განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 080100118002343205
საქმე №1/ბ-476-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
7 ნოემბერი, 2018 წ. ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე
პროკურორის - დ------- ვ----------იას,მსჯავრდებულის - რ----- შ--------ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ----- ბ--------ს ძე შ--------ის მიმართ, დაბადებული 1----–-–----------------- პირადი N-----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები (რეგისტრირებული): წყალტუბო, სოფელი გ-------; მცხოვრები (ფაქტობრივად): ქ. ქუთაისი, მ. მ------------ ქ. N19;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ რ----- შ--------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 22 თებერვალს, დაახლოებით 18:50 საათზე, მ------------ ქ. N19-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში რ----- შ--------მა დედას ნ--–- ა-----–--ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განაჩენით რ----- შ--------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 თვის ვადით, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2018 წლის 22 თებერვლიდან.
2. სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - მსჯავრდებული რ----- შ--------ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს მოეხსნას საპატიმრო სასჯელი.
პროკურორს მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელილ არ წარმოუდგენია.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - რ----- შ--------ს, რომელმაც წარდგენილ ბრალდებაში გამართლება მოითხოვა იმ მოტივით, რომ მას დედის მიმართ არავითარი ძალადობა არ განუხორციელებია;
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ------- ვ----------იას, რომელმაც არ დაუჭირა მხარი მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა რ----- შ--------ის მიმართ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
3. პირველი ინსტანციის სასამართოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი რ----- შ--------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს, კერძოდ:
დაზარალებულმა ნ--–- ა-----–--ემ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით და არ მისცა ჩვენება რ----- შ--------ის საწინააღდმდეგოდ.
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დანაშაულის შესახებ შეტყობინების თანახმად, 2018 წლის 22 თებერვალს ტელეფონის ნომრიდან 5--------- 18:36:40 საათზე 112-ის საშუალებით, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების ოპერატიულ მორიგეს დაუკავშირდა მოქალაქე ნ--–- ა-----–--ე, მცხოვრები ქუთაისი, მ------- მ------------ ქ. N19-ში, რომელმაც განაცხადა, რომ შვილთან აქვს უთანხმოება, ნასვამია და აგრესიული.
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ქუთაისში, მ------------ ქ. №19-ში, 2018 წლის 22 თებერვალს 18:50 საათზე რ-----ი შ-------- დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით.
მოწმე ბ----- ა-–----ის ჩვენებით ირკვევა, რომცხოვრობს ქალაქ ქუთაისში, მ------------ ქუჩა N29-ში. რ----- შ--------ი მისი ახლო მეზობელია. შემთხვევის დღეს საღამოს მიდიოდა სამსახურიდან, რ----- შ--------მა გააჩერა ჭიშკართან და შეიპატიჟა, რ-----ი ნასვამი იყო, დალევა შესთავაზა, რაზეც მან უარი უთხრა. რ-----ს უნდოდა გამასპინძლებოდა. დედა-შვილი კამათობდა, ნ--–- ა-----–--ე ეუბნებოდა ნუ სვამო. დედა - ნ--–- ა-----–--ე მეორე სართულზე იყო და რ----- შ--------ი ქვემოდან ეკამათებოდა. როდესაც ქალმა ყვირილს მოუმატა, რ-----მა მოკიდა ხელი, შეაჯანჯღარა და ,,დივანზე’’ დააგდო, ორივე ხელით წვდა დედამისს და დაუწყო ,,ჯანჯღარი’’.
მოწმე ო---- გ-----ის განმარტებით ირკვევა, რომ 2018 წლის 22 თებერვლის მდგომარეობით მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილებაში. ამავე დღის საღამოს საათებში პოლიციის მე-3 განყოფილებაში შევიდა შეტყობინება სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაციის შემდეგ ის და ი----- ხ-------ე გამოცხადდნენ მ------------ ქუჩაზე, სადაც დახვდათ შემდეგი ვითარება - რ----- შ--------ი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დედამისს. რ----- შ--------ის დედამ ნ--–- ა-----–--ემ მათ განუმარტა, რომ მისმა შვილმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, დაარტყა ხელი თავში, ცხვირსა და კისერში. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო იყო გამოძახებული, როგორც ახსოვს დაზარალებულს თავი ჰქონდა შეხვეული. რ----- შ--------ი დააკავეს და წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.
მოწმე ი----- ხ-------ის ჩვენებით ირკვევა, რომ მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილებაში. შემთხვევის დღეს იმყოფებოდა ოპერატიულ ჯგუფში. საღამო ხანს განყოფილებაში შევიდა შეტყობინება მ------------ ქუჩა N19-დან, სადაც გავიდა მის თანამშრომელ ო---- გ-----ესთან ერთად. ადგილზე მისულებს დახვდათ რ----- შ--------ი ნასვამ მდგო----ეობაში, რომელიც ქალბატონს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. შემდეგ გაირკვა, რომ ეს ქალბატონი იყო მისი დედა ნ--–- ა-----–--ე. დაზარალებულმა მათთან აღნიშნა, რომ რამდენიმე წუთით ადრე, სანამ ისინი მივიდოდნენ, რ----- შ--------ი აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, შეეხო ხელით. დაზარალებულს სახის არეში დაზიანება ჰქონდა, იტკიებდა თავს. ამის შემდეგ რ-----ი შ--------ს განემარტა მისი უფლება-მოვალეობები, რომ ის იყო ბრალდებულის სახით დაკავებული. ადგილზე შედგა ოქმი და რ----- შ--------ი გადაყვანილი იქნა პოლიციის მესამე განყოფილებაში.
მოწმე ი-–-- კ--------ემ განმარტა, რომ 2018 წლის 22 თებერვლის მდგომარეობით მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილებაში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. ამავე დღის მეორე ნახევარში განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ნ--–- ა-----–--ის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე, კერძოდ, მისმა ვაჟმა რ----- შ--------მა, მიაყენა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულის შემდეგ, შესაბამისი ოპერატიული ჯგუფი გავიდა შემთხევევის ადგილზე, გაერკვნენ იქ არსებულ ვითარებაში, შემდეგ მოხდა რ----- შ--------ის დაკავება, ნ--–- ა-----–--ის მითითებით, როგორც მოძალადე პირის, რომელმაც მას რამდენიმე წუთის წინ მიაყენა როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულის შემდგომ მის მიერ ჩატარადა საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, გამოიკითხა დაზარალებული ნ--–- ა-----–--ე მოწმის სახით, სადაც მიუთითა აივნის კიბის იმ ნაწილზე რა ადგილზეც მიაყენა მისმა შვილმა რ----- შ--------მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ამის შემდგომ, მისივე თანხმობით დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა. დათვალიერებაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ექსპერტებმა, ასევე უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ო---- გ-----ემ. ექსპერტების მიერ დასურათებული იქნა შემთხვევის ადგილი. მოწმის განმარტებით დაზარალებულმა გამოკითხვისას აღნიშნა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი რ----- შ--------ი, აივანზე, ორივე ხელით სწვდა ყელის არეში, ერთხელ ცხვირში დაარტყა მუშტი, ხოლო შემდეგ სამჯერ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. გამოკითხულ იქნა ბრალდებული რონამ შ--------ი, გამოიკითხა ასევე მოწმე, ბ----- ა-–----ე. რონამ შ--------ს წარედგინა ბრალი საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით ოჯახში ძალადობის ფაქტზე
მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ გ------- გ-------–-–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ მუშაობს ლევან სამხარაულის სახელობის დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცნო ექსპერტის თანამდებობაზე. მოწმის განმარტებით, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს მესამე განყოფილების უფროსის მოადგილე დეტექტივ-გამომძიებელ ი---- ა-----ის მიმართვის საფუძველზე დაინიშნა ექსპერტიზა კერძოდ, ნ--–- ა-----–--ის სხეულის დაზიანების ფაქტზე. ექსპერტის მიერ ნ--–- ა-----–--ე შემოწმებულ იქნა 22.02.2018 წელს 21:22-21:35 საათზე. შემოწმებისას ნ--–- ა-----–--ეს აღენიშნებოდა დაზიანება ნაჭდევის სახით, დაზიანება მიყენებული იყო რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, დაზიანება მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა დადგენილებაში მითითებულ თარიღს. რაც შეეხება გარემოებას, 2018 წლის 22 თებერვალს დაახლოებით 18:30 საათზე, ქუთაისში მ------------ ქუჩა N19-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ნ--–- ა-----–--ეს მოუვიდა ურთიერთშელაპარაკება შვილთან - რ----- შიტკოვთან, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შურაცხყოფა. ნ--–- ა-----–--ე უჩიოდა თავის ტკივილს, ცხვირის მარჯვენა გვერდითა ზედაპირზე აღენიშნებოდა ნაჭდევი, სხვადასხვა მიდამოებში , კერძოდ, დაუფარავ მიდამოებში - მტევნების, სახის და თავის მიდამოების დათვალიერებისას სხვა დაზიანებები არ აღენიშნებოდა, ხოლო ტანსაცმლის გახდაზე უარი განაცხადა. ნ--–- ა-----–--ემ განაცხადა, რომ აღნიშნული დაზიანება მისმა შვილმა - რ----- შ--------მა მიაყენა.
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენი-–--, რომ 22.02.2018 წ. 21:22-21:35 საათზე, ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე ნ--–- ა-----–--ეს სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანება ნაჭდევის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ზ----- რ-------ის ჩვენებით ირკვევა, რომ მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის მთავარ ექსპერტად. შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა პოლიციის მესამე განყოფილებაში, სადაც დახვდა გამომძიებელი ი-–-- კ--------ე და მასთან ერთად იმყოფებოდა ქალბატონი, გამომძიებლის განმარტებით, ადგილი ჰქონდა ოჯახურ ძალადობას. ამის შემდე კოლეგასთან კახაბერ ცერცვაძესთან ერთად გავიდა ქალბატონის საცხოვრებელ მისამართზე, ქალაქ ქუთაისში ,,გორას’’ დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ქალბატონმა მიუთითა ის ადგილები, თუ სად მოხდა მისი შვილის მიერ მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა:
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N------ შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის თანახმად, რომელიც შედგენილია პატრულ-ინსპექტორ ა---- მ--–--ის მიერ, 2018 წლის 22 თებერვალს 19:30 საათზე მოძალადე (რ----- შ--------მა) მსხვერპლს (დედას-ნ--–- ა-----–--ეს) მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც გამოიხატა გინებით, კისერში წვდა ხელით და ახრჩობდა, დაემუქრა მოკვლით. მოძალადემ უარყოფს ძალადობის ფაქტს. ორდერი ხელმოწერილია მსხვერპლის ნ--–- ა-----–--ის, მოძალადის რ----- შ--------ის და პატრულ-ინსპექტორ ა---- მ--–--ის მიერ.
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2018 წლის 22 თებერვლის ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ქუთაისში, მ. მ------------ ქ. N19-ში ნ--–- ა-----–--ის საცხოვრებელ სახლში. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ნ--–- ა-----–--ემ მიუთითა კიბის ბოლოში აივნის იმ ადგილას, სადაც მისმა ვაჟმა რამდენიმე საათის უკან მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ფოტომასალის დათვალიერების ოქმით და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული CD-R დისკით დგინდება, რომ დასურათდა შემთხვევის ადგილი, სადაც დაზარალენული ნ--–- ა-----–--ე უთითებს, თუ სად მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შურაცხყოფა მისმა შვილმა - რ----- შ--------მა.
ბრალდებულის ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების N--------- დასკვნით დადგენილია, რომ შემოწმებისას, 2018 წლის 22 თებერვალს 22:32 საათზე რ----- შ--------ს დაუდგინდა საშუალო ხარისხის ალკოჰოლური თრობა.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულის სააპელაციო საჩვივრის მოთხოვნას მისი უდანაშაულობის თაობაზე, რომ მას დედის, ნ--–- ა-----–--ის მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია, აღნიშნულს სასამართლო არ იზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება:
ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ შეურაცხყოფა, შანტაჟსა და დამცირებაში;
ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის.
სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ან/და გულგრი-–-- ასეთი შედეგის მიმართ.
საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას.
პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ ბ----- ა-–----ის ჩვენებას, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ რ----- შ--------ი დედას, ნ--–- ა-----–--ეს წვდა ორივე ხელით, შეაჯანჯღარა და დივანზე დააგდო; მოწმეების, გამომძიებლების ო---- გ-----ის და ი----- ხ-------ის ჩვენებებით დადგენილია, რომ ისინი შეტყობინებიდან მალევე მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, დაზარალებულს ეტყობოდა ძალადობის კვალი, მან აღნიშნა, რომ რამდენიმე წუთის წინ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა შვილმა, რ----- შ--------მა, კერძოდ, ხელი მოუჭირა ყელის არეში, ცხვირში დაარტყა მუშტი, მას ცხვირზე აღენიშნებოდა დაზიანება და თავი ჰქონდა შეხვეული. მათივე ჩვენებებით დგინდება, რომ რ----- შ--------ი მათი მისვლის შემდეგაც აგრძელებდა დედის მისამართით სიტყვიერ შეურაცხყოფას. პალატა ასევე ყურადაღებას მიაქცევს სასამართლოში გამოკვლეულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასა და ექსპერტ გ. გ-------–-–--–ის ჩვენებას, აღნიშნული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ნ--–- ა-----–--ეს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანება ნაჭდევის სახით. ნ--–- ა-----–--ე უჩიოდა თავის ტკივილს, ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ აღნიშნული დაზიანება მისმა შვილმა - რ----- შ--------მა მიაყენა.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანი-–-- საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ამავე კოდექსის მე-13 მუხლის და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გაკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებები წარმოადგენს იმ ურთიერთთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს მსჯავრდებულ რ----- შ--------ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებების ჩადენას, რაც გვათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ტოვებს ეჭვს მსჯავრდებულის ქმედების არცერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარი მისი გამართლების თაობაზე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და გასაჩვრებული განაჩენი რ----- შ--------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ რ----- შ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საქალაქო სამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე