განაჩენი

სისხლის სამართლის 15.05.2019
საქმის ნომერი
330100118002436314
ინსტანცია
თარიღი
15.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002436314

საქმე #1ბ/1341-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის, სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: ნ--------------–ის, ლ-------------–--ის

ადვოკატების: მ----------–-–---–ის, ზ---–-----------ს

მსჯავრდებულის: ლ-–------–---ს

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--------------–ის და მსჯავრდებულ ლ-–------–---ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ---–-----------ს სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), ლ-–------–---ს, დაბადებულის 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–-------------------------ში, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ლ-–------–---მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ლ-–------–--- ქორწინებაში იმყოფებოდა ა----------–--სთან. ცხოვრობდა მასთან და მათ საერთო ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ქ-------–--–-------------------------ში. თანაცხოვრების მანძილზე, ლ-–------–--- სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს ა----------–--ს, მისი არასრულწლოვანი შვილის - მ-------–---ს თანდასწრებით. შეურაცხყოფის მიყენების სისტემატური ხასიათიდან გამომდინარე, ა----------–-- განიცდიდა ტანჯვას.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ლ-–------–---მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ლ-–------–--- ქორწინებაში იმყოფებოდა ა----------–--სთან. ცხოვრობდა მასთან და მათ საერთო ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ქ-------–--–-------------------------ში. თანაცხოვრების მანძილზე, ლ-–------–--- სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს ა----------–--ს, მათ შორის პერიოდულად: მისთვის წინასწარი შეცნობით ორსულ მდგომარეობაში მყოფის მიმართ, ასევე, ა----------–--ს არასრულწლოვანი შვილის - მ-------–---ს თანდასწრებით, რა დროსაც შეურაცხყოფის მიყენების სისტემატური ხასიათიდან გამომდინარე, ა----------–-- განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს და ტანჯვას.

 

2017 წლის მაისში, ქ-------–--–-------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ლ-–------–---მ განახორციელა ძალადობა მისთვის წინასწარ შეცნობით ორსული მეუღლის - ა----------–--ს მიმართ, კერძოდ, სახის არეში დაარტყა ხელი, რითაც ა----------–--მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

 

2017 წლის სექტემბერში, ქ-------–--–-------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ლ-–------–---მ კვლავ განახორციელა ძალადობა მისთვის წინასწარ შეცნობით ორსული მეუღლის - ა----------–--ს მიმართ, კერძოდ, სახის არეში დაარტყა ხელი, რითაც ა----------–--მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

 

2018 წლის იანვარში, ქ-------–--–-------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ლ-–------–---მ კვლავ განახორციელა ძალადობა ა----------–--ს მიმართ, კერძოდ, თმაში ჩაავლო ხელი და თავი რამდენჯერმე მიარტყმევინა კედელზე, რითაც ა----------–--მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

 

2018 წლის 19 მარტს, დაახლოებით 23:00 საათზე, ლ-–------–---მ კვლავ განახორციელა ძალადობა მეუღლის, ა----------–--ს მიმართ, კერძოდ: ქ-------–--–-------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლ-–------–---მ ხელი დაარტყა ა----------–--ს სახის არეში, რის შედეგადაც საწოლიდან იატაკზე გადმოვარდილს ხელი კვლავ დაარტყა ფეხის არეში, შემდეგ ხელი დაარტყა ზურგისა და ტანის არეში. ლ-–------–---მ ხელის დარტყმით კვლავ გადმოაგდო საწოლიდან მეუღლე, ეჯაჯგურებოდა მას მკლავებზე და ხელებს ურტყამდა მხრებსა და ხელებზე, რის შემდგომაც საფერფლე ესროლა ა----------–--ს ფეხის არეში და ე.წ. პორტატული დამტენი - ზურგის არეში. ხსენებული შეურაცხყოფების მიყენებისას ა----------–--მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფების მიყენების ფაქტს ესწრებოდა ა----------–--სა და ლ-–------–---ს ორი წლის შვილი - მ-------–---.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენით:

 

ლ-–------–---ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცრდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველ ნაწილზე, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „კ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცრდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.

