განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100119002872134
№1/ბ-281-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 მაისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლია გ------ის ასული წ----ის მიმართ, დაბადებული: 2-.0-.1--- წელი, პირადი ნომერი: 1----------, საქართველოს მოქალაქე, დასაოჯახებელი, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ქ.თბილისი, თ-------------–--- მე-3 მ/რ, მე-5 კვარტ. კორპ N---------
აღწერილობით ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების მიხედვით ლ-- წ----ემ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
ლ-- წ----ემ, 2018 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 13:48 საათზე, წყალტუბოს რაიონის სოფელ ქ-------ში, ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით ,,ნისანის“ მოდელის, C----- - C- სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილით მოძრაობისას დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 34-ე მუხლის მე-16 პუნქტის მოთხოვნები, ისე წამოიწყო მარცხნივ მოხვევის მანევრის განხორციელება, რომ არ იყო დარწმუნებული, რომ არ შეუქმნიდა საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით, როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით. ასეთ ვითარებაში, მოხვევის მიზნით გადავიდა გზის საპირისპირო ზოლში და დაიწყო მარცხნივ მოხვევის მანევრის შესრულება, რა დროსაც მის ავტომანქანას მარცხენა გვერდიდან შეეჯახა მასზე გასწრების მანევრის შესრულებისას ,,ჰონდას“ მოდელის C----- სანომრე ნიშნის მქონე მოტოციკლეტით ი----ი ც---ა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლეტის მგზავრმა ბ----ა მ--–------–-ა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის განაჩენით ლ-- წ----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
მასვე, სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე 09 (ცხრა) თვის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორის - ი---- ფ------–---–ის მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.
დაცვის მხარეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ლ-- წ----ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულის და მოწმეების - ბ-----–------–----------------------------–--------------–---------–--–------ გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სქემასთან და ფოტოსურათებთან ერთად; ქიმიურ - ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით; შეტყობინებით; მიმართვის წერილებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ლ-- წ----ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
მსჯავრდებულ ლ-- წ----ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორის ი---- ფ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის განაჩენი ლ-- წ----ის მიმართ დარჩეს უცვლელად:
ლ-- წ----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
მასვე, სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე 09 (ცხრა) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
ლ-- წ----ეს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანის მომენტიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
შემთხვევის ადგილის ფოტოსურათები 01 (ერთი) ცალ CD დისკზე - რაც თან ერთვის საქმეს, დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
,,NISANI“-ს მოდელის ავტომანქანა სახ. ნომრით C------C- და ,,HONDA“-ს მოდელის მოტოციკლეტი სახ. ნომრით C----- - რომლებიც განთავსებულია ქუთაისის ავტოსაჯარიმო სადგომზე - დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს/მესაკუთრეებს, ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე