განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002646594
საქმე №1/ბ-771-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 დეკემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ-–-------- ა-------ს ძე ბ----------ის მიმართ, დაბადებული: 1--- წლის 17 ნ--------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 6----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ. ბათუმი, ა-–----------------- ქუჩა 2-- ბინა 31
აღწერილობითი ნაწილი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ვ-–-------- ბ----------მა ჩაიდინა: ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. ბათუმში, ა-–----------------- ქუჩა N2-- ბინა N31-ში ყოფნისას, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ვ-–-------- ბ----------ი, ეჭვიანობის ნიადაგზე, ორლესული ცივი იარაღის (ხანჯლის) დემონსტრირებითა და გულმკერდის არესთან მიტანით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ლ-------–- ბ----------ას, რამაც ამ უკანასკნელს გაუჩინა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით ვ-–-------- ბ----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3500 (სამიათასხუთასი) ლარის ოდენობით, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2018 წლის 23 აგვისტოდან 2018 წლის 26 აგვისტომდე პერიოდის გათვალისწინებით - შეუმსუბუქდა და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000(სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ ვ-–-------- ბ----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი გიორგი რამიშვილი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 ოქტომბრის განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ვ-–-------- ბ----------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან. შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არის დაუსაბუთებელი და უსამართლო. სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას საერთოდ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული სიმძიმე, ის რომ ვლ. ბ----------ი იარაღის(ხანჯლის) გამოყენებით ემუქრებოდა ორსულ მეუღლეს, რაც წარმოადგენს დამამძიმებელ გარემოებას. ამდენად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელით ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ვ-–-------- ბ----------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ვ-–-------- ბ----------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ლ-------–- ბ----------ას ჩვენებით, მოწმეების - ლ---- ბ----------ას, ა-–---------- უ-----–------ის, ა------ ბ---–----ის, ე---–--- ც--–--ის, ნ-----–---- ხ------–---–ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შემაკავებელი ორდერით, ექსპერტიზის დასკვნით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ქორწინების აქტის ჩანაწერით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ვ-–-------- ბ----------ას ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ვ-–-------- ბ----------ას მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის გიორგი რამიშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ვ-–-------- ბ----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების ჯარიმა 3500 (სამიათასხუთასი) ლარის ოდენობით, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2018 წლის 23 აგვისტოდან 2018 წლის 26 აგვისტომდე პერიოდის გათვალისწინებით - შეუმსუბუქდეს და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000(სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ ვ-–-------- ბ----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით გადახდილი თანხა 5000 (ხუთი) ლარის ოდენობით - დაუბრუნდეს მის შემტანს -გ------ ნ---–--ეს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
ნივთმტკიცებები - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ხანჯალი, რომელიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო შსს სსიპ 112-დან მიღებული შეტყობინების აუდიო ჩანაწერი ერთ ცალ დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მაკა გორგოძე