განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.05.2019
საქმის ნომერი
080210018002725532
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
06.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210018002725532

საქმე №2/ბ-1228-2018

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

06 მაისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლეები : ნანა კალანდაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ირმა პერანიძე, ლაურა მიქავა

 

სხდომის მდივანი - ეკატერინე სილაგაძე

 

აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე, თავდაპირველი მოსარჩელე) - შპს ,,ტ----“

წარმომადგენელი - ვ--–--------------------ე

მოწინააღმდეგე მხარე (აპელანტი, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) - წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობა

წარმომადგენელი - თ--------------ე, მ----------------–---–ი

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილება

1. აპელანტ (თავდაპირველი მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) შპს ,,ტ----ს“-ს მოთხოვნა - შპს ,,ტ----ს“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით შპს ,,ტ----ს“ სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

1.2.აპელანტ (შეგებებული მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის მოთხოვნა - წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და შპს ,,ტ----ს“ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1. ქვეპუნქტი, მე-3 და მე-5 პუნქტები) გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით შპს ,,ტ----ს“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

2.1. მოსარჩელის მოთხოვნა

2----–-–-ს 28 აპრილს შპს „ტ----“-მ (შემდგომში თავდაპირველი მოსარჩელე, აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების მოთხოვნით, ხოლო 2016 წლის 19 თებრვალს კი წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობამ შეგებებული სარჩელი აღძრა შპს „ტ----“-ს მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

2.1.1. სარჩელის საფუძვლები

2.1.1.1მოსარჩელის განმარტებით, 2----–-–------------ შპს „ტ----“-სა და წ---–-------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის გაფორმდა ხელშეკრულება №--- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის მიხედვითაც ერთი მხრივ, შპს „ტ----“-მ იკისრა წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ------ში (ვ---–---------------–---) საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულება, მეორე მხრივ, წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობამ იკისრა შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება, ჯამური ღირებულებით 492 699 ლარის ფარგლებში.

2.1.1.2. მოსარჩელემ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და ვინაიდან ეკონომიურად მოიხმარა თანხა, შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 466 596.31 ლარი. სამუშაოების მიმდინარეობას ყოველდღიურ რეჟიმში ზედამხედველობდა წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები, მათთან შეთანხმებით ხდებოდა სამუშაო პროცესში წარმოქმნილი საკითხების გადაწყვეტაც. სამუშაოს ღირებულება და მოცულობა დადასტურებული იქნა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ საინჟინრო ექსპერტზის დასკვნით №---------.

2.1.1.3. 2014 წლის 17 ნოემბერს სამუშაოთა დასრულებისთანავე ამ გზაზე მოძრაობა დაიწყო აზერბაიჯანული ფირმა „ა-------ი“-ს მძიმე ტექნიკამ, რომელიც სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებდა ავტობანზე, რამაც გზაზე წარმოშვა გარკვეული ხარვეზები. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული იყო 16 სმ-იანი სისქის გზის მოწყობა, რაც არსებულ დატვირთვას არანაირად არ შეესაბამებოდა. მიუხედავად იმისა, რომ გამოვლენილი ხარვეზები არ იყო შპს „ტ----“-ს მიერ განხორციელებული სამუშაოების ნაკლით გამოწვეული, მან ჩაატარა ხარვეზის აღმოფხვრელი სარემონტო სამუშაოებიც, შესრულებული სამუშაოების ღირებულება კი არ მიუღია.

2.1.1.4. მოპასუხის მოთხოვნით, 2014 წლის 31 დეკემბერს სს „თ----------მა“ საბანკო გარანტიის სახით წ---–-------ს მუნიციპალიტეტს გადაურიცხა 24635 ლარი, თუმცა ეს მოთხოვნა იყო უსაფუძვლო. კერძოდ, 2014 წლის 31 დეკემბერს წ---–-------ს მუნიციპალიტეტმა წერილობით აცნობა შპს „ტ----“-ს გზაზე გამოვლენილი ხარვეზების თაობაზე, რომლის მიზეზებიც არ იყო დადგენილი. ეს კი ადასტურებს, რომ საბანკო გარანტიის მოთხოვნის მომენტისათვის წ---–-------ს მუნიციპალიტეტს არ ჰქონდა დადგენილი ხარვეზის მიზეზები და შპს „ტ----“-ს ბრალეულობა. გარდა აღნიშნულისა, შპს „ტ----“-ს მიერ პროდუქციის/სამშენებლო მასალის შეძენა დაკავშირებული იყო დოლარის კურსის ცვლილებებთან, თანხის დროულად მიუღებლობის გამო კი მიადგა ზიანი, რომელიც უნდა აანაზღაუროს მოპასუხემ.

2.2.მოპასუხის პოზიცია

2.2.1. მოპასუხე წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2014 წლის 23 სექტემბერს წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინსპექტირების ჯგუფმა შეამოწმა შპს „ტ----“-ს მიერ განხორციელებული სამუშაოები, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ დაუსრულებელი იყო ბეტონის გზის მარჯვენა სავალი ზოლის ნაწილის მოწყობა, მარცხენა ზოლზე არ იყო გაკეთებული შეერთებები, დაუსრულებელი იყო გვერდულების მოწყობა, აღნიშნულთან დაკავშირებით ინსპექტირების ჯგუფმა შეადგინა შესაბამისი აქტი (23.09.2014 წ.).

2.2.2. 2014 წლის 01 ოქტომბერს შ.პ.ს „ტ----“-მ წერილობით აცნობა მოპასუხეს სამუშაოების დასრულების შესახებ, ინსპექტირების ჯგუფმა დაათვალიერა სამუშაოები 02.10.2014 წელს, რა დროსაც გაირკვა, რომ დაუსრულებელი იყო ბეტონის გზის გვერდულების მოწყობა, ბეტონი არ იყო დაჭრილი და არ იყო შევსებული ჭრილები ბიტუმის ემულსიით, აღნიშნულის თაობაზეც შედგა აქტი (02.10.2014 წ.). ინსპექტირების ჯგუფმა სამუშაოების მიმდინარეობა ასევე დაათვალიერა 06.10.2014წ., 08.10.2014წ., 10.10.2014წ. ამავე ჯგუფმა 15.10.2014 წელს შეადგინა აქტი სამუშაოების დასრულების შესახებ.

2.2.3. 18.11.2014 წელს შ.პ.ს „ტ----“-მ წერილით მიმართა მოპასუხეს და წარადგინა სამუშაოების ასანაზღაურებლად საჭირო დოკუმენტები: შესრულებული სამუშაოების აქტი, ფარული სამუშაოების აქტი, ბეტონის ნიმუშის გამოცდის შედეგი, სამუშაოს ამსახველი ფოტოები, ექსპერტიზის დასკვნა და მოითხოვა თანხის ანაზღაურება. 2014 წლის 3 ნოემბერს ინსპექტირების ჯგუფმა დაათვალიერა სადაო გზის მონაკვეთი, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ გზის ბეტონის საფარი დასაწყისიდან სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიამდე, რომელიც შეადგენს დაახლოებით 300 მეტრს, დაბზარული იყო და გზა განიცდიდა რღვევას. აღნიშნული აცნობეს მოპასუხეს და მოთხოვეს ხარვეზების გამოსწორება.

2.2.4. 2014 წლის 26 ნოემბერს ინსპექტირების ჯგუფმა შეამოწმა სამუშაოები, რა დროსაც გზაზე ისევ შეიმჩნეოდა ხილული ბზარები. 04.12.2014 წელს კომისიამ უარი უთხრა შ.პ.ს ,,ტ----“-ს სამუშაოების მიღება-ჩაბარებაზე, რაც აცნობა წერილობით, 08.12.2014 წელს კი კვლავ მოსთხოვა დეფექტების აღმოფხვრა. ინსპექტირების ჯგუფმა სამუშაოების მიმდინარეობა შეამოწმა 22.12.2014 წელს, 26.12.2014 წელს, 30.12.2014 წელს, რა დროსაც დაადგინა, რომ სამუშაოები მიმდინარეობდა, თუმცა გზის მთელ პერიმეტრზე აღმოფხვრილი არ იყო ის დეფექტები, რომელიც გზის საფარზე აღინიშნებოდა ხილული ბზარების სახით. მოპასუხე საუბრებში აღნიშნავდა, რომ გზაზე არსებული ბზარები მისი ბრალით არ იყო გამოწვეული.

2.2.5. 2014 წლის 31 დეკემბერს მოსარჩელეს სთხოვეს წარმოედგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგინდებოდა გზაზე დეფექტების გამომწვევი მიზეზები. შ.პ.ს „ტ----“-ს, მიუხედავად დაპირებისა, დასკვნა არ წარუდგენია. 12.01.2----–-–-ს №31/85 წერილით შ.პ.ს „ტ----“-ს კვლავ მოსთხოვეს წარედგინა დაპირებული საექსპერტო დასკვნა. 21.01.2015 წელს შ.პ.ს „ტ----“-მ მუნიციპალიტეტს აცნობა ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. 05.02.2015 წელს გზა დაათვალიერა ინსპექტირების ჯგუფმა, თუმცა გზის საფარზე კვლავ აღინიშნებოდა ხილული ბზარები. ექსპერტიზის დასკვნა მოსარჩელისაგან მოითხოვეს 27.02.2015 წელს და 19.03.2015 წელს, თუმცა მან მხოლოდ 24.03.2015 წელს წარადგინა შ.პ.ს ,,ს------“-ს მიერ შედგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც განიხილა მიღება-ჩაბარების კომისიამ და 22.04.2015 წელს მიზანშეწონილად არ მიიჩნია სამუშაოების მიღება-ჩაბარება. 16.04.2015 წელს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სამუშაოების შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ გზას კვლავ აღენიშნებოდა ხილული ბზარები და იგი იშლებოდა. აღნიშნული მოტივით არ იქნა გაზიარებული ექსპერტიზის დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ აღდგენილი მონაკვეთის საექსპლუტაციო ვადა გაუტოლდება პროექტის შესაბამის ხანგრძლივობას.

2.2.6. 2015წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ შეწყვეტილიყო ხელშეკრულება და მოსარჩელის მიმართ გატარებულიყო კანონმდებლობით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებები. წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2----------–-–-ს №------ ბრძანებით შეწყდა წ---–-------ს მუნიციპალიტეტს და შ.პ.ს „ტ----ს“ შორის 2----–-–------------ დადებული №--- ხელშეკრულება და მოსარჩელეს გადასახდელად დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.1% ოდენობით, რომელმაც ჯამში შეადგინა 106 915,68 ლარი.

2.3.შეგებებული სარჩელის საფუძვლები

2.3.1. მოსარჩელის განმარტებით, 2----–-–-ს 27 აპრილს წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობამ, შიდა აუდიტის და მონიტორინგის სამსახურის დასკვნის საფუძველზე, მიზანშეწონილად ჩათვალა შპს „ტ----სთან“ 2----–-–------------ დადებული №--- ხელშეკრულების შეწყვეტა და მოპასუხეს დააკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.1.% ოდენობით, რომელმაც ჯამში შეადგინა 106915.68 ლარი.

2.3.2. 2014 წლის აგვისტოში ინსპექტირების ჯგუფმა გამოავლინა, რომ სამუშაოების პირველ ეტაპზე შპს „ტ----“ არ აწარმოებდა გზის ზედაპირის მოსამზადებელ სამუშაოებს, რის თაობაზეც გამგეობამ გააფრთხილა 2014 წლის 26 აგვისტოს და წერილობით მოსთხოვა მუშაობა გაეგრძელებინა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ამავე წლის 27 აგვისტოს მოპასუხეს დაავალეს პირველი ეტაპის სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტის და ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა, რაც შპს „ტ----“-მ არ შეასრულა.

2.3.3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიმართა ექსპერტიზის ბიუროს, შესრულებული სამუშაოს პროექტთან შესაბამისობის და ზიანის ოდენობის დადგენის მიზნით. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ პროექტიდან გადახვევით შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 395998.65 ლარს, ხოლო არსებული ხარვეზის აღმოფხვრისათვის შესასრულებელ სამუშაოთა ღირებულება, რომელიც წარმოადგენს წ---–-------ს მუნიციპალიტეტისათვის მიყენებულ ზიანს - 740358.07 ლარს.

2.4.შეგებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია

2.4.1. მოპასუხე შპს ,,ტ----“-ს წარმომადგენელმა შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სამუშაოები დასრულდა 2014 წლის 15 ოქტომბერს, თუმცა სარჩელი წარმოდგენილია ვადაგადაცილებული დღეების თაობაზე, რაც წინააღმდეგობრივია. ამავდროულად, სახეზე არაა ბეტონის საფარის რღვევა, რასაც ადასტურებს ფაქტების კონსტატაციის ოქმი. შპს „ტ----“-ს მიერ სარჩელის აღძვრის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა შეწყვიტა მასთან ხელშეკრულება და დააკისრა პირგასამტეხლო. გზის სარეაბილიტაციო პროექტი შედგენილი იყო არაპროფესიონალურად და არ შეესაბამებოდა საქართველოში არსებულ საპროექტო სტანდარტებს.

2.5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

_ შპს „ტ----ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

_ წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობას შპს „ტ----ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 466 596.31 ლარის გადახდა;

_ დანარჩენ ნაწილში შპს „ტ----ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

_ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

_ შპს „ტ----ს“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 10839.38 ლარის ოდენობით;

_ დანარჩენ ნაწილში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

_ შპს „ტ----ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 100 ლარი, რომელიც ამოირიცხა შემდეგი ანგარიშებიდან: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიში TBCBGE22, სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300183150 (გადახდის თარიღი 2----–-–-ს 5 მაისი საგადახდო დავალება N1430822075);

_ წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობას შპს „ტ----ს“ სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილი 4384 ლარი, ადვოკატის მომსახურების თანხა 2000 ლარი და ფაქტის კონსტანტაციის თანხა 87.68 ლარი;

_ შპს „ტ----ს“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სასარგებლოდ დაეკისრა ექსპერტიზის ხარჯი - 173.47 ლარი, მასვე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის თანხა - 325.18 ლარი.

2.6. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

2.6.1. დადგენილია, რომ 2----–-–------------ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომში „შემსყიდველი“) და შპს „ტ----“-ს (შემდგომში „მიმწოდებელი“) შორის გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №---. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 492 699 ლარს, სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2014 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა შემდეგი პირობები:

_ ხელშეკრულებითა და მისი დანართებით გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლის ინსპექტირება, მათ შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების მიმდინარეობის კონტროლს ახორციელებდა „შემსყიდველი“ და მის მიერ ზედამხედველობაზე უფლებამოსილი პირი/ორგანოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ (პუნქტი 5.1.);

_ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში „შემსყიდველი“ უფლებამოსილია ნებისმიერ დროს განახორციელოს შესრულებული სამუშაოს კონტროლი-ინსპექტირება (პუნქტი 5.2);

_ სამუშაოების მიღება ხორციელდება ეტაპობრივად ან/და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის (ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობების მიღების აქტი) და დამატებული ღირებულების გადასახადის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაფორმების შემდეგ (პუნქტი 7.1);

_ შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება მოხდება სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნის საფუძველზე. ექსპერტის მომსახურების ხარჯებს გაწევს მიმწოდებელი (პუნქტი 7.2);

_ შესყიდვის ობიექტის (მისი ნაწილის, ეტაპის) მიღების და/ან საბოლოო შემოწმების შედეგად გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს მიმწოდებელი (პუნქტი 7.3);

_ შემსყიდველი ვალდებულია ოპერატიულად, წერილობითი სახით აცნობოს მიმწოდებელს საბოლოო შემოწმების შედეგები, დაწუნებული სამუშაოს მოცულობის და წუნდების მიზეზის მითითებით (პუნქტი 7.4);

_ ობიექტი დასრულებულად ჩაითვლება საექსპერტო დასკვნის ან შესაბამისი კომისიის დასკვნის საფუძველზე (პუნქტი 7.5);

_ მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს სამუშაოს ამსახველი ფოტო-მასალები (დაწყებამდე, მიმდინარე და საბოლოო), ფარული სამუშაოების აქტები (პუნქტი 7.6);

_ მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაო შეასრულოს ჯეროვნად საპროექტო დოკუმენტაციის ქვეყანაში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების, მსგავსი სამუშაოებითვის უკვე არსებული სტანდარტებისა და „შემსყიდველის“ მოთხოვნების შესაბამისად. წესდებიდან და ნორმებიდან ნებისმიერი გადახვევის შემთხვევაში „შემსყიდველი“ უფლებამოსილია არ მიიღოს სამუშაო ან/და „მიმწოდებლის“ მიმართ გამოიყენოს ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები (პუნქტი 7.7);

_ საბოლოო ანგარიშსწორება მოხდება საბოლოო მიღება-ჩაბარების (შესრულების) აქტის, ფორმა №2-ის, ფარული სამუშაოების ჩატარების აქტი (ფარული სამუშაოების შესრულების შემთხვევაში), საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახდო დოკუმენტაციისა და სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით მისი წარდგენიდან არაუგვიანეს 30 დღისა (პუნქტი 8.3.);

_ შესრულებული სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით, „შემსყიდველის“ მიერ ეტაპობრივად დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%, რომლის ნახევრის (2.5%) დაბრუნება მოხდება სამუშაოს სრული დასრულებისა და „შემსყიდველის“ მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ შედგენილი ობიექტის ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო მეორე ნახევარი „მიმწოდებელს“ დაუბრუნდება საგარანტიო ვადის (სამი წელი) გასვლის შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ აქტის შედგენისას დაფიქსირებული იქნება შესრულებული სამუშაოს ნაკლი ან უხარისხობა, მიმწოდებელს აღნიშნული თანხა არ აუნაზღაურდება დეფექტის გამოსწორებამდე (პუნქტი 8.4);

_ „მიმწოდებელი“ იძლევა გარანტიას, რომ შეასრულებს სამუშაოს არსებული სტანდარტების შესაბამისად დადგენილი ნორმების დაცვით (პუნქტი 10.1);

_ შესრულებული სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის საგარანტიო ვადა შეადგენს სამ წელს სამუშაოს მიღებიდან, რომლის განმავლობაში „მიმწოდებელი“ ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ექსპლუატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა (პუნქტი 10.2);

_ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, „შემსყიდველის“, „მიმწოდებლის“ და ხელშეკრულებით გათვალისიწინებული სამუშაოების ინსპექტირების მიზნით შერჩეული პირის/ორგანოს მონაწილეობით ფორმდება შესაბამისი აქტი (პუნქტი 16.1);

_ თუ „მიმწოდებელი“ გადააცილებს შესასრულებელ სამუშაოთა დასრულების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადას, მას დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ჯამური/საერთო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით (პუნქტი 16.2);

_ ხელშეკრულების 12.1 პუნქტით, შემსყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება, ასევე დააკისროს მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად: „ა“ თუ მიმწოდებელი არ ასრულებს/არაჯეროვნად ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს ან თუ მიმწოდებელმა თვითნებურად შეწყვიტა სამუშაოების შესრულება; „ბ“ თუ „მიმწოდებელი“ სისტემატურად და/ან უხეშად არღვევს ხელშეკრულების პირობებს; „გ“ იმ შემთხვევაში, თუ ვადების გადაცდენისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 5%; „დ“ თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას; „ე“ მიმწოდებლის გაკოტრების შემთხვევაში; „ვ“ თუ მისთვის ცნობილი გახდება, რომ მიმწოდებლის საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტი ყალბი აღმოჩნდა; „ზ“ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში. ამავე ხელშეკრულების მე-17 მუხლის 17.4 პუნქტით, 17.1 და 17.2 პუნქტში მითითებულ შემთხვევაში, შემსყიდველი ვალდებულია აუნაზღაუროს მიმწოდებელს ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს ღირებულება.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხილეთ სხდომის ოქმი);

-ხელშეკრულება №--- (იხილეთ ტომი 1-ლი, ს. ფ. 16-21.).

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

2.4.2. 2014 წლის 14 აგვისტოს შპს „ტ----ს“ დირექტორმა წერილობით აცნობა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომ სოფელ გ------ში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაში მოცემული იყო გზის საფარის გაფხვიერება 20 სმ. სისქის გამაფხვიერებელი საშუალებით. ისინი აპირებდნენ ამ სამუშაოების შესრულებას ნაწილობრივ, რადგან არ მიაჩნდათ სწორად წლობით დატკეპნილი ქვიშა-ხრეშოვანი მასის გაფხვიერება-დატკეპნა, არსებულ გზაზე რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მოძრაობდა მრავალი სახის მსუბუქი და მძიმე სატრანსპორტო საშუალებები, ქვიშა-ხრეშის ფენამ მიიღო ბუნებრივი ვიბრაცია და იმდენად მტკიცე გახდა საფუძველი, რომ მისი ხელახლა გაფხვიერებით და დატკეპნით, არსებული სიმტკიცის ნახევარსაც ვერ მიიღებენ. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მათ მიერ მოხდებოდა საფუძვლის ორმული მოსწორება 40 მმ-ინი ღორღის ფენის მოსაწყობად. ამ სამუშაოს ამოღებით მიღებული ეკონომია კი შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო სხვა ნებისმიერი დამატებითი სამუშაოს შესრულებისათვის.

2014 წლის 26 აგვისტოს შპს „ტ----ს“, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა 14 აგვისტოს წერილის პასუხად, №31/493 წერილით მოსთხოვა სასწრაფოდ შეეწყვიტა 2----–-–-----------ის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები და სამუშაოთა განახლების შემთხვევაში ეცნობებინა მათთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულება შეწყდებოდა და გატარდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

2014 წლის 27 აგვისტოს შპს „ტ----ს“ დირექტორმა წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგინა შესრულებული სამუშაოების აქტები, ფარული სამუშაოს აქტი, ბეტონის ნიმუშის გამოცდის შედეგები, სამუშაოს ამსახველი ფოტომასალა და მოითხოვა სამუშაოთა ღირებულების 106948.182 ლარის გადახდა.

2014 წლის 01 სექტემბერს შპს „ტ----ს“ დირექტორმა წერილობით უპასუხა ადრესატს, N------ წერილთან დაკავშირებით, რომ მითითების შესაბამისად, სამუშაოები შეჩერდა 10 დღის ვადით, რასაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა ობიექტის დროულად ჩაბარებაზე. აქვე აცნობა, რომ სამუშაოები განაახლა ხელშეკრულების პირობების და პროექტის შესაბამისად.

2014 წლის 09 სექტემბერს შპს „ტ----მ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელს აცნობა, რომ სამუშაოების შესრულების პერიოდში იყო განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა (300-400), რაც შეუძლებელს ხდიდა მაღალი სიმტკიცის ბეტონის საფარის დაგებას, იგი უთითებდა, რომ ასეთ პირობებში დაგებულ ბეტონს შესაძლოა მიეღო სტრუქტურული დაზიანებები, რომელიც გამოიწვევდა ბეტონის მდგრადობის, მარკიანობის და ექსლუატაციის გაუარასებას. ასეთი ტემპერატურის პირობებში მაღალი ხარისხის ბეტონის საფარის მისაღებად საჭირო იყო მისი განსაკუთრებული მოვლა-პატრონობა, რაც საჭიროებდა დამატებითი სამუშაოების განხორციელებას, აღნიშნულის გამო იძულებული გახდნენ შეეჩერებინათ სამუშაოების წარმოება. წერილში მითითებულია, რომ მას ერთვოდა გარემოს ეროვნული სააგენტოს წერილი მაღალ ტემპერატურიანი დღეების შესახებ, რაც შეადგენდა 15 დღეს.

2014 წლის 11 სექტემბერს შპს „ტ----ს“ დირექტორმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტს წარუდგინა შესრულებული სამუშაოების აქტები, ფარული სამუშაოს აქტი, ბეტონის ნიმუშის გამოცდის შედეგები, სამუშაოს ამსახველი ფოტომასალა და ექსპერტიზის დასკვნა, შესაბამისად, მოითხოვა შესრულებული სამუშაოს ღირებულების 498.493 ლარის გადარიცხვა.

2014 წლის 19 სექტემბერს „შემსყიდველმა“ შპს „ტ----ს“ უპასუხა, რომ პირველ ეტაპზე შესრულებულ გზის ბეტონით მოწყობის სამუშაოებს არ ახლდა არსებული გზის ზედაპირის მოსამზადებელი სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი საბუთი. გამომდინარე აქედან შპს „ტ----ს“ სთხოვდნენ წარედგინა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნა, საიდანაც დადგინდებოდა, რომ ასანაზღაურებლად მოთხოვნილ მონაკვეთს არ სჭირდებოდა ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება. ასევე მოთხოვეს ექსპერტიზის დასკვნა, გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს წერილში მოყვანილ რიცხვებში, შესაძლებელი იყო თუ არა ბეტონის საფარის მოწყობა.

2014 წლის 22 სექტემბერს შპს „ტ----ს“ დირექტორმა წერილობით მოითხოვა ხელშეკრულების ვადის გაგრძელება 15 კალენდარული დღით, სადაც უთითებდა, რომ ვადის გაგრძელება ითხოვეს 09 სექტემბერს, რაზეც „მუნიციპალიტეტმა“ პასუხი გასცა მხოლოდ 19 სექტემბერს, მასში მოთხოვნილი ექსპერტიზის დასკვნის წარდგენას სჭირდება გარკვეული დრო, ხელშეკრულების ვადა კი იწურებოდა 22 სექტემბერს, ორშაბათს, რაც შეუძლებელს ხდიდა რაიმე დოკუმენტის მომზადებას. გარდა აღნიშნულისა 2014 წლის 26 აგვისტოს წერილის საფუძველზე შეფერხება გამოიწვია სამუშაოების 10 დღის ვადით შეჩერებამ.

2014 წლის 20 ოქტომბერს შპს „ტ----მ“ უარი მიიღო ვადის გაგრძელების თხოვნაზე. აქვე მითითებული იქნა, რომ სამუშაოების მიღება-ჩაბარების საკითხი განხილული იქნებოდა, თუკი შპს „ტ----“ წარადგენდა 2014 წლის 19 სექტემბრის წერილით გათვალისწინებულ დოკუმენტებს.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-2014 წლის 14 აგვისტოს წერილი (იხ.ტომი 1-ლი, ს.ფ.130.);

-2014 წლის 26 აგვისტოს წერილი (იხ.ტომი 1-ლი,ს.ფ.131. );

-2014 წლის 27 აგვისტოს წერილი (იხ.ტომი 1-ლი,.ფ.132.);

-2014 წლის 01 სექტემბრის წერილი (იხ.ტომი მე-2,ს.ფ.113. );

-2014 წლის 09 სექტემბრის წერილი (იხ. ტომი მე-2,ს.ფ.115-116. );

-2014 წლის 11 სექტემბრის წერილი (იხ.ტომი მე-2,ს.ფ.114. );

-2014 წლის 19 სექტემბრის წერილი (იხ.ტომი მე-2, ს.ფ.137. );

-2014 წლის 22 სექტემბრის წერილი (იხ.ტომი 1-ლი, ს.ფ.138-139.);

-2014 წლის 20 ოქტომბრის წერილი (იხ.ტომი 1-ლი,ს.ფ.140. );

-2014 წლის 10 სექტემბრის ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. ტომი 1-ლი, 142-153. ).

2.4.3. 2014 წლის 23 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახურის უფროს მ----------------ის, ამავე განყოფილების უფროს კ--------–----ს, სპეციალისტების -ი--------------სა და მ--–----------ის, არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურის ზედამხედველობის და მოსაკრებლების განყოფილების უფროს გ-------------–--ის მონაწილეობით შედგა აქტი, №--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ვიზუალური დათვალიერების შესახებ, რომლითაც დადგინდა, რომ სამუშაოები არ იყო დამთავრებული. კერძოდ, დაუსრულებელი იყო ბეტონის გზის მარჯვენა სავალი ზოლის ნაწილის მოწყობა, ხოლო მარცხენა ზოლზე რამდენიმე ადგილას არ იყო გაკეთებული შეერთებები, ასევე დაუსრულებელი იყო გვერდულების მოწყობა.

2014 წლის 01 ოქტომბერს შპს „ტ----ს“ დირექტორმა წერილობით აცნობა წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომ გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა და უახლოეს მომავალში ჩატარდებოდა შესაბამისი ექსპერტიზა.

2014 წლის 02 ოქტომბერს წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინსპექტირების ჯგუფის მიერ შედგა აქტი, რომლის მიხედვითაც, სამუშაოები არ იყო დამთავრებული. კერძოდ, დაუსრულებელი იყო ბეტონის გზის გვერდულების მოწყობა, ბეტონი არ იყო დაჭრილი და შევსებული ბიტუმის ემულსიით.

2014 წლის 06 ოქტომბერს იგივე ჯგუფმა ჩაატარა ინსპექტირება და დაადგინა, რომ სამუშაოები არ იყო დამთავრებული. კერძოდ, დაუსრულებელი იყო გვერდულების მოწყობა, ბეტონი არ იყო დაჭრილი და შევსებული ბიტუმის ემულსიით.

2014 წლის 08 ოქტომბერს იგივე ჯგუფმა ჩაატარა ინსპექტირება და დაადგინა, რომ სამუშაოები არ იყო დამთავრებული. კერძოდ, ხრეშის ნაწილი გვერდულებზე არ იყო გასწორებული, გადატარებული არ ჰქონდათ გამასწორებელი ტექნიკა, ზოგ ადგილას დაყრილი იყო მიწიანი და არა ხრეშოვანი ბალასტი.

2014 წლის 10 ოქტომბერს იგივე ჯგუფმა ჩაატარა ინსპექტირება და დაადგინა, რომ გვერდულს და გზას შორის არსებობდა დონეების სხვაობა, გზის შუა გამყოფ ნაწილებში არ იყო ჩასხმული წებო-ემულსია.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-2014 წლის 23 სექტემბერის აქტი (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ.68..);

-2014 წლის 01 ოქტომბრის წერილი (იხ.ტომი 1-ლი, ს.ფ.69.);

-2014 წლის 02 ოქტომბრის აქტი (იხ.ტომი 1-ლი,ს.ფ.70..);

-2014 წლის 06 ოქტომბრის აქტი (იხ. ტომი 1-ლი,ს.ფ.71.

-2014 წლის 08 ოქტომბრის აქტი (იხ. ტომი 1-ლი,ს.ფ.72.);

- 2014 წლის 10 ოქტომბრის აქტი (იხ.ტომი 1-ლი,ს.ფ.73.).

2.4.4. 2014 წლის 15 ოქტომბერს წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებმა შეადგინეს აქტი 2----–-–-----------ის №--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების თაობაზე. მიუხედავად ამისა, 2014 წლის 21 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის გამგეობამ შპს „ტ----“-ს აცნობა, რომ 2.6 და 8 ოქტომბრის შემოწმების აქტების თანახმად, სამუშაოები არ იყო დასრულებული, კერძოდ, არ იყო დაჭრილი გზის საფარი, ჭრილები არ იყო დამუშავებული ბიტუმის ემულსიით, არ იყო დასრულებული გვერდულების მოწყობა, შპს“ტ----“-ს სთხოვდნენ მითითებული სამუშაოების დასრულების შემდეგ ეცნობებინათ წერილობით მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 15 ოქტომბრის აქტი (იხ.ტომი 1-ლი,ს.ფ.42.);

- 2014 წლის 21 ოქტომბრის წერილი (იხ.ტომი 1-ლი,ს.ფ.75.).

2.4.5. 2014 წლის 03 ნოემბერს წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა მ----------------ემ, ამავე განყოფილების უფროსმა კ--------–----მ, სპეციალისტმა ი--------------მ შეადგინეს აქტი, სამუშაოების ვიზუალური დათვალიერების შესახებ, სადაც მითითებულია, რომ შესასვლელიდან სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიამდე დახეთქილი იყო გზის სავალ ნაწილზე მოწყობილი ბეტონის საფარი.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-2014 წლის 3 ნოემბრის აქტი (იხ.ტომი 1-ლი, ს.ფ.76.);

2.4.6. 2014 წლის 18 ნოემბერს შპს „ტ----მ“ წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგებელს წერილობით მიმართა შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების მიზნით. მიმართვას ერთვოდა შესრულებული სამუშაოების აქტები, ფარული სამუშაოს აქტი, ბეტონის ნიმუშის გამოცდის შედეგები, სამუშაოს ამსახველი ფოტომასალა, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–---------------ს ექსპერტიზის დასკვნა №---------, რომლის თანახმადაც, შპს „ტ----“-ს მიერ ექსპერტიზაზე წარდგენილი წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფ. გ------ში ვ---–---------------–---ში საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე შესრულებული სამუშაოების მოცულობა და ღირებულება შეადგენდა 466596.31 ლარს. კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ ობიექტი დათვალიერებული იქნა ვიზუალურად და ჩაუტარდა საკონტროლო აზომვები, ხილული სამუშაოები აზომეს ფაქტიური მდგომარეობით, სხვა სამუშაოები ჩათვლილი იქნა როგორც ტექნოლოგიურად აუცილებელი, დასკვნაში მითითებულია, რომ ფარული სამუშაოების მოცულობის დაზუსტება და ჩათვლა დამკვეთის პრეროგატივაა. შესრულებული სამუშაოების ღირებულების დასადგენად გამოიყენეს შესრულებული სამუშაოების აქტების მონაცემები, რომელიც შესაბამისობაშია საბაზრო მონაცემებთან.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს „ტ----ს“ დირექტორის წერილი (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ.74..);

-2----–-–---------------ს ექსპერტიზის დასკვნა N--------- (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ.31-37).

2.4.7. 2014 წლის 26 ნოემბერს წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა მ----------------ემ, ამავე განყოფილების უფროსმა კ--------–----მ, სპეციალისტმა ი--------------მ შეადგინეს აქტი, №---ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ვიზუალური დათვალიერების შესახებ, სადაც მითითებულია, რომ გზაზე აღინიშნება ხილული ბზარები, რომელიც მიუხედავად მოთხოვნისა, არ იყო გამოსწორებული.

2014 წლის 08 დეკემბერს წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობამ წერილობით აცნობა შპს „ტ----ს“, რომ განიხილეს მათი 2018 წლის 18 ნოემბრის წერილი, თუმცა ინსპექტირების ჯგუფის მიერ ამავე წლის 03 და 26 ნოემბრის შედგენილი აქტებიდან გამომდინარე, გაირკვა, რომ სამუშაოები შესრულებული იყო ხარვეზით. მოსარჩელეს მოსთხოვეს გამოესწორებინა დეფექტები და ნაკლოვანებები, წინააღმდეგ შემთხვევაში სამუშაო არ იქნებოდა მიღებული.

2014 წლის 22 დეკემბრს წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინსპექტირების ჯგუფმა შეადგინა აქტი, სადაც მითითებულია, რომ გზაზე აღინიშნება ბეტონის რღვევა და ხილული ბზარები. იგივე ჯგუფის მიერ შედგენილი 2014 წლის 26 დეკემბრის აქტით, მიმდინარეობდა სამუშაოები ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით. ასევე 2014 წლის 30 დეკემბრის აქტით, ხარვეზები აღმოფხვრილი არ იყო და ფიქსირდებოდა ადგილები, სადაც აღინიშნებოდა ბეტონის რღვევა.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-2014 წლის 26 ნოემბრის აქტი (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ.77.);

-2014 წლის 08 დეკემბრის წერილი (იხ. ტომი 1-ლი,ს.ფ.78-79. );

- 2014 წლის 22 დეკემბრის აქტი (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ.80. );

- 2014 წლის 26 დეკემბრის აქტი (იხ.ტომი 1-ლი ,ს.ფ.81);

- 2014 წლის 30 დეკემბრის აქტი (იხ.ტომი 1-ლი,ს.ფ.82.).

2.4.8. 2014 წლის 31 დეკემბერს წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობამ წერილობით მიმართა შპს „ტ----ს“, წერილში მითითებული იქნა, რომ წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ------ში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ეტაპობრივად უტარდებოდა მონიტორინგი მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ. სამუშაოები მიმდინარეობდა ხელშეკრულების პირობების უხეში დარღვევით. კერძოდ, დამკვეთთან შეთანხმების გარეშე არსებული გზის საფარს არ უტარდებოდა გაფხვიერება და ტკეპნა, რაზეც შპს „ტ----ს“ არაერთხელ ეცნობა ზეპირი და წერილობითი ფორმით, მასვე წერილობით მოსთხოვეს პროექტის დარღვევით წარმოებული სამუშაოების შეჩერება, ასევე სამუშაოების ეტაპის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მათი მოთხოვნის საფუძველზე, უნდა წარედგინა საექსპერტო დასკვნა, გაფხვიერების და ტკეპნის გარეშე სამუშაოების წარმოების დასაშვებობის თაობაზე, რაც უგულვებელყოფილი იქნა. წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარდგენილი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ საექსპერტო დასკვნით დასტურდება სამუშაოების სრული მოცულობით შესრულება. სამუშაოების შესრულების ვადის გადაცილების ერთადერთ მიზეზად შპს „ტ----“-ს მიერ სახელდება ზაფხულის პერიოდში მაღალი ტემპერატურის პირობებში ბეტონის საფარის მოწყობის შეუძლებლობა, რაზეც ხელშეკრულების 14.1 პუნქტის შესაბამისად, საჭირო იყო ინფორმაციის მიწოდება, ხოლო შემდეგ აღნიშნული მიზეზის საფუძვლიანობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. შპს „ტ----“-ს მიერ მოწყობილმა საფარმა განიცადა დეფორმაცია და რღვევა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობამ შპს „ტ----“-ს მოსთხოვა დაედგინა დაზიანების მიზეზები და წარედგინა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა.

შპს „ტ----“-მ ზემოაღნიშნულ წერილთან დაკავშირებით იმავე დღეს უპასუხა მუნიციპალიტეტს, რომ დაზიანების მიზეზების და დაწუნებული სამუშაოს მოცულობის განსაზღვრა წარმოადგენდა „შემსყიდველის“ ფუნქციას, მიუხედავად ამისა, გამოთქვამდნენ მზაობას, ექსპერტიზის დასკვნის მომზადების ხარჯების გასაღებად. ამავე წერილით შპს „ტ----“-მ კიდევ ერთხელ მოითხოვა სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება.

იმავე დღეს, ანუ 2014 წლის 31 დეკემბერს, წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობამ წერილობით მიმართა სს „თ----------ს“ და 2014 წლის 17 ივნისს გაცემული №9463-2614039 საბანკო გარანტიის საფუძველზე მოითხოვა 24635 ლარის გადარიცხვა. მოთხოვნაში მითითებული იყო, რომ შპს „ტ----“-მ უხეშად დაარღვია ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ, ხელშეკრულება არ შესრულდა დადგენილ ვადაში, ნაწილი კი შესრულებულია არაჯეროვნად, ხელშეკრულების 2.3 და 7.7 პუნქტებით განსაზღვრული ტექნიკური პირობების, აგრეთვე ხელშეკრულების 15.4.1 და 15.4.3 პუნქტებით დადგენილი ვალდებულებების დარღვევით.

სს „თ----------მა“ წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის მოთხოვნა შეასრულა და მას გადაურიცხა საბანკო გარანტიის სახით 24635 ლარი, რომელიც შემდგომში, 2----–-–-ს 06 თებერვალს მოხსნა შპს „ტ----“-ს ანგარიშიდან, აღნიშნულთან დაკავშირებით შპს „ტ----“ს მიერ გაწეულმა ხარჯმა შეადგინა საკომისიო - 150 ლარი და გარანტიის მომსახურებისათვის გადახდილი პროცენტი - 472.46 ლარი.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-წ---–-------ს მუნიციპალტეტის წერილი (იხ. ტომი 1-ლი,ს.ფ.40-41.);

-2014 წლის 31 დეკემბერის წერილი (იხ.ტომი 1-ლი,ს.ფ.38. );

-შპს „ტ----ს“ 31 დეკემბრის წერილი (იხ. ტომი 1-ლი,ს.ფ.89. );

-სს „თ----------ის“ წერილი (იხ. ტომი 1-ლი,ს.ფ.45. ).

2.4.9. 2----–-–-ს 8--------ს შპს „ტ----“-ს დირექტორმა მუნიციპალიტეტიდან მოითხოვა შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება და საბანკო გარანტიის თანხის დაბრუნება. ასევე ხელშეკრულების 7.4 პუნქტიდან გამომდინარე, საბოლოო შემოწმების შედეგების, დაწუნებული სამუშაოს მოცულობის და მიზეზების შესახებ დასკვნის მიწოდება.

2----–-–-ს 12 იანვარს შპს „ტ----“-ს ადრესატმა წერილობით უპასუხა, რომ ხელშეკრულება არ დასრულდა 3.1. პუნქტით დადგენილ ვადაში, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულდა არაჯეროვნად და მიუხედავად არაერთგზის გაფრთხილებისა, არ იქნა აღმოფხვრილი ხარვეზები, რითაც წ---–-------ს მუნიციპალიტეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი. შპს „ტ----“ კიდევ ერთხელ გააფრთხილეს, რომ თუ უმოკლეს ვადაში არ აღმოფხვრიდა ხარვეზებს, მის წინააღმდეგ გამოიყენებდნენ სანქციებს.

იმავე დღეს შპს „ტ----ს“ გაუგზავნეს მეორე წერილი, სადაც მითითებულია, რომ ინსპექტირების ჯგუფის აქტების თანახმად, გზაზე შეიმჩნევა ხილული ბზარები და გზის საფარის რღვევა. სამუშაოები ნაწარმოები იყო ხელშეკრულების პირობების დარღვევით, კერძოდ, მოსამზადებელი სამუშაოების გარეშე (არ იყო ნაწარმოები გაფხვიერება და ტკეპნა), პირველი ეტაპის სამუშაოების ჩაბარებას და თანხის ანაზღაურებას სჭირდებოდა ექსპერტიზის დასკვნა, რაც წარმოდგენილი არ იყო. შპს „ტ----“-ს მოსთხოვეს ექსპერტიზის ჩატარება და დაზიანებების გამომწვევი მიზეზების დადგენა.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

შპს „ტ----“-ს 2----–-–-ს 8--------ის წერილი (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ. 85.);

წ---–-------ს მუნიციპალტეტის 2----–-–-ს 1--------ის წერილები (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ.83-84. 86-88. ).

2.4.10. 2----–-–-ს 21 იანვარს შპს „ტ----“-მ მუნიციპალიტეტს აცნობა, რომ მიმართა ექსპერტიზას, რათა გაერკვია ჩატარებული სამუშაოების შესაბამისობა საპროექტო დოკუმენტაციასა და სამშენებლო ნორმებთან, ასევე დაედგინა რეაბილიტირებულ გზაზე ბზარების გამომწვევი მიზეზები.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

შპს „ტ----“-ს 2----–-–-ს 21 იანვარის წერილი (იხ. ტომი 1-ლი,ს.ფ. 90-91).

2.4.11. 2----–-–-ს 5 თებერვალს წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინსპექტირების ჯგუფმა შეადგინა აქტი, სადაც მითითებულია, რომ შპს „ტ----“ აწარმოებს სამუშაოებს ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, თუმცა გზის საფარზე შეიმჩნევა ხილული ბზარები და სამუშაოები დასრულებული არ არის.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

2----–-–-ს 5 თებერვლის აქტი (იხ. ტომი 1-ლი,ს.ფ.93. );

2.4.12. შპს „ს------ს“ 2----–-–-ს 24 მარტის №06 ექსპერტიზის დასკვნით, შპს „ტ----“-ს მიერ დაგებული გზის სავალი ნაწილის ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები ჩატარებულია პროექტის შესაბამისად, 50 წლის წინ გაშენებული და გამყარებული სავალი ნაწილის საფუძველზე, ასფალტბეტონის ძველი შემორჩენილი საფარის აღების შემდეგ, ფრაქციული ღორღის შემასწორებელი ფენის მოწყობის და მასზე 16 სმ. სისქის მონოლითური რკინა-ბეტონის საფარის დაგებით. ექსპერტიზის დასკვნითი ნაწილის თანახმად, საავტომობილო გზის დაზიანებული სავალი ნაწილის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს სწორად შერჩეული მეთოდით და ტექნოლოგიური პროცესით, ამიტომ აღდგენილი მონაკვეთის საექსპლუატაციო ვადა გაუტოლდება პროექტის შესაბამის ხანგრძლივობას და მისი ექსპლუატაციაში მიღება შესაძლებელია.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

შპს „ს------ს“ ექსპერტიზის დასკვნა (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ.117-122.).

2.4.13. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2----–-–-ს 23 აპრილის ექსპერტიზის დასკვნით №---------, რომელიც შესრულდა შპს „ტ----ს“ დაკვეთით, გზაზე ბზარების გაჩენის მიზეზის გასარკვევად, სოფელ გ------ის ბეტონის გზის საფარიდან ამოკვეთილი ცილინდრული ნიმუშების (კერნები) კუმშვაზე სიმტკიცეებიდან მხოლოდ №1 ნიმუშმა დააკმაყოფილა საპროექტო მოთხოვნა (327 კგძ/სმ2, B25 კლასი); დანარჩენი ნიმუშების სიმტკიცეები ბევრად ნაკლებია საპროექტო მნიშვნელობაზე. რეაბილიტირებულ გზაზე ბზარების გაჩენის ერთ-ერთ ძირითადი მიზეზი ბეტონის ძალიან დაბალი სიმტკიცეა, საპროექტო მოთხოვნასთან შედარებით.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

2----–-–-ს 23 აპრილის ექსპერტიზის დასკვნა N--------- (იხ.ტომი მე-4, ს.ფ.90-96. ).

2.4.14. 2----–-–-ს 16 აპრილს წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინსპექტირების ჯგუფმა შეადგინა აქტი, სადაც მითითებულია, რომ ბეტონის გზის საფარზე შეიმჩნევა ხილული ბზარები, მიუხედავად შესრულებული სამუშაოებისა.

2----–-–-ს 27 აპრილს წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგებლის N---------------ით შეწყდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ წ---–-------ს მუნიციპალიტეტს და შპს „ტ----“-ს შორის გაფორმებული 2----–-–-----------ის №--- ხელშეკრულება. ბრძანებაში მითითებულია, რომ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის შპს „ტ----“-ს დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა, ხელშეკრულების ღირებულების 492699 ლარის 0.1% ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენს 106915.68 ლარს, თანხის ხუთი სამუშაო დღის ვადაში ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტს უნდა მიემართა სასამართლოსათვის, თანხის ამოღების მიზნით. ბრძანება ეყრდნობა გამგებლის 2----–-–-ს 17 აპრილის №----- ბრძანებით შექმნილი კომისიის სხდომის 2----–-–-ს 22 აპრილს ოქმს.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-2----–-–-ს 16 აპრილის აქტი (იხ. ტომი 1-ლი,ს.ფ. 98-107. );

-შიდა აუდიტის და მონიტორინგის სამსახურის დასკვნა (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ.111-112); წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგებლის №------ ბრძანება (იხ.ტომი 1-ლი, ს.ფ.184);

-2----–-–-ს 22 აპრილს ოქმი (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ.107-110. )

2.4.15. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2----–-–-ს 03 აგვისტოს ექსპერტიზის დასკვნით №004373815, შპს „ტ----“-ს მიერ წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ------ში (ვ---–---------------–---), საავტომობილო გზის ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები არ შეესაბამება საპროექტო დოკუმენტაციას. არასრულად არის შესრულებული „არსებული გზის საფარის (ქვიშა-ხრეშოვანი) გაფხვიერება, გამაფხვიერებელი გასაშუალებული სისქით 20 სმ“. პროექტიდან გადახვევით შესრულებული სამუშაოების ღირებულება თანახმად №4 დანართისა, შეადგენს 395998.65 ლარს. შესრულებულ სამუშაოებზე არსებული ხარვეზის აღმოფხვრისათვის უნდა შედგეს პროექტი, სადაც განისაზღვრება შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და ღირებულება, ასევე გზის შემდგომი ექსპლოატაციის მიზანშეწონილობა. აღნიშნული პროექტის შედგენის შემდეგ დადგინდება თუ რა ზიანი მიადგა წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობას. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გამოცდილი ნიმუშების სიმტკიცეები იცვლება B15-დან B25 კლასამდე. ამოჭრილი კერნების სისქეები იცვლება 12-დან 20 სმ-მდე. ამავე დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ პროექტით და ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული იყო „არსებული გზის საფარის (ქვიშა-ხრეშოვანი) გაფხვიერება გამაფხვიერებლით, მოცულობით 3241 კბ.მ, ფაქტობრივად შესრულებულია 2250 კბმ. ჩატარებული საინჟინრო კვლევისას ამოკვეთილი იქნა 7 ცალი ნიმუში, რომელთაგან მხოლოდ ორი ცალი არის B25 კლასის და ოთხი ნიმუშის სისქე მერყეობს 12-15 სმ-მდე. სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

2----–-–-ს 03 აგვისტოს №004373815 ექსპერტიზის დასკვნა (იხ.ს.ფ. 7-38. ტ. 3.);

2.4.16. სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სასწავლო, სამეცნიერო კვლევითი ცენტრის 2----–-–-ს ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, წ---–-------ს მუნიციპალიტეტში, სოფელ გ------ში (ვ---–---------------–---) არსებული საავტომობილო გზის გამოკვლეულ პიკეტებში ბეტონის საშუალო სიმტკიცე იცვლება დიაპაზონში: 325,7:397,5 კგძ/სმ2, (B25:B30). გამოკვლეულ შვიდივე პიკეტზე მოწყობილი ბეტონის საფარის სიმტკიცე კუმშვაზე აკმაყოფილებს მის საპროექტო მაჩვენებელს და შეესაბამება B25 (32.7 მპ). ამავე დასკვნით, სადავოა საავტომობილო გზის საპროექტო დოკუმენტაცია არ შეესაბამება საქართველოში მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებს, იგი შესრულებულია არაკვალიფიციურად, დოკუმენტაციის მიხედვით შეუძლებელია სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება. დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ საპროექტო დოკუმენტაციას არ აქვს დასახელება, არაა მოცემული პროექტის მიზანი, არაა მოცემული განმარტებითი ბარათი, სადაც აღწერილი უნდა იყოს საავტომობილო გზის არსებული მდგომარეობა, გეოლოგიური პირობები, რომელი ნორმებით არის დაპროექტებული, საპროექტო გადაწყვეტები, შესასრულებელი სამუშაოების მოცულობების უწყისი, სამუშაოების მოცულობების კრებსითი, უწყისი, არასრულყოფილია გრაფიკული ნაწილი, სადაც მოცემული უნდა იყოს გზის სიტუაციური გეგმა, გრძივი პროფილი, საგზაო სამოსის კონსტრუქციული ნახაზი, განივი პროფილები და სხვა საჭიროების მიხედვით, პროექტში მოცემული დანართი №1 არ შეესაბამება სათაურს, იგი არ წამოადგენს ხარჯთაღრიცხვას, მასში არაა მოცემული ფასები, დანართ №1-ში მოცემული შესასრულებელი სამუშაოები არაა სწორად ფორმულირებული: არსებული გზის საფარს გაფხვიერების შემდეგ დასჭირდება მოსწორება და დატკეპნა, ღორღით - 40 მმ. ეწყობა საფუძველი და არა გზა, ბეტონით ეწყობა საფარი და არ შეიძლება მისი მოწყობა გასაშუალებული სისქით, გრაფიკულ ნაწილში მოცემულია ნახაზები, რომელთაც არა აქვს დასათაურება, ამ ნახაზებიდან გარკვეული ნაწილი ალბათ ჩაფიქრებულია გრძივ პროფილად, მაგრამ ის შესრულებულია არაკვალიფიციურად, მისგან არ შეიძლება რაიმე ინფორმაციის მიღება და ექსპერტიზას არ ექვემდებარება, მეორე ნაწილი ალბათ ჩაფიქრებულია გზის გეგმად, მაგრამ ისიც შესრულებულია არაკვალიფიციურად. არასწორადაა დატანილი გვერდულები, არასრულყოფილადაა დატანილი საგზაო სამოსის კონსტრუქცია, ბოლო ნახაზი, რომელსაც დასათაურება არა აქვს, ალბათ წარმოადგენს სქემეტურ გეგმას. მასზე დატანილია მხოლოდ გზის დასაწყისი, არ ჩანს ბოლო, პროექტის მიხედვით ძნელია დაადგინო გზის სიგრძე, მაგრამ შეიძლება ნავარაუდები იქნეს, რომ იგი შეადგენს დაახლოებით 2890 მ. ამ შემთხვეაში 7 მ სიგანეზე ცემენტბეტონის საფარი უნდა მოეწყოს 20000 მ2-ზე უფრო დიდ ფართობზე და არა 16205 მ2-ზე, როგორც დანართშია მოცემული; წარმოუდგენელია, რომ ამ სიგრძის გზაზე არაა მიერთება, ეზოში შესასვლელი, რაიმე საგზაო ნიშანი, წყლის აცილების სისტემა და ა.შ. რაზეც პროექტში არაფერია მოცემული.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

ექსპერტიზის დასკვნა (იხ.ტომი 1-ლი, ს.ფ.194-238. );

2.4.17. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2016 წლის 04 იანვრის ექსპერტიზის №---------დასკვნით, რომელიც შესრულებულია შპს „ტ----“-ს დირექტორის შეკვეთით, სოფელ ვარციხის ბეტონის გზის საფარის ხარისხის გამოკვლევის მიზნით ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ დამკვეთის მიერ მითითებულ ადგილებში ამოკვეთილი 5 ცილინდრის ნიმუშის სიმტკიცეებიდან 2 ნიმუშის სიმტკიცე აკმაყოფილებს საპროექტო (B25 კლასი) მოთხოვნას, ხოლო 3 ნიმუში -არა. ბეტონის საფარის საპროექტო სისქეა 16 სმ, ამოკვეთილი ნიმუშებიდან 4 ნიმუში აკმაყოფილებს საპროექტო მოთხოვნებს, ხოლო 1 ნიმუში -არა.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

2016 წლის 04 იანვრის ექსპერტიზის დასკვნა N--------- (იხ. ტომი მე-4,ს.ფ.67-87.);

2.4.18. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2016 წლის 04 აპრილის ექსპერტიზის დასკვნით №---------, სოფელ გ------ში ვ---–----------------–---ში არსებული ბეტონის გზის დაშლისა და ახალი ბეტონის საფარის მოწყობის ხარჯთაღრიცხვის ღირებულება შეადგენს 737189.17 ლარს. აღნიშნული ხარჯთაღრიცხვა არის წინასწარი, სამუშაოების მიმდინარეობის დროს შესაძლებელია მისით ხელმძღვანელობა. აღნიშნული ხარჯთაღრიცხვით შესრულებული სამუშაოების ანგარიშსწორება მშენებელ ორგანიზაციასთან უნდა მოხდეს ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულების მიხედვით. სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

2016 წლის 04 აპრილის ექსპერტიზის №--------- დასკვნა (იხ. ტომი მე-3, ს.ფ.145-156);

2.4.19. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2017 წლის 09 ოქტომბრის ექსპერტიზის №--------დასკვნით, რომელიც შესრულებულია შპს „ტ----“-ს შეკვეთით, გ------------–-----ის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთზე ჩატარებული კვლევების შესაბამისად, ხილული სამუშაოები შესრულებულია პროექტის შესაბამისად. გზის საფარის სისქე და ბეტონის მარკიანობა შეესაბამება საპროექტო მონაცემებს და შესაძლებელია მისი ექსპლუატაცია. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბეტონის საფარიდან ამოკვეთილი ნიმუშის სიმტკიცეები იცვლება 34.22 მპა-დან (342.2 კგძ/სმ2, მარკა 350, ბეტონის კლასი B25) 41.72 მპა-მდე (417.2 კგძ/სმ2, მარკა 400, კლასი B30). ბეტონის საფარიდან ამოკვეთილი ნიმუშების საშუალო სისქეა 16.75 სმ, სულ შემოწმებული იქნა 12 ნიმუში. ამავე დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ მოქმედი კანონმდებლობით რაიმე შეზღუდვა, რომელიც ზღუდავს კონკრეტული საავტომობილო გზის ექსპლუატაციას არ არის. ფაქტობრივად გზა არის ექსპლუატაციაში.

მტკიცებულება: 2017 წლის 09 ოქტომბრის ექსპერტიზის №-------- დასკვნა (იხ. ტომი მე-5, ს.ფ.3-51.);

2.5. გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე, 361-ე, 405-ე, 629-ე, 644-ე, მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე, 172-ე მუხლებზე და განმარტა შემდეგი:

2.5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

2.5.2. 2----–-–------------ შპს „ტ----ს“ და წ---–-------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის გაფორმდა ხელშეკრულება №---, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის მიხედვითაც ერთი მხრივ, შპს „ტ----მ“ იკისრა წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ------ში (ვ---–---------------–---) საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულება, მეორე მხრივ, წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობამ იკისრა შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება ჯამური ღირებულებით 492 699 ლარის ფარგლებში. სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2014 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით.

2.5.3. 2014 წლის 01 ოქტომბერს შპს „ტ----ს“ დირექტორმა წერილობით აცნობა წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომ გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა და უახლოეს მომავალში ჩატარდებოდა შესაბამისი ექსპერტიზა. 2014 წლის 01, 02, 06, 08, 10 ოქტომბერს წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინსპექტირების ჯგუფმა შეამოწმა სამუშაოთა შესრულების მდგომარეობა და დაადგინა, რომ იგი არ იყო დასრულებული. მხოლოდ 2014 წლის 15 ოქტომბერს ჩატარებული შემოწმებისას მივიდა ინსპეტირების ჯგუფი დასკვნამდე, რომ სამუშაოები დასრულდა.

2.5.4. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი. კერძოდ, ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ სამუშაოების მიღება ხორციელდება ეტაპობრივად ან/და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის (ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობების მიღების აქტი) და დამატებული ღირებულების გადასახადის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაფორმების შემდეგ (პუნქტი 7.1); შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება მოხდებოდა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნის საფუძველზე. ექსპერტის მომსახურების ხარჯებს გასწევდა მიმწოდებელი (პუნქტი 7.2);

2.5.5. მოცემულ შემთხვევაში, სამუშაოთა მიმდინარეობის პროცესში შპს „ტ----“-მ 2014 წლის 27 აგვისტოს და 2014 წლის 11 სექტემბერს „შემსყიდველს“ წარუდგინა შესრულებული სამუშაოების აქტები, ფარული სამუშაოს აქტი, ბეტონის ნიმუშის გამოცდის შედეგები, სამუშაოს ამსახველი ფოტომასალა და ექსპერტიზის დასკვნა, შესაბამისად, მოითხოვა შესრულებული სამუშაოს ღირებულების გადახდა. მანვე მიმართა „შემსყიდველს“ 2014 წლის 18 ნოემბერს და მოითხოვა შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება. მიმართვას ერთვოდა შესრულებული სამუშაოების აქტები, ფარული სამუშაოს აქტი, ბეტონის ნიმუშის გამოცდის შედეგები, სამუშაოს ამსახველი ფოტომასალა, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2----–-–---------------ს ექსპერტიზის დასკვნა №---------, რომლის თანახმადაც, შპს „ტ----“-ს მიერ ექსპერტიზაზე წარდგენილი წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფ. გ------ში ვ---–---------------–---ში საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე შესრულებული სამუშაოების მოცულობა და ღირებულება შეადგენდა 466596.31 ლარს. დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებული იყო, რომ ობიექტი დათვალიერებული იქნა ვიზუალურად და ჩაუტარდა საკონტროლო აზომვები, ხილული სამუშაოები აზომეს ფაქტიური მდგომარეობით, სხვა სამუშაოები ჩათვლილი იქნა როგორც ტექნოლოგიურად აუცილებელი, დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ ფარული სამუშაოების მოცულობის დაზუსტება და ჩათვლა დამკვეთის პრეროგატივაა. ექსპერტების მითითებით, შესრულებული სამუშაოების ღირებულების დასადგენად გამოიყენეს შესრულებული სამუშაოების აქტების მონაცემები, რომელიც შესაბამისობაში იყო საბაზრო მონაცემებთან. 2014 წლის 08 დეკემბერს წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობამ წერილობით აცნობა შპს „ტ----“-ს, რომ განიხილეს მისი 2014 წლის 18 ნოემბრის წერილი, თუმცა ინსპექტირების ჯგუფის მიერ ამავე წლის 03 და 26 ნოემბრის შედგენილი აქტებიდან გამომდინარე, გაირკვა, რომ სამუშაოები შესრულებული იყო ხარვეზით. მოსარჩელეს მოსთხოვეს გამოესწორებინა დეფექტები და ნაკლოვანებები, წინააღმდეგ შემთხვევაში სამუშაო არ იქნებოდა მიღებული. 2014 წლის 31 დეკემბრის წერილში კი მითითებულია, რომ წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ------ში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ეტაპობრივად უტარდებოდა მონიტორინგი მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ. სამუშაოები მიმდინარეობდა ხელშეკრულების პირობების უხეში დარღვევით. კერძოდ, დამკვეთთან შეთანხმების გარეშე არსებული გზის საფარს არ უტარდებოდა გაფხვიერება და ტკეპნა, რაზეც შპს „ტ----ს“ არაერთხელ ეცნობა ზეპირი და წერილობითი ფორმით, მასვე წერილობით მოსთხოვეს პროექტის დარღვევით წარმოებული სამუშაოების შეჩერება, ასევე სამუშაოების ეტაპის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მათი მოთხოვნის საფუძველზე, უნდა წარედგინა საექსპერტო დასკვნა, გაფხვიერების და ტკეპნის გარეშე სამუშაოების წარმოების დასაშვებობის თაობაზე, რაც უგულვებელყოფილი იქნა. წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარდგენილი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ საექსპერტო დასკვნით დასტურდება სამუშაოების სრული მოცულობით შესრულება. სამუშაოების შესრულების ვადის გადაცილების ერთ-ერთ მიზეზად შპს „ტ----“-ს მიერ სახელდება ზაფხულის პერიოდში მაღალი ტემპერატურის პირობებში ბეტონის საფარის მოწყობის შეუძლებლობა, რაზეც ხელშეკრულების 14.1 პუნქტის შესაბამისად, საჭირო იყო ინფორმაციის მიწოდება, ხოლო შემდეგ აღნიშნული მიზეზის საფუძვლიანობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. შპს „ტ----“-ს მიერ მოწყობილმა საფარმა განიცადა დეფორმაცია და რღვევა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობამ შპს „ტ----“-ს მოსთხოვა დაედგინა დაზიანების მიზეზები და წარედგინა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა.

2.5.6. ამდენად, „შემსყიდველმა“ ხელშეკრულების პირობების დარღვევით, „მიმწოდებლისაგან“ მოითხოვა ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგინდებოდა გზის საფარის დაზიანების მიზეზები. ხელშეკრულების მიხედვით კი „მიმწოდებლის“ მიერ ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის შემდეგ, „შემსყიდველი“ ვალდებული იყო ოპერატიულად, წერილობით ეცნობებინა „მიმწოდებლისათვის“ საბოლოოო შემოწმების შედეგები, დაწუნებული სამუშაოს მოცულობის და წუნდების მიზეზების მითითებით, რაც არ განუხორციელებია (ხელშეკრულების 7.2, 7.4 პუნქტები). იმავე დღეს შპს „ტ----“-მ წერილობით უპასუხა „მუნიცაპალიტეტს“ და განუმარტა, რომ აღნიშნული არ წარმოადგენდა მის ფუნქციას, ამავე დროს გამოხატა მზაობა, თავად გაეღო ექსპერტიზის ხარჯი, თუკი „შემსყიდველი“ მოინდომებდა კვლევის ჩატარებას. მიუხედავად ამისა, წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობას არ უცნობებია შპს „ტ----“-სათვის საბოლოო შემოწმების შედეგები, დაწუნებული სამუშაოს მოცულობის და წუნდების მიზეზების მითითებით, მხოლოდ ზოგადად განმარტავდა, რომ სამუშაოები არ დასრულდა დადგენილ ვადაში, გზაზე შეიმჩნეოდა ხილული ბზარები, პირველადი სამუშაოები ჩატარდა მოსამზადებელი სამუშაოების გარეშე (არ იყო ნაწარმოები გაფხვიერება და ტკეპნა). ამავე პერიოდში ინსპექტირების ჯგუფმა არაერთხელ შეადგინა აქტი, რომ გზაზე შეიმჩნეოდა ხილული ბზარები, „მუნიციპალიტეტმა“ კი დაავალა „მიმწოდებელს“ გამოესწორებინა ხარვეზები, თავად აქტების შინაარსიდან ირკვევა, რომ შპს „ტ----“ მართლაც აწარმოებდა სამუშაოებს დეფექტების აღმოფხვრის მიზნით. შპს „ტ----ს“ შეკვეთით 2----–-–-ს 24 მარტს შპს „ს------“-ს მიერ შედგენილი ექსპერტიზის დასკვნით, შპს „ტ----ს“ მიერ დაგებული გზის სავალი ნაწილის ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები ჩატარებული იყო პროექტის შესაბამისად, 50 წლის წინ გაშენებული და გამყარებული სავალი ნაწილის საფუძველზე, ასფალტბეტონის ძველი შემორჩენილი საფარის აღების შემდეგ, ფრაქციული ღორღის შემასწორებელი ფენის მოწყობის და მასზე 16 სმ. სისქის მონოლითური რკინა-ბეტონის საფარის დაგებით. ექსპერტიზის დასკვნითი ნაწილის თანახმად, საავტომობილო გზის დაზიანებული სავალი ნაწილის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობდა სწორად შერჩეული მეთოდით და ტექნოლოგიური პროცესით, ამიტომ აღდგენილი მონაკვეთის საექსპლუატაციო ვადა გაუტოლდებოდა პროექტის შესაბამის ხანგრძლივობას და მისი ექსპლუატაციაში მიღება შესაძლებელი იყო. ამავე დროს შპს „ტ----“-მ მიმართა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“, რათა დაედგინა ბზარების გაჩენის მიზეზები. ექსპერტიზის ბიუროს 2----–-–-ს 23 აპრილის დასკვნით №---------, სოფელ გ------ის ბეტონის გზის საფარიდან ამოკვეთილი ცილინდრული ნიმუშების (კერნები) კუმშვაზე სიმტკიცეებიდან მხოლოდ №1 ნიმუშმა დააკმაყოფილა საპროექტო მოთხოვნა (327 კგძ/სმ2, B25 კლასი); დანარჩენი ნიმუშების სიმტკიცეები ბევრად ნაკლები იყო საპროექტო მნიშვნელობაზე. ექსპეტიზამ დაასკვნა, რომ რეაბილიტირებულ გზაზე ბზარების გაჩენის ერთ-ერთ ძირითადი მიზეზი ბეტონის ძალიან დაბალი სიმტკიცე იყო, საპროექტო მოთხოვნასთან შედარებით.

2.5.7. 2----–-–-ს 27 აპრილს წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგებლის №------ ბრძანებით შეწყდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ წ---–-------ს მუნიციპალიტეტს და შპს „ტ----“-ს შორის გაფორმებული 2----–-–-----------ის №--- ხელშეკრულება. ბრძანებაში მითითებულია, რომ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის (17.1. მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტები) შპს „ტ----“-ს დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა, ხელშეკრულების ღირებულების 492699 ლარის 0.1% ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენდა 106915.68 ლარს, თანხის ხუთი სამუშაო დღის ვადაში ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტს უნდა მიემართა სასამართლოსათვის, თანხის ამოღების მიზნით. ბრძანება ეფუძნებოდა გამგებლის 2015 წლის 17 აპრილის №----- ბრძანებით შექმნილი კომისიის სხდომის 2015 წლის 22 აპრილის ოქმს. აღსანიშნავია, რომ თავის მხრივ კომისიის გადაწყვეტილება ეყრდნობა მხოლოდ ინსპექტირების ჯგუფის მიერ შედგენილ აქტებს, არანაირი კვლევა რატომ არ იზიარებდნენ კომისიის წევრები შპს „ტ----ს“ მიერ წარდგენილ 2014 წლის 18 ნოემბრის და 2015 წლის 24 მარტის დასკვნებს არ ჩატარებულა, ამასთან, არც 2----–-–-ს 27 აპრილის ექსპერტიზის დასკვნა გაუზიარებია „შემსყიდველს“, რადგან მასზე საუბარი კომისიის სხდომაზე არ ყოფილა.

2.5.8. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო, რომ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, „შემსყიდველის“, „მიმწოდებლის“ და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ინსპექტირების მიზნით შერჩეული პირის/ორგანოს მონაწილეობით უნდა გაფორმებულიყო შესაბამისი აქტი (პუნქტი 16.1), რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა. ამასთან, ხელშეკრულების 12.1 პუნქტით, შემსყიდველს უფლება ჰქონდა ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულების მოქმედება, ასევე დაეკისრებინა მიმწოდებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, თუ მიმწოდებელი არ ასრულებდა ან არაჯეროვნად ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს ან თუ მიმწოდებელი თვითნებურად შეწყვეტდა სამუშაოების შესრულებას. ამავე ხელშეკრულების მე-17 მუხლის 17.4 პუნქტით, 17.1 და 17.2 პუნქტში მითითებულ შემთხვევაში (რომელიც ითვალისწინებდა ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევებს), შემსყიდველი ვალდებული იყო აენაზღაურებინა მიმწოდებლისათვის ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს ღირებულება. ხელშეკრულება შეწყდა 17.1 მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტების საფუძველზე. ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის ერთადერთი დოკუმენტი, რომლითაც ირკვეოდა შესრულებული სამუშაოს ღირებულება იყო სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2014 წლის 17 ნოემბრის ექსპერტიზის დასკვნა №---------, რომლის თანახმადაც, შპს „ტ----ს“ მიერ ექსპერტიზაზე წარდგენილი წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფ. გ------ში ვ---–---------------–---ში საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე შესრულებული სამუშაოების მოცულობა და ღირებულება შეადგენდა 466596.31 ლარს, შესაბამისად, წ---–-------ს მინუციპალიტეტის გამგეობას წარმოეშვა აღნიშნული თანხის გადახდის ვალდებულება, რაც არ განუხორციელებია. ამასთან, მას არ შეუფასებია შესრულებული სამუშაოს მოცულობა და არ დაუდგენია, რამდენი უნდა გადაეხადა „მიმწოდებლისათვის“, თუკი არ ეთანხმებოდა ექსპერტიზის დასკვნას. შესაბამისად, არ გადაუხდია შპს „ტ----“-სათვის არც მოთხოვნილი და არც მის მიერ დაანგარიშებული რაიმე თანხა.

2.5.9. განსახილველ შემთხვევაში, წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობამ არ მიიღო შპს „ტ----“-ს მიერ შესრულებული სამუშაო, რადგან მიიჩნია, რომ იგი არ იყო ჯეროვნად შესრულებული და ამასთან, ადგილი ჰქონდა ხელშეკრულების პირობების დარღვევას, თუმცა ეს არ ათავისუფლებდა მას იმ დროისათვის შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებისაგან, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა ეს ოდენობა დადასტურებული იყო შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნით და რაიმე საწინააღმდეგო წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობას შპს „ტ----“-სათვის არ წარუდგენია.

2.5.10. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ შპს „ტ----“-ს სასარჩელო მოთხოვნა 466596.31 ლარის მოპასუხეზე დაკისრების შესახებ საფუძვლიანად მიიჩნია და დააკმაყოფილა სრულად.

2.5.11. 2----–-–------------ შპს „ტ----“-ს და წ---–-------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულების 18.1 პუნქტით, ხელშეკრულების შეუსრულებლობის რისკის თავიდან ასაცილებლად გამოყენებული იყო საბანკო გარანტია. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის (ხელშეკრულების შესრულებაზე უარის თქმის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევის, ვალდებულების უხარისხოდ, არაჯეროვნად, არასრულად შესრულების) შემთხვევაში მიმწოდებელს საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა არ უბრუნდებოდა (პუნქტი 18.2).

2.5.12. დადგენილია, რომ 2014 წლის 31 დეკემბერს წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობამ წერილობით მიმართა სს „თ----------ს“ და 2014 წლის 17 ივნისს გაცემული №9463-2614039 საბანკო გარანტიის საფუძველზე მოითხოვა 24635 ლარის გადარიცხვა. მოთხოვნაში მითითებული იყო, რომ შპს „ტ----“-მ უხეშად დაარღვია ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ, ხელშეკრულება არ შესრულდა დადგენილ ვადაში, ნაწილი კი შესრულებული იქნა არჯეროვნად, ხელშეკრულების 2.3 და 7.7 პუნქტებით განსაზღვრული ტექნიკური პირობების, აგრეთვე ხელშეკრულების 15.4.1 და 15.4.3 პუნქტებით დადგენილი ვალდებულებების დარღვევით.

2.5.13. სს „თ----------მა“ წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის მოთხოვნა შეასრულა და მას გადაურიცხა საბანკო გარანტიის სახით 24635 ლარი, რომელიც შემდგომში, 2----–-–-ს 6 თებერვალს მოხსნა შპს „ტ----“-ს ანგარიშიდან, აღნიშნულთან დაკავშირებით შპს „ტ----ს“ მიერ გაწეულმა ხარჯმა შეადგინა საკომისიო - 150 ლარი და გარანტიის მომსახურებისათვის გადახდილი პროცენტი - 472.46 ლარი.

2.5.14. სასამართლოს მითითებით, იმისათვის, რომ სასამართლოს ემსჯელა საბანკო გარანტიის თანხის შპს „ტ----“-სათვის დაბრუნების თაობაზე, უნდა გარკვეულიყო ადგილი ჰქონდა თუ არა ხელშეკრულების არაჯეროვან და ვადის დარღვევით შესრულებას. პირველ რიგში, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ხელშეკრულების შესრულების ვადებზე და მიუთითა, რომ მხარეთა შეთანხმებით სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2014 წლის 22 სექტემბერს, თუმცა წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინსპექტირების ჯგუფის აქტის თანახმად ასეთი დასრულდა 2----–-–-ს 15 ოქტომბერს. ამასთან სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია, შპს „ტ----“-ს დირექციამ ,,შემსყიდველს“ 2014 წლის 1 ოქტომბერს აცნობა სამუშაოთა დასრულების შესახებ, მაგრამ 2014 წლის 02 ოქტომბერს წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინსპექტირების ჯგუფის მიერ შედგა აქტი, რომლის მიხედვითაც, სამუშაოები არ იყო დამთავრებული. კერძოდ, დაუსრულებელი იყო ბეტონის გზის გვერდულების მოწყობა, ბეტონი არ იყო დაჭრილი და შევსებული ბიტუმის ემულსიით. 2014 წლის 06 ოქტომბერს იგივე ჯგუფმა ჩაატარა ინსპექტირება და დაადგინა, რომ სამუშაოები არ იყო დამთავრებული. კერძოდ, დაუსრულებელი იყო გვერდულების მოწყობა, ბეტონი არ იყო დაჭრილი და შევსებული ბიტუმის ემულსიით. 2014 წლის 08 ოქტომბერს იგივე ჯგუფმა ჩაატარა ინსპექტირება და დაადგინა, რომ სამუშაოები არ იყო დამთავრებული, კერძოდ, ხრეშის ნაწილი გვერდულებზე არ იყო გასწორებული, გადატარებული არ ჰქონდათ გამასწორებელი ტექნიკა, ზოგ ადგილას დაყრილი იყო მიწიანი და არა ხრეშოვანი ბალასტი. 2014 წლის 10 ოქტომბერს იგივე ჯგუფმა ჩაატარა ინსპექტირება და დაადგინა, რომ გვერდულს და გზას შორის არსებობდა დონეების სხვაობა, გზის შუა გამყოფ ნაწილებში არ იყო ჩასხმული წებო-ემულსია, ამდენად, სამუშაოების დასრულების ვადა შპს „ტ----“-ს მიერ გადაცილებული იქნა 22 დღით. მოსარჩელის განმარტებით, ვადის გადაცილება არ მომხდარა მათი მიზეზით, კერძოდ, იგი დაკავშირებული იყო კლიმატურ პირობებთან (მაღალი ტემპერატურა) და გამგეობის წერილთან, სამუშაოების შეჩერების შესახებ, რაც სასამართლომ არ გაიზიარა შემდეგ გარემოებათა გამო: 2014 წლის 14 აგვისტოს შპს „ტ----“-ს დირექტორმა წერილობით აცნობა წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომ სოფელ გ------ში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაში მოცემული იყო გზის საფარის გაფხვიერება 20 სმ. სისქის გამაფხვიერებელი საშუალებით. ისინი აპირებდნენ ამ სამუშაოების შესრულებას ნაწილობრივ, რადგან არ მიაჩნდათ სწორად წლობით დატკეპნილი ქვიშა-ხრეშოვანი მასის გაფხვიერება-დატკეპნა, არსებულ გზაზე რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მოძრაობდა მრავალი სახის მსუბუქი და მძიმე სატრანსპორტო საშუალებები, ქვიშა-ხრეშის ფენამ მიიღო ბუნებრივი ვიბრაცია და იმდენად მტკიცე გახდა საფუძველი, რომ მისი ხელახლა გაფხვიერებით და დატკეპნით, არსებული სიმტკიცის ნახევარსაც ვერ მიიღებენ. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მათ მიერ მოხდებოდა საფუძვლის ორმული მოსწორება 40 მმ-ინი ღორღის ფენის მოსაწყობად. ამ სამუშაოს ამოღებით მიღებული ეკონომია კი შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო სხვა ნებისმიერი დამატებითი სამუშაოს შესრულებისათვის. 2014 წლის 26 აგვისტოს წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგებელმა, 14 აგვისტოს წერილის პასუხად, შპს „ტ----“-ს წერილობით მოსთხოვა სასწრაფოდ შეეწყვიტა 2----–-–-----------ის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები და სამუშაოთა განახლების შემთხვევაში ეცნობებინა მათთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულება შეწყდებოდა და გატარდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. 2014 წლის 01 სექტემბერს შპს „ტ----“-ს დირექტორმა წერილობით უპასუხა ადრესატს, რომ მითითების შესაბამისად, სამუშაოები შეჩერდა 10 დღის ვადით, რასაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა ობიექტის დროულად ჩაბარებაზე. აქვე აცნობა, რომ სამუშაოები განაახლა ხელშეკრულების პირობების და პროექტის შესაბამისად.

2.5.15. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 7.7 მუხლით, მიმწოდებელს სამუშაოები უნდა განეხორციელებინა საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, ნებისმიერ გადახვევის შემთხვევაში შემსყიდველს უფლება ჰქონდა არ მიეღო სამუშაო. ამავე ხელშეკრულების 1.1.1. მუხლის თანახმად ცვლილებებს ხელშეკრულებაში სჭირდებოდა ორივე მხარის თანხმობა, გარდა წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზებისა. მოცემულ შემთხვებაში „მიმწოდებელმა“ შემსყიდველთან შეთანხმების გარეშე გადაწყვიტა არ გამოეყენებინა გამაფხვიერებელი საშუალებები და როდესაც მიიღო უარი, პროექტის შესაბამისად გააგრძელა მუშაობა. ამდენად, სამუშაოების შეჩერება გამოწვეული იყო არა წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ბრალეულობით, არამედ შპს „ტ----“-ს ქმედებით, რომელსაც შეეძლო წინასწარ შეეთანხმებინა და დაესაბუთებინა საპროექტო დოკუმენტაციიდან გადახვევის გეგმა, მითუმეტეს იმ ვითარებაში, როცა სახეზე არ იყო წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზები და შეცვლილი გარემოებები.

2.5.16. სასამართლოს მითითებით, რაც შეეხება ვადის გადაცილებას კლიმატური პირობების გამო, 2014 წლის 09 სექტემბერს შპს „ტ----მ“ წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგებელს აცნობა, რომ სამუშაოების შესრულების პერიოდში იყო განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა (300-400), რაც შეუძლებელს ხდიდა მაღალი სიმტკიცის ბეტონის საფარის დაგებას, იგი უთითებდა, რომ ასეთ პირობებში დაგებულ ბეტონს შესაძლოა მიეღო სტრუქტურული დაზიანებები, რომელიც გამოიწვევდა ბეტონის მდგრადობის, მარკიანობის და ექსლუატაციის გაუარასებას. ასეთი ტემპერატურის პირობებში მაღალი ხარისხის ბეტონის საფარის მისაღებად საჭირო იყო მისი განსაკუთრებული მოვლა-პატრონობა, რაც საჭიროებდა დამატებითი სამუშაოების განხორციელებას, აღნიშნულის გამო იძულებული გახდნენ შეეჩერებინათ სამუშაოების წარმოება. წერილში მითითებულია, რომ მას ერთვოდა გარემოს ეროვნული სააგენტოს წერილი მაღალ ტემპერატურიანი დღეების შესახებ, რაც შეადგენდა 15 დღეს.

2.5.16.1. სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოსათვის წარმოდგენილ მასალებს არ ერთვის გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს წერილი, შესაბამისად გაუგებარია რომელ დღეებზეა საუბარი, ამასთან, დადგენილია, რომ „შემსყიდველმა“ არ გაითვალისწინა შპს „ტ----“-ს მიერ დასახელებული მიზეზი და არ გაუგრძელა ვადა, რადგან მისი მოთხოვნა დაუსაბუთებლად მიიჩნია. 2014 წლის 19 სექტემბრის და 20 ოქტომბრის წერილებით კი მოსთხოვა ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა, რათა გარკვეულიყო მისი მოთხოვნის საფუძვლიანობა. მიუხედავად ამისა, შპს „ტ----ს“ არც მითითებულ პერიოდში და არც საქმის განხილვის სტადიაზე არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, მაღალი ტემპერატურის პირობებში დამატებითი ხარჯების გაწევის აუცილებლობა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „ტ----მ“ დაარღვია ხელშეკრულების შესრულების ვადა 22 დღით.

2.5.17. სასამართლოს მითითებით, რაც შეეხება ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულების საკითხს, დადგენილია, რომ 2----–-–-ს 15 ოქტომბრის შემდეგ, ანუ მას შემდეგ რაც ინსპექტირების ჯგუფმა დაწერა აქტი, სამუშაოთა დასრულების თაობაზე, 2014 წლის 03 ნოემბერს წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა მ----------------ემ, ამავე განყოფილების უფროსმა კ--------–----მ, სპეციალისტმა ი--------------მ შეადგინეს აქტი სამუშაოების ვიზუალური დათვალიერების შესახებ, სადაც მითითებულია, რომ შესასვლელიდან სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიამდე დახეთქილი იყო გზის სავალ ნაწილზე მოწყობილი ბეტონის საფარი. შპს „ტ----“-ს დაავალეს ხარვეზის გამოსწორება, რის ვალდებულებაც მას ჰქონდა ხელშეკრულების 15.4.3. მუხლით. შპს „ტ----“-მ დაიწყო სამუშაოები ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, თუმცა 26 ნოემბრის, 08 დეკემბრის, 22 დეკემბრის, 26 დეკემბრის და 30 დეკემბრის აქტებში „შემსყიდველის“ მიერ დაკომპლექტებული ინსპექტირების ჯგუფი უთითებდა, რომ ხარვეზები გამოსწორებული არ იყო. ამავე დროს წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობამ წინ წამოწია საკითხი, რომ სამუშაოების პირველ ეტაპზე დამკვეთთან შეთანხმების გარეშე არსებული გზის საფარს არ უტარდებოდა გაფხვიერება და ტკეპნა, რაც სავარაუდოდ მიიჩნია ბზარების გაჩენის მიზეზად, თუმცა არანაირი კვლევა ამ კუთხით არ ჩაუტარებია. შემოწმებები გრძელდებოდა შემდეგ თვეებშიც, სადაც დადასტურებულია სამუშაოთა წარმოება, თუმცა ხარვეზების აღმოფხვრა დადასტურებული არ არის. შპს „ტ----“-ს დაკვეთით შპს „ს------“-მ ჩაატარა ექსპერტიზა, რომლის 2015 წლის 24 მარტის დასკვნაში მითითებულია, რომ შპს „ტ----ს“ მიერ დაგებული გზის სავალი ნაწილის ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები ჩატარებულია პროექტის შესაბამისად, 50 წლის წინ გაშენებული და გამყარებული სავალი ნაწილის საფუძველზე, ასფალტბეტონის ძველი შემორჩენილი საფარის აღების შემდეგ, ფრაქციული ღორღის შემასწორებელი ფენის მოწყობის და მასზე 16 სმ სისქის მონოლითური რკინა-ბეტონის საფარის დაგებით. ექსპერტიზის დასკვნითი ნაწილის თანახმად, საავტომობილო გზის დაზიანებული სავალი ნაწილის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს სწორად შერჩეული მეთოდით და ტექნოლოგიური პროცესით, ამიტომ აღდგენილი მონაკვეთის საექსპლუატაციო ვადა გაუტოლდება პროექტის შესაბამის ხანგრძლივობას და მისი ექსპლუატაციაში მიღება შესაძლებელია. წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობამ არ გაითვალისწინა ეს დასკვნა და დამატებით აცქენტი გააკეთა ბეტონის მარკიანობაზე, რომელიც მისი მითითებით ძალიან დაბალი სიმტკიცის იყო.

2.5.17.1. სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული საკითხის გარკვევის მიზნით არაერთხელ ჩატარდა ექსპერტიზა, რომელთა შინაარსი გარკვეულწილად ურთიერთსაწინააღმდეგოა. კერძოდ, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2----–-–-ს 23 აპრილის ექსპერტიზის დასკვნით №--------- ბზარების გაჩენის მიზეზის გასარკვევად, სოფელ გ------ის ბეტონის გზის საფარიდან ამოკვეთილი ცილინდრული ნიმუშების (კერნები) კუმშვაზე სიმტკიცეებიდან მხოლოდ №1 ნიმუშმა დააკმაყოფილა საპროექტო მოთხოვნა (327 კგძ/სმ2, B25 კლასი); დანარჩენი ნიმუშების სიმტკიცეები ბევრად ნაკლებია საპროექტო მნიშვნელობაზე. რეაბილიტირებულ გზაზე ბზარების გაჩენის ერთ-ერთ ძირითადი მიზეზი ბეტონის ძალიან დაბალი სიმტკიცეა, საპროექტო მოთხოვნასთან შედარებით.

2.5.17.2. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ექსპერტიზის ბიუროს 2015 წლის 03 აგვისტოს №004373815 დასკვნის თანახმად შპს „ტ----“-ს მიერ წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ------ში (ვ---–---------------–---), საავტომობილო გზის ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები არ შეესაბამება საპროექტო დოკუმენტაციას. არასრულად არის შესრულებული „არსებული გზის საფარის (ქვიშა-ხრეშოვანი) გაფხვიერება, გამაფხვიერებელი გასაშუალებული სისქით 20 სმ“. პროექტიდან გადახვევით შესრულებული სამუშაოების ღირებულება თანახმად №4 დანართისა, შეადგენს 395998.65 ლარს. შესრულებულ სამუშაოებზე არსებული ხარვეზის აღმოფხვრისათვის უნდა შედგეს პროექტი, სადაც განისაზღვრება შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და ღირებულება, ასევე გზის შემდგომი ექსპლოატაციის მიზანშეწონილობა. აღნიშნული პროექტის შედგენის შემდეგ დადგინდება თუ რა ზიანი მიადგა წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობას. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გამოცდილი ნუმუშების სიმტკიცეები იცვლება B15-დან B25 კლასამდე. ამოჭრილი კერნების სისქეები იცვლება 12-დან 20 სმ-მდე. ამავე დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ პროექტით და ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული იყო „არსებული გზის საფარის (ქვიშა-ხრეშოვანი) გაფხვიერება გამაფხვიერებლით, მოცულობით 3241 კბ.მ, ფაქტობრივად შესრულებულია 2250 კბმ. ჩატარებული საინჟინრო კვლევისას ამოკვეთილი იქნა 7 ცალი ნიმუში, რომელთაგან მხოლოდ ორი ცალი არის B25 კლასის და ოთხი ნიმუშის სისქე მერყეობს 12-15 სმ-მდე.

2.5.17.3. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ექსპერტიზის ბიუროს 2016 წლის 04 იანვრის №--------- დასკვნით , სოფელ ვარციხის ბეტონის გზის საფარის გამოკვლევის მიზნით ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ დამკვეთის მიერ მითითებულ ადგილებში ამოკვეთილი 5 ცილინდრის ნიმუშის სიმტკიციდან 2 ნიმუშის სიმტკიცე აკმაყოფილებს საპროექტო (B25 კლასი) მოთხოვნას, ხოლო 3 ნიმუში - არა. ბეტონის საფარის საპროექტო სისქეა 16 სმ, ამოკვეთილი ნიმუშებიდან 4 ნიმუში აკმაყოფილებს საპროექტო მოთხოვნებს, ხოლო 1 ნიმუში - არა.

2.5.17.4. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ექსპერტიზის ბიუროს 2017 წლის 09 ოქტომბრის ექსპერტიზის №-------- დასკვნით, გ------------–-----ის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთზე ჩატარებული კვლევების შესაბამისად, ხილული სამუშაოები შესრულებულია პროექტის შესაბამისად. გზის საფარის სისქე და ბეტონის მარკიანობა შეესაბამება საპროექტო მონაცემებს და შესაძლებელია მისი ექსპლუატაცია. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბეტონის საფარიდან ამოკვეთილი ნიმუშის სიმტკიცეები იცვლება 34.22 მპა-დან (342.2 კგძ/სმ2, მარკა 350, ბეტონის კლასი B25) 41.72 მპა-მდე (417.2 კგძ/სმ2, მარკა 400, კლასი B30). ბეტონის საფარიდან ამოკვეთილი ნიმუშების საშუალო სისქეა 16.75 სმ, სულ შემოწმებული იქნა 12 ნიმუში. ამავე დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ მოქმედი კანონმდებლობით რაიმე შეზღუდვა, რომელიც ზღუდავს კონკრეტული საავტომობილო გზის ექსპლუატაციას არ არის. ფაქტობრივად გზა არის ექსპლუატაციაში.

2.5.17.5. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში.

2.5.17.6. სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ერთი და იგივე საექსპერტო დაწესებულების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგი (დასკვნა) თავისი შინაარსით არსებითად განსხვავდება ერთმანეთისაგან და რომ ამ წინააღმდეგობის აღმოფხვრა ვერ შეძლეს სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტებმაც, ამასთან იგი ნაწილობრივ ეწინააღმდეგება სხვა საექსპერტო დაწესებულების მიერ მომზადებულ დასკვნასაც. კერძოდ, სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სასწავლო, სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებული დასკვნით, წ---–-------ს მუნიციპალიტეტში, სოფელ გ------ში (ვარციხჰესის დასახლება) არსებული საავტომობილო გზის გამოკვლეულ პიკეტებში ბეტონის საშუალო სიმტკიცე იცვლება დიაპაზონში: 325,7:397,5 კგძ/სმ2, (B25:B30). გამოკვლეულ შვიდივე პიკეტზე მოწყობილი ბეტონის საფარის სიმტკიცე კუმშვაზე აკმაყოფილებს მის საპროექტო მაჩვენებელს და შეესაბამება B25 (32.7 მპ).

2.5.17.7. სასამართლომ შინაგანი რწმენის შექმნის და ობიექტური რეალობის დადგენის მიზნით ადგილზე დაათვალიერა გზის საფარი, რა დროსაც დარწმუნდა, რომ გზას აქვს უმნიშვნელო ბზარები, რომელიც არ აფერხებს მოძრაობას და არ ქმნის რაიმე სახის პრობლემას, მიუხედავად იმისა, რომ გასულია თითქმის ოთხი წელი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხელშეკრულების 10.2 პუნქტით, სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის საგარანტიო ვადა შეადგენდა სამ წელს. ის, რომ გზა დატვირთულია სრულფასოვნად და ვარგისია ექსპლუატაციისათვის დადასტურებულია ასევე აღსრულების ეროვნული ბიუროს ფაქტის კონსტანტაციის მასალებით, სსიპ „ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2017 წლის 09 ოქტომბრის ექსპერტიზის №-------- დასკვნით და შპს „ს------“-ს 2----–-–-ს 24 მარტის დასკვნით. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „ტ----“-ს მიერ 2----–-–-----------ის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შესრულებული აქვს ჯეროვნად.

2.5.18. სასამართლომ აღნიშნა, რომ შპს „ტ----“-მ ხელშეკრულების პირობებიდან ვერ შეასრულა მხოლოდ სამუშაოების 22 სექტემბრამდე დასრულების პირობა, რის გამოც მისი მოთხოვნა საბანკო გარანტიის თანხის დაბრუნების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

2.5.19. შპს „ტ----ს“ სასარჩელო მოთხოვნაა ასევე თანხის დროულად გადაუხდელობის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რაც არ დამაყოფილდა შემდეგ გარმოებათა გამო: მოსარჩელის განმარტებით, იგი სამშენებლო მასალებს ყიდულობდა აშშ დოლარის კურსის შესაბამისად, მხარეებს შორის დავის პერიოდში შეიცვალა დოლარის კურსი, რამაც მიაყენა ზიანი 40437 ლარის ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი არაა არცერთი მტკიცებულება, რომლითაც გაირკვეოდა, რა კავშირი ჰქონდა აშშ დოლარის კურსის ცვლილებას, მოსარჩელის მიერ შეძენილი სამშენებლო მასალების ღირებულებასთან, როგორ აისახა თანხის დროულად გადაუხდელობა ამ მხრივ მის მატერიალურ მდგომარეობაზე და საიდან არის მიღებული ციფრი 40 437 ლარი.

2.5.20. შეგებებული სარჩელით წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობამ დააყენა ორი სასარჩელო მოთხოვნა, შპს „ტ----“-ს წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 10 6915.68 ლარის ოდენობით და მიყენებული ზიანის ანაზღაურება 740 358.07 ლარის ოდენობით.

2.5.21. სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 16.2 პუნქტით, თუ „მიმწოდებელი“ გადააცილებს შესასრულებელ სამუშაოთა დასრულების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადას, მას დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ჯამური/საერთო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით და რადგან დადგენილ იქნა, რომ შპს „ტ----მ“ 22 დღით გადააცილა ხელშეკრულების შესრულების ვადა, მას პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 10839.38 ლარის გადახდა (492 699 ლარის 0.1% X 22 დღეზე), ნაცვლად მოთხოვნილი 106915.68 ლარისა.

2.5.22. სასამართლოს მითითებით, რაც შეეხება მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, მოსარჩელის განმარტებით, შპს „ტ----“-ს მიერ შესრულებული სამუშაოებზე ხარვეზის აღმოფხვრისათვის საჭიროა 740 358.07 ლარი, რაც წარმოადგენს წ---–-------ს მუნიციპალიტეტისათვის მიყენებულ ზიანს. ეს განმარტება ეყრდნობა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2016 წლის 04 აპრილის ექსპერტიზის №--------- დასკვნას, რომლის თანახმადაც, სოფელ გ------ში ვ---–----------------–---ში არსებული ბეტობის გზის დაშლისა და ახალი ბეტონის საფარის მოწყობის ხარჯთაღრიცხვის ღირებულება შეადგენს 737 189.17 ლარს.

2.5.22.1. სასამართლომ მიიჩნია, რომ ზიანის ანაზღაურების ნაწილში შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნა არის სრულიად დაუსაბუთებელი, რადგან გაურკვეველია რატომ უნდა განხორციელდეს ბეტობის გზის დაშლა და ახალი ბეტონის საფარის მოწყობა, როცა იგივე ექსპერტიზის ბიუროს 2017 წლის 09 ოქტომბრის ექსპერტიზის დასკვნით №--------, გ------------–-----ის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთზე ჩატარებული კვლევების შესაბამისად, ხილული სამუშაოები შესრულებულია პროექტის შესაბამისად. გზის საფარის სისქე და ბეტონის მარკიანობა შეესაბამება საპროექტო მონაცემებს და შესაძლებელია მისი ექსპლუატაცია. ამდენად, არ არის დასაბუთებული გზის საფარის დაშლის და ახალის მოწყობის საჭიროება, შესაბამისად, არ არსებობს ზიანიც, რომლის ანაზღაურებაც უნდა დაეკისროს „მიმწოდებელს“ შპს „ტ----“-ს.

3.სააპელაციო საჩივრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

წინამდებარე გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ

3.1. წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:

3.1.1. სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 327-ე, 629-ე მუხლები, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,ტ----“-მ დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო არ შესრულებულა. გამომდინარე აქედან, უსაფუძვლოა მითითება შემკვეთის მიერ მენადრისთავის საზღაურის გადახდის ვალდებულებაზე. სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ სამუშაოები შესრულებული იყო ჯეროვნად, რის გამოც გამგეობამ უნდა აუნაზღაუროს შპს ,,ტ----“-ს ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება.

 

3.1.2. სამოქალაქო კოდექსის 639-ე მუხლის თანახმად, თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა. ამავე კოდექსის 648-ე მუხლის თანახმად, შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას.

 

3.1.2.1. ლ.სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2----–-–-ს 03 აგვისტოს №-------- დასკვნით დადგინდა: შპს ,,ტ----“-ს სოფელ გ------ში საავტომობილო გზის საფარის მოწყობის სამუშაოები არ შეესაბამება საპროექტო დოკუმენტაციას. არასრულად იქნა შესრულებული გზის საფარის გაფხვიერება. პროექტიდან გადახვევით შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენს 395998,65 ლარს. ასევე, 2----–-–-ს 23 აპრილის საექსპერტო დასკვნით №--------- - რეაბილიტირებულ გზაზე ბზარების გაჩენის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ბეტონის ძალიან დიდი სიმტკიცეა - საპროექტო მოთხოვნასთან შედარებით. სწორედ აღნიშნული გარმოებები მიუთითებენ, რომ შპს ,,ტ----“-ს მიერ სამუშაოები არ ყოფილა შესრულებული ჯეროვნად.

 

3.1.3. აპელანტი თავის პოზიციას ამყარებს ლ.სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2----–-–-ს 03 აგვისტოს№-------- დასკვნაზე, ასევე 2----–-–-ს 23 აპრილის საექსპერტო №--------- დასკვნაზე და მიუთითებს იმაზე, რომ 2017 წელს შპს ,,ტ----“-ს დაკვეთით შესრულებული №---------, №---------, №-------- დასკვნები ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს. სახელდობრ აპელანტი მიუთითებს №-------- დასკვნაზე და განმარტავს, რომ მასში ყურადღება გამახვილებულია მხოლოდ შესრულებული სამუშაოების შედეგად გზის ექსპლუატაციის საკითხზე, ანუ ხილულ სამუშაოებზე, ხოლო ფარულ სამუშაოებზე საუბარი არ არის, მაშინ როდესაც №--------- - დასკვნით რეაბილიტირებულ გზაზე ბზარების გაჩენის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ბეტონის ძალიან დიდი სიმტკიცე დასახელდა - საპროექტო მოთხოვნასთან შედარებით, სწორედ ფარული სამუშაოების არასწორად მოწყობამ განაპირობა პროექტის გადახვევით სამუშაოების შესრულება და ბეტონის დახეთქვა.

 

3.1.4. სასამართლო 6.2. პუნქტში მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად საექსპერტო დასკვნები სავალდებულო არ არის სასამართლოსთვის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით, ასევე აღნიშნავს, რომ დასკვნები ურთიერთსაწინაანააღმდეგოა, მაგრამ ყურადღებას ამახვილებს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სამეცნიერო კვლვითი ცენტრის დასკვნაზე, რომლითაც ბეტონის საფარის სიტკიცე აკმაყოფილებს საპროექტო მაჩვენებელს.

 

3.1.5. სასამართლო შინაგანი რწმენის და რეალობის დადგენის მიზნით ჩატარებული ადგილზე დათვალიერების შედეგად აღნიშნავს, რომ გზა ვარგისია და მხოლოდ უმნიშვნელო ბზარები აღენიშნება. ამასთანაც გასულია საგარანტიო ვადაც. სწორედ შპს ,,ტ----“-ს მიერ სამუშაოების ჯეროვნად შესრულებას ამყარებს აღნიშნულ გარემოებებზე, რაც არასწორია.

 

3.1.6. სასამართლომ არაობიექტურად შეაფასა შპს ,,ტ----“-ს მიერ სამუშაოების ჯეროვნად შესრულების საკითხი. ერთ შემთხვევაში იგი მიუთითებს რამოდენიმე საექსპერტო დასკვნების არსებობაზე და მათ განსხვავებულ შინაარსზე, ეყრდნობა ადგილზე დათვალიერების შედეგებს, მეორე შემთხვევაში, შპს ,,ტ----“-ს მიერ სამუშაოების ჯეროვანი შესრულების საკითხის განსაზღვრისას უთითებს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაზე №--------, რომლის თანახმად სოფელ გ------ში ვ---–---------------–---ში არსებული საავტომობილო გზის ხილული სამუშაოები შესრულებულია პროექტის შესაბამისად, გზის საფარის სისქე და ბეტონის მარკიანობა შეესაბამება საპროექტო მონაცემებს, მაშინ როდესაც არსებობს 2----–-–-ს 03 აგვისტოს №-------- ექსპერტის დასკვნა, რომლითაც დადგინდა: შპს ,,ტ----ს“ სოფელ გ------ში საავტომობილო გზის საფარის მოწყობის სამუშაოები არ შეესაბამება საპროექტო დოკუმენტაციას. არასრულად არის შესრულებული გზის საფარის გაფხვიერება. პროექტიდან გადახვევით შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენს 395998,65 ლარს.

 

3.1.7. აპელანტი არ ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 6.4. პუნქტში მითითებულ სასამართლოს პოზიციას, რომლითაც დასაბუთებულია შპს ,,ტ----“-ს მიერ მიყენებული ზიანის არარსებობის ფაქტი წ---–-------ს მუნიციპატეტის მიმართ და აპელირებას ახდენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ჯეროვანი შესრულება გულისხმობს მოვალის მიერ იმ მოთხოვნათა მოქმედებათა განუხრელად დაცვას, რომლებიც დაკავშირებულია თვით შესრულების საგანთან.

 

3.1.7.1. №--------- საექსპერტო დასკვნის თანახმად, სოფელ გ------ში ვ---–---------------–---ში არსებული ბეტონის დაშლისა და ახალი ბეტონის საფარის მოწყობის ხარჯთაღრიცხვის ღირებულება შეადგენს 737 189,17 ლარს.

 

3.1.7.2. მოცემულ შეთხვევაში შპს ,,ტ----“-მ შეთანხმების გარეშე გადაწყვიტა არ გამოეყენებინა გამაფხვიერებელი სამუშაოები და როდესაც უარი მიიღო, პროექტის შესაბამისად გააგრძელა მუშაობა. ამდენად, მას შეეძლო წინაწარ შეეთანხმებინა და დაესაბუთებინა პროექტი წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის საპროექტო დოკუმენტაციიდან გადახვევის გეგმა, მაშინ როდესაც სახეზე არ იყო წინასწარ გაუთვალსიწინებელი და შეცვლილი გარემოებები.

 

3.1.7.3. ამდენად, შპს ,,ტ----“-ს მიერ არასრულად არის შესრულებული გზის საფარის გაფხვიერება, რამაც გამოიწვია გზის დაბზარვა და რღვევა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გზის საფარის დაბზარვა მოხდა საგარანტიო ვადაში, ეს ადგილი საჭიროებდა ჯერ კიდევ საგარანტიო ვადაში შეკეთებას. სწორედ პროექტიდან გადახვევით შესრულებულმა სამუშაოებმა ჯამში შეადგინა 395998,65 ლარი. გზის საფარზე გაჩენილი ბზარები გამოიწვია უხარისხო, დაბალი მარკიანობის ბეტონმა, რის შედეგადაც წ---–-------ს მუნიციპალიტეტს მიადგა ზიანი 740 358,07 ლარის ოდენობით.

 

3.2. შპს ,,ტ----“-ს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:

3.2.1. სააქციო საზოგადოება ,,თ----------ის“ მიმართ გაგზავნილ წერილში წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობა უთითებს, რომ სამუშაოები 2014 წლის 30 დეკემბრის მდგომარეობითაც არაა დასრულებული, ასევე ძირითად მიზეზად მითითებული იქნა არაჯეროვანი შესრულება, თუმცა აღნიშნულის დამდასტურებელი დოკუმენტაცია მას არ წარმოუდგენია. აღსანიშნავია, რომ სს ,,თ----------ისადმი“ მიწერილ დოკუმენტში, განსაკუთრებით ხაზგასმული იყო შესრულებული სამუშაოების შეუსაბამობა და გზის ხარვეზები, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დადასტურდა.

 

3.2.2. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა საბანკო გარანტიის დაბრუნების ნაწილში, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლი, ასევე საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის მიხედვითაც ერთი და იგივე ქმედებისთვის პასუხისმგებლობა ორჯერ არ უნდა მოხდეს. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით კი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ვადის გადაცილებისთვის მას დაეკისრა როგორც პირგასამტეხლო, ისე საბანკო გარანტიის თანხა, რაც არასწორია.

 

3.2.3. გადაწყვეტილების 6.4 პუნქტში მითითებულია პირგასამტეხლოს დაანგარიშების არასწორი მეთოდიკა, კერძოდ, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.1%-ის ნამრავლი 22 დღეზე, ჯამური ღირებულება კი აღებულია არა ფაქტიური საბოლოო ღირებულებიდან, არამედ თავდაპირველი ღირებულებიდან.

 

3.2.4. ხელშეკრულების ვადის გადაცილება მოხდა იმ გარემოების გამო, რომ წ---–-------ს მუნიციპალიტეტის მიერ უსაფუძვლოდ მოთხოვნილი იქნა სამუშაოთა სრული შეჩერება. როგორც საექსპერტო დასკვნებით დადასტურდა, აღნიშნული მოთხოვნა იყო სრულიად უსაფუძვლო და სამუშაოები შესრულდა დათქმული ხარისხით, თუმცა წ---–-------ს მუნიციპალიტეტის მიერ მოთხოვნილმა შეჩერებამ სამუშაოთა წარმოების დასრულება, ბუნებრივია, შეაფერხა და ამისათვის შემსრულებლის დადანაშაულება არასამართლიანი და უსაფუძვლოა.

 

3.2.5. სამუშაოთა შესრულების ვადის დარღვევა პირდაპირ იყო დაკავშირებული დამკვეთის წერილობით მოთხოვნასთან სამუშაოთა შეჩერების თაობაზე და ამის შემდეგ დამკვეთმა ბოროტად გამოიყენა საკუთარი უპირატესი მდგომარეობა სამუშაოთა წარმოების ვადის გახანგრძლივების დისკრეციული უფლებამოსილების თაობაზე, არ მოახდინა ვადის გადაწევა და შემსრულებელი აიძულა ვადა გადაეცილებინა. ასევე აღსანიშნავია, რომ თანდართული დოკუმენტაციით ცხადია, რომ სამუშაოთა წარმოების ძირითადი ნაწილი სრულად იყო დამთავრებულია ვადაში და დამკვეთის შენიშვნები ძირითადად ეხებოდა მცირე დეტალებს, კერძოდ, გვერდულების მოხრეშვას და ა.შ., რომელთა გამოსწორებაც ხელშეკრულების პირობებში სრულად და ზუსტად ჯდება.

 

3.2.6. სრულიად უსაფუძვლოდ მოხდა ექსპერტიზის თანხის /173.47 ლარი/ დაკისრება, გამომდინარე იქედან, რომ წ---–-------ს მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნა საერთოდ არაა შემხებლობაში წ---–-------ს მუნიციპალიტეტის შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებულ ნაწილთან. ვინაიდან, სასამართლომ ნაწილობრივ დააკისრა პირგასამტეხლო ვადის გადაცილების გამო და არა არაჯეროვანი შესრულებისთვის, რაზედაც დასკვნაშია საუბარი, აქედან გამომდინარე ამ ნაწილშიც უნდა გაუქმდეს გადაწყვეტილება. შესაბამისად უნდა გადაწყდეს სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხიც /325.18 ლარი/ და ის არ უნდა დაეკისროს შპს ,,ტ----“-ს. ნაცვლად დაკისრებული შემცირებული თანხისა - 2000 ლარისა, შპს ,,ტ----“-ს მიერ გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯი 4500 ლარი სრულად უნდა დაეკისროს წ---–-------ს მუნიციპალიტეტს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

4.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

4.2. ფაქტობრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების 2.4.1.-2.4.15; 2.4.17.-2.4.19. პუნქტებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე სააპელაციო სასამართლო დამატებით დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

4.2.1. საქმეში წარმოდგენილი წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ------ის, ვ---–---------------–---ში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის თანახმად, გვერდულების მოწყობისათვის (ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით გასაშუალებული სისქით 20 სმ. სიგანით 1 მ.) გათვალისწინებული იყო ჯამში 13 807.78 ლარის ღირებულების სამუშაოების განხორციელება, ხოლო ბეტონის საფარის განივი (ყოველ 3 მ.) და გრძივი გაჭრისათვის - 7729.701 ლარის ღირებულების, რაც ჯამში წარმოადგენს 21537.481 ლარის ღირებულების სამუშაოს.

