.2018 წ N0-------- ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით ლ-–- ლ-----ემ სს ,,ს------–----------------–-----------------------------------–---------------–-“ მიმართა 0--------- წ. 22:14 სთ-ზე, საიდანაც გაეწერა 0--------- წ. 01:15 სთ-ზე დიაგნოზით თავის ზედაპირული ტრავმა. მარცხენა მტევნის ნების ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა.
0--------- წ 04:33-04:45 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას ლ-–- ლ-----ეს სხეულზე გარეგნულად თვალით ხილული მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთისა და სისხლჩაქცევის სახით.
ექსპერტიზის დასკვნით დაზიანებები განვითარებული არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად. დაზიანებები სისხლნაჟღენთისა და სისხლჩაქცევის სახით, იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხოლო დაზიანება მარცხენა მტევნის ნების ძვლის მოტეხილობის სახით იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა---კლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
ექსპერტმა გ------- გ-------–-–---–მა დაადასტურა დასკვნის შედეგები და განმარტა, რომ იგი არ არის რენდგენოლოგი, მას არ უნახავს რენდგენის სურათები, შეაფასა სამედიცინო დოკუმენტაციაში დაფიქსირებული დაზიანების (მოტეხილობის) სიმძიმე და რადგან შეძვალებას დასჭირდებოდა 21 დღეზე მეტი, დაზიანება მიეკუთვნა---კლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით. ექსპერტმა ასევე განმარტა, რომ დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ეს საგანი შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ მკვრივი კონსისტენციით და ბლაგვი ზედაპირით, მათ შორის ადამიანის ფეხი.
მსჯავრდებულ ნ-----–---- კ-------ას და დაზარალებულ ლ-–- ლ-----ეს შორის არსებული ქონებრივი დავის არსებობა დადასტურებულია პრეიუდიციული მტკიცებულებებით, კერძოდ, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 11.09.2017წ. გადაწყვეტილებითა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 20.11.2017 წ. განჩინებით.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 118-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება როგორც მოქმედებაში ისე უმოქმედობაში, დამდგარ შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებას და შედეგს შორის. ბრალის ფორმის მიხედევით აღნიშნული დანაშაული განზრახია.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას ნ-----–---- კ-------ას უდანაშაულოდ ცნობის და გამართლების თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული პოზიცია წინააღმდეგობაშია საქმეზე გამოკველულ ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებთან;
სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ ლ-–- ლ-----ის ჩვენებას, რომელმაც დეტალურად აღწერა შემთხვევის დღეს განვითარებული მოვლენები, კერძოდ, დაზარალებული ჩვენებით ირკვევა, რომ ნ. კ-------ამ შესთავაზა საუბარი სადავო თემებზე, რაზეც უარი უთხრა, რის შემდეგაც ნ. კ-------ამ მას შეაგინა, ხელი დაარტყა სახეში, რამდენჯერმე მოუქნია ფეხი, რომელიც მარცხენა მტევანზე მოხვდა, მიიღო დაზიანება და განიცადა ტკივილი. შემდეგ გაირკვა, რომ მოტეხილობა ჰქონდა. დაზარალებულის მიერ აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს ადასტურებენ მოწმის სახით დაკითხული, შემთხვევის თვითმხილველი მოწმეები: შ. ნ------ და ნ. რ------, რომელთა ჩვენებებით დასტურდება ნ-----–---- კ-------ას მხრიდან ლ-–- ლ-----ის მიმართ განხორციელებული ძალადობა, რის შედეგადაც დაზარალებულს მოტყდა მარცხენა ხელის თითი. მოწმეების: პ. შ-----–--ს და მ. ფ-–-–--ს ჩვენებებით ირკვევა, რომ ისინი მანქანიდან არ გადმოსულან, გაშველება მოხდა ძალიან სწრაფად, მ. ფ-–-–--ს განმარტებით, მათ გამვლელი პირები აეფარნენ და ყველაფერი ვერ დაინახეს, პ. შ-----–--ს ჩვენებით ირკვევა, რომ მათ საუბრის ხმა და სიტყვები არ ესმოდათ, თუმცა ადასტურებენ ლ. ლ-----ესა და ნ. კ-------ას შორის მომხდარ ფიზიკურ შეხლა-შემოხლას.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე საქმეში წარმოდგენილ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასა და ექსპერტ გ. გ-------–-–---–ის ჩვენებაზე, აღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ექსპერტიზა ჩატარდა პირველადი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე, სადაც აღნიშნულია, რომ პაციენტს ჩაუტარდა მარცხენა მტევნის ძვლების რენტგენოგრაფია და დაფიქსირდა მარცხენა მტევნის ნების მეორე ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა, რაც ჩასწორდა და დაედო თაბაშირის ნახვევი. ექსპერტმა შეაფასა სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილი დაზიანების (მოტეხულობის) სიმძიმე და რადგან შეძვალებას ჭირდებოდა 21 დღეზე მეტი დრო, დაზიანება მიაკუთვნა---კლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნებით. აქვე პალატა მიუთითებს, რომ ლ-–- ლ-----ისათვის თაბაშირის ნახვევის არსებობას ადასტურებენ მოწმეები შ. ნ------ და ნ. რ------.
რაც შეეხება მოწმის სახით დაკითხულ კ---- ჯ-------ს ჩვენებას, პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებას იმასთან დაკავშირებით, რომ მისი ჩვენება წინააღმდეგობაშია საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან, მათ შორის მასთან ერთად მყოფი პირების მიერ მიცემულ ჩვენებებთან, რის გამოც სასამართლო მას ვერ გაიზიარებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე როგორც გამოკვლეული, ისე უდაოდ მიჩნეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს მსჯავრდებულ ნ-----–---- კ-------ს მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებების ჩადენას, რაც გვათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ტოვებს ეჭვს მსჯავრდებულის ქმედების არცერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი მსჯავრდებულის გამართლების თაობაზე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ნ-----–---- კ-------ას მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილი სანქციის სახით ითვალისწინებს გამასწორებელ სამუშაოს ვადით თვრამეტ თვემდე, ან შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.
საქართველოს სსკ–ის 471–ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით შინაპატიმრობა ნიშნავს მსჯავრდებულისათვის დღე-ღამის განსაზღვრულ პერიოდში თავის საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებულების დაკისრებას. შინაპატიმრობა ენიშნება---სამართლობის არმქონე პირს ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით. ამავე მუხლის მე–7 ნაწილით შინაპატიმრობის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულს ეკრძალება საქართველოს საზღვრის გადაკვეთა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ნ-----–---- კ-------ას სასჯელი გაუნსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ასევე, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებული ახალგაზრდა ადამიანია, ხასიათდება დადებითად, დასაქმებულია, ნასამართლობის არ მქონეა, ადრე ძალადობრივი ქმედებების ჩადენაში არ არის შემჩნეული და ძირითადი სასჯელის სახით გაესაზღვრა შინაპატიმრობა, სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციის ფარგლებში, ასევე დამატებითი სასაჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ნ-----–---- კ-------ას მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრება, მისთვის საპატიმრო სასჯელის დანიშვნა და შესაბამისად, პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზუგდიდის რაიონული რაიონული პროკურატურის პროკურორ ა--- ა------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ ნ-----–---- კ-------ას ინტერესების დამცველი ადვოკატის მ------ ს-------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ნ-----–---- კ-------ა ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს შინაპატიმრობა 06 (ექვსი) თვის ვადით.
შინაპატიმრობის პერიოდში მსჯავრდებულს დაეკისროს დღე-ღამის განმავლობაში 22:00 საათიდან 09:00 საათმდე პერიოდში თავის საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებულება.
შინაპატიმრობის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნ-----–---- კ-------ას დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ნ----–---- კ-------ას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს სახით გადახდილი თანხა 5000 (ხუთი ათასი) ლარი დაუბრუნდეს გირაოს შემტანს, განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან 01 (ერთი) თვის ვადაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე