განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330100118002470548, №1/ბ-830-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე ნათია ბარბაქაძე
სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე
მსჯავრდებული - გი------ მგ--–--ე, დაბადებული 198--–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, მცხოვრები: ქ.თბ--–------–--------------------------.
კვალიფიკაცია:
წარდგენილი ბრალდების მიხედვით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილი (ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, 2018 წლის 25 აპრილს მოქმედი რედაქცია).
განაჩენის მიხედვით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილი (ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა);
სასჯელი:
1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გრ-----– ნი–------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა და გი------ მგ--–--ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, შემდეგ გარემოებათა გამო:
▪ განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გი------ მგ--–--ის გამართლების ნაწილში არის დაუსაბუთებელი და უკანონო, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებდნენ გი------ მგ--–--ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენას;
▪ მოწმე კა-------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 25 აპრილს, ქ.თბ--–--–----–---------------------------ში მდებარე გი------ და და---- მგ--–--ეების საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ტუმბოს ქვედა უჯრიდან ამოღებული იქნა პისტოლეტისმაგვარი საგანი, ზედაპირზე წარწერით N1-----, მჭიდის გარეშე. ოჯახის წევრების განმარტებით, ოთახი, საიდანაც ამოღებულ იქნა პისტოლეტი, ეკუთვნოდა გი------ მგ--–--ეს;
▪ სასამართლოს არ უნდა გაეთვალისწინებინა გი------ მგ--–--ის ოჯახის წევრების მიერ მიცემული ჩვენებები, ვინაიდან ისინი ცდილობდნენ გი------ მგ--–--ის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი);
დაცვის მხარეს შესაგებელი წარმოდგენილი არ აქვს.
სასამართლომ დაადგინა:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გი------ მგ--–--ეს ბრალი წარედგინა:
- ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვაში;
- ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 25 აპრილს, დღის საათებში, ქ.თბ--–------–---------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გი------ მგ--–--ე უკანონოდ ინახავდა მის მიერვე უკანონოდ შეძენილ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს მიკუთვნებულ 5-fluoro-ADB-ს, რომელიც ამოღებული იქნა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლების მიერ.
2018 წლის 25 აპრილს, დღის საათებში, ქ.თბ--–------–---------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გი------ მგ--–--ე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა მის მიერვე მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ, ქარხნული წესით დამზადებულ, ბელგიური წარმოების 7,65 მმ კალიბრის, 1900 მოდელის, ბრაუნინგის სისტემის პისტოლეტს, რომელიც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის.
თბილისის საქალაქო სასამართლომ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულად არ მიიჩნია გი------ მგ--–--ის ბრალეულობა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გი------ მგ--–--ემ ჩაიდინა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებია:
2018 წლის 25 აპრილს, დღის საათებში, თბ--–--–----–---------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გი------ მგ--–--ე უკანონოდ ინახავდა მის მიერვე უკანონოდ შეძენილ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს მიკუთვნებულ 5-fluoro-ADB-ს, რომელიც ამოღებული იქნა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლების მიერ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 აპრილის განაჩენით, გი------ მგ--–--ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გი------ მგ--–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ გი------ მგ--–--ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2019 წლის 12 აპრილიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 25 აპრილიდან 2018 წლის 1 მაისის ჩათვლით.
გი------ მგ--–--ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ჩამოერთვა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით; ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 10 (ათი) წლის ვადით; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება- 5 (ხუთი) წლის ვადით; ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა და შეფასება:
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გი------ მგ--–--ემ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში თავი ცნო დამნაშავედ და უდავოდ გახადა ბრალდების ამ ნაწილის დამადასტურებელი მტკიცებულებები: მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, 2018 წლის 25 აპრილის პირადი ჩხრეკის ოქმი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 26 აპრილის ექსპერტიზის N9-----------ქრ დასკვნა, სხვა წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდების ნაწილში. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 აპრილის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გი------ მგ--–--ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით ბრალეულობასთან დაკავშირებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებულ უდავო მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მიიჩნევა დადასტურებულად და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა იმსჯელებს მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის შესახებ.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდა სამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
განმარტებები ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შესახებ მოცემულია იარაღის შესახებ საქართველოს კანონში. კანონის თანახმად, ცეცხლსასროლია იარაღი, რომელშიც ჭურვი ან საფანტის ჭურვები მიმართულ მოძრაობას იწყებს დენთის ან სხვა მუხტის წვისას გამოყოფილი ენერგიის შედეგად და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკურად დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად. ამავე კანონის თანახმად, იარაღის მესაკუთრეა პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს იარაღის ფლობის, განკარგვისა და იარაღით სარგებლობის უფლება.
ამასთან, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა გულისხმობს იარაღის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევით მის მოპოვებას, რაც გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ, მის ყიდვაში, სხვა ნივთში გაცვლაში, ვალში ჩათვლაში, ნაჩუქარის მიღებაში, ნაპოვნის დაუფლებაში და ა.შ.. აღნიშნული დანაშაული დამთავრებულად ითვლება პირისთვის იარაღის განკარგვის შესაძლებლობის მიცემიდან. რაც შეეხება ცეცხლსასროლი იარაღის შენახვას, მასში მოიაზრება მისთვის ადგილსამყოფელის მიჩენა იმ პირის მიერ, ვისაც მისი შენახვის კანონიერი უფლება არ აქვს. შენახვა შეიძლება განხორციელდეს საცხოვრებელ ბინაში, სარდაფში, ეზოში და ა.შ., მის ხანგრძლივობას კი ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2018 წლის 25 აპრილს, 14:20 საათიდან 16:50 საათამდე პერიოდში ჩატარდა ქ.თბ--–--–----–---------------------------ში მდებარე გი------ და და---- მგ--–--ეების საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც საძინებელ ოთახში არსებული ტუმბოს ქვედა უჯრაში ნანახი და ამოღებული იქნა მუქი ფერის, მეტალის კონსტრუქციის პისტოლეტისმაგვარი საგანი, ხის ტარით, ტარზე არსებული ნომრით 1-----, მჭიდის გარეშე, რაც დაილუქა სათანადო წესით. ჩხრეკის ოქმზე დაფიქსირებულია შენიშვნა: და---- მგ--–--ე და იზ-------------ა გაეცნენ ბინის ჩხრეკის ოქმს, მათ ასევე გადაეცათ აღნიშნული ოქმის ასლი, თუმცა ოქმზე და ლუქებზე ხელის მოწერაზე გაურკვეველი მიზეზით განაცხადეს უარი.
საგამოძიებო მოქმედების სისწორე დაადასტურა სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას გამომძიებელმა კა-------------ემ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ საძინებელი ოთახი, საიდანაც ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი, ოჯახის წევრების განმარტებით, ეკუთვნოდა გი------ მგ--–--ეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 26 აპრილის ექსპერტიზის N1----- დასკვნით დადგენილია, რომ გამოსაკვლევად წარდგენილი N1----- იარაღი არის ქარხნული წესით დამზადებული, ბელგიური წარმოების, 7,65 მმ კალიბრის, 1900 წლის მოდელის, ბრაუნინგის სისტემის პისტოლეტი, მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლე--–- მე–---–---მა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 26 აპრილის წერილით, სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ელექტრონული მონაცემთა ბაზის მიხედვით, გი------ მგ--–--ის სახელზე რაიმე სახის ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებული არ არის. ბაზაში ასევე არ არის რეგისტრირებული N1----- ცეცხლსასროლი იარაღი.
მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს 2018 წლის 25 აპრილს ქ.თბ--–------–---------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ცეცხლსასროლი იარაღის ამოღების ფაქტი. სადავოა აღნიშნული იარაღის გი------ მგ--–--ის კუთვნილების საკითხი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ აღნიშნულ ბინაში გი------ მგ--–--ესთან ერთად მცხოვრები პირები. მოწმეებმა: და---- მგ--–--ემ (გი------ მგ--–--ის ძმა), იზ---–--- ჯღ------ამ (დედა), თე----- მგ--–--ემ (მამა) და კა---–-- მგ--–--ემ განმარტეს, რომ გი------ მგ--–--ესთან ერთად ცხოვრობენ ქ.თბ--–--–----–---------------------------ში. 2018 წლის 25 აპრილს, და---- მგ--–--ის და იზ---–--- ჯღ------ას მონაწილეობით ჩატარდა აღნიშნული ბინის ჩხრეკა, რა დროსაც საძინებელ ოთახში განთავსებული ტუმბოს უჯრიდან ამოღებული იქნა პისტოლეტი მჭიდისა და ვაზნების გარეშე, რაც ადგილზე დაილუქა, თუმცა ჩხრეკის ოქმს და ლუქებს და---- მგ--–--ემ და იზ---–--- ჯღ------ამ ხელი არ მოაწერეს. მოწმეთა განმარტებით, ოთახს, საიდანაც ამოიღეს იარაღი, გი------ მგ--–--ესთან ერთად საძინებელ ოთახად იყენებდა ამ უკანასკნელის ძმა და ბაბუა. ამასთან, მოწმე კა---–-- მგ--–--ემ დამატებით განმარტა, რომ აღნიშნული იარაღი ოჯახს დარჩა მამისგან, რომელიც მონაწილეობდა მსოფლიო ომში და ინახებოდა როგორც რელიქვია. იარაღს სიძველის გამო ოჯახის წევრები არ აღიქვამდნენ სერიოზულად. აღნიშნული იარაღი წლების განმავლობაში ინახებოდა მათ ოჯახში და მასთან ყველას ჰქონდა შეხება, თუმცა არავის გამოუყენებია.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ამოღებული იარაღი შეიძინა და შეინახა რ. ა-მა. ბრალდების მხარემ ასევე ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოს ეჭვს შეატანინებდა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებში, რომ სახლში (საიდანაც ამოიღეს იარაღი და საბრძოლო მასალა) რ. ა-ს გარდა კიდევ სხვა პირებიც - მათ შორის მისი მამა და ძმა ცხოვრობდნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასკვნა რომ ამოღებული იარაღი და საბრძოლო მასალა შეიძინა და შეინახა რ. ა-მა, არის მხოლოდ ვარაუდი, რაც საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს (ვრცლად იხილეთ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ნოემბრის განაჩენი, საქმეზე №294აპ-15).
მოცემულ შემთხვევაში, პალატა სრულად იზიარებს სასამართლოს არგუმენტაციას და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში, იმ დროს, როდესაც არ გამორიცხულა ქ.თბ--–--–----–---------------------------ში გი------ მგ--–--ის გარდა სხვა პირთა ცხოვრების ფაქტი, მხოლოდ ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება და მოწმე პოლიციელის ჩვენება (ჩვენების აღნიშნული ნაწილი, რომ ცეცხლსასროლი იარაღი, ოჯახის წევრების განმარტებით, ეკუთვნოდა გი------ მგ--–--ეს, არ წარმოადგენს პირდაპირს) ვერ გახდება გი------ მგ--–--ის დამნაშავედ ცნობის საფუძველი, მით უფრო მაშინ, როდესაც ჩხრეკაში მონაწილე პირებს ასეთი შენიშვნა ოქმზე დაფიქსირებული არ აქვთ და სხდომაზე დაკითხვისას სასამართლოს მიაწოდეს სხვა ინფორმაცია. რაც შეეხება სააპელაციო საჩივარში დაფიქსირებულ არგუმენტს, რომლის თანახმად, გი------ მგ--–--ის ოჯახის წევრების ჩვენებები სუბიექტურია და მიზნად ისახავს გი------ მგ--–--ის პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას, დაუსაბუთებელია და უპირობოდ ვერ იქნება გაზიარებული.
პალატა აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე. პალატას მიაჩნია, რომ განსახილველი საქმე იძლეოდა შესაძლებლობას, სააპელაციო საჩივარი განხილული და გადაწყვეტილი ყოფილიყო ზეპირი მოსმენის გარეშე. მტკიცებულებების შეფასების და მხარის პოზიციის გაცნობის შემდეგ კი სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 აპრილის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გრ-----– ნი–------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 აპრილის განაჩენი.
გი------ მგ--–--ე უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2018 წლის 25 აპრილს მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.
გი------ მგ--–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ გი------ მგ--–--ეს სასჯელის ვადა აეთვალოს 2019 წლის 12 აპრილიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 25 აპრილიდან 2018 წლის 1 მაისის ჩათვლით.
გი------ მგ--–--ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ჩამოერთვას:
ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 10 (ათი) წლის ვადით;
გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
გი------ მგ--–--ეს ზემოაღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 მაისის განჩინებით გი------ მგ--–--ის მიმართ შეფარდებული გირაოს თანხის - 8000 (რვა ათასი) ლარის უზრუნველსაყოფად და---- მგ--–--ის (პირადი N6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: თბ--–------–--------------------------, საკადასტრო კოდი: N0------------------- დადებული ყადაღა.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
● ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, ფსიქოტროპული ნივთიერება და პისტოლეტის განმუხტვისას გამოყენებული ხელთათმანები (ინახება ვაკე- საბურთალოს პოლიციის პირველ განყოფილებაში), გ.მგ--–--ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში და პისტოლეტიდან აღებული ანაწმენდები (გადაგზავნილია ექსპერტიზაზე) - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
● ბრაუნინგის სისტემის პისტოლეტი (ინახება ვაკე-საბურთალოს პოლიციის პირველ განყოფილებაში) გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად მიღებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ნათია ბარბაქაძე