განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.05.2019
საქმის ნომერი
080210018001890395
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
01.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210018001890395

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-161-19 01 მაისი 2019 წელი

ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე

 

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

 

აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) წარმომადგენელი - - - - შპს ,,ქუ-----–------ი“ კ------------- ნა-------ა თე---------ი კი-–-----–---–ი ზ---- ხ-–--–--

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთის გამოთხოვა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, 2009 წლის 20 ნოემბერს, თე--------- კი-–-----–---–მა ქ.ქ-------–----–-----–----------ში, მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით, რომელშიც მოწყობილი ჰქონდა ხის სახერხი საამქრო, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მიყიდა შპს ,,ქუ-----–------ს’’. საამქროში განთავსებული იყო რელსებზე მოძრავი 10 ტონა ტვირთამწეობის ამწე-ტელფერი. მყიდველი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სთხოვეს მოსარჩელეს იმთავითვე არ მოეხდინა ამწე-ტელფერის დემონტაჟი და მისი მოთხოვნიდან უახლოეს ვადაში დაუბრუნებდნენ მას, ან შეუძენდნენ ანალოგიურ ნივთს, რაზედაც დაეთანხმა, ვინაიდან მისი კუთვნილი საამქროც იქვე, გვერდით ფუნქციონირებდა და მას უფლება რჩებოდა ნებისმიერ დროს ესარგებლა თავისი ქონებით. 2017 წლის თებერვალში, მოპასუხის წარმომადგენლებმა უარი უთხრეს ამწე-ტელფერით სარგებლობაზე და განუცხადეს, რომ ნივთი წარმოადგენდა მათ საკუთრებას, რადგან მიაჩნდათ, რომ ის, 2009 წელს შეიძინეს შენობა-ნაგებობასთან ერთად. მიუხედავად მოთხოვნისა, მოპასუხე უარს აცხადებს ნივთის დაბრუნებაზე, რის გამოც მომართა სასამართლოს. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მან, მოსარჩელისგან ნამდვილად შეიძინა მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით და მასში არსებული ამწე-ტელფერით, რომელიც წარმოადგენს ამ შენობის განუყოფელ ნაწილს, აუცილებელია მისი სრულყოფილი და ჯეროვანი სარგებლობისათვის და მისი გამოცალკევება და დემონტაჟი შეუძლებელს გახდის საწარმოო მიზნებისათვის შენობის სამომავლო ექსპლუატაციას. მხარეებს შორის ამ ნივთის თხოვების თაობაზე შეთანხმება არ ყოფილა. თხოვების ან მიბარების შემთხვევაში, შეთანხმება უნდა გაფორმებულიყო წერილობით. მხარეებს შორის კი არსებობს ხელწერილი, რომლის თანახმად მათ ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ აქვთ. ვინაიდან, ამწე-ტელფერი წარმოადგენს შენობის განუყოფელ ნაწილს, მასზე მოპასუხის უფლება ვრცელდება შენობა-ნაგებობის შეძენის მომენტიდან, რაც ადასტურებს სადავო ნივთზე მათი საკუთრების უფლებას და გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. თე--------- კი-–-----–---–ის (წარმომადგენელი ზ---- ხ-–--–--) სარჩელი დაკმაყოფილდეს; 2. გამოთხოვილ იქნეს, მოპასუხე შპს ”ქუ-----–------ის” უკანონო მფლობელობიდან რელსებზე მოძრავი 10 ტონის ტვირთამწეობის ამწე-ტელფერი და დაუბრუნდეს მოსარჩელე თე--------- კი-–-----–---–ს; 3. მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს, მის მიერ სარჩელის აღძვრისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 1200 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი - 50 ლარის ანაზღაურება; 4. გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელად. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. 2009 წლის 20 ნოემბერს, თე--------- კი-–-----–---–მა გაყიდა, ხოლო შპს ,,ქუ-----–------მა’’ (წარმომადგენელი-ვ------- მა--------ე) განვადებით იყიდა მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა, მდებარე, ქ.ქ-----------–-----–----------–------------ ნასყიდობის საგანი გაიყიდა 190 000 (ასოთხმოცდაათი ათასი) აშშ დოლარად. 2.2. ქ.--------–----–-----–---------–-------------- მესაკუთრეა მოსარჩელე თე---------ი კი-–-----–---–ი. 2.3. 2004 წლის 19 მაისით დათარიღებული, ხის სახერხი საამქროს ტექნოლოგიური პროექტის მიხედვით, ქ. ქ-------–----–-----–----------ში მდებარე, იმ დროისათვის თე--------- კი-–-----–---–ის სამრეწველო შენობაში განთავსებული იყო რელსებზე მოძრავი 10 ტონა ტვირთამწეობის ამწე-ტელფერი. შპს „--------------- ც--------“ 2017 წლის 14 მარტის აუდიტორული დასკვნის თანახმად, ქ. ქ-------–----–-----–----------ში მდებარე ამწე-ტელფერი ტექნიკურად გამართულია და მისი საბაზრო ღირებულება შეადგენს 40000 (ორმოცი ათასი) ლარს. 2.4. მოსარჩელის შუამდგომლობით დაკითხულმა მოწმე გ------- გუ---–--ემ აჩვენა, რომ იგი პროფესიით მექანიკოსია. მისთვის ცნობილია, რომ მოდავე მხარეებს შორის საუბარი იყო, მხოლოდ შენობის ნასყიდობაზე და მყიდველისათვის ფასი მისაღები იყო. მოპასუხემ თავად განაცხადა, რომ ამწე-ტელფერი არ აწყობდათ მოცულობის გამო და თავისას მოიტანდნენ. ამიტომაც, მხოლოდ შენობა იყიდეს. თე--------- კი-–-----–---–ს ჰქონდა სახერხი საამქრო და ,,პარკეტის’’ საამქრო 2 ნაწილად. მოსარჩელემ, დაზგა-დანადგარები, ასევე 1 ამწე მოხსნა (გაუკეთა დემონტაჟი) და წამოიღო, მეორე ამწე მაშინვე არ გამოიტანა, რადგან მხარეებს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და დატოვა დროებით, ათხოვა მოპასუხეს. თავად მოპასუხემ არაერთხელ აღნიშნა, რომ მათ, მხოლოდ შენობა აინტერესებდათ. მხარეები ერთობლივად სარგებლობდნენ კიდეც სადავო ამწით, თუმცა მოგვიანებით მოპასუხემ, მოსარჩელე აღარ დაუშვა ამ ტერიტორიაზე. 2.5. მოსარჩელის შუამდგომლობით დაკითხულმა მოწმე გი- კო------ემ აჩვენა, რომ ის ესწრებოდა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოებულ მოლაპარაკებებს. მოსარჩელემ 1 ამწე-ტელფერი და დაზგა-დანადგარები მოხსნა და წაიღო იქვე მდებარე თავის სახერხ საამქროში, მეორე ამწე კი დროებით დატოვა. მოპასუხემ, როდესაც შენობა იყიდა, თანვე განაცხადა, რომ მას ეს ამწე არ სჭირდებოდა, თუმცა შეთანხმდნენ, რომ, თუ მაგიერს მიუტანდნენ, მოსარჩელე აღარ მოხსნიდა მას და არ წაიღებდა. მისთვის გაუგებარია, რატომ არ დაუბრუნა მოპასუხემ მოსარჩელეს მეორე ამწე-ტელფერი. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.6. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე, 158-ე, 477-ე, 186-ე, 621(1)-ე, 168-ე, 170-ე, 172-ე მუხლებზე და განმარტა: სადავო 10 ტონა ტვირთამწეობის ამწე-ტელფერი არის მოძრავი ნივთი, შესაბამისად, მასზე ვრცელდება მოძრავი ნივთის შეძენისათვის სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლით დადგენილი წესები. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. 2.7. სასამართლომ, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე დაადგინა, რომ თე--------- კი-–-----–---–მა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მხოლოდ შენობა-ნაგებობა გაასხვისა, იქ განთავსებული ყველა ინვენტარი წამოიღო, გარდა სადავო ამწე-ტელფერისა, რომელიც მხარეებს შორის ურთიერთობიდან და შეთანხმებიდან გამომდინარე, დროებით დატოვა, ათხოვა მოპასუხეს, მასზე საკუთრების უფლება მოპასუხისთვის არ გადაუცია და ისინი ამ ნივთით წლების მანძილზე ერთობლივად სარგებლობდნენ. 2.8. დადგენილია, რომ მხარეებს არ განუსაზღვრავთ თხოვების ხელშეკრულებით მისი მოქმედების ვადა, ამიტომ გამნათხოვრებელს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მოძრავი ნივთის დაბრუნება. ვინაიდან, 2017 წლის თებერვალში მოპასუხემ მოსარჩელეს აღარ მისცა სადავო ამწე-ტელფერით სარგებლობის უფლება, ასევე უარი განუცხადა ამ ნივთის დაბრუნებაზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის სამართლებრივი ინტერესის აღსადგენად, ის უფლებამოსილია, მოითხოვოს ამ ნივთის უკან დაბრუნება. შესაბამისად, მოსარჩელეს მოთხოვნა საფუძვლიანად ჩაითვალა და დაკმაყოფილდა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ, მოსარჩელე მხარის „მონათხრობით“ და იმ მოწმეთა ახსნა-განმარტებებით, რომლებიც საერთოდ არ ესწრებოდნენ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის მიმდინარე უძრავი ქონებისა და ამჟამად სადავოდ გახდარი ნივთის ნასყიდობასთან დაკავშირებით არსებულ მოლაპარაკებებს დაადგინა, რომ მოსარჩელემ ათხოვა 10 ტონის ტვირთამწეობის ამწე-ტელფერი მოპასუხეს და ამჟამადაც ის არის შპს „ქუ-----–------ის“ მფლობელობასა და სარგებლობაში, (მხარეთა და მოწმეთა ახსნა-განმარტება), რაც ა----–------. 3.2. სადავო ამწე-ტელფერის შეძენაზე არ მომხდარა ნასყიდობის ხელშეკრულების წერილობითი ფორმით გაფორმება. მისი შეძენა და გადაცემა მოხდა მხარეთა მიერ ზეპირსიტყვიერი შეთანხმებით, რომლის ღირებულებაც გათვალისწინებული იყო უძრავი ქონების ნასყიდობასთან დაკავშირებით გადახდილ თანხაში. უნდა აღინიშნოს, რომ მოძრავი ნივთებზე საკუთრების უფლების წარმოსაშობად კანონმდებლობა არ ავალდებულებს შემძენს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებას და შემდგომში მის რეგისტრაციას. ამდენად, გაურკვეველია, თე--------- კი-–-----–---–ის ზეპირსიტყვიერი განმარტების საფუძველზე, რატომ მიიჩნია სასამართლომ, რომ მოსარჩელე მხარემ მიყიდა მოპასუხეს, მხოლოდ უძრავი ქონება, ხოლო მასში განთავსებული ამწე-ტელფერი ათხოვა. 3.3. გარდა ამისა, სკ-ის 171-ე მუხლიდან გამომდინარე, სადავო მოძრავი ნივთი წარმოადგენს შენობის არსებით შემადგენელ ნაწილს. მოპასუხე მხარის მიერ მის შეძენაზე მეტყველებს ის გარემოება, რომ მოსარჩელემ უძრავი ქონების გასხვისების შემდგომ გაიტანა შენობაში განთავსებული მისი საკუთრება, დაახლოებით, 20 ერთეული დაზგა-დანადგარები, ხოლო გაურკვეველი მიზეზების გამო, ამწე-ტელფერზე დავა დაიწყო სასამართლოში მისი ქონების გასხვისებიდან 10 წლის შემდგომ.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს თე--------- კი-–-----–---–ის სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.3. პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.5. პუნქტში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, 2.6-2.8 პუნქტებში მითითებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები-სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე, 186-ე, 621-ე მუხლები და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს: მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს სანივთო უფლებიდან, კერძოდ, მოძრავი ნივთის მესაკუთრის უფლებიდან, რომლის სამართლებრივი განმარტება მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებში. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, მოპასუხე შპს ,,ქუ-----–------ს“ გააჩნია, თუ არა, მოძრავი ქონების მართლზომიერი ფლობის უფლება და არსებობს, თუ არა თე--------- კი-–-----–---–ის ვინდიკაციური მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. ამ მხრივ მოპასუხემ მიუთითა მოთხოვნის დაკმაყოფილების გამომრიცხავ გარემოებაზე და განმარტა, რომ სადავო მოძრავი ნივთი მან შეიძინა უძრავ ქონებასთან ერთად, უძრავ ქონებაში გადახდილი ფასი მოიცავდა სადავო ნივთის ღირებულებასაც, შესაბამისად, წარმოადგენს მის მესაკუთრეს. 4.4. სადავო საკითხებთან მიმართებაში პალატა მიუთითებს სკ-ის 158.1-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება მხარეებს აკისრიათ, რომლებიც თავიანთ სამართლებრივ მოთხოვნას აღნიშნულ გარემოებებს აფუძნებენ. ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, სადავო მოძრავი ნივთი მოპასუხის მფლობელობაშია, სწორედ მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს ამ ნივთზე მისი საკუთრების უფლებისა და მასზედ თხოვების ხელშეკრულების დადების დადასტურება. მოსარჩელემ, მისი მოთხოვნის დასადასტურებლად მიუთითა განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების შინაარსზე, ასევე სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებზე. 4.