(იხ. ხარჯთაღრიცხვა, ტომი 1-ლი, ს.ფ. 22-23).

4.2.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოკითხული ექსპერტ მ--–--------------–--ისა და ი------------ის განმარტებით დადგენილია, რომ 2016 წლის 04 იანვარს ჩატარებული ექსპერტიზის დროისათვის გზებზე იყო ბზარები, ასევე დაზიანებული იყო გვერდულები, ხოლო გზის სიმტკიცე იყო დაბალი. 2017 წლის 09 ოქტომბერს ჩატარებული ექსპერტიზის დროისათვის კი დაზიანებული გვერდულები გამოსწორებული იყო, ხოლო დაზიანებული ადგილები აყრილი და თავიდან დაგებული, რაც ჩანს კიდეც ექსპერტიზის დასკვნაზე დართულ ფოტოსურათებში, ასევე გამოსწორებული იყო გზის სიმტკიცე. სწორედ ამ გარემოებით იყო გამოწვეული ექსპერტიზის დასკვნებს შორის წინააღმდეგობა/სხვაობა. მათ ექსპერტიზის ჩასატარებლად ნიმუშები აიღეს 12 ადგილზე გზის მთელი მონაკვეთიდან, ყოველი 200 მეტრის დაშორებით. მომდევნო ექსპერტიზისათვის ნიმუშები აღებული იქნა წინა ნიმუშების აღების ადგილების ირგვლივ, რათა შეემოწმებინათ გამოსწორების ხარისხი.

(იხ. 25.03.2019წ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი, 13:22-14:09; 14:20-14:30 სთ.).

4.3. სამართლებრივი დასაბუთება

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების 2.5.1.-2.5.20; 2.5.22. პუნქტებში მითითებულ სამართლებრივ შეფასებებს და დამატებით მიუთითებს შემდეგს:

4.3.1. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებობდა ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მოცემული დავის ფარგლებში, სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენს 2----–-–------------ №--- სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული სამუშაოების შესრულების შედეგად შპს ,,ტ----“-ს მიერ მოთხოვნილი ანაზღაურების კანონიერების შემოწმება, ზიანისა და საბანკო გარატიით გათვალისწინებული თანხის დაკისრება. ხოლო შეგებებული სარჩელის ფარგლებში შპს ,,ტ----“-ს მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გადასახდელად დაკისრების და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის მართებულობა.

 

4.3.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური...

 

4.3.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა, შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული სწორედ ეს პირები არიან. იგივე დანაწესია ნარდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელ ნორმებშიც (სსკ-ის 629-656-ე მუხლები), რომლითაც ამ ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობანი სწორედ ამ მხარეებს – შემკვეთსა და მენარდეს გააჩნიათ.

 

4.3.4. მოცემულ შემთხვევაში 2----–-–------------ წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობასა (შემდგომში შემსყიდველი) და შპს ,,ტ----“-ს (შემდგომში მიმწოდებელი) შორის გაფორმდა №--- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შესყიდვის ობიექტი იყო წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ------ში (ვ---–---------------–---) საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულება, რომლის ჯამური ღირებულება შეადგენდა 492 699 (ოთხას ოთხმოცდათორმეტი ათას ექვსას ოთხმოცდაცხრამეტი) ლარს;

 

4.3.5. დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი. კერძოდ, ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ სამუშაოების მიღება ხორციელდება ეტაპობრივად ან/და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის (ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობების მიღების აქტი) და დამატებული ღირებულების გადასახადის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაფორმების შემდეგ (პუნქტი 7.1); შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება მოხდებოდა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნის საფუძველზე. ექსპერტის მომსახურების ხარჯებს გასწევდა მიმწოდებელი (პუნქტი 7.2);

 

4.3.6. პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ მსჯელობებს და მიაჩნია, რომ შპს ,,ტ----“-ს მიერ შესაბამისი მტკიცებულებებით (სამუშაოების აქტები, ფარული სამუშაოს აქტი, ბეტონის ნიმუშის გამოცდის შედეგები, სამუშაოს ამსახველი ფოტომასალა და სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2----–-–---------------ს ექსპერტიზის №--------- დასკვნით დადასტურებული იქნა 466596.31 ლარის ღირებულების სამუშაოს შესრულება. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 2014 წლის 15 ოქტომბერს ჩატარებული შემოწმებისას ინსპექტირების ჯგუფი მივიდა დასკვნამდე, რომ სამუშაოები დასრულდა. ამავე დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ ობიექტი დათვალიერებული იქნა ვიზუალურად და ჩაუტარდა საკონტროლო აზომვები, ხილული სამუშაოები აზომეს ფაქტიური მდგომარეობით, სხვა სამუშაოები ჩათვლილი იქნა როგორც ტექნოლოგიურად აუცილებელი, დასკვნაში მითითებულია, რომ ფარული სამუშაოების მოცულობის დაზუსტება და ჩათვლა დამკვეთის პრეროგატივაა. შესრულებული სამუშაოების ღირებულების დასადგენად გამოიყენეს შესრულებული სამუშაოების აქტების მონაცემები, რომელიც შესაბამისობაშია საბაზრო მონაცემებთან. ამასთან, აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ამ ოდენობაზე ნაკლები სამუშაოების განხორციელებას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა. პალატას მიაჩნია, რომ შემდგომში გამოვლენილი ხარვეზები წარმოადგენს იმგვარ ხარვეზებს, რისი გამოსწორებაც მენარდემ იკისრა საგარანტიო სამ წლიან ვადაში და რასაც ასწორებდა კიდეც. იმ გარემოებაზე, რომ საგარანტიო ვადაში შპს ,,ტ----“ ასწორებდა შემკვეთის მიერ მითითებულ ხარვეზებს მიუთითებს 09.10.2017წ. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა და თვით ექსპერტის ახსნა-განმარტება, ასევე ის გარემოება, რომ საავტომობილო გზა დღეის მდგომარეობით ექსპლუატაციაშია და გამოყენებისათვის ვარგისი. შესაბამისად, შპს ,,ტ----“-მ, სსკ-ის 102-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, შესაბამისი და სარწმუნო მტკიცებულებებით დაადასტურა მის მიერ ამ ოდენობით სამუშაოების შესრულება.

 

4.3.7. ამდენად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას იმის თაობაზე, რომ შპს ,,ტ----“-ს მიერ ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულებული იქნა 466596.31 ლარის ღირებულების სამუშაო, რაც საქართველოს 629-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე ექვემდებარება ანაზღაურებას და სწორად იქნა დაკმაყოფილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. შესაბამისად, არ არსებობს ან ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტიების გაუქმებისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

4.3.8. პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია შპს ,,ტ----“-ს სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველუყო მის მიერ მითითებული იმ გარემოების დადასტურება, რომ სამშენებლო მასალებს იგი ყიდულობდა დოლარში, ხოლო დოლარის კურსის ცვლილების გამო, მას მიადგა 40 437 ლარის ღირებულების ზიანი, რაც გამორიცხავს მოცემული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

 

4.3.9. 2----–-–------------ შპს „ტ----ს“ და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულების 18.1 პუნქტით, ხელშეკრულების შეუსრულებლობის რისკის თავიდან ასაცილებლად გამოყენებული იყო საბანკო გარანტია. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის (ხელშეკრულების შესრულებაზე უარის თქმის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევის, ვალდებულების უხარისხოდ, არაჯეროვნად, არასრულად შესრულების) შემთხვევაში მიმწოდებელს საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა არ უბრუნდებოდა (პუნქტი 18.2).

 

4.3.10. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოების შესრულების ვადა განსაზღვრული იყო 2014 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით. დადგენილია, რომ მხოლოდ 2014 წლის 15 ოქტომბერს ჩატარებული შემოწმებისას ინსპექტირების ჯგუფი მივიდა დასკვნამდე, რომ სამუშაოები დასრულდა. ამდენად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობებს, რომ სამუშაოები საბოლოოდ დასრულდა 22 დღის ვადაგადაცილებით. შპს ,,ტ----“-ს მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა. შესაბამისად, უსაფძვლოა შპს ,,ტ----“-ს სასარჩელო მოთხოვნა საბანკო გარატიის თანხის დაკისრების თაობაზე, რის გამოც იგი სწორად არ იქნა დაკმაყოფილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.

 

4.3.11. შპს ,,ტ----“-ს სასარჩელო მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალიწინებული პირგასამტეხლოს დაკისრება, რომლის სამართლებრივი საფუძველიც მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის პირველ ნაწილში.

 

4.3.12. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, თუ „მიმწოდებელი“ გადააცილებდა შესასრულებელ სამუშაოთა დასრულების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადას, მას დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ჯამური/საერთო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით (პუნქტი16.2);

 

4.3.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანხმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლებელია აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

4.3.14. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. იგი წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან;

4.3.15. მოცემულ შემთხვევაში, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ შპს ,,ტ----“-ს მიერ ადგილი აქვს ხელშეკრულებით გათვლისწინებული ვალდებულების დარღვევას, რაც გამოიხატა სამუშაოების ვადის დარღვევით შესრულებაში. ამდენად, არსებობს მასზე პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები.

4.3.16. პალატა არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას პირგასამტეხლოს ოდენობის გაანგაშიების ნაწილში და მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს, როგორც პრევენციული, ისე სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, მისი გავრცელება ხდება სახელშეკრულებო ურთიერთობის იმ ნაწილზე, რა ნაწილშიც მოხდა ვალდებულების დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის დაანგარიშება მოხდა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან და არა იმ კონკრეტული სამუშაოს ღირებულების გათვალისწინებით, რომლის მიწოდების ვადის დარღვევის შედეგადაც ამოქმედდა აღნიშნული სანქცია. პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ ზრდის მის მოცულობას, მეორე მხრივ, მოვალეს აკისრებს პასუხისმგებლობას უკვე შესრულებული ან მომავალში შესასრულებელი ვალდებულების ნაწილშიც. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული მიდგომა არ გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლისა და 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებიდან.

4.3.17. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლების მიერ შედგენილი აქტებით, ექსპერტიზის დასკვნებით და თვით ექსპერტების და მხარეთა ახსნა-განმარტებებით პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ შპს ,,ტ----“-ს მიერ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში არ იქნა შესრულებული შემდეგი სამუშაო - გვერდულების მოწყობა, თუმცა იგი გამოსწორებული იქნა შემდგომში, ასევე არ იქნა შესრულებული ბეტონის საფარის განივი და გრძივი გაჭრა, გზა გადასწორებული იქნა თავისივე გრუნტით და არა ახალი მასალით. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის თანახმად ჯამში წარმოადგენს 21537,481 ლარს. ამდენად, სწორედ აღნიშნული წარმოადგენს შეუსრულებელ სამუშაოს, რის გამოც ამ თანხიდან უნდა იქნას გამოანგარიშებული პირგასამტეხლოს ოდენობა, რაც წარმოადგენს დღეში - 21,537481 ლარს (21537,481x0,1%=21,537481), ხოლო ვადაგადაცილებულ 22 დღეზე გაანგარიშებით 473,82 ლარს (21,537481 x22=473,824582), რაც პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს შპს ,,ტ----“-ს.

4.3.18. სააპელაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მოთხოვნა ზიანის -740358,07 ლარის ოდენობით ანაზღაურების თაობაზე., სახელდობრ, მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნის დასადასტურებლად მიუთითებს მხოლოდ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2016 წლის 04 აპრილის ექსპერტიზის №--------- დასკვნაზე, რომლის თანახმადაც, სოფელ გ------ში ვ---–----------------–---ში არსებული ბეტობის გზის დაშლისა და ახალი ბეტონის საფარის მოწყობის ხარჯთაღრიცხვის ღირებულება შეადგენს 737189.17 ლარს, მაშინ როდესაც საქმეში წარმოდგენილი შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ გ------------–-----ის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთზე ჩატარებული კვლევების შესაბამისად, ხილული სამუშაოები შესრულებულია პროექტის შესაბამისად. გზის საფარის სისქე და ბეტონის მარკიანობა შეესაბამება საპროექტო მონაცემებს და შესაძლებელია მისი ექსპლუატაცია. უფრო მეტიც, უტყუარად დადგენილია, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გ------ში (ვ---–---------------–---) მდებარე საავტომობილო გზა დღეის მდგომარეობით ვარგის მდგომარეობაშია და ექსპლუატაციაშია, ამდენად ,დაუსაბუთებელია და სახეზე არაა გზის საფარის დაშლისა და ახალის მოწყობის საჭიროება, შესაბამისად, არ არსებობს ზიანიც, რომლის ანაზღაურებაც უნდა დაეკისროს „მიმწოდებელს“ -შპს „ტ----“-ს, რაც გამორიცხავს ამ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შპს ,,ტ----“-ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივაა საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს ნაწილობრივ და გაუქმებულ ნაწილში მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სახელოდობრ შპს ,,ტ----“ს წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით ნაცვლად 10 839.38 (ათი ათას რვაასოცდაცხრამეტი ლარი და 38 თეთრი) ლარისა უნდა დაეკისროს 473.82 (ოთხასსამოცდაცამეტი ლარი და 82 თეთრი) ლარის გადახდა.

 

6. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,ტ----“-მ დავა მოიგო ნაწილობრივ, შესაბამისად, წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობას ამ უკანასკნელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირველი ინსტანციისა და სააპელაციო ინსტანციის სასამართლო წარმოებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 4798.62 (ოთხი ათას შვიდასოთხმოცდათვრამეტი ლარი და 62 თეთრი) ლარის ანაზღაურება, ხოლო შპს ,,ტ----“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გადაწყვიტა:

 

1.წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2.შპს ,,ტ----ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

3.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილება შპს ,,ტ----“სათვის წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 10 839.38 (ათი ათას რვაასოცდაცხრამეტი ლარი და 38 თეთრი) ლარის გადახდის დაკისრების (გადაწყვეტილების 2.2. ქვეპუნქტი), წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობაზე შპს ,,ტ----ს“ სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილის-4384 (ოთხი ათას სამასოთხმოცდაოთხი) ლარის გადახდის დაკისრებისა (გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი) და შპს ,,ტ----“ სათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასრგებლოდ სახელმწიფო ბაჟის თანხის-325.18 (სამასოცდახუთი ლარი და 18 თეთრი) ლარის გადახდის დაკისრების (გადაწყვეტილების მე-6 პუნქტი) ნაწილში გაუქმდეს და ამ ნაწილში მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება.

4.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ ;

5.შპს ,,ტ----ს“ (საიდენტიფიკაციო № 2--------) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სასარგებლოდ დაეკისროს 473.82 (ოთხასსამოცდაცამეტი ლარი და 82 თეთრი) ლარის გადახდა;

6.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას შპს ,,ტ----ს“ (საიდენტიფიკაციო № 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის-4798.62 (ოთხი ათას შვიდასოთხმოცდათვრამეტი ლარი და 62 თეთრი) ლარის ანაზღაურება (გადახდა);

7. შპს ,,ტ----ს“ (საიდენტიფიკაციო № 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

8. სხვა ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

9.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

10.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

11. საქართველოს სამოქალაქო საროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლეები: ნანა კალანდაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი) ირმა პერანიძე ლაურა მიქავა ნა