განაჩენი

სისხლის სამართლის 21.09.2018
საქმის ნომერი
050100118002342214
ინსტანცია
თარიღი
21.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 050100118002342214

საქმე №1/ბ-499-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

21 სექტემბერი, 2018 წ. ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ----- ე-----–-ს ძე ს---–-------ის მიმართ, დაბადებული: 2---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, მცხოვრები: ლანჩხუთი, სოფელი ლ---.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

პირის ბრალდების დადგენილების მიხედვით მ----- ს---–-------ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2008 წელს, მ----- ს---–-------ემ ცოლად შეირთო ს------ ლ-----–--ა, რომელსაც ქორწინების შემდეგ, 2016-2017 წლებში, სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა, მიმართავდა უწმაწური სიტყვებით, ასევე სისტემატურად ცემდა, რითაც აყენებდა ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას. 2017 წლის ოქტომბერში, ზუსტი რიცხვი უცნობია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლ---ში, სახლში ყოფნისას, მ----- ს---–-------ემ, მეუღლეს ს------ ლ-----–--ას, ურთიერთშელაპარაკებისას, სახის და ზურგის არეში ხელის რამდენჯერმე დარტყმით მიაყენა ფიზიკური ტკივილი. ასევე 2018 წლის 1 იანვარს, დაახლოებით 02:00 საათზე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლ---ში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა მ----- ს---–-------ემ, მეუღლეს ს------ ლ-----–--ას, სახლში ურთიერთშელაპარაკებისას, ფიზიკური ტკივილი მიაყენა ხელის სახეში რამდენჯერმე დარტყმით, შემდეგ კი ყელის არეში მოჭერით. ს------ ლ-----–--ა მ----- ს---–-------ისგან განხორციელებული აღნიშნული სისტემატური ძალადობრივი ქმედებების შედეგად განიცდიდა, როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიკურ ტანჯვას.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ მ----- ს---–-------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 ივნისის განაჩენით მ----- ს---–-------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილზე; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით; მსჯავრდებულ მ----- ს---–-------ეს, პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2018 წლის 4 თებერვლიდან 2018 წლის 5 ივნისამდე პერიოდის გათვალისწინებით, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა მოხდილად და გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

 

3. სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნ--- მ-------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი გასაჩივრებულ განაჩენში, მ----- ს---–-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი; ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი, სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დასტურდება, რომ მ----- ს---–-------ეს ბოლო პერიოდში ცხოვრების წესად ჰქონდა ქცეული მეუღლის, ს------ ლ-----–--ას შეურაცხყოფა, დამცირება, ფიზიკური ძალადობაც კი, ხოლო ძირათად მოტივს შეურაცხყოფის, დამცირების თუ ძალადობისა, წარმოადგენდა საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენით მ----- ს---–-------ის ქმედებისთვის მიცემული კვალიფიკაცია ვერ ასახავს მის მიერ განხორციელებულ ქმედებას, ამასთან, დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ქმედებას, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

მსჯავრდებულს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი მ----- ს---–-------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა ს------ ლ-----–--ამ განმარტა, რომ 2008 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მ----- ს---–-------ესთან. ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, მუშაობა დაიწყო გ------–ი, ხოლო მ----- ს---–-------ე არ მუშაობდა და სთხოვდა ფულის გაგზავნას. ს------ ლაგვილას ჩვენებით, მ----- ს---–-------ე, 2016-2017 წლებში შეურაცხყოფდა და ცემდა, რის გამოც განიცდიდა ტანჯვას. მისივე ჩვენებით, სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს, ასევე შეესწრო მისი მეგობარი თ----- ნ--------–---–ი, რომელიც სტუმრად იმყოფებოდა მათთან. მისი ჩვენებით, 2017 წლის დეკემბერში, მ----- ს---–-------ე მივიდა მასთან სამსახურში და თხოვდა 100 ლარს. როდესაც უარი მიიღო დაუწყო გინება. აღნიშნულის გამო ისესხა, მისი მეგობრისგან, თ----- ნ--------–---–ისგან 100 ლარი და მისცა მ-----ს. ს------ ლ-----–--ამ მიუთითა, რომ 2018 წლის 1 იანვარს, მ----- ს---–-------ემ მიაყენა შეურაცხყოფა, დახრჩობით ემუქრებოდა და ხელით შეეხო, რის გამოც გამოიძახა პოლიცია. მისი ჩვენებით, მ----- ს---–-------ე ფიზიკურთან ერთად ასევე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, როგორც სახლში, ასევე საცხოვრებელი სახლის ეზოში, რის გამოც განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.

 

მოწმის სახით დაკითხვისას თ----- ნ--------–---–მა განმარტა, რომ ს------ ლ-----–--ასთან ერთად მუშაობს მიმტანად, გ------–ი მდებარე კაფე-ბარში. 2017 წლის დეკემბერში, გ------–ი, სადაც მუშაობდნენ, მივიდა, ს------ ლ-----–--ას მეუღლე, მ----- ს---–-------ე და ესმოდა მეუღლეებს შორის ხმამაღალი საუბარი. გაიგონა, რომ მ----- ს---–-------ე სთხოვდა ფულს ს------ ლ-----–--ას. როდესაც შევიდა იმ სამზარეულოში, საიდანაც ისმოდა საუბრის ხმა, დაინახა, რომ მ----- ს---–-------ემ ხელი ჰკრა ს------ ლ-----–--ას და ასწია ხელი დასარტყამად. მოუწოდა დამშვიდებისკენ და ს------ს მისცა 100 ლარი, რომელიც ს------ ლ-----–--ამ გადასცა თავის მეუღლეს. მისი ჩვენებით, როდესაც იმყოფებოდა ს------ ლ-----–--ასთან სტუმრად სახლში, მ----- ს---–-------ემ არაერთხელ შეაგინა ს------ ლ-----–--ას, რის გამოც წამოვიდნენ მ----- ს---–-------ეს სახლიდან და დაბრუნდნენ გ------–ი. მოწმემ განმარტა, რომ მხოლოდ ორ ფაქტს შეესწრო, როდესაც მ----- ს---–-------ემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ს------ ლ-----–--ას.

 

მოწმის სახით დაკითვისას პოლიციის თანამშრომლებმა - გ--–- წ--–-----მა, გ------- რ-----ემ, ვ------- ი--------მა, ლ-–ა ქ-----მ, ზ---დ ი------ემ და გ------- გ------–---–მა დაადასტურეს, რომ მ----- ს---–-------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 7 თებერვლის სამედიცინო ექსპერტიზის N 0-------- დასკვნით, 05.02.2018წ. 19:56-20:05სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ს------ ლ-----–--ას სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

ექსპერტმა გ------- გრიგოლ-–ვილმა დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები.

 

მსჯავრდებულმა მ----- ს---–-------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ მეუღლისათვის, ს------ ლ-----–--ასთვის, ფიზიკური შეურაცხყოფა არასდროს მიუყენებია. მ----- ს---–-------ემ დაადასტურა მხოლოდ ის გარემოება, რომ არაერთხელ ჰქონდა ადგილი მეუღლეებს შორის სიტყვიერ შელაპარაკებას, რა დროსაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა ს------ ლ-----–--ას.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მ----- ს---–-------ის მიერ ს------ ლ-----–--ას სისტემატური ცემის და სხვაგვარი ძალადობის ფაქტი, აღნიშნულ პოზიციას პალატა არ იზიარებს და სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებებს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაულისაგან (ძალადობა) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში (სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა), შედეგში (დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა) და მიზეზობრივ კავშირში მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. დანაშაულის შემადგენლობაში მოცემულია ძალადობის ორი ხერხი: სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა. სისტემატურია ცემა მაშინ, როდესაც იგი ჩადენილია სამჯერ მაინც, თანაც დროის ხანმოკლე ინტერვალის დაშორებით, ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი ცემით მიყენებული ფიზიკური და ფსიქიკური ტკივილი ჯერაც არაა გამქრალი და მსხვერპლის ცემა ხდება მეორედ, შემდეგ მესამედ და ა.შ. თანაც არ აქვს მნიშვნელობა ეს ქმედებები ერთიანი განზრახვით ხდება თუ ახლადაღმოცენებული განზრახვით.

 

სხვაგვარ ძალადობაში იგულისხმება თმებით თრევა, ჩქმეტა, ანთებული სიგარეტით ზემოქმედება, სხვაგვარი ძალადობის შემადგენლობას წინ არ უძღვის მითითება სისტემატურობაზე, მაგრამ სხვაგვარი ძალადობაც უმეტესად სისტემატური უნდა იყოს.

 

ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გაგებულ უნდა იქნეს, როგორც ხანგრძლივი და აუტანელი ფიზიკური ან ფსიქიკური ტკივილი, რომელსაც პირი განიცდის ძალადობის შედეგად.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნას, რომლის მიხედვით დგინდება, რომ ს------ ლ-----–--ას არ აღენიშნებოდა დაზიანების ნიშნები; დაზარალებული ს------ ლ-----–--ა ცემის ფაქტზე საუბრობს ზოგადად, ამასთან, სხვა მტკიცებულებები, რაც ოჯახში ძალადობის ფაქტს დაადასტურებდა, საქმეში არ მოიპოვება. შესაბამისად, სასამართლო არ იზიარებს დაზარალებულის პოზიციას, რომ მას წლების განმავლობაში ცემდა მ----- ს---–-------ე. რაც შეეხება მ----- ს---–-------ის მხრიდან, ს------ ლ-----–--ასთვის სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტს, აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულის ჩვენება სრულ თანხვედრაშია მოწმე თ----- ნ--------–---–ის ჩვენებასთან, რომელიც უშუალოდ, არაერთხელ შეესწრო, მ----- ს---–-------ის მხრიდან, ს------ ლ-----–--ას მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს, ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ს------ ლ-----–--ას განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ მ----- ს---–-------ის ქმედებების გამო იგი განიცდიდა ტანჯვას, რადგან თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა. გარდა ზემოაღნიშნულისა, დაზარალებულის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს არ უარყოფს თვით მსჯავრდებულიც.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება მ----- ს---–-------ის მიერ ს------ ლ-----–--ას მიმართ სისტემატური ცემის და სხვაგვარი ძალადობის ჩადენის ფაქტი, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ მ----- ს---–-------ის ქმედება სწორად გადააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილიდან სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილზე.

 

ამდენად, პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულ მ----- ს---–-------ის საქართველოს სსკ-ის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილით დამნაშავედ ცნობის თაობაზე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

 

ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენით მ----- ს---–-------ეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელი განსაზღვრული აქვს საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან, არ არის ნასამართლევი, ასევე, როგორც მშობელი, იგი ხასიათდება დადებითად და განუსაზღვრა სასჯელი სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციის ფარგლებში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--- მ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

მ----- ს---–-------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის 12 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

მ----- ს---–-------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით.

 

მსჯავრდებულ მ----- ს---–-------ეს, პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 4 თებერვლიდან 2018 წლის 5 ივნისამდე პერიოდი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში და გათავისუფლდეს დანიშნული ძირითადი სასჯელის მოხდისაგან.

 

მსჯავრდებულ მ----- ს---–-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე