განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100116001345674
საქმე №1/ბ-543-2018 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 მაისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ვერა დოლიძე (თავმჯდომარე),მარინა სირაძე, თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივნის – თეონა ქიმერიძის
სახელმწიფო ბრალმდებლების _ გ------- რ---–---–ის, თ-------- გ----–---–ის
ადვოკატების _ კ--- ც------–--ის, ტ------– მ--------–---–ის
მონაწილეობით,გამართლებულის _ მ----- შ----ის მონაწილეობის გარეშე
ღია სასამართლო სხდომაზე, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- რ---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------) მ----- შ----ის მიმართ, დაბადებულის 19---–-–-----------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის ქ--------–---------------–-----–----------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;108-ე მუხლით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ----- შ-----ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 09 მარტს, დაახლოებით 05:00 საათზე, ქ--------–--------–--–---–---------------------------ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-2 სადარბაზოს ბინა №---ის შესასვლელთან, მ----- შ-----მ თანნაქონი ცივი იარაღის (დანის) გამოყენებით მ--------- ქ----ს მიაყენა მუცლის ღრუში შემავალი ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა მუცლის მარცხენა გვერდით ზედაპირზე წვრილი ნაწლავისა და წვრილი ნაწლავის ჯორჯლის დაზიანებით, ნაკვეთი ჭრილობები მარცხენა თეძოს ძვლის ფრთის ზედა წვეტის საპროექციო მიდამოში და მარცხენა იდაყვის არეში, რაც ერთობლიობაში მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. მ--------- ქ---- გადაუდებელი სამედიცინო-ქირურგიული ჩარევის შედეგად გადაურჩა სიკვდილს და დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
ზემოაღნიშნულის გამო მ----- შ-----ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;108-ე მუხლით.
2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 ივლისის განაჩენით:
მ----- შ----- ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
მ----- შ----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა.
გამართლებულ მ----- შ-----ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
3.სააპელაციო საჩივრის არსი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ------- რ---–---–მა, რომელმაც ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოსრ----- მიერ მ----- შ----ის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა და მ----- შ----ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენაში, იმ საფუძვლით, რომ სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ფაქტის თვითმხილველების _ დაზარალებულ მ--------- ქ----სა და მოწმე მ------- ქ---ს ჩვენებებით, მოწმეების _ თ------ გ-------ისა და რ----- გ--------ას ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ფოტოსურათით ამოცნობისა და პირის ამოცნობის ოქმებით, ბიოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, სასტუმრო „-–----------თან“ და ხ--–--–---–ის ქ.№---ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის შიდა და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მ----- შ----ის მიერ მ--------- ქ----ს განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენა.
სააპელაციო პალატის სხდომაზე, სახელმწიფო ბრალმდებელმა გ------- რ---–---–მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო გამართლებულ მ----- შ----ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ტ------– მ--------–---–მა და კ--- ც------–--ემ ითხოვეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გამამართლებელი განაჩენის გაუქმებისა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- რ---–---–ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა არ იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და არგუმენტებს მ----- შ----ის უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან, მიიჩნევს, რომ საქმეში არსებობს სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების დაცვით მოპოვებული უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მ----- შ----ის მიერ მ--------- ქ----ს განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენა, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გამოქვეყნდა დაზარალებულ მ--------- ქ----ს მიერ გამოძიების დროს მიცემული ჩვენება, რომელშიც იგი დეტალურად და თანმიმდევრულად აღწერს როგორც მის დაჭრამდე სასტუმრო „-–----------თან“, ერთი მხრივ, მასსა და მის მეგობარ მ------- ქ---ს და მეორე მხრივ, მ----- შ-----სა და მის მეგობარ თ------ გ-------ს შორის მომხდარი ჩხუბის ვითარებას, ასევე მ----- შ----ის მიერ მისი დაჭრის ფაქტს. კერძოდ, დაზარალებულ მ--------- ქ----ს ჩვენებით დადგენილია, რომ იგი ცხოვრობს ქ.ს--------–ში ოჯახთან ერთად. დაახლოებით ორი თვის წინ (იგულისხმება 2016 წლის 10 მარტამდე პერიოდი) ჩამოვიდა საქართველოში, სადაც უნდოდა ფეხსაცმელების მაღაზიის გახსნა და იქირავა ქ--------–--------–--–---–-------------–- მდებარე №-- ბინა. 2016 წლის 08 მარტს მასთან დროებით საცხოვრებლად ჩამოვიდა ახლო მეგობარი მ------- ქ---, რომელთან ერთადაც იმავე დღეს, დაახლოებით 23:30 საათზე, წავიდა სასტუმრო კომპლექს „-–----------ში“. ორივენი ავიდნენ დ-------–---ში, შეუკვეთეს სასმელები და დაიწყეს დალევა. ის და მ------- ქ--- ისხდნენ მაგიდასთან, რა დროსაც მათთან მივიდა ორი გოგონა, რომლებსაც ეცეკვნენ, რის შემდეგაც ისინი სხვა მაგიდასთან გადასხდნენ. მათ უნდოდათ გოგონებთან ურთიერთობის გაგრძელება, მაგრამ ამ დროს მათთან მივიდა ორი მამაკაცი და საუბარი გაუბა. ამის გამო შეეცადნენ რამენაირად მიექციათ გოგონების ყურადღება და მათკენ წავიდნენ, რაზეც ხსენებულმა ორმა მამაკაცმა მიაყენათ სიტყვიერი შეურაცხყოფა და ერთმანეთში მოუვიდათ სიტყვიერი შელაპარაკება, თუმცა სიტუაცია მალევე განიმუხტა. ცოტა ხნის შემდეგ ლიფტით ჩავიდნენ ქვემოთ და ქუჩაში გავიდნენ. გარეთ დავხვდათ ზემოთ მითითებული ორი პიროვნება, რომლებმაც დაუწყეს გინება თურქულ ენაზე, რის გამოც თავი იგრძნო შეურაცხყოფილად და მოუვიდათ ჩხუბი, მაგრამ იქვე მყოფი მოქალაქეები ჩაერივნენ და გააშველეს. მ------- ქ--- გადავიდა გზის საპირისპირო მხარეს, ხოლო თვითონ იქ დარჩა, სადაც იდგა და ესაუბრებოდა ერთ-ერთ მამაკაცს, რომელთანაც ჩხუბი მოუვიდათ. დაინახა, რომ მეორე პირი გადავიდა გზის მეორე მხარეს და მ------- ქ---სკენ წავიდა, რა დროსაც მ-------მა დაარტყა აღნიშნულ მამაკაცს, რამაც გამოიწვია მათ შორის ჩხუბი. თვითონაც გაიქცა მათკენ. ჩხუბში ისევ ჩაერთვნენ იქვე მყოფი მოქალაქეები და გააშველეს. ის და მ------- ქია შეეცადნენ კონფლიქტი აღარ გაემწვავებინათ, წავიდნენ და გაჩერდნენ მოშორებით ქუჩაში, მაგრამ აღნიშნული პირები არ ეშვებოდნენ, მივიდნენ მათთან და გააგრძელეს ჩხუბი. მათ თან ახლდათ ორი ქალბატონი, რომლებიც ცდილობდნენ მოჩხუბრების გაშველებას. აღნიშნულ ქალბატონებს იცნობდა სასტუმრო „------------ის“ დისკო კლუბიდან, სადაც რამდენჯერმე ჰქონდა მათთან შეხება, მისცა თავისი ბინის მისამართი და თხოვა სტუმრად მისულიყვნენ. ქუჩაში მყოფი მოქალაქეები ისევ მივიდნენ მათთან და გააშველეს. ამის შემდეგ ის და მ------- ქ--- წავიდნენ სახლში და დაიწყეს ვისკის დალევა. მათი სახლში მოსვლიდან რამდენიმე ხნის შემდეგ გაისმა ზარის ხმა. როდესაც გაიხედა კარებში ჩამონტაჟებული გასახედიდან, დაინახა ის ორი ქალბატონი, რომლებიც ჩხუბის დროს აშველებდნენ და გააღო კარები, რათა შემოეპატიჟებინა სახლში. ამ დროს დაინახა, რომ მათთან ერთად იმყოფებოდა ერთ-ერთი მამაკაცი, რომელიც ეჩხუბა მას და მ------- ქ---ს „-–----------ის“ წინ თავის თანმხლებ პირთან ერთად. მას ხელში ეჭირა დაახლოებით 25-20 სმ ვერცხლისპირიანი დანა. ამის დანახვაზე შიშისგან დაიწყო ყვირილი და უნდოდა კარის მიხურვა, რა დროსაც ხსენებულმა მამაკაცმა მოუქნია დანა და დაარტყა მარცხენა ხელში, რის შემდეგაც კარის მიხურვა ვეღარ მოახერხა. იგი შევარდა ბინის შემოსასვლელში და რამდენჯერმე დაარტყა დანა მუცლისა და ხელის არეში. ამ დროს მასთან მივარდა მ------- ქ---, ხოლო აღნიშნული პირი და მისი თანმხლები ქალები გაიქცნენ. ყველაფერი მოხდა ძალიან სწრაფად და მ------- ქ---მ მასზე მიშველება ვერ მოასწრო. ტკივილისგან და ჭრილობისგან შეწუხებულმა მ-------ს სთხოვა დაერეკა მისი ნაცნობი ტაქსის მძღოლისთვის. მ-------მა შეიყვანა მისაღებ ოთახში, რა დროსაც იყო ძალიან ცუდად და ტკივილისგან გული მისდიოდა. ამის შემდეგ აღარაფერი ახსოვს.
დაზარალებულმა მ--------- ქ----მ თავის ჩვენებაში დეტალურად აღწერა მის მიერ ხსენებული ყველა პირი, კერძოდ, განმარტა, რომ მამაკაცი, რომელმაც იგი დაჭრა, იქნებოდა დაახლოებით 180-185 სმ სიმაღლის, 35 წლამდე ასაკის, შუბლის არეში შემელოტებული, მოგრძო თეთრი პირსახით და სწორი ცხვირით, საშუალო აღნაგობის. ეცვა რუხი ფერის კოსტუმი და მუქი ფერის შარვალი. აღნიშნული პიროვნების თანმხლები მამაკაცი, რომელიც ეჩხუბათ „-–----------თან“, იქნებოდა დაახლოებით 185 სმ სიმაღლის, საშუალო აღნაგობის, დაახლოებით 35 წლის, მელოტი, მოგრძო პირისახით, სწორი ცხვირით, მუქი ფერის თვალებით. ეცვა შავი ფერის კოსტუმი და შავი შარვალი. ერთ-ერთი ქალი, რომელიც ზემოაღნიშნულ პიროვნებას ახლდა მასთან ბინაში, იქნებოდა დაახლოებით 25 წლის, 170 სმ სიმაღლის, ქერა მოკლედ შეჭრილი თმით, ღია ფერის თვალებით, თეთრი პირისახით, სწორი ცხვირით. ეცვა მუქი ფერის კოსტუმი და შავი შარვალი. მეორე ქალი იქნებოდა დაახლოებით 170-175 სმ სიმაღლის, 20-22 წლის ასაკის, სუსტი მოგრძო პირისახით. ჰქონდა ქერა გრძელი თმები, სწორი ცხვირი. ეცვა მოყვითალო ფერის კოსტუმი, თეთრი ფერის პერანგი და ღია ფერის შარვალი. მისივე განმარტებით, ყველა მათგანის ამოცნობა შეეძლო როგორც ფოტოსურათზე, ისე პიროვნულად.
