განაჩენი

სისხლის სამართლის 28.05.2019
საქმის ნომერი
010100118002644439
ინსტანცია
თარიღი
28.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002644439

საქმე №1/ბ-789-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

31 დეკემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ქ------ დ---ის მიმართ, დაბადებული: 1--- წლის 18 ს----------ს, თ---------- რესპუბლიკის მოქალაქე, პირადი ნომერი: 6----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ქ. ბათუმი, მ---–-------------- ქ. N9--- ბინა N25, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბათუმი, ბ---------------- N1--- ბინა N37.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ქ------ დ---იმ ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ -ის 117- ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 25 აგვისტოს, დილის საათებში, ქ------ დ---იმ ქ. ბათუმში, ბ------------- ქN1--- ბინა N37-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ თავის მეუღლეს შ----- დ---ის, რომელთანაც იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, ხელი ჩაარტყა თავის არეში, რის შემდეგაც ფეხი დაარტყა წელის არეში. აღნიშნული დარტყმების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით ქ------ დ---ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ -ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ ქ------ დ---ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმებულია.

 

მსჯავრდებულ ქ------ დ---ის სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 25 აგვისტოდან 2018 წლის 02 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ზურაბ კონცელიძე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ბათუმის საქლაქო სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ქ------ დ---ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას. შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ სასჯელის დანიშვნისა მხედველობაში არ მიიღო მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და ხარისხი, ისე დაუნიშნა შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელი. ამდენად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელით ვერ იქნება მიღწეული დადგენილი სასჯელის მიზნები.

 

მსჯავრდებულმა ქ------ დ---იმ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი-----–- ა--–--ემ პროკურორის სააპელაციო საჩივარზე წარმოადგინეს შესაგებელი, რომლითაც ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ქ------ დ---ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ქ------ დ---ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: შ----- დ---ის, პ----- ს--------ის, თ------ ა--–--ის ჩვენებებით, ქ------ დ---ის დაკავების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ქ----- დ---ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ქ------ დ---ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის ზურაბ კონცელიძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ქ------ დ---ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ -ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ ქ------ დ---ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაქმებულია.

 

მსჯავრდებულ ქ------ დ---ის სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 25 აგვისტოდან 2018 წლის 02 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი.

 

პირობით მსჯავრდებულის ქ------ დ---ის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულს კი დაევალოს პრობაციის ოფიცრის თანხმობის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

ნივთიერი მტკიცებულება: მსჯავრდებულ ქ------ დ---ის სახელზე გაცემული პასპორტი, მუდმივი ბინადრობის მოწმობა, აიდი ბარათი, რომელიც ერთვის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს ქ------ დ---ის ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მაკა გორგოძე