განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001603872
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/1635-1- 10 იანვარი, 2019 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ხათუნა არევაძე
მოსამართლეები - ანა გოგიშვილი
ეკატერინე ცისკარიძე
სხდომის მდივნები – ანა ჩიკვაიძე, მარინე თათრიაშვილი
აპელანტი – ს--------–--–-–---–ი
წარმომადგენელი – დ-----------ე
მოწინააღმდეგე მხარეები – ნ---------–-–--ა, გ----------–-ა, დ----------–-ა
მესამე პირი – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური სამინისტროს უფლებამონაცვლე დევნილთა და ეკომიგრანტთა პოლიტიკის განხორციელების ნაწილში)
წარმომადგენელი - ე---------–-–---–ი
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით, ს--------–--–-–---–ის სარჩელი, მოპასუხეების - ნ---------–-–--ას, დ----------–-ას და გ----------–-ას უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ბინის, მდებარე თბილისი, ვარკეთილის მასივი, ზემო პლატო, მე-2 მ/რაიონი, მ---- კორპუსი, ბინა N1-, საკადასტრო კოდი N0---------------------8 გამოთხოვის და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თბილისი, მასივი ვარკეთილი, ზემო პლატო, მეორე მ/რაიონი, კ------------, №1- ბინის მესაკუთრეს საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე წარმოადგენს ს--------–--–-–---–ი.
2.2. ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის დადგენილებით ს--------–--–-–---–ის საკუთრებაში არსებულ ბინას მიენიჭა ნომერი 1-.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.3. ნ---------–-–--ამ ადმინისტრაციული წესით გაასაჩივრა ს--------–--–-–---–ის მიმართ გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა, რაც 2016 წლის 30 მარტის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ნ---------–-–--ა წარმოადგენს აფხაზეთიდან დევნილის სტატუსის მქონე პირს.
2.4. საქმეზე წარმოდგენილია იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მონაცემთა ბაზის მიხედვით ნ---------–-–--ა და მისი ოჯახის წევრები გ----------–-ა, დ----------–-ა და ნ------------–-–--ა (გარდაცვლილი) დევნილად არიან რეგისტრირებული სადავო მისამართზე და მათზე გაცემულია დევნილთა მოწმობები.
2.5. სამინისტროს მიერ საქმეში წარმოდგენილია მოპასუხეთა დევნილის ანკეტები, სადაც მათი რეგისტრაციის ადგილად მითითებულია ვარკეთილის მასივი, მეორე მ/რაიონი, კ------------, განსახლების ფორმა არის კერძო.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.6. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცით, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს სამი წინაპირობა: 1. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, 2. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და 3. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი სარჩელი არის ვინდიკაციური, რომლითაც მესაკუთრე ახდენს სხვისი უკანონო მფლობელობიდან მისი საკუთრების ვინდიცირებას, მისი გამოთხოვის გზით. ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როცა შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა; სახელდობრ, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ნივთის ვინდიცირებაც სხვისი უკანონო მფლობელობიდან მის გამოთხოვას გულისხმობს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხეები არიან დევნილები; მათ სახელმწიფომ გამოუყო საცხოვრებელი ბინა და იგი აღრიცხულია დევნილთა განსახლების ობიექტად.
სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეები უკანონოდ არ არიან შეჭრილნი მოსარჩელის საკუთრებაში, მათ მიეცათ უფლება დაეკავებინათ აღნიშნული ბინა და წარმოადგენენ რა კომპაქტურად ჩასახლებულ პირებს, მათზე ვრცელდება საქართველოს კანონი ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ”.
ხსენებული კანონის მე-4 მუხლის ,,დ" პუნქტის შესაბამისად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა.
ამავე კანონის მე-14 მუხლის პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და მე-5 პუნქტების თანახმად: საცხოვრებელ ფართობთან/საბინაო საკითხებთან დაკავშირებული დავები წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის აღმოფხვრამდე ან დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფამდე დევნილს არ ასახლებენ მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართობიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც: ა) დევნილთან ფორმდება წერილობითი შეთანხმება მის მიერ დაკავებული ფართობის სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფის თაობაზე; ბ) დევნილს გამოეყოფა შესაბამისი საცხოვრებელი ფართობი, რომლითაც არ გაუარესდება მისი საყოფაცხოვრებო პირობები; გ) ხდება სტიქიური ან სხვა მოვლენა, რომელიც ითვალისწინებს კომპენსაციას და რეგულირდება საერთო წესით. დევნილის/დევნილი ოჯახის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართობი, ამ კანონის მე-4 მუხლის „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულის გარდა, არის ის საცხოვრებელი ფართობი, სადაც ამ კანონის ამოქმედებამდე დევნილი განასახლა სახელმწიფომ, რომელიც მონაცემთა ბაზაში აღრიცხული იყო, როგორც დევნილთა კომპაქტურად (ორგანიზებულად) განსახლების ობიექტი, რომელშიც სამინისტრო ყოველწლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ანაზღაურებდა ადმინისტრაციის, საყოფაცხოვრებო და კომუნალური (მათ შორის, მოხმარებული ელექტროენერგიის) მომსახურების ხარჯებს და რომელიც სახელმწიფო ან კერძო საკუთრება იყო.
სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, დადასტურებულია, რომ მოპასუხეები წარმოადგენენ იძულებით გადაადგილებულ პირებს. დადგენილია ის გარემოებაც, რომ უძრავი ქონება სამინისტროს მონაცემთა ბაზის მიხედვით აღრიცხულია, როგორც დევნილთა კერძო განსახლების ობიექტი. აქედან გამომიდნარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეები ბინას ფლობენ მართლზომიერად, რის გამოც არ უნდა მოხდეს მათი მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ ნ---------–-–--ას, დ----------–-ას და გ----------–-ას, როგორც დევნილებს, სახელმწიფომ გამოუყო საცხოვრებელი ბინა, რომელიც აღრიცხულია დევნილთა განსახლების ობიექტად.
ასევე, სასამართლომ დაადგინა, რომ ნ---------–-–--ა, დ----------–-ა და გ----------–-ა უკანონოდ არ შეჭრილან ს--------–--–-–---–ის საკუთრებაში და მათ მიეცათ უფლება დაეკავებინათ სადაო ბინა და წარმოადგენენ კომპაქტურად ჩასახლებულ პირებს.
სასამართლომ, ასევე სათანადო მტკიცებულებების არ არსებობის პირობებში, დაადგინა, რომ სადაო ქონება, მდებარე თბილისი, ვარკეთილის მასივი, ზემო პლატო, მე-2 მკ/რ-ნი, მ---- კორპ. ბინა 1-,, საკადასტრო კოდით 0---------------------8, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მონაცემთა ბაზის მიხედვით აღრიცხულია, როგორც დევნილთა კერძო განსახლების ობიექტი.
აპელანტის მოსაზრებით, არც მოპასუხეებისა და არც საქმეში მესამე პირად ჩართული აღნიშნული სამინისტროს მიერ არ წარმოდგენილა რაიმე სახის დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს იმის შესახებ, რომ საცხოვრებელი ბინა ნამდვილად გადასცა სახელმწიფომ მოპასუხეებს და იგი მათ არ დაუკავებიათ თვითნებურად;
ასევე საქმე არ ერთვის რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მონაცემთა ბაზაში უძრავი ქონების, როგორც დევნილთა კერძო, კომპაქტურად განსახლების ობიექტად აღრიცხვას.
ამასთან, აპელანტის განმარტებით, ის გარემოება, რომ მოპასუხეები რეგისტრირებულნი არიან ვარკეთილის მასივი, ზემო პლატო, მე-2 მკ/რ-ნი, მ---- კორპუსი, არ ნიშნავს იმას, რომ ისინი უშუალოდ ს--------–--–-–---–ის საკუთრებაში არსებულ N1- ბინაში არიან რეგისტრირებულნი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა გარემოება მასზედ, რომ ნ---------–-–--ას სადაო ფართზე არ გააჩნდა არანაირი დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა მისი როგორც კანონიერი მოსარგებლის უფლებას სადაო ფართზე, ხოლო თვითნებურად, ფართის საცხოვრებლად ვარგისად მოყვანა და მასში ცხოვრება არ ადასტურებს (წარმოშობს) კანონიერად სარგებლობის ფაქტს.
3.2. რაც შეეხება გადაწყვეტილების სამართლებრივ უსწორებებს, აპელანტი აღნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტისას გამოყენებულია კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა სასამართლოს; კერძოდ, სასამართლომ მიუთითა, რომ არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს სამი წინაპირობა: 1. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე. 2. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და 3. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ მოყვანილი პირველი ორი წინაპირობა უდავოდ სახეზეა, ხოლო რაც შეეხება მესამე წინაპირობას, ფართის გადაცემა სახელმწიფოს მხრიდან მართლზომიერ მფლობელობაში, სახეზე არ არის და აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმის მასალებში არ არსებობს, ვინაიდან ასეთ ფაქტს არ ჰქონია ადგილი.
სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ მოპასუხეებმა ნამდვილად თვითნებურად დაიკავეს სადაო ფართი და შემდგომში მოხდა მათი რეგისტრაცია, რაც ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ მათ კანონიერი საფუძვლით მიიღეს ფართი საცხოვრებლად.
ამდენად, აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ ჩამოთვლილი სამივე წინაპირობა განსახილველ შემთხვევაში სახეზეა. აპელანტის განმარტებით, მიუღებელია და ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული როგორც მოპასუხის, ისე მესამე პირად საქმეში ჩართული სამინისტროს ის პოზიცია, რომ ვინაიდან მოპასუხეები არიან დევნილად რეგისტრირებულნი, ს--------–--–-–---–ს უპირობოდ, ამასთან, განუსაზღვრელი ვადით უნდა შეეზღუდოს საკუთრების უფლება;
სააპელაციო საჩივარში მითითებულია ასევე, რომ ს--------–--–-–---–მა სრულიად კანონიერად მოიპოვა საკუთრების უფლება სადაო ბინაზე, ნ---------–-–--ა, დ----------–-ა და გ----------–-ა კი ყოველგვარი იურიდიული საფუძვლის გარეშე თვითნებურად შეიჭრნენ სადაო ფართში და მარტოოდენ რეგისტრაცია ვერ დაადასტურებს მათ მართლზომიერ მფლობელობას;
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მოითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა (წარმომადგენელების) მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ ს--------–--–-–---–ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის სრულყოფილად დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს საქმეზე ახალ გადაწყვეტილებას.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
- ქ. თბილისის საქარხნო რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 04.09.90წ. N23------ გადაწყვეტილებით ს--------–--–-–---–ს მიეცა სამოთახიანი იზოლირებული ბინა ფართით 54,6 კვ.მ. მდებარე ქალაქი თბილისი, მასივი ვარკეთილი, ზემო პლატო, მეორე მ/რაიონი, კ------------ და გაიცა ბინაში შესახლების ორდერი ოჯახის ხუთ წევრზე.
- თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის 05.09.2008 N7---- დადგენილებით ს--------–--–-–---–ის საკუთრებაში არსებულ ქალაქ თბილისში, ვარკეთილის მასივში, ზემო პლატოს მეორე მ/რაიონში, მ---- კორპუსში მდებარე ბინას მიენიჭა ნომერი 1-.
_ თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის 27.12.2---წ. N3-- განკარგულებით დაკმაყოფილდა ს--------–--–-–---–ის მოთხოვნა და მას უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაეცა სახელმწიფო ფონდის საცხოვრებელი იზოლირებული ბინა N1-, მდებარე ქალაქი თბილისი, მასივი ვარკეთილი, ზემო პლატო, მეორე მ/რაიონი, კ------------,_ ზემოაღნიშნული ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის 27.12.2---წ. N3-- განკარგულების საფუძველზე, დასახელებულ უძრავ ქონებაზე ს--------–--–-–---–ის სახელზე 28.12.2---წ. გაიცა N3--- საკუთრების უფლების მოწმობა.
_ N3--- საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, სოფიო შანსაშვილი, საჯარო რეესტრის ამონაწერით წარმოადგენს უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თბილისი, მასივი ვარკეთილი, ზემო პლატო, მეორე მ/რაიონი, კ------------, ბინა N1- მესაკუთრეს.
- საქმის მასალებით დადგენილია ის გარემოება, რომ ნ---------–-–--ამ ადმინისტრაციული წესით გაასაჩივრა ს--------–--–-–---–ის მიმართ გაცემული თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის 27.12.2---წ. N3-- განკარგულება და N3--- საკუთრების უფლების მოწმობა; საჩივრის ავტორი განმარტავდა, რომ მისი ზემოაღნიშნულ მისმართზე შესახლება განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის 25.05.19-6წ. N6-- ბრძანებულების და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს რეგისტრაციის საფუძველზე.