 

ლ-–------–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.

 

ლ-–------–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ლ-–------–---ს, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ ლ-–------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 23 მარტიდან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ--------------–მა და მსჯავრდებულ ლ-–------–---ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ---–-----------მ.

 

სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა მსჯავრდებულ ლ-–------–---ს დამნაშავედ ცნობა ბრალად შერაცხული კვალიფიკაციის მიხედვით, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 111-126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „კ“ ქვეპუნქტებით (სისტემატური ფიზიკური ძალადობა) და საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და კანონიერი, სასჯელის მიზნების რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.

 

მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა ლ-–------–---ს მიმართ გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა. სააპელაციო პალატის სხდომაზე დაცვის მხარემ ალტერნატიული მოთხოვნის სახით, აგრეთვე, მოითხოვა განაჩენით დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, კერძოდ, მსჯავრდებულისთვის არასაპატიმრო სასჯელის განსაზღვრა ან მსჯავრდებულისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ზომის სანქციით გათვალისწინებულ მინიმუმამდე შემცირება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--------------–ის და მსჯავრდებულ ლ-–------–---ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ---–-----------ს სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ლ-–------–---ს მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ლ-–------–---ს დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49).

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ლ-–------–---ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების საქართველოს სსკ-ის 111-126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „კ“ ქვეპუნქტებით (სისტემატური ფიზიკური ძალადობა) და საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირების შესახებ. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული პირდაპირი, უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ლ-–------–---მ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ჩაიდინა მეუღლის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, აგრეთვე, ორსული მეუღლის მიმართ, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ჩაიდინა სისტემატური ფიზიკური ძალადობა. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის არგუმენტირებულ მსჯელობას მსჯავრდებულ ლ-–------–---ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (მეუღლის მიმართ სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფა) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 19 მარტს, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა) დაკვალიფიცირების შესახებ.

 

სააპელაციო პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოება, რომ ლ-–------–---ს მხრიდან, თანაცხოვრების მანძილზე, მეუღლის - ა----------–--ს მიმართ სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას ესწრებოდა მათი არასრულწლოვანი შვილი მ-------–---. აღნიშნულის თაობაზე მიუთითებს მხოლოდ დაზარალებული ა----------–-- სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში და გამოძიებაში თავის გამოკითხვის ოქმში, თუმცა აღნიშნული ჩვენებით და გამოკითხვის ოქმითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება, რამდენად აღქმადი იყო მცირეწლოვანი ბავშვისთვის (6-7 თვის მ-------–---სთვის) დედის მიმართ განხორციელებული სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფით გამოწვეული ტანჯვა ან/და სისტემურობის ჯაჭვში შემავალ (დაზარალებულის განცხადებით, ლ-–------–---ს მხრიდან მის მიმართ დაახლოებით ექვსჯერ ჰქონდა ადგილი სიტყვიერ შეურაცხყოფას) რამდენ ეპიზოდს ესწრებოდა არასრულწლოვანი მ-------–---.

 

რაც შეეხება ბრალდების მეორე ეპიზოდს ლ-–------–---ს მიერ დაზარალებულის მიმართ სისტემატურ ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით, ჩადენილს დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრებით, ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ამგვარ ფაქტებს ადგილი ჰქონდა 2017 წლის მაისში, იმავე წლის სექტემბერში, 2018 წლის იანვარსა და 2018 წლის 19 მარტს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სისტემატურობა უკავშირდება ძალადობის განხორციელებას გარკვეული სისტემატურობით, ანუ ქმედება მეორდება გამუდმებით, განუწყვეტლივ, რაც ქმნის გარკვეულ სისტემას. ამ თვალსაზრისით, გამეორება, ე.ი. მომდევნო ქმედება, მინიმუმ ორჯერ მაინც უნდა მოხდეს, ანუ მინიმუმ ჯამში სამჯერ მაინც, რათა გამოიკვეთოს სისტემატურობის ელემენტი და ცხადი გახდეს, რომ ძალადობას გააჩნია არაერთგზისი რეციდივი, ანუ მისი გამეორების ალბათობა გარკვეულ „სისტემას“ (განპირობებულია რაიმე ნიშნით, გარემოებით ან ზოგადად, უმიზეზოდ ხდება) უკავშირდება და მუდმივად მოსალოდნელია. ამიტომ წარმოუდგენელია, ძალადობა მივიჩნიოთ სისტემატურად, როდესაც ქმედებები დროის ინტერვალით იმდენად დაშორებულია ერთმანეთისგან, რომ მათ შორის აღნიშნული სისტემური ჯაჭვი ქრება, რაც შეფასებითი ცნებაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მას სასამართლო ადგენს. შესაბამისად, სასამართლოს განმარტებით, სისტემატურობა სახეზეა მაშინ, როდესაც ძალადობრივ ქმედებებს შორის გასული დროის პერიოდი იმდენად მოკლეა, რომ პირველი ქმედებით მიყენებული ფიზიკური ტკივილი ანდა ფსიქიკური ტანჯვა ჯერაც არ გამქრალა და მას კვლავ განიცდის დაზარალებული, სწორედ ესაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ინდიკატორი სისტემატურობის შესაფასებლად.

 

მოცემულ შემთხვევაში, ლ-–------–---ს ბრალად ედებოდა მეუღლის მიმართ ოთხი ძალადობრივი ქმედების ჩადენა, რომელთაგან პირველი განხორციელდა 2017 წლის მაისში (ზუსტი რიცხვი უცნობია), მეორე - იმავე წლის სექტემბერში (ზუსტი რიცხვი ამ შემთხვევაშიც უცნობია), მესამე - 2018 წლის იანვარში (ზუსტი რიცხვი აქაც დაუდგენელია), ხოლო მეოთხე - 2018 წლის 19 მარტს. საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. აღნიშნული წესის გათვალისწინებით, თუ მივიჩნევთ, რომ პირველი ქმედება განხორციელდა 2017 წლის მაისში, მეორე - 2017 წლის სექტემბერში, მესამე - 2018 წლის იანვარში, გამოდის, რომ პირველი ძალადობრივი ქმედებიდან მეორე ქმედებამდე გასულია თითქმის 4 თვე, ხოლო მეორე ძალადობრივი ქმედებიდან მესამე ძალადობრივ ქმედებამდე გასულია ასევე თითქმის 4 თვე. სასამართლოს შეფასებით, ეს იმდენად ხანგრძლივი პერიოდია, რომ მოცემულ შემთხვევებში განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების ხასიათისა და ხერხის (ხელის დარტყმა სახეში) გათვალისწინებით, წარმოუდგენელია, განცდილი ფიზიკური ტკივილი ამ ხნის განმავლობაში იმ ინტენსივობით შენარჩუნებულიყო, რომ მას სისტემატური ძალადობისთვის დამახასიათებელი ელფერი შეეძინა. შესაბამისად, ბრალდების მიხედვით, ლ-–------–---ს მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების სერიაში 2017 წლის მაისის და 2017 წლის სექტემბრის ეპიზოდები სისტემურობის თვალსაზრისით ამოვარდნილია და აღნიშნული ჯაჭვის ნაწილი ვერ გახდება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დანარჩენი ორი ქმედების სისტემატურობასთან მიმართებით განხილვის საფუძველი აღარ არსებობს.

 

სააპელაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ საქმეში არ არსებობს და სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას არ გამოკვლეულა უტყუარ მტკიცებულებათა ერთიობლიობა იმის დასადასტურებლად, რომ, მიუხედავად სისტემატურობის არარსებობისა, 2017 წლის მაისში, 2017 წლის სექტემბერში და 2018 წლის იანვარში ლ-–------–---ს მხრიდან მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები ცალკე, დამოუკიდებელი დანაშაულების ეპიზოდებად რომ დაკვალიფიცირებულიყო. პირველი ინსტანციის განაჩენის მსგავსად, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევებში ლ-–------–---ს ბრალეულობის დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია მხოლოდ ერთი მტკიცებულება - დაზარალებულ ა----------–--ს გამოკითხვის ოქმი, ხოლო მოწმეების - ხ---------------–--სა და მ------------–--ს გამოკითხვის ოქმებში გადმოცემული ინფორმაცია ირიბი ხასიათისაა და ვერ დაედება საფუძვლად ბრალდების ამ ეპიზოდებში ლ-–------–---ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მხოლოდ ერთი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას (საქმე №291აპ-17, 9 ნოემბერი, 2017 წელი). აგრეთვე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენში (საქმე №561აპ-15, 28 აპრილი, 2016 წელი) განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა იმგვარი ერთობლიობა, როდესაც მათგან მხოლოდ ერთი წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, ხოლო დანარჩენი მოწმეთა ირიბი ჩვენებებია, არ შეიძლება ჩაითვალოს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობად, რომელიც საკმარისი იქნება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა, ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების ერთობლიობის არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს უქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს მსჯავრდებულ ლ-–------–---ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შესახებ, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სასამართლო სხდომაზე სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მსჯავრდებულისა და მისი ადვოკატების პოზიციას, რომ ლ-–------–---ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები არ ჩაუდენია და საქმეში არ არსებობს ამ კვალიფიკაციით მისი ბრალეულობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, მიჩნევს, რომ საქმეზე შეკრებილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულის და მოწმეების - ა----------–--ს, ხ---------------–--ს, მ------------–--ს გამოკითხვის ოქმებით, ი---------–----ის, თ----–------–------–---–ის ჩვენებებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, ექსპერტ გ---–--------------–---–ის ჩვენებით, ა----------–--ს სხეულზე მიყენებული დაზიანებების ამსახველი ფოტოებით - სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ლ-–------–---მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები. უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა ლ-–------–---ს ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს ლ-–------–---ს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დადგენილი კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას. იმავდროულად, სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის შეფასებას მტკიცებულებებთან (დაზარალებულის და მოწმეების - ა----------–--ს, ხ---------------–--ს, მ------------–--ს გამოკითხვის ოქმები, ი---------–----ის, თ----–------–------–---–ის (გამომძიებლები) ჩვენებები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა) მიმართებით.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა. დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა, მისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდეს, რის გამოც მისი ჩვენების უტყუარობა, საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეფასდეს. (იხ. უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის №527აპ-17 განაჩენი). პალატას მიაჩნია, რომ დაზარალებულის ან მისი ოჯახის წევრის მიერ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ჩვენების მიცემაზე უარის თქმის ან მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად ამ უკანასკნელისთვის სასიკეთო ჩვენების მიცემის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დაზარალებულის პოზიციის მიღმა არსებულ მოტივებს (დაზარალებულის მოძალადეზე ფინანსური დამოკიდებულება, ილუზორული მოლოდინი, რომ მოძალადე ქცევას შეიცვლის, მოძალადისგან მომდინარე შურისძიების შიში და სხვ.) რაც, როგორც წესი, განპირობებულია ოჯახური დანაშაულის ხასიათით.

 

საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 35-ე მუხლით ასევე დადგენილია ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს აღნიშნული კვალიფიკაციით ჩადენილი დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმ ოჯახის წევრებზე (განსაკუთრებით მცირეწლოვან პირებზე), სადაც ძალადობა ხორციელდება, არამედ ზოგადად საზოგადოებაზე. ზოგადად ქალთა მიმართ ძალადობა (რასაც კონკრეტულ შემთხევაში ჰქონდა ადგილი) კი გლობალური პრობლემაა, რაც ეწინააღმდეგება კანონის მიერ ადამიანისათვის მინიჭებულ უფლებებს, ზღუდავს ქალთა ჩართულობას სოციალურ ცხოვრებაში და წარმოქმნის გენდერზე დაფუძნებულ შეზღუდვებს. მართალია, ლ-–------–---ს მიერ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, მაგრამ სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასჯელი (სახე და ზომა) დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ დანაშაულთან, არამედ დამნაშავესთანაც. დანიშნულ სასჯელსა და ჩადენილ დანაშაულს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს პროპორციულობა, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ დანაშაულის ხასიათზე, დამნაშავის წარსულ ცხოვრებასა და მის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღირებულებების მიმართ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.

 

აღსანიშნავია, რომ კანონმდებელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის დამამძიმებელ გარემოებებად მიიჩნევს ოჯახში ძალადობას, ჩადენილს არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი კი სასამართლოს ასევე ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ლ-–------–---ს მიერ ჩადენილი ქმედებების განხორციელების სახესა და ხერხზე, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებაზე, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომაზე, კერძოდ, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ ლ-–------–--- სისტემატურად, თითქმის ყოველდღიურად, ლანძღავდა და აგინებდა ა----------–--ს, უწოდებდა „დებილს“ და დაზარალებულის პროტესტზე - არ მიემართა ამ სიტყვით, მაინც მიზანმიმართულად ამ სიტყვის თქმით ამცირებდა და აყენებდა შეურაცხყოფას, ხოლო 2018 წლის 19 მარტს, ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, არ მოერიდა ოჯახში სტუმრად მყოფ ნათესავებს და სხეულის სხვადასხვა ადგილას ხელის მრავალჯერადი დარტყმით გამეტებით სცემა ა----------–--. მის შეკავებას ცდილობდნენ ხ---------------–-- და მ------------–--, თუმცა ლ-–------–--- არ წყნარდებოდა და მეუღლეს ესროლა საფერფლე და პორტატული დამტენი, რომლებიც ა----------–--ს მოხვდა ფეხზე და ზურგის არეში. აღსანიშნავია, რომ მომხდარი განსაკუთრებით განიცადა ძალადობის ფაქტის შემსწრე მცირეწლოვანმა მ-------–---მ, რომელიც ტიროდა და ეხვეწებოდა მამას (ლ-–------–---ს) - არ ეცემა დედა. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ ოჯახური ძალადობის შემთხვევებში ძალადობის მსხვერპლნი ასევე არიან ბავშვები, როგორც მათზე ძალადობის უშუალო, პირდაპირი მოქმედებით, ასევე არაპირდაპირი - დედაზე, ან ოჯახის სხვა წევრზე განხორციელებული ძალადობის მოწმედ ყოფნით, რაც მათში იწვევს შიშს, წარმოშობს დაუცველობისა და უკონტროლობის შეგრძნებას.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე არ იძლევა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ლ-–------–---სთვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით რაიმე სახის შეღავათების გამოყენების საფუძველს. ლ-–------–---სთვის დანაშაულთა ერთობლიობით 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა არ წარმოადგენს მკაცრ სასჯელს, სასჯელის შემსუბუქება იქნება არასამართლიანი და პალატის მოსაზრებით, თავიდან ვერ იქნება აცილებული ახალი ძალადობრივი დანაშაული. პალატას მიაჩნია, რომ ლ-–------–---ს მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელი ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას, ამასთან, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს მეუღლის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.

 

ამრიგად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ლ-–------–---სთვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილ დანაშაულთა სიმძიმე, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ლ-–------–---სთვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებები, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. გარდა აღნიშნულისა, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ლ-–------–---ს მიმართ, არის დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--------------–ისა და მსჯავრდებულ ლ-–------–---ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ---–-----------ს სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ლ-–------–---ს მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--------------–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

მსჯავრდებულ ლ-–------–---ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ---–-----------ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ლ-–------–---ს მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ლ-–------–---ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცრდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „კ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცრდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე;

 

ლ-–------–--- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით;

 

ლ-–------–--- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ლ-–------–---ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

ლ-–------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 23 მარტიდან;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ლ-–------–---ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. კახეთელიძე