ასევე სრული და დამაჯერებელი ჩვენება მისცა სასამართლოს საქმისათვის მნიშვნელოვან ყველა გარემოებასთან დაკავშირებით ფაქტის თვითმხილველმა მოწმემ _ მ------- ქ---მ, რომელმაც განმარტა, რომ ის არის თ--------ის რესპუბლიკის მოქალაქე და 2016 წლის 8 მარტს ჩამოვიდა საქართველოში. სარფში თავისი მეგობარი მ--------- ქ---- დახვდა და თავის ნაქირავებ ბინაში წაიყვანა. იმავე დღეს, დაახლოებით 21:30 საათზე, ის და მ--------- ქ---- გასართობად მივიდნენ სასტუმრო „-–----------ის“ დ-------–---ში, სადაც ცოტა სასმელი დალიეს. იქ გაიცნეს ორი გოგონა, რომლებთან ერთადაც იცეკვეს. შემდეგ ამ გოგონებს ორი ქართველი მამაკაცი მიუახლოვდა და საუბარი გაუბა, რა დროსაც ხსენებულ მამაკაცებთან მათ შელაპარაკება მოუვიდათ. ამის შემდეგ ცოტა ხანს კიდევ გაჩერდნენ დ-------–---ში და მერე ძირს ჩავიდნენ, სადაც ისევ შეხვდათ ის ორი პიროვნება. მათ მ--------- ქ----ს დაუწყეს თურქულ ენაზე გინება დედის მისამართით, რაც ჩხუბში გადაიზარდა. მოწმის განმარტებით, ჩხუბობდნენ ის, მ--------- ქ---- და ხსენებული ორი პიროვნება. ისინი ხალხმა გააშველა, რის შემდეგაც გადავიდნენ გზის მეორე მხარეს და იქ გააგრძელეს ჩხუბი. როდესაც ყველაფერი ჩაწყნარდა, მან ხის ტოტი მოგლიჯა და დამალა, რათა ჩხუბის გაგრძელების შემთხვევაში გამოეყენებინა. მისი მოლოდინი გამართლდა, იგივე პიროვნებები ისევ დაესხნენ თავს და მანაც გამოიყენა მის ხელთ არსებული ხის ტოტი, რომელიც ჩაარტყა ერთ-ერთს. მოქალაქეები ისევ ჩაერივნენ ჩხუბში და გააშველეს. ამის შემდეგ, კონფლიქტის გაგრძელების თავიდან აცილების მიზნით, მ--------- ქ----სთან ერთად დატოვა იქურობა და ორივენი ტაქსით დაბრუნდნენ მ---------ს დროებით საცხოვრებელ ბინაში, სადაც მან (მ------- ქ---მ) მიიღო ნარკოტიკული საშუალება. რამდენიმე ხანში გაისმა კაკუნის ხმა და მ--------- ქ---- გაემართა კარების გასაღებად. ამ დროს თვითონ მისაღებ ოთახში იყო და ნარკოტიკის დამალვას ცდილობდა, რათა არავის ენახა. კარების გაღებისთანავე გაიგონა მ---------ს ყვირილი და დაინახა, რომ კარებს იქეთ სამი პიროვნება იდგა _ ორი გოგო, რომლებიც „-–----------ში“ იმყოფებოდნენ და მამაკაცი, ვისაც „-–----------თან“ ეჩხუბნენ. აღნიშნული მამაკაცი დანას ურტყამდა მ--------- ქ----ს. ამის დანახვაზე მათკენ წავიდა, რა დროსაც მამაკაცი მიბრუნდა და გაიქცა. მას თან გაჰყვნენ თანმხლები გოგონები. იგი არ დადევნებია მათ, რადგან მ--------- ქ----ს მდგომარეობა იყო რთული. როგორც ახსოვს, მას სამ-ოთხ ადგილას ჰქონდა დანა დარტყმული. მაშინვე გამოიძახა ტაქსი და საავადმყოფოში წაიყვანა დაჭრილი. იქ გამოცხადდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც უნდოდათ შემთხვევის ადგილის დათვალიერება და იგი გაჰყვა მათ მ---------ს ბინაში. როცა ადგილზე მივიდნენ, იატაკზე იყო მ---------ს სისხლის კვალი. პოლიციელებმა ბინაში ასევე იპოვეს ნარკოტიკული საშუალება, რის გამოც დააკავეს. მოგვიანებით პოლიციაში ფოტოსურათზე ამოიცნო როგორც ის პიროვნება, ვინც მ--------- ქ----ს დანით მიაყენა დაზიანებები, ასევე ორივე გოგონა, რომლებიც მას ახლდნენ შემთხვევის ადგილზე და მამაკაცი, რომელიც აღნიშნულ პიროვნებასთან ერთად მონაწილეობდა სასტუმრო „-–----------თან“ მომხდარ ჩხუბში.
მოწმე თ------ გ-------ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ მ----- შ----- მისი მეგობარია. 2016 წლის 08 მარტს, ისინი მეუღლეებთან ერთად იმყოფებოდნენ რესტორან „------------–ში“ ქალთა დღის აღსანიშნავად, სადაც დალიეს. იქედან წამოსულებმა მეუღლეები სახლში დატოვეს, რის შემდეგაც მ-----მა დაურეკა თავის მეგობარ გოგონას _ ნ---ს, რომელიც მის მეგობარ ნ----სთან ერთად ჩამოვიდა და ყველანი წავიდნენ სასტუმრო „-–----------ის“ დისკო კლუბში. იქაც დალიეს და იცეკვეს. დაახლოებით 04 საათზე დისკო კლუბი იკეტებოდა და ისინიც მოემზადნენ წასასვლელად. ანგარიში მან გადაიხადა და პირველი გამოვიდა დისკო კლუბიდან ლიფტის გამოსაძახებლად. ამ დროს ლიფტში იმყოფებოდა თურქი ეროვნების ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც შეაგინა დედის მისამართით, რა დროსაც ლიფტის კარები დაიკეტა. მან გამოიძახა მეორე ლიფტი და ჩავიდა პირველ სართულზე. იქ დაინახა აღნიშნული თურქი ეროვნების ახალგაზრდა მამაკაცი, მივიდა მასთან და ჰკითხა რატომ შეაგინა, რა დროსაც მათ შორის მოხდა ჩხუბი. ისინი დაცვის თანამშრომლებმა გააშველეს. ცოტა ხანში მ-----ი და მათი თანმხლები გოგონებიც ჩამოვიდნენ, რომლებსაც მოუყვა მომხდარის შესახებ. ამ დროს ის პიროვნება, რომელმაც მას დედის მისამართით შეაგინა, იდგა გზის მეორე მხარეს. მანაც გადაკვეთა ქუჩა, მივიდა მასთან და ისევ ჰკითხა რატომ შეაგინა, რა დროსაც მის გვერდზე მდგომმა ვიღაც თურქი ეროვნების ბიჭმა მოულოდნელად უბიდან ამოიღო ხის კეტი და თავში ჩაარტყა. ამის გამო დაიწყეს ჩხუბი, რაც დაახლოებით წუთნახევარი გაგრძელდა. ჩხუბში მ----- შ-----ც ჩაერთო და აშველებდათ. ამ დროს იქ მყოფი მოქალაქეებიც მივიდნენ და გააშველეს ისინი, რის შემდეგაც მ----- შ-----მ წაიყვანა სახლში „----------ის“ მარკის იმავე მანქანით, რომლითაც სასტუმრო „-–----------ში“ მივიდნენ. მოწმის განმარტებით, იგი ცდილობდა მ----- შ-----სთან დაკავშირებას, მაგრამ მას ტელეფონი გამორთული ჰქონდა. სამი დღის შემდეგ ოფისში მიაკითხა მ-----ს, რა დროსაც მისმა ძმამ მ--–----მა უთხრა, რომ იგი თ--------ში იყო გადასული.
მოწმე ნ---- გ----–-----ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 08 მარტს, მეგობრებთან _ ნ--- მ-–---–---თან, მ----- შ-----სთან და თ------ისთან ერთად, რომლის გვარი არ ახსოვს, გასართობად იმყოფებოდა სასტუმრო „-–----------ის“ კლუბში. უკვე იკეტებოდა კლუბი, როდესაც მათ მაგიდასთან, სადაც ის, ნ--- მ-–---–---ი და მ----- შ----- ისხდნენ, მივიდა დაცვის თანამშრომელი და უთხრათ, რომ მათი მეგობარი ქვემოთ ჩხუბობდა. სამივენი მაშინვე ჩავიდნენ პირველ სართულზე სიტუაციის გასარკვევად, რა დროსაც დაინახეს, რომ მათი მეგობარი თ------ი იყო სისხლიანი და ეჩხუბებოდა თურქი ეროვნების მამაკაცს _ მ--------- ქ----ს, რომელიც მისი მეგობრის მეგობარი იყო და იქედან იცოდა მისი სახელი და გვარი. ჩხუბი მიმდინარეობდა სასტუმრო „-–----------ის“ წინ და დაპირისპირებულ მხარეებს ქუჩაში შეკრებილი ხალხი აშველებდა. მ----- შ----- ცდილობდა სიტუაციის გარკვევას და თ------ის ექაჩებოდა, რომ სახლში წასულიყვნენ. როდესაც სიტუაცია განიმუხტა, ოთხივენი ჩასხდნენ მ-----ის მანქანაში და წავიდნენ მის (ნ---- გ----–-----ის) ნაქირავებ ბინაში. მ----- შ-----მ თქვა, რომ სალაპარაკო ჰქონდა იმ თურქი ეროვნების პიროვნებასთან, რომელსაც თ------ გ-------ი ეჩხუბებოდა და იკითხა მისი მისამართი, რომელიც მან (ნ---- გ----–-----მა) იცოდა. იმავე დღეს, მ-----მა საჭესთან დასვა ნაცნობი მძღოლი, ვინაიდან, თვითონ ნასვამი იყო და სამივენი _ ნ---- გ----–-----ი, ნ--- მ-–---–---ი და მ----- შ----- მივიდნენ მ--------- ქ----ს საცხოვრებელ მისამართზე. სამივენი ავიდნენ მესამე სართულზე, სადაც მ--------- ქ---- ცხოვრობდა, რა დროსაც მისი ბინიდან შემოესმათ ხმაური და ჩხუბის ხმა. დაკაკუნება სცადეს, მაგრამ იქ აღარ გაჩერებულან და უკან დაბრუნდნენ. მოწმის განმარტებით, ისინი იქ სალაპარაკოდ მივიდნენ და არავითარი ცუდი განზრახვა არ ჰქონიათ, ამიტომ ჩხუბის ხმა რომ გაიგონეს, არ მოეწონათ ეს სიტუაცია და გადაწყვიტეს უკან გამობრუნებულიყვნენ. მათთვის კარები არავის გაუღია და მ----- შ-----ს მესამე სართულზე არანაირი მოქმედება არ განუხორციელებია, ჩვეულებრივად ჩამოვიდნენ ქვემოთ, ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენ ისევ მასთან სახლში. შემდეგ როგორ განვითარდა იქ მოვლენები, მისთვის უცნობია. დაახლოებით ნახევარ საათში თ------ი და მ-----ი წავიდნენ, ხოლო ის და ნ--- მ-–---–---ი ბინაში დარჩნენ და დაწვნენ დასაძინებლად. რამდენიმე ხანში ნ---ს დაურეკა მ----- შ-----მ და თხოვა, რომ თ--------ში გადასულიყვნენ, რადგან მათ ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან, რასაც მ-----ის ოჯახური სიტუაციიდან გამომდინარე, ყოველთვის მალავდნენ და ხშირად გადადიოდნენ თ--------ში. მოწმის განმარტებით, ამის შემდეგ ის და ნ--- მ-–---–---ი გადავიდნენ თ--------ში, სადაც დაახლოებით 10 დღე იმყოფებოდნენ. მ----- შ----- იქ დახვდათ თუ ერთად გადავიდნენ საზღვარზე, ზუსტად არ ახსოვს, მაგრამ თ--------ში რომ ერთად იყვნენ, ეს იცის. თ--------იდან დაბრუნების შემდეგ მ----- შ-----სთან არანაირი კონტაქტი აღარ ჰქონია და სად იმყოფება იგი, მისთვის უცნობია.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლოში დაკითხვისას მოწმე ნ--- მ-–---–---მა.
დაზარალებულმა მ--------- ქ----მ ფოტოსურათით ამოიცნო მ----- შ-----, მიუთითა მასზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე და განმარატა, რომ სწორედ ის იყო პიროვნება, რომელიც ეჩხუბა მას და მის მეგობარს 2016 წლის 09 მარტს, „-–----------ში“ და მის წინ ქუჩაში, ხოლო შემდეგ მივიდა მასთან სახლში და დაჭრა დანით, რის შემდეგაც გაიქცა.
მოწმე მ------- ქ---მ ფოტოსურათით ამოიცნო მ----- შ----- და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნულმა პირმა, 2016 წლის 09 მარტს, ღამის საათებში, თანმხლებ პირთან ერთად ეჩხუბა სასტუმრო კომპლექს „-–----------ში“ არსებულ დ-------–---ში, რის შემდეგაც ჩხუბი გაგრძელდა „-–----------ის“ წინ ქუჩაში. აღნიშნულ პირს თანმხლები მამაკაცის გარდა ახლდა ორი ქალბატონი, რომლებიც ცდილობდნენ მათ გაშველებას. სწორედ მის მიერ ფოტოზე ამოცნობილმა პიროვნებამ მიაკითხათ სახლში ქალბატონებთან ერთად და ბინაში შემოსასვლელ კარებში რამდენჯერმე დაარტყა დანა მუცლისა და მკლავის არეში მის მეგობარ მ--------- ქ----ს, რა დროსაც იგი დაიჭრა.
დაზარალებულმა მ--------- ქ----მ და მოწმე მ------- ქ---მ როგორც ფოტოსურათით, ასევე პიროვნულად ამოიცნეს თ------ გ-------ი და განაცხადეს, რომ სწორედ მასთან და მის თანმხლებ პირთან მოუვიდათ კონფლიქტი 2016 წლის 09 მარტს სასტუმრო კომპლექს „-–----------ში“ არსებულ დ-------–---ში, რა დროსაც აღნიშნული პიროვნება აგინებდათ და ეჩხუბებოდათ მეორე მამაკაცთან ერთად. მ--------- ქ----მ და მ------- ქ---მ ასევე ფოტოსურათით და პიროვნულად ამოიცნეს მ----- შ----ის მიერ დანაშაულის ჩადენის დროს მისი თანმხლები პირები _ ნ---- გ----–-----ი და ნ--- მ-–---–---ი და განმარტეს, რომ სწორედ ისინი ახლდნენ მათ მიერ ამოცნობილ მამაკაცებს 2016 წლის 09 მარტს ჩხუბის დროს, ხოლო მოგვიანებით სწორედ აღნიშნული ქალბატონები ახლდნენ მათთან სახლში მისულ მამაკაცს, რომელმაც დანით დაჭრა მ--------- ქ---- თავისი ბინის შესასვლელ კარებში. დაზარალებულმა მ--------- ქ----მ ამოცნობისას ასევე მიუთითა, რომ ნ---- გ----–-----თან რამდენჯერმე ჰქონდა შეხება დ-------–--- „ინსტურისტში“, რა დროსაც მას მისცა თავისი საცხოვრებელი ბინის მისამართი.
დაზარალებულ მ--------- ქ----ს დანით დაჭრის ფაქტს ადასტურებს ასევე მის სხეულზე არსებული დაზიანებები, კერძოდ: სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ მ--------- ქ----ს აღენიშნებოდა მუცლის ღრუში შემავალი ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა მუცლის მარცხენა გვერდით ზედაპირზე წვრილი ნაწლავისა და წვრილი ნაწლავის ჯორჯლის დაზიანებით, ნაკვეთი ჭრილობები მარცხენა თეძოს ძვლის ფრთის ზედა წვეტის საპროექციო მიდამოში და მარცხენა იდაყვის არეში. ჭრილობა მუცლის მარცხენა გვერდით ზედაპირზე განვითარებული იყო რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის (საგნების) ზემოქმედებით, ხოლო ჭრილობები მარცხენა თეძოს ძვლის ფრთის ზედა წვეტისა და მარცხენა იდაყვის სახსრის საპროექციო არეში, რაიმე მჭრელი თვისებების მქონე საგნის (საგნების) ზემოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. აღნიშნული დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
ის ფაქტი, რომ მ--------- ქ----ს დაჭრა მოხდა სწორედ დაზარალებულისა და მოწმე მ------- ქ---ს მიერ მითითებულ ადგილზე, ანუ მისი საცხოვრებელი ბინის შესასვლელში, დასტურდება იმით, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, ქ--------–--------–--–---–-------------–- მდებარე №-- ბინის შესასვლელში გრანიტზე და მისაღები ოთახის იატაკზე აღმოჩენილი იქნა მოწითალო ფერის ლაქები, რომლებიც ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, წარმოადგენდა მ--------- ქ----ს სისხლს.
საყურადღებო და მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ქ--------–--------–--–---–---------–- მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის გარე სამეთვალყურეო ვიდეოკამერის ჩანაწერი, რომელზეც აღბეჭდილია შემთხვევის დროს დაზარალებულ მ--------- ქ----ს საცხოვრებელი ბინის სადარბაზოში მ----- შ----ისა და მისი თანმხლები პირების შესვლისა და გამოსვლის მომენტები. კერძოდ, აღნიშნული ვიდეოკამერის ჩანაწერითა და მოწმე თ------ გ-------ის მონაწილეობით მისი დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ ჩანაწერი წარმოდგენილია 4 ვიდეოფაილად. პირველ ვიდეო ფაილზე, რომელზეც მითითებულია თარიღი _ 2016-03-09, ჩანაწერი იწყება 04:40:01 საათზე. კადრში ჩანს ს.ხ--–--–---–ის ქუჩა ა-–----–---ის ქუჩის მიმართულებით, სადაც გაჩერებულია ავტომანქანა. ავტომანქანიდან 04:40:36 საათზე ჩამოდიან მამაკაცი და ორი ქალბატონი, ისინი შედიან კორპუსის ეზოში. 04:48:14 საათზე ეზოდან გამორბის მამაკაცი, რომელსაც გადაფარებული აქვს პიჯაკი. შეჩერდება კამერის წინ, მიბრუნდება და ისევ გააგრძელებს გზას ი---------ის ქუჩის მიმართულებით. 04:49:05 საათზე ეზოდან გამოდიან გოგონები. შემდეგ ერთ-ერთი გოგონა შერბის ეზოში, მას მიჰყვება მეორე გოგო სირბილით. 04:49:59 საათზე კადრში ჩნდება ერთი გოგო და ჩანაწერი წყდება. კადრს დააკვირდა რა თ------ გ-------ი, აღნიშნა, რომ მან იცნო სამივე პიროვნება და ისინი არიან მისი მეგობრები მ----- შ-----, ნ--- მ-–---–---ი და ნ---- გ----–-----ი. მეორე ვიდეოფაილზე, რომელზეც მითითებულია თარიღი _ 2016-03-09, ჩანაწერი იწყება 04:40:01 საათზე. კადრში ჩანს საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ასასვლელი კიბეები. 04:43:57 საათზე კადრში ჩნდება მამაკაცი, რომელსაც აცვია შავი ფერის შარვალი, რუხი ფერის პიჯაკი, რომელშიც მოუჩანს თეთრი ფერის მაისური. მას მოჰყვება გოგონა, რომელსაც აცვია რუხი ფერის პიჯაკი, რუხი ფერის შარვალი და მეორე გოგო, რომელსაც აცვია თეთრი ფერის მაისური წარწერებით, შავი ფერის შარვალი, უთითებს ლიფტის კარებზე და იძახებს ლიფტს, რომელშიც 04:44:44 საათზე შედიან სამივე ერთად. 04:47:47 საათზე კიბით ჩამოდის მამაკაცი, რომელსაც თავზე გადაფარებული აქვს პიჯაკი და ჩარბის კიბეზე. 04:48:05 საათზე ჩამოდის გოგო, რომელსაც აცვია თეთრი ფერის მაისური წარწერებით, შავი ფერის შარვალი და 04:48:12 საათზე _ გოგო, რომელსაც აცვია რუხი ფერის პიჯაკი და რუხი ფერის შარვალი. 04:49:59 საათზე ვიდეოჩანაწერი სრულდება. თ------ გ-------მა ჩანაწერის ნახვის შემდგომ აღნიშნა, რომ მამაკაცი, რომელიც ამოდის კიბეზე არის მისი მეგობარი მ----- შ-----, ხოლო გოგო, რომელსაც აცვია თეთრი ფერის მაისური წარწერებით, შავი ფერის შარვალი არის ნ---- გ----–-----ი, მეორე გოგო კი, რომელსაც აცვია რუხი ფერის პიჯაკი და რუხი ფერის შარვალი _ ნ--- მ-–---–---ი. კიბეზე ჩამომავალი, თავზე პიჯაკგადაფარებული პირი არის მ----- შ-----. მესამე ვიდეოფაილზე, რომელზეც მითითებულია თარიღი _ 2016-03-09, კადრში ჩანს ხ--–--–---–ის ქუჩა №---ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორია, ს.ხ--–--–---–ის ქუჩის მხრიდან ი---------ის ქუჩის მიმართულებით. ჩანაწერი იწყება 04:40:01 საათზე. 04:48:17 საათზე კადრში ჩნდება პიროვნება, რომელსაც აცვია შავი ფერის შარვალი, მოუჩანს თეთრი ფერის მაისური და თავზე გადაფარებული აქვს რუხი ფერის პიჯაკი. ტროტუარით გარბის ი---------ის ქუჩის მიმართულებით, შეჩერდება, მობრუნდება და ისევ აგრძელებს გზას. 04:49:59 საათზე ვიდეოჩანაწერი სრულდება. კადრის ნახვის შემდეგ თ------ გ-------მა აღნიშნა, რომ ჩანაწერში აღბეჭდილი პირი, რომელსაც გადაფარებული აქვს თავზე პიჯაკი, არის მისი მეგობარი მ----- შ-----. მეოთხე ვიდეოფაილზე, რომელზეც მითითებულია თარიღი _ 2016-03-09, კადრში ჩანს ხ--–--–---–ის ქუჩა №---ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორია ი---------ის ქუჩის მხრიდან. ჩანაწერი იწყება 04:40:01 საათზე. ჩანაწერის 04:48:42 საათზე კადრში ჩნდება პიროვნება, რომელსაც აცვია შავი ფერის შარვალი, მოუჩანს თეთრი ფერის მაისური და თავზე გადაფარებული აქვს რუხი ფერის პიჯაკი. ის მიემართება ი---------ის ქუჩაზე და გადაკვეთს გზას. 04:49:59 საათზე ვიდეო ჩანაწერი სრულდება. თ------ გ-------მა აღნიშნა, რომ ეს პიროვნებაც, როგორც წინა კადრში აღბეჭდილი პიროვნება, არის მისი მეგობარი მ----- შ-----.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა სასტუმრო „-–----------ის“ გარე სამეთვალყურეო ვიდეოკამერის ჩანაწერი, სადაც ასახულია 2016 წლის 09 მარტს, ღამის საათებში, მ--------- ქ----ს დაჭრამდე ქ--------–-, სასტუმრო „-–----------ის“ წინ მ----- შ-----ს, მ--------- ქ----ს და მათ თანმხლებ პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება.
ამდენად, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მ----- შ----ის უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან, თვლის, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებები ერთობლიობაში საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მ----- შ----ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;108-ე მუხლით დამნაშავედ ცნობისათვის.
სააპელაციო პალატა არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას, რომ ვერ ენდობა მხოლოდ სასამართლო პროცესზე გამოქვეყნებულ დაზარალებულ მ--------- ქ----ს დაკითხვის ოქმში მითითებულ გარემოებებს და ვერ გაიზიარებს მის მიერ გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებას, ვინაიდან, იგი სასამართლოში არ დაკითხულა და დაცვის მხარეს არ ჰქონია მისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს საფუძვლად.
როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით დასტურდება, დაზარალებული მ--------- ქ----, რომელიც თ--------ის რესპუბლიკის მოქალაქეა, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას არ იმყოფებოდა საქართველოში და მისი იმჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობი იყო, რის გამოც პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ იქნა წაკითხული მის მიერ გამოძიების დროს მიცემული ჩვენება.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების არსი იმაში მდგომარეობს, რომ გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს მხოლოდ სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული ჩვენება, თუ იგი ერთადერთი მტკიცებულებაა და არ არსებობს პირის ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულება. განსახილველ შემთხვევაში კი გარდა დაზარალებულის გამოქვეყნებული ჩვენებისა, მ----- შ----ის მიერ მ--------- ქ----ს განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენა დასტურდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებითაც, კერძოდ: მომხდარი ფაქტის თვითმხილველი მოწმის _ მ------- ქ---ს პირდაპირი ჩვენებით, რომელმაც დეტალურად აღწერა თუ როგორ და რა ვითარებაში მიაყენა დანით დაზიანებები მ----- შ-----მ მ--------- ქ----ს; ამოცნობის ოქმებით, რომლებითაც დადგენილია, რომ მ--------- ქ----მ და მ------- ქ---მ ამოიცნეს მ----- შ----- და მიუთითეს მასზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე; სასტუმრო „-–----------ის“ გარე სამეთვალყურეო ვიდეოკამერის ჩანაწერით, რომლითაც დასტურდება, რომ 2016 წლის 09 მარტს, მ--------- ქ----ს დაჭრამდე, ქ--------–-, სასტუმრო „-–----------ის“ წინ ადგილი ჰქონდა დაზარალებულ მ--------- ქ----ს, მ----- შ-----სა და მათ თანმხლებ პირებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას; ქ--------–--------–--–---–---------–- მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის გარე სამეთვალყურეო ვიდეოკამერის ჩანაწერით, რომლითაც დასტურდება, რომ შემთხვევის დღეს მ----- შ----- თანმხლებ პირებთან _ ნ--- მ-–---–---თან და ნ---- გ----–-----თან ერთად შედის დაზარალებულ მ--------- ქ----ს საცხოვრებელი ბინის სადარბაზოში და ადის ზემოთ, რამდენიმე წუთის შემდეგ კი ისინი ჩამოდიან კიბეებზე, რა დროსაც მ----- შ-----ს თავზე პიჯაკი აქვს გადაფარებული, რომლითაც სახის დამალვას ცდილობს და გარბის შემთხვევის ადგილიდან, რაც სრულ თანხვედრაშია დაზარალებულ მ--------- ქ----სა და მოწმე მ------- ქ---ს მიერ აღწერილ გარემოებებთან; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით, რომლებითაც დადგენილია, რომ მ--------- ქ----ს დროებითი საცხოვრებელი ბინის შესასვლელში გრანიტზე და მისაღები ოთახის იატაკზე აღმოჩენილი იქნა მისი სისხლი; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლითაც დადგენილია, რომ მ--------- ქ----ს მიყენებული ჰქონდა მუცლის ღრუში შემავალი ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა, ასევე ნაკვეთი ჭრილობები მარცხენა თეძოს და იდაყვის არეში.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს დაზარალებულ მ--------- ქ----ს გამოქვეყნებული ჩვენების ლეგიტიმურობის საეჭვოდ მიჩნევისა და მის გაზიარებაზე უარის თქმის არანაირი საფუძველი.
სააპელაციო პალატა ასევე არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოწმე მ------- ქ---ს ჩვენების შეფასებაში, რომლითაც ეჭვქვეშ იქნა დაყენებული მისი სარწმუნოობა. კერძოდ, გასაჩივრებულ განაჩენში აღნიშნულია, რომ მ------- ქ---ს ჩვენება არ არის დამაჯერებელი, მყარი და უტყუარი მტკიცებულება, ვინაიდან, თვით მ------- ქ---მ სასამართლო პროცესზე დაადასტურა, რომ ქუჩაში ჩხუბის შემდეგ ის მ--------- ქ----სთან ერთად დაბრუნდა დაქირავებულ ბინაში და მიიღო ნარკოტიკული საშუალება, რის შემდგომაც აღარ ახსოვს რა დრო გავიდა, სწორედ ამ დროს გაიგონა კარზე კაკუნის ხმა და მ--------- ქ----მ გააღო კარი, რის შემდეგაც გაიგო მ--------- ქ----ს ყვირილის ხმა, წავიდა კარისკენ და დაინახა თუ როგორ ურტყამდა დანას კარებში მდგომი მამაკაცი მ--------- ქ----ს. სასამართლომ ჩათვალა, რომ ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი პირის მიერ მოვლენების აღქმა და შემდგომ ისე გადმოცემა, როგორც მას ახსოვს, არ შეიძლება შეფასდეს უტყუარ მტკიცებულებად და სასამართლოს მიერ ის უკრიტიკოდ არ უნდა იქნეს გაზიარებული. სააპელაციო პალატა არ იზიარებს აღნიშნულ არგუმენტაციას, ვინაიდან, საქმეში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოხმარებულმა ნარკოტიკულმა საშუალებამ მ------- ქ---ზე ისეთი ზემოქმედება მოახდინა, რომ მას არ შეეძლო სწორად აღექვა, დაემახსოვრებინა და აღედგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რისი უშუალო შემსწრე და თვითმხილველიც ის გახდა. მ------- ქ---ს ჩვენებაში არ შეინიშნება რაიმე წინააღმდეგობა საქმის გარემოებებთან მიმართებით, შემთხვევის დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით იგი არის თანმიმდევრული, საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს აღწერს სრულყოფილად და ზედმიწევნით.
ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მ------- ქ---ს ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი, მით უფრო მაშინ, როდესაც მის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია სრულად არის თანხვდენილი როგორც დაზარალებულ მ--------- ქ----ს ჩვენებასთან, ისე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან, რომლებთან დაკავშირებითაც პალატამ ზემოთ უკვე იმსჯელა.
ასევე უსაფუძვლოა პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაცია იმის შესახებ, რომ ფოტოსურათით ამოცნობამდე მ------- ქ--- არ ყოფილა მოწმის სახით დაკითხული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით და შესაბამისად, ფოტოსურათით ამოცნობების დროს დარღვეულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამოსაცნობად წარდგენამდე ამომცნობი იმავე კოდექსით დადგენილი წესით უნდა იყოს გამოკითხული/დაკითხული ამოსაცნობი ობიექტის ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშან-თვისებების თაობაზე და იმ გარემოების შესახებ, რომელშიც მას ამოსაცნობ ობიექტთან ჰქონდა შეხება. ამოცნობისას ამომცნობმა უნდა განმარტოს, რა ნიშან-თვისებებით ამოიცნო ამოსაცნობი ობიექტი. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ კანონის ამ მოთხოვნის შესაბამისად, ამოცნობამდე მ--------- ქ----მ დეტალურად აღწერა ამოსაცნობი პირები, მიუთითა იმ ნიშან-თვისებებზე, რომელთა მიხედვითაც შეეძლო მათი ამოცნობა და განმარტა, თუ რა გარემოებებში ჰქონდა მათთან შეხება. აქედან გამომდინარე, არ არსებობს არავითარი რეალური საფუძველი დასკვნისათვის, რომ მოწმე მ------- ქ---ს მონაწილეობით ამოცნობები ჩატარებულია კანონდარღვევით და რომ ამოცნობის ოქმები არ უნდა იქნეს მიღებული სარწმუნო მტკიცებულებებად.
რაც შეეხება მოწმეების _ ნ---- გ----–-----ის და ნ--- მ-–---–---ის ჩვენებებს, მართალია, მათ დაადასტურეს, რომ 2016 წლის 09 მარტს, ღამის საათებში, სასტუმრო „-–----------თან“ მომხდარი ჩხუბის შემდეგ მ----- შ-----სთან ერთად ნამდვილად მიაკითხეს სახლში მ--------- ქ----ს, რომელთანაც მ----- შ-----ს სურდა დალაპარაკება, მაგრამ უარყვეს ამ უკანასკნელის მიერ მ--------- ქ----ს დაჭრის ფაქტი და მიუთითეს, რომ, თითქოს, ბინიდან გამომავალი ჩხუბის ხმის გამო კარების გაღებას არ დაელოდნენ და მაშინვე გამობრუნდნენ უკან, რასაც სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, აღნიშნული ვერსია არ შეესაბამება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, მათ შორის, დაზარალებულ მ--------- ქ----სა და მოწმე მ------- ქ---ს ჩვენებებით, ასევე ვიდეოჩანაწერებით უტყუარად დადგენილ და დადასტურებულ გარემოებებს.
სააპელაციო პალატის აზრით, დაზარალებულ მ--------- ქ----სა და მოწმე მ------- ქ---ს ჩვენებების უტყუარობაზე და მ--------- ქ----ს განზრახ მკვლელობის მცდელობის მ----- შ----ის მიერ ჩადენაზე არაპირდაპირ მიუთითებს ის გარემოებაც, რომ მ----- შ-----მ და შემთხვევის ადგილზე მასთან ერთად მყოფმა პირებმა _ ნ---- გ----–-----მა და ნ--- მ-–---–---მა, მ--------- ქ----ს დაჭრიდან რამდენიმე საათში დატოვეს საქართველოს ტერიტორია და გადავიდნენ თ--------ის რესპუბლიკაში, რაც დასტურდება როგორც თავად ნ---- გ----–-----ისა და ნ--- მ-–---–---ის ჩვენებებით, ასევე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ვიდეოჩანაწერით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს არ გააჩნდა დასაბუთებული საფუძველი, არასარწმუნოდ მიეჩნია დაზარალებულ მ--------- ქ----ს და მოწმე მ------- ქ---ს ჩვენებები და არ გაეზიარებინა მათ მიერ მ----- შ----ის ამოცნობის ოქმები. ზემოთ მითითებული მტკიცებულებებისა და გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ აშკარა, ერთმანეთთან თანხვდენილ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ მ----- შ-----მ ჩაიდინა მ--------- ქ----ს განზრახ მკვლელობის მცდელობა, ანუ დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;108-ე მუხლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 ივლისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებისა და მის ნაცვლად მ----- შ----ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის საფუძველია.
რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, ითვალისწინებს დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას (მ----- შ----- წარსულში ნასამართლევი არ არის), ასევე იმ გარემოებას, რომ სახეზეა დანაშაულის მცდელობა, ამასთან, მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს და მიაჩნია, რომ მ----- შ-----ს უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ნივთმტკიცებათა განკარგვის საკითხზეც და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით გადაწყვეტილი არ არის იმ ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი, რომლებიც შეეხება მ----- შ----ისთვის წარდგენილ ბრალდებას, რის გამოც სააპელაციო პალატა აზუსტებს, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს შემოსასვლელიდან და მისაღებიდან (სამზარეულოდან) ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები, მ--------- ქ----ს ხელის თითების ფრჩხილებიდან ანაწმენდები და სისხლის ნიმუში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა განადგურდეს, ხოლო 4 ცალი DVD დისკი და 1 ცალი CD დისკი, რომლებიც თან ერთვის საქმეს, შენახული უნდა იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, მისი შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- რ---–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2.გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 ივლისის გამამართლებელი განაჩენი მ----- შ----ის მიმართ.
3.მ----- შ----- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19; 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
4.მსჯავრდებული მ----- შ----- დაკავებისთანავე მოთავსებული იქნეს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან.
5.ცნობად იქნას მიღებული, რომ მ----- შ----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმებულია.
6.ნივთიერი მტკიცებულებები _ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს შემოსასვლელიდან და მისაღებიდან (სამზარეულოდან) ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები, მ--------- ქ----ს ხელის თითების ფრჩხილებიდან ანაწმენდები და სისხლის ნიმუში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს, ხოლო 4 ცალი DVD დისკი და 1 ცალი CD დისკი, რომლებიც თან ერთვის საქმეს, შენახული იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, მისი შენახვის ვადით.
7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით. მსჯავრდებულს უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ იგი ითხოვს საკასაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
თავმჯდომარე /ვ.დოლიძე/
მოსამართლეები: /მ.სირაძე/
/თ.სვანიძე/