ქ. თბილისის მინიციპალიტეტის მერიის 19.12.2013 წლის N2--- განკარგულებით არ დაკმაყოფილდა ნ---------–-–--ას ადმინისტრაციული საჩივარი; საჩივრის ავტორს განემარტა, რომ მას არ გააჩნდა არანაირი დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა მისი, როგორც კანონიერი მოსარგებლის უფლებას სადავო ფართზე;
_ საქმის მასალებით ასევე ირკვევა, რომ ნ---------–-–--ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ინდივიდუალრი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების _ თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის 27.12.2---წ. N3-- განკარგულების და N3--- საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის მოთხოვნით;
_ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
ადმინისტრაციულ დავაზე მიღებულ კანონიერ ძალაში შესულ ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 02.02.2010 წლის N------ წერილის თანახმად, ქალაქ თბილისში, ვარკეთილის მასივში, ზემო პლატოზე, მეორე მ/რაიონში, მ------------ კორპუსში არსებულ ფართებზე რეგისტრირებული იყო სხვადასხვა ფიზიკური პირების საკუთრების უფლება; ამავე წერილით განიმარტა, რომ აღნიშნულ უძრავ ქონებაზე არ იყო რეგისტრირებული სახელმწიფოს საკუთრების უფლება. მითითებულ ადმინისტრაციულ დავაზე სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელემ ვერ წარუდგინა სასამართლოს სადავო ფართზე მისი უფლების დამდგენი დოკუმნეტი, ხოლო თვითნებურად მისი საცხოვრებლად ვარგ
ისად მოყვანა, არ წარმოშობდა კანონიერად სარგებლობის ფაქტს, ასევე არც სადავო ფართში მისი რეგისტრაცია არ წარმოშობდა უძრავი ნივთის მისთვის საკუთრებაში გადაცემის ვალდებულებას. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ქონების ღირებულების თვითნებურად მესამე პირების მიერ გაზრდა, ვერ გამოიწვევდა მესაკუთრისათვის საკუთრების უფლების შეზღუდვას.
_ დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ნ---------–-–--ა წარმოადგენს აფხაზეთიდან დევნილის სტატუსის მქონე პირს.
- საქმეზე წარმოდგენილია იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მონაცემთა ბაზის მიხედვით ნ---------–-–--ა და მისი ოჯახის წევრები გ----------–-ა, დ----------–-ა და ნ------------–-–--ა (გარდაცვლილი) დევნილად არიან რეგისტრირებული სადავო მისამართზე და მათზე გაცემულია დევნილთა მოწმობები.
- იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ საქმეში წარმოდგენილია მოპასუხეთა დევნილის ანკეტები, სადაც მათი რეგისტრაციის ადგილად მითითებულია ვარკეთილის მასივი, მეორე მ/რაიონი, კ------------, გრაფაში -,,განსახლების ფორმა“, მითითებულია _ ,,კერძო“;
4.2. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები:
ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე
ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი
გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ს--------–--–-–---–ი წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, წარმოადგენენ თუ არა მოპასუხეები სადავო უძრავი ქონების მართლზომიერ მფლობელებს, პალატა მიუთითებს შემდეგს: ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს ორ განმარტებას მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართობისა. დასახელებული კანონის მე-4 მუხლის „პ“ პუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართობია - საცხოვრებელი ფართობი, სადაც დევნილი/დევნილის ოჯახი მესაკუთრის თანხმობის საფუძველზე, მონაცემთა ბაზის მიხედვით რეგისტრირებულია ან რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, დადგენილია, რომ ს--------–--–-–---–ს ქ.თბილისის საქარხნო რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 19-0 წლის 04 სექტემბრის N23------ გადაწყვეტილებით მიეცა სამოთახიანი იზოლირებული ბინა ფართით 54,6 კვ.მ. მდებარე ქალაქი თბილისი, მასივი ვარკეთილი, ზემო პლატო, მეორე მ/რაიონი, კ------------ და მის სახელზე გაიცა ბინაში შესახლების ორდერი ოჯახის ხუთ წევრზე. შემდგომში დასახელებულ უძრავ ქონებაზე ს--------–--–-–---–ის სახელზე 2--- წლის 12 დეკემბერს გაიცა N3--- საკუთრების უფლების მოწმობა; შესაბამისად, ს--------–--–-–---–ი უფლების დამადასტურებელი დასახელებული დოკუმენტის საფუძველზე, საჯარო რეესტრში აღირიცხა აღნიშნული ბინის მესაკუთედ, რის შემდგომაც განხორციელდა მის მიერ ვინდიკაციური სარჩელით მოპასუხეთა მიმართ შედავება. უფრო მეტიც, ხსენებულ ქონებაზე 2000 წლისთვის, იმ დროისთვის, როდესაც იგი დაიკავეს დევნილებმა, სახელმწიფო საკუთრების უფლება არ დასტურდება, რასაც მოწმობს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით დადგენილი ის გარემოება, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 26.07.2010 წლის N19---- და 11.12.2--- წლის N19---- წერილების თანახმად, ვარკეთილში ზემო პლატოზე, მე-2 მკ/რ-ნი, N------------ში მდებარე N1- ბინაზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ იყო, ხოლო სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 02.02.2010წ. N------ წერილის თანახმად, ვარკეთილში, ზემო პლატოზე, მე-2 მკ/რ-ნი, N------------ში მდებარე ფართებზე რეგისტრირებული იყო სხვადასხვა ფიზიკური პირის საკუთრების უფლება. ამავე წერილით განმარტებულია ისიც, რომ აღნიშნულ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ იყო. ამდენად, სააპელაციო პალატა იზიარებს აპელანტის პოზიციას მასზედ, რომ გამოირიცხება მესაკუთრის თანხმობის საფუძველზე მოპასუხეთა რეგისტრაცია ან რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრება.
ამავდროულად, პალატა განმარტავს აგრეთვე, რომ ზემოხსენებული კანონის მე-14 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, დევნილის/დევნილის ოჯახის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფართობი, ამ კანონის მე-4 მუხლის „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულის გარდა, არის ის საცხოვრებელი ფართობი, სადაც ამ კანონის ამოქმედებამდე დევნილი განასახლა სახელმწიფომ, რომელიც მონაცემთა ბაზაში აღრიცხული იყო, როგორც დევნილთა კომპაქტურად (ორგანიზებულად) განსახლების ობიექტი, რომელშიც სამინისტრო ყოველწლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ანაზღაურებდა ადმინისტრაციის, საყოფაცხოვრებო და კომუნალური (მათ შორის მოხმარებული ელექტროენერგიის) მომსახურების ხარჯებს და რომელიც სახელმწიფო ან კერძო საკუთრება იყო.
სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოხსენებული ნორმის დისპოზიცია კუმულაციურია და ერთდროულად ითხოვს რამდენიმე პირობის არსებობას, რათა ფართი ჩაითვალოს დევნილის/დევნილის ოჯახის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ფართობად. კერძოდ, ამ ფართობში დევნილი უნდა იყოს განსახლებული სახელმწიფოს მიერ (რასაც უნდა ადასტურებდეს ოფიციალური დოკუმენტი), ფართი მონაცემთა ბაზაში აღრიცხული უნდა იყოს, როგორც დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტი და სამინისტრო უნდა ანაზღაურებდეს ყოველწლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ადმინისტრაციის, საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ხარჯებს და ფართი სახელმწიფო ან კერძო საკუთრება უნდა იყოს. ერთ-ერთი პირობის არარსებობაც გამორიცხავს ფართის დევნილის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართად მიჩნევის განმარტებას.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ზემოხსენებული არცერთი პირობის არსებობა არ დასტურდება, განვითარებული მსჯელობიდან კი გამომდინარეობს დასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, უძრავი ქონების, სამინისტროს მონაცემთა ბაზის მიხედვით დევნილთა კერძო ჩასახლების ობიექტად აღრიცხვისა და მოპასუხეთა მხრიდან ამ ქონებით მართლზომიერად ფლობის თაობაზე, არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებიდან. პალატა შენიშნავს იმასაც, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება იმ დევნილზე/დევნილ ოჯახზე, რომელიც არ იქნა განსახლებული სახელმწიფოს მიერ და რომელმაც საკუთარი ძალებითა თუ საშუალებით იპოვა საცხოვრებელი (რეგისტრირებულია ან/და ცხოვრობს ნაქირავებ, ნათხოვარ ან საკუთარ სახლში ან მასპინძელ ოჯახთან ერთდ და სხვა), რომელშიც სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ყოველწლიურად არ ანაზღაურებდა ადმინისტრაციის, საყოფაცხოვრებო და კომუნალური (მათ შორის, მოხმარებული ელექტროენერგიის) მომსახურების ხარჯებს. პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო საჩივრის განხილვის მიზნით გამართულ სასამართლო სხდომაზე ნ---------–-–--ამ დაადასტურა ის ფაქტი, რომ ხსენებულ საცხოვრებელ კორპუსში მისი ოჯახი შესახლდა სხვა დევნილების მიერ მიწოდებული ინფორმაციის შედეგად, ხოლო ბინაში შესახლების მართლზომიერების დასტურად მითითებული გარემოება მასზედ, რომ სახელმწიფოს მიერ პრეზიდენტის ბრძანებულებით მოხდა სადავო ფართის გამოყოფა, არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით; პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა ზემოხსენებული კანონის მე-14 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა და ნ---------–-–--ა, დ----------–-ა და გ----------–-ა სადავო ქონებას არ ფლობენ მართლზომიერად და კანონიერი საფუძვლის არსებობის პირობებში. ამდენად, პალატის შეფასებით, აპელანტმა დაადასტურა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთი აუცილებელი პირობის არსებობა, რომ სადავო ქონების მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
სააპელაციო ასევე სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
ხსენებული ნორმების ანალიზი მოწმობს, რომ დაუშვებელია მესაკუთრეს განუსაზღვრელი ვადით შეეზღუდოს საკუთრების უფლება, მით უფრო იმ პირობებში, რომ საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, სადავო ქონებას მოცემული მდგომარეობით ჰყავს მხოლოდ ერთი მესაკუთრე და სწორედ ის ითხოვს აპელანტების უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვას, ბინაში რეგისტრაციის ფაქტი კი რეგისტრირებულ პირთათვის მესაკუთრის თანხმობის გარეშე ქონების მართლზომიერად ფლობასა და მით უმეტეს საკუთრების უფლების წარმოშობას არ გულისხმობს; მით უფრო - ხსენებული გარემოებები ვერ გახდება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო კონვენციებით აღიარებული ისეთი უფლების ხელყოფის საფუძველი, როგორიცაა საკუთრების უფლება. პალატა განმარტავს იმასაც, რომ უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა უნდა ხორციელდებოდეს კანონიერების ფარგლებში და არა კანონმდებლობის მოთხოვნათა, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ხარჯზე. პალატა იზიარებს აპელანტის პოზიციას მასზედ, რომ არც მოპასუხეების და არც საქმეში მესამე პირად ჩართული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე სახის დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს იმის შესახებ, რომ საცხოვრებელი ბინა მოპასუხეებს გადასცა უძრავი ნივთის მესაკუთრემ და მათ იგი არ დაუკავებიათ თვითნებურად. საქმეში ასევე არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა მონაცემთა ბაზაში უძრავი ქონების, როგორც დევნილთა კერძო, კომპაქტურად ჩასახლების ობიექტად აღრიცხვის ფაქტი.
ამდენად, წინამდებარე შემთხვევაში, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობები - (ა. მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება), რის გამოც სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ ს--------–--–-–---–ის სააპელაციო საჩივარი დასაბუთებულია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
4.3. სააპელაციო სასამართლო განუმარტავს მხარეებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აპელანტმა დაამტკიცა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ ვერ დაუმტკიცა სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თავისი პოზიციის საფუძვლიანობა, რის გამოც პალატა თვლის, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარჩელი აპელანტისთვის უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ტოლფასი თანხის დაკისრების მოთხოვნით უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება ს--------–--–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნის _ მოპასუხეების: ნ---------–-–--ას, დ----------–-ას და გ----------–-ას უკანონო მფლობელობიდან, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ბინის, მდებარე თბილისი, ვარკეთილის მასივი, ზემო პლატო, მე-2 მ/რაიონი, მ---- კორპუსი, ბინა N1-, საკადასტრო კოდი N0---------------------8 გამოთხოვის და მისი მოსარჩელისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის დაკმაყოფილების თაობაზე.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივრის საფუძველზე სარჩელი დაკმაყოფილდა, მოწინააღმდეგე მხარეს აპელანტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარზე და პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება - ჯამში 280 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ს--------–--–-–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. ს--------–--–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. ნ---------–-–--ას, დ----------–-ას და გ----------–-ას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას ს--------–--–-–---–ის საკუთრებად უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ვარკეთილის მასივი, ზემო პლატო, მე-2 მ/რ, მ---- კორპუსი, ბინა N1-, საკადასტრო კოდი N0---------------------8 და იგი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრეს.
5. ს--------–--–-–---–ის მიერ სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში ნ---------–-–--ას, დ----------–-ასა და გ----------–-ას დაეკისროთ ს--------–--–-–---–ის სასარგებლოდ 280 ლარის გადახდა;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
თავმჯდომარე ხათუნა არევაძე
მოსამართლეები ანა გოგიშვილი
ეკატერინე ცისკარიძე