განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 820100118002657969
საქმე №1/ბ-773-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 დეკემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ-–- ა---------–-ს ძე ა--–--ის მიმართ, დაბადებული: 1--- წლის 07 მ---ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 6----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ხულოს რაიონი, სოფელი ვ-------.
აღწერილობითი ნაწილი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ვ-–- ა--–--ემ ჩაიდინა: ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 12 ივნის, დაახლოებით 20:00 საათზე, ვ-–- ა--–--ემ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კვატიაში, შურისძიების ნიადაგზე, ხელის სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმებით, ა---------– ს---------ეს მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ხანმოკლე მოშლით.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით ვ-–- ა--–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 800 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ვ-–- ა--–--ის მიმართ აღკვეთი ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი რ----- ბ---–----- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ოქტომბრის განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ვ-–- ა--–--ის მიმართ ყველაზე მკაცრი სასჯელის დანიშვნას. შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ სასჯელის დანიშვნისა მხედველობაში არ მიიღო, ის გარემოება, რომ ვ. ა--–--ე არის არაკანონმორჩილი პირი, ის რომ დაზარალებულთან ეხლაც კონფლიკტური ურთიერთობა აქვს, მის მიერ ჩადენილი ქმედება დაკავშირებულია ძალადობასთან, რასაც შესაძლოა გამოეწვია უფრო მძიმე შედეგი. ამდენად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელით ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ვ-–- ა--–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ვ-–- ა--–--ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, შეტყობინებით, ა---------– ს---------ის, დ----- ს---------ის, თ---------- ა--–--ის, მ----- ს---------ის, ზ------ შ-----ის, ვ-–- ა--–--ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ავტომობილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ამოღების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ვ-–- ა--–--ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ვ-–- ა--–--ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის რ----- ბ---–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ვ-–- ა--–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 800 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ვ-–- ა--–--ის მიმართ აღკვეთი ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მაკა გორგოძე