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სკ-ის 52-ე მუხლიდან გამომდინარე, საქმეზე წარმოდგენილი განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებაში გამოვლენილი ნების შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულებაში მხარეებმა ნათლად გამოავლინეს მხოლოდ უძრავი ქონების შესყიდვის ნება, რასაც ასევე ადასტურებს სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებიც. ამდენად, მოპასუხე მხარის პოზიცია იმის თაობაზე, რომ უძრავი ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას მხარეებმა ზეპირად ასევე გამოავლინეს ნება 40000 ლარად ღირებული მოძრავი ნივთის ნასყიდობაზეც, რომლის ფასიც გათვალისწინებული იქნა უძრავი ქონების ფასში-გაზიარებული ვერ იქნება. 4.6. სამოქალაქო კოდექსის 615-ე, 621-ე მუხლის 1-ლი და მეორე ნაწილების თანახმად, თხოვების ხელშეკრულებით გამნათხოვრებელი კისრულობს ვალდებულებას გადასცეს მონათხოვრეს ქონება დროებით უსასყიდლო სარგებლობისათვის. მონათხოვრე მოვალეა, თხოვების ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ნათხოვარი ნივთი უკან დააბრუნოს. თუ ხელშეკრულებით ვადა არ არის განსაზღვრული, მაშინ გამნათხოვრებელს შეუძლია ნივთი დაიბრუნოს გამიზნული სარგებლობისათვის საჭირო დროის გასვლის შემდეგ; ხოლო, თუკი მიზანი არ არის განსაზღვრული, მაშინ მას შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი დაბრუნება. 4.7. ვინაიდან, დადასტურებულია მხარეთა შორის განუსაზღვრელი ვადით თხოვების ხელშეკრულების არსებობა, პალატა თვლის, რომ მფლობელი-შპს „ქუ-----–------ი“ ვალდებული-, სკ-ის 621-ე მუხლის შესაბამისად, მესაკუთრის-თე--------- კი-–-----–---–ის მოთხოვნის საფუძველზე დააბრუნოს ნათხოვარი მოძრავი ნივთი -10 ტონის ტვირთამწეობის ამწე-ტელფერი. ამ მსჯელობიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მოთხოვნა საფუძვლიანია, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე დასაბუთებული. 4.8. პალატა არ იზიარებს სსკ-ის 171-ე მუხლზე აპელანტის მითითებას, რომლის თანახმადაც, ნივთზე საკუთრების უფლება ვრცელდება, ასევე ამ ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილებზედაც, კერძოდ: ამავე კოდექსის 150-ე მუხლის თანახმად, ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილად განიხილება, როგორც ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი), ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 193-ე მუხლის თანახმად, თუ მოძრავი ნივთი ისეა მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული, რომ იგი ამ ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი გახდა, მაშინ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, იმავდროულად ხდება ამ ნივთის მესაკუთრეც. განსახილველ შემთხვევაში, სადავო მოძრავ ნივთს წარმოადგენს რელსებზე მოძრავი 10 ტონის ტვირთამწეობის ამწე-ტელფერი, რომლის გამოცალკევებაც შესაძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე. ამდენად, სადავო მოძრავი ნივთი ვერ განიხილება უძრავი ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილად და აღნიშნული საფუძვლით მასზე ვერ გავრცელდება მოპასუხის საკუთრების უფლება. 4.9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც თე--------- კი-–-----–---–ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ შპს „ქუ-----–------ის“ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის შპს ,,ქუ-----–------ის“ მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-160 ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შპს ,,ქუ-----–------ი“-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე