განაჩენი

სისხლის სამართლის 29.05.2019
საქმის ნომერი
010141319700083454
ინსტანცია
თარიღი
29.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141319700083454

საქმე №1აგ/74-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

29 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

ლევან თევზაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ------------–-------–-–---–ის შუამდგომლობა - ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 6 ივლისის განაჩენით, გ----------------------–-------–-–--ლი (დაბადებული 1----–-–----------------ს) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით.

 

სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2009 წლის 18 აგვისტოდან.

 

თბილისის სააპელაციო სასამრთლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 10 თებერვლის განაჩენით, უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 6 ივლისის განაჩენი.

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 16 მარტის განაჩენით გ----------------------–-------–-–--ლი (დაბადებული 1----–-–----------------ს) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,109 მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) წლის ვადით. იმავე განაჩენით გ------------–-------–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და გ------------–-------–-–---–ს საბოლოოდ სასჯელის სახედ დაზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 28 (ოცდარვა) წლის ვადით. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა მას დაეწყო 2009 წლის 21 აგვისტოდან.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ივლისის განაჩენით, ცვლილება შევიდა თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 16 მარტის განაჩენში; გ------------–-------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” პუნქტით, 19,108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” პუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და გ------------–-------–-–---–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 26 (ოცდაექვსი) წლის ვადით.

 

სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო აღკვეთი ღონისძიების შერჩევის დღიდან - 2009 წლის 21 აგვისტოდან.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 7 დეკემბრის განჩინებით, დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ გ------------–-------–-–---–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 20 ივლისის განაჩენზე.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 იანვრის განჩინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ივლისის განაჩენით (რომლითაც ცვლილება შევიდა ბოლო, თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 16 მარტის განაჩენში) დანიშნულ სასჯელს - 26 (ოცდაექვს) წელს, მთლიანად დაემატა წინა, თელავის რაიონულის სასამართლოს 2009 წლის 6 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 15 (თხუთმეტი) წელი, 5 (ხუთი) თვე და 2 (ორი) დღე და მსჯავრდებულ გ------------–-------–-–---–ს განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 41 (ორმოცდაერთი) წლის, 5 (ხუთი) თვისა და 2 (ორი) დღის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდა და საბოლოოდ მსჯავრდებულ გ------------–-------–-–---–ს განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 40 (ორმოცი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ გ------------–-------–-–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ბოლო, თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენის გამოტანის დღიდან - 2010 წლის 16 მარტიდან.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ------------–-------––---–ის მიმართ გავრცელდა 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი და გაუნახევრდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 იანვრის განჩინებით დანიშნული სასჯელი (თ/ა 40 წლის ვადით) და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლის ვადით, რომლის ვადის ათვლა დაიწყო 2010 წლის 16 მარტიდან.

 

2019 წლის 20 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა გ------------–-------–-–---–მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ითხოვა მის მიმართ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვა, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე.

 

სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მსჯავრდებულ გ------------–-------–-–---–ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ვ“ პუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 იანვრის განჩინებით, გ------------–-------–-–---–ს სასჯელი დაენიშნა განაჩენთა ერთობლიობით და სასამართლომ იხელმძღვანელა იმ პერიოდისათვის მოქმედი საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რომლის თანახმადაც - ,,განაჩენთა ერთობლიობით სასჯელთა შეჯამებისას ვადიანი თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 40 წელს“. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებიდან გამომდინარე, დღეს მოქმედი 59-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ,,განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელად დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს“. ვინაიდან მსჯავრდებულ გ------------–-------–-–---–ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს 40 (ორმოცი) წელი, ცვლილება უნდა შევიდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 იანვრის განჩინებაში და სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე, გ------------–-------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 35 (ოცდათხუთმეტი) წლის ვადით.

 

შესაბამისად, ცვლილება უნდა შევიდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განჩინებაშიც, რომლის საფუძველზეც მსჯავრდებულ გ------------–-------–-–---–ის მიმართ გავრცელდა 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ გ------------–-------–-–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

 

ცვლილება შევიდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 იანვრის და 2013 წლის 13 თებერვლის განჩინებებში;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ივლისის განაჩენით (რომლითაც ცვლილება შევიდა ბოლო, თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 16 მარტის განაჩენში) დანიშნულ სასჯელს - 26 (ოცდაექვს) წელს, მთლიანად დაემატოს წინა, თელავის რაიონულის სასამართლოს 2009 წლის 6 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 15 (თხუთმეტი) წელი, 5 (ხუთი) თვე და 2 (ორი) დღე და მსჯავრდებულ გ------------–-------–-–---–ს განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 41 (ორმოცდაერთი) წლის, 5 (ხუთი) თვისა და 2 (ორი) დღის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეექვსე ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს და საბოლოოდ მსჯავრდებულ გ------------–-------–-–---–ს განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 35 (ოცდათხუთმეტი) წლის ვადით.

 

2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, 17-21-ე, 26-ე მუხლების თანახმად, გ------------–-------–-–---–ს გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

გ------------–-------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2010 წლის 16 მარტიდან.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 იანვრის და 2013 წლის 13 თებერვლის განჩინები დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე

 

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

 

ლევან თევზაძე