განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 050100118002353062
საქმე №1/ბ-672-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 ნოემბერი, 2018 წ. ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ----- კ--------ს ძე დ------–-ას მიმართ, დაბადებული: 2---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, მცხოვრები: ლანჩხუთი, ვ----------იას ქ. N26;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
პირის ბრალდების დადგენილების მიხედვით ზ----- დ------–-ას ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111- 126-ე მუხლის 12 ნაწილით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის აგვისტოში, ზ----- დ------–-ამ, ცოლად შეირთო ე---------ე გ-----–--ე, რომელსაც ქორწინების შემდეგ, 2018 წლის 8 თებერვლის ჩათვლით, ეჭვიანობის ნიადაგზე სისტემატურად ცემდა, რითაც აყენებდა ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას. 2018 წლის იანვარში, ზუსტი რიცხვი უცნობია, საღამოს საათებში, ქ. ლანჩხუთში, ვ----------იას ქუჩა N 26-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ზ----- დ------–-ამ, მეუღლეს, ე---------ე გ-----–--ეს, ეჭვიანობის ნიადაგზე დაუწყო გინება, რის შემდეგ განაწყენებულმა იმ მიზეზით, რომ ამ უკანასკნელმა მისცა შენიშვნა და თხოვა დაწყნარებულიყო, რამდენჯერმე დაარტყა ხელი და მიაყენა ფიზიკური ტკივილი. 2018 წლის 8 თებერვალს, დაახლოებით 00:10 საათზე, ზ----- დ------–-ამ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ქ. ლანჩხუთში, ნ----–---–ის ქუჩაზე, ისევ ეჭვიანობის გამო, მეუღლეს ე---------ე გ-----–--ეს სახეში ხელის რამდენჯერმე დარტყმით და თმების მოქაჩვით, შემდეგ კი ძირს წაქცეულს, კისრის არეში ხელების მოჭერით, მიაყენა ფიზიკური ტკივილი. ე---------ე გ-----–--ე ზ----- დ------–-ასგან განხორციელებული აღნიშნული ძალადობრივი ქმედების, კერძოდ, სისტემატური ცემის შედეგად, განიცდიდა როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიკურ ტანჯვას.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ზ----- დარსლიამ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 სექტემბრის განაჩენით ზ----- დ------–-ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 111-126-ე მუხლის პირველი ნაწილზე; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით; მსჯავრდებულ ზ----- დ------–-ას პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2018 წლის 08 თებერვლიდან 2018 წლის 13 სექტემბრამდე პერიოდის გათვალისწინებით, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალაბ სასჯელის ვადაში და გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
3. სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნ--- მ-------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი გასაჩივრებულ განაჩენში, ზ----- დ------–-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი; ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი, სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დასტურდება, რომ ზ----- დ------–-ას მხრიდან ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა. აპელანტს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენით ზ----- დ------–-ს ქმედებისთვის მიცემული კვალიფიკაცია ვერ ასახავს მის მიერ განხორციელებულ ქმედებას, ამასთან, დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
მსჯავრდებულს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ზ----- დ------–-ას მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
დაზარალებულმა ე---------ე გ-----–--ემ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ზ----- დ------–-ასთან და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
მოწმის სახით დაკითხვისას, დაზარალებულ ე---------ე გ-----–--ეს ძმამ, ი-----–- გ-----–--ემ განმარტა, რომ ზ----- დ------–-ა არის მისი დის მეუღლე. ე---------ე გ-----–--ეს არასდროს უთქვამს მისთვის, რომ მეუღლესთან კონფლიქტს ჰქონდა ადგილი და არც თავად შესწრებია მათ შორის დაპირისპირების ფაქტს.
მოწმის სახით დაკითხვისას რ---–---- გ-------ემ განმარტა, რომ ცხოვრობს ლანჩხუთში ნ----–---–ის ქუჩა N15-ში. 2018 წლის 8 თებერვალს დილით, გაიგონა ქალის ყვირილის ხმა, რომელიც საშველად უხმობდა. დარეკა საპატრულო პოლიციაში. პოლიციის მანქანის მისვლის დროს, მანქანის შუქებმა გაანათეს გზა და დაინახა მამაკაცი, როგორ ურტყამდა ქალბატონს. მისი ჩვენებით ძალადობის აღკვეთა მხოლოდ პოლიციის თანამშრომლებმა შეძლეს. კონფლიქტის აღკვეთის შემდგომ, პოლიციელებისგან შეიტყო, რომ მამაკაცი იყო ზ----- დ------–-ა, ხოლო ქალბატონო კი ე---------ე გ-----–--ე.
მოწმე თ-------ე ღ-–-----ის ჩვენებით, 2018 წლის 8 თებერვალს იმყოფებოდა სახლში. გაიგონა მეზობლად მცხოვრები რ---–---- გ-------ის ხმა, რომელიც მიმართავდა მისთვის უცნობ პირს, შეეწყვიტა ასევე უცნობი ქალბატონის ცემა. საპატრულო პოლიციის მისვლის შემდეგ დაინახა, როგორ ცემდა მამაკაცი ქალს. პოლიციელებმა შეძლეს დაპირისპირებული მხარეების გაშველება.
მოწმის სახით დაკითხული, ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს, უბნის უმცროსი ინსპექტორ-გამომძიებლის, ვ-–- ვ------–-–---–ის ჩვენებით, 112-ის ოპერატორისგან მიიღეს შეტყობინება ძალადობის შესახებ. შემთხვევის ადგილას მისვლის დროს დაინახა, რომ ახალგაზრდა ქალი, წაქცეული იყო ასფალტზე, ხოლო მამაკაცი სცემდა მას. გააშველა დაპირისპირებული მხარეები და პიროვნების იდენტიფიკაციის შედეგად, დაადგინა, რომ მამაკაცი იყო ზ----- დ------–-ა, ხოლო ქალი - ე---------ე გ-----–--ე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული, ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს, უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის, მ-----– ჩ----ის ჩვენებით, 112-ის ოპერატორისგან მიიღეს შეტყობინება ძალადობის შესახებ. შემთხვევის ადგილას მისვლის დროს დაინახა, რომ ზ----- დ------–-ა თავის მეუღლეს აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ, ხელებით და ფეხებით სცემდა მას. დაზარალებული ე---------ე გ-----–--ე ითხოვდა შველას და ზ----- დ------–-ას დაკავებას.
სასამართლო სხდომაზე პოლიციის თანამშრომლებმა - გ------- გ------–---–მა და ზ----- ი------ემ, დაადასტურეს, რომ ზ----- დ------–-ას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო -ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის N 0-------- დასკვნით, 08.02.2018წ. 18:13-18:25სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ე---------ე გ-----–--ეს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში). დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ექსპერტმა გ------- გრიგოლაშვილმა დაადასტურა სამედიცინო ექსპერტიზის N 0-------- დასკვნაში მითითებული გარემოებები.
მსჯავრდებულმა ზ----- დ------–-ამ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ზ----- დ------–-ას მიერ მეუღლის ე---------ე გ-----–--ის სისტემატური ცემის და სხვაგვარი ძალადობის ფაქტი, აღნიშნულ პოზიციას პალატა არ იზიარებს და სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებებს.
პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაულისაგან (ძალადობა) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში (სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა), შედეგში (დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა) და მიზეზობრივ კავშირში მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. დანაშაულის შემადგენლობაში მოცემულია ძალადობის ორი ხერხი: სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა. სისტემატურია ცემა მაშინ, როდესაც იგი ჩადენილია სამჯერ მაინც, თანაც დროის ხანმოკლე ინტერვალის დაშორებით, ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი ცემით მიყენებული ფიზიკური და ფსიქიკური ტკივილი ჯერაც არაა გამქრალი და მსხვერპლის ცემა ხდება მეორედ, შემდეგ მესამედ და ა.შ. თანაც არ აქვს მნიშვნელობა ეს ქმედებები ერთიანი განზრახვით ხდება თუ ახლადაღმოცენებული განზრახვით.
სხვაგვარ ძალადობაში იგულისხმება თმებით თრევა, ჩქმეტა, ანთებული სიგარეტით ზემოქმედება, სხვაგვარი ძალადობის შემადგენლობას წინ არ უძღვის მითითება სისტემატურობაზე, მაგრამ სხვაგვარი ძალადობაც უმეტესად სისტემატური უნდა იყოს.
ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გაგებულ უნდა იქნეს, როგორც ხანგრძლივი და აუტანელი ფიზიკური ან ფსიქიკური ტკივილი, რომელსაც პირი განიცდის ძალადობის შედეგად.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები იმისა, რომ ზ. დ------–-ას მხრიდან ადგილი ჰქონდა ე. გ-----–--ის სისტემატური ცემის ფაქტს. თვით დაზარალებულმა ე. გ-----–--ემ ისარგებლა მისთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცა სასამართლოს ზ. დ------–-ას საწინააღმდეგო ჩვენება. რაც შეეხება, 2018 წლის 8 თებერვალს ზ. დ------–-ას მიერ ე. გ-----–--ის ცემის ფაქტს, პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: რ---–---- გ-------ის, თ-------ე ღ-–-----ის, ასევე პოლიციის თანამშრომლების, მ-----– ჩ----ის და ვ-–- ვ------–-–---–ის ჩვენებებით დასტურდება, რომ ზ----- დ------–-ა ურტყამდა ე---------ე გ-----–--ეს, კერძოდ, ხელებითა და ფეხებით ცემდა მას, დაზარალებული ითხოვდა შველას, მათ შორის ფიზიკური დაპირისპირების შეჩერება მხოლოდ პოლიციის თანამშრომლების მიერ ზ. დ------–-ას დაკავების შემდეგ გახდა შესაძლებელი. სასამართლო ასევე ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც დგინდება, რომ ე---------ე გ-----–--ეს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით, დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ზ----- დ------–-ას მიერ ე---------ე გ-----–--ის მიმართ სისტემატური ცემის და სხვაგვარი ძალადობის ჩადენის ფაქტი, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ზ----- დ------–-ას ქმედება სწორად გადააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილიდან სსკ-ის 111- 126-ე მუხლის პირველი ნაწილზე.
ამდენად, პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულ ზ----- დ------–-ა საქართველოს სსკ-ის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილით დამნაშავედ ცნობის თაობაზე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენით ზ----- დ------–-ას საქართველოს სსკ-ის 111-126-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელი განსაზღვრული აქვს საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებული წარსულში არ არის ნასამართლევი, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, შერიგებულია მასთან და სასჯელის მიზნების გასახორცილებელად განუსაზღვრა სასჯელი სსკ-ის 111-126-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციის ფარგლებში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--- მ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ზ----- დ------–-ას ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ზ----- დ------–-ა ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით.
მსჯავრდებულ ზ----- დ------–-ას პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 8 თებერვლიდან 2018 წლის 13 სექტემბრამდე პერიოდი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში და გათავისუფლდეს დანიშნული ძირითადი სასჯელის მოხდისაგან.
მსჯავრდებულ ზ----- დ------–-ას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე