განაჩენი

სისხლის სამართლის 29.05.2019
საქმის ნომერი
160141318002409118
ინსტანცია
თარიღი
29.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160141318002409118

საქმე №1ბ/230-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

16 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - გ-------------–---–ის,ადვოკატ - ა--------------ის,მსჯავრდებულ - ე-–---------------ვის,თარჯიმნების - ა---------–--------ის და ზ---------------ას მონაწილეობით,მსჯავრდებულ ე-–---------------ვის ადვოკატ ა--------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ე-–---------------ვის მიმართ - დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი N2----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–----------–--------–----–ო, ნ.ჟორდანიას პირველი შესახვევი N11; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენით:

 

ე-–---------------ვი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის განაჩენით შეფარდებული პირობითი მსჯავრი 1 (ერთი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა წინ განაჩენით დანიშნული და მოუხდელი სასჯელი და საბოლოოდ ე-–---------------ვს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

ე-–---------------ვს დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 17 აპრილიდან.

 

ე-–---------------ვს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

 

ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანონო შეღწევით.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2018 წლის 16 აპრილს, დაახლოებით 01:00 საათზე, ე-–---------------ვმა უკანონოდ შეაღწია ქ----------––-----------ს ქუჩაზე მდებარე შპს „კ-----------------ში“ არსებულ ე-–---------------ას საცხოვრებელ ოთახში და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ე-–---------------ას კუთვნილ „ა-----ს“ ფირმის ლეპტოპს აქსესუარებით და „ნოკიას“ ფირმის მობილურ ტელეფონს, რითაც დაზარალებულს მიადგა 920 (ცხრაასოცი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ე-–---------------ვის ადვოკატმა ა--------------მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

დაცვის მხარის განმარტებით, პირველი ისნტანციის სასამართლოს განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო. ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ე-–---------------ვის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. სასამართლოს წინაშე დაკითხვისას მოწმე ინგა დეკანოიძემ განმარტა, რომ საერთოდ არ იცნობს ე-–---------------ვს და მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაციას არ ფლობს. მან და ა------------ა განმარტეს, რომ ე-–---------------ვი არ უნახავთ „კ---------------ოს“ უკანა ეზოში არსებულ ოთახში შესვლისას და გამოსვლისას. მათ ე-–---------------ასგან გაიგეს ნივთების დაკარგვის შესახებ. საქმეზე დაკითხულმა მოწმე ე-––------–---მა განაცხადა, რომ ქ.მარნეულში არსებულ „გ---“ ლომბარდში ლეპტოპი მის მიერ იქნა დატოვებული და მოგვიანებით მანვე გაიტანა აღნიშნული ნივთი ლომბარდიდან. ბრალდების მხარემ ვერ უზრუნველყო სასამართლოზე მოწმის სახით წარმოედგინა „გ---“ ლომბარდის თანამშრომელი მინდია რეხვიაშვილი, ხოლო მოწმე ე-––------–----ს ჩვენების შემდეგ დამაჯერებლად არ უნდა იქნას მიჩნეული პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები, რომ ჩხრეკისას ამოღებული ნივთები მათ დალუქეს და მათ მიერ იქნა მიტანილი პოლიციის განყოფილებაში.

 

მსჯავრდებულმა ე-–---------------ვმა და მისმა ადვოკატმა ა--------------მა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა მოითხოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ე-–---------------ვის და მისი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო უთითებს, რომ სახეზეა ერთმანეთთან თანხვედრაში არსებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა დგინდება წარდგენილ ბრალდებაში ე-–---------------ვის ბრალეულობა, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ე-–---------------ამ განმარტა, რომ ქ----------––-----------ს ქუჩაზე ამუშავებს ღამის კაფე-ბარს. ბარის ტერიტორიაზე აქვს მისთვის განკუთვნილი ოთახი, რომელიც შემოსაზღვრულია და უცხო პირები იქ ვერ შედიან. 2018 წლის 16 აპრილს იმყოფებოდა ბარში, სადაც მივიდა ე-–---------------ვი. მან შეუკვეთა ლუდი, ჩიფსი და სიგარეტი. დაახლოებით საათნახევრის შემდეგ კი წავიდა ისე, რომ ფული არ გადაუხდია. მოგვიანებით თანამშრომელმა ა------------ა უთხრა, რომ ე-–----ი იჯდა ღობეზე, რის შემდეგაც მივიდა მასთან და კითხა, თუ რას აკეთებდა იქ. ე-–-----ა უთხრა - „რა, პრობლემაა რამეო?“. შეკითხვაზე - ფულს როდის გადაიხდიდა, ე-–-----ა უპასუხა - მოვალ და გადავიხდიო, გადახტა ღობიდან და წავიდა. სხვა იმ ადგილას სხვა არავინ დაუნახავს. ამის შემდეგ შევიდა ოთახში, სადაც აღმოაჩინა, რომ ლეპტოპი, მისი დამტენი, მაუსი და მობილური ტელეფონი აღარ იყო. მიხვდა, რომ ამ ნივთებს ე-–---------------ვი წაიღებდა, რადგან მის ოთახში სხვა ვერავინ ვერ შევიდოდა; ასევე იმ ადგილას, სადაც ე-–---------------ვი გადახტა, მისი ლეპტოპის ნატეხი ეგდო. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში თავისუფლად ამოიცნო კუთვნილი ნივთები. მითითებული ნივთების ქურდობით მიადგა 920 ლარის ოდენობით ზიანი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ი----------------მ განმარტა, რომ მუშაობდა ქ----------––-----------ს ქუჩაზე მდებარე ე-–---------------ას კუთვნილ კაფე-ბარში მიმტანად. 2018 წლის 16 აპრილს, ღამის პირველი საათისთვის, ვინაიდან კაფეში არ იყვნენ კლიენტები, ე-–----ს სთხოვა, რომ წავიდოდა. დასასვენებლად შევიდა ოთახში, რა დროსაც დაახლოებით ნახევარ საათში ე-–----მ დაუძახა და უთხრა, რომ ოთახიდან ლეპტოპი და მობილური მოპარეს. ე-–---------------ვი იქვე იჯდა, თუმცა მას არ იცნობს, იქ პირველად დაინახა. ე-–---------------ა უთითებდა, რომ მან მოპარა ნივთები. მისი და ე-–---------------ას მოსასვენებელი ოთახები მდებარეობს კაფე-ბარის უკანა ეზოში. მოწმემ განმარტა, რომ როდესაც ბარი დატოვა, იქ დარჩა კიდევ ერთი თანამშრომელი - ასია, რომლის გვარი არ იცის.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ა------------ა განმარტა, რომ ბრალდებულ ე-–---------------ვთან აკავშირებდა სასიყვარულო ურთიერთობა. 2018 წლის 16 აპრილს იმყოფებოდა ე-–----ს კუთვნილ კაფე-ბარში, სადაც მუშაობს მიმტანად. ღამის საათებში ბარში მივიდა ე-–---------------ვი, დალიეს ალკოჰოლური სასმელი და რამდენიმე ხნის შემდეგ ე-–----ი წავიდა. მოწმის განმარტებით, მას ტელეფონზე დაურეკეს და როდესაც სასაუბროდ გარეთ გავიდა, დაინახა, რომ ე-–----ი ღობეზე იჯდა. დაუძახა ბარის მეპატრონეს - ე-–----ს და დაანახა სადაც იჯდა ე-–----ი. ე-–---------------ამ იგი გააგდო, თუმცა ისევ დაბრუნდა, რაც კვლავ შეატყობინა ე-–----ს. ე-–----ს კითხვაზე - იქ რას აკეთებდა, ე-–-----ა უპასუხა - არაფერსო, წავიდა და აღარ დაბრუნებულა. ე-–----ის წასვლის შემდეგ ე-–----მ თქვა, რომ მოპარეს მობილური ტელეფონი და ნოუთბუქი. ნოუთბუქის ნაწილი მათ ღობესთან აღმოაჩინეს. ა------------ა განმარტა, რომ იმ ადგილას, სადაც ე-–---------------ას ოთახია, ე-–---------------ვის გარდა არავინ არ მისულა. მას არ დაუნახავს ოთახში იყო თუ არა შესული ე-–----ი, თუმცა ის ღობესთან იმყოფებოდა. ამასთან, როდესაც იგი ბარიდან გარეთ გავიდა, სწორედ ამ ოთახების მხარეს წავიდა, ხოლო სხვა კლიენტები იქით არ წასულან. იმ ტერიტორიაზე, სადაც ე-–---------------ას ოთახია, გარეშე პირები ვერ შედიან, ვინაიდან ოთახი განკუთვნილია ე-–----სთვის და მისი მეუღლისთვის.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ე-––------–----ა განმარტა, რომ 2018 წლის აპრილში, ზუსტად თარიღი არ ახსოვს, როდესაც ბარიდან სახლში ბრუნდებოდა, გზად შეხვდა ნაცნობი - მეტსახელად „გუზუ“ (მიუთითა ე-–---------------ვზე). მათ მოიკითხეს ერთმანეთი და ცოტა ისაუბრეს. „გუზუს“ ხელში ეჭირა შავი ფერის ლეპტოპი, თავის დამტენით და სურდა მისი ლომბარდში ჩაბარება, მაგრამ პირადობა თან არ ჰქონდა. ამის გამო „გუზუმ“ სთხოვა მისი პირადობის მოწმობით ჩაებარებინათ ლეპტოპი, რაზეც უარი არ უთქვამს. მივიდნენ ქ.მარნეულში აზერბაიჯანულ სკოლასთან მდებარე ლომბარდში და „გუზუმ“ მისი (ე-––------–----ს) პირადობის მოწმობით ჩააბარა ლეპტოპი. ე-–---------------ვის დაკავების შემდეგ, მასთან მივიდა ერთი ბიჭი და განუცხადა, რომ იყო ე-–---------------ვის ძმა და უთხრა - წამოდი ლეპტოპი გამოვიტანოთო. ისინი მივიდნენ პოლიციის განყოფილებაში, იკითხეს შეეძლოთ თუ არა ლეპტოპის გამოტანა და ვინაიდან პოლიციის თანამშრომლებმა დართეს ნება, წავიდნენ ლომბარდში. ლომბარდის თანამშრომელს მიაწოდა პირადობა. იმ ბიჭმა, ვინც ამბობდა, რომ იყო ბრალდებულის ძმა, გადაიხადა ფული და გამოიტანა ლეპტოპი. მან არ იცის იგივე ლეპტოპი გამოიტანეს თუ არა, თუმცა მისი პირადობით სხვა დროს არავის ჩაუბარებია ლომბარდში ლეპტოპი. მოწმემ ასევე დაადასტურა გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, როდესაც გამომძიებელს მიუთითა ლომბარდი, სადაც ჩაბარებული ჰქონდათ ხსენებული ლეპტოპი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა: ბ------–------–---------–----------–----------------------–---–------------------------------------------------–------------------------------–---მა დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ავთენტურობა და კანონთან შესაბამისობა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ე-–---------------ვმა და მისმა ადვოკატმა სისხლის სამართლის საქმეზე არსებული გამომძიებლების გ--------------–---–-----------------------------------------------ის ჩვენებები სადავოდ არ გახადეს, რის გამოც ისინი საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

2018 წლის 16 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 16 აპრილს 07:20-08:45 საათის დროის შუალედში, მოწმე ე-–---------------ას, ექსპერტ-კრიმინალისტის გ---–---------ის, კინოლოგ ნ-----–--ზ ბ-----–---–ის მონაწილეობით დათვალიერდა ქ----------––-----------ს ქუჩაზე მდებარე „კ-----------------ს“ შიდა ეზოში არსებული ე-–---------------ას მოსასვენებელი ოთახი. „კ-----------------ს“ მარცხენა მხარეს აქვს ეზოში შესასვლელი. შესასვლელში დამაგრებულია რკინის ორფრთიანი ჭიშკარი. ჭიშკართან შიგნით ეზოში, მარჯვენა კუთხეში, მიწაზე დევს შავი ფერის პლასტმასის ფრაგმენტი.

 

2018 წლის 16 აპრილის ამოღების ოქმის თანახმად, შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა ბ------–------–---მა ქ.მარნეულში, რ---------–-------------ში მდებარე ლომბარდიდან „გ---“, მშვიდ ვითარებაში, ბუნებრივი და ხელოვნური განათების პირობებში ამოიღო შავი ფერის „ა-----ს“ ფირმის ლეპტოპი, დენის წყარო და ეწ. „მაუსი“.

 

2018 წლის 17 აპრილის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზლაჯლოში, 2018 წლის 17 აპრილს, 17:00 საათზე, მშვიდ ვითარებაში, რაიმე სახის წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, დაკავებული იქნა ე-–---------------ვი. ე-–---------------ვის პირადი ჩხრეკისას, მისგან ამოღებული იქნა შავი ფერის „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი და „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი.

 

2----–-–------------–ის ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, ე-–---------------ამ ამოსაცნობად წარდგენილი ლეპტოპებიდან ამოიცნო რიგით პირველი ლეპტოპი, დამტენი და „მაუსი“ და მიუთითა, რომ აღნიშნული ნივთები არის მისი კუთვნილება, რომელიც მისი ოთახიდან 2018 წლის 16 აპრილს მოიპარეს.

 

2----–-–------------–ის ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, რომ 2----–-–------------–ს 19:35-20:00 საათის დროის შუალედში, ჩატარდა ნივთის ამოცნობა რა დროსაც ე-–---------------ამ ამოსაცნობად წარდგენილი „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონებიდან ამოიცნო რიგით პირველი მობილური ტელეფონი და მიუთითა, რომ აღნიშნული მობილური ტელეფონი არის მისი კუთვნილება, რომელიც მისი ოთახიდან 2018 წლის 16 აპრილს მოიპარეს.

 

ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებები გახლავთ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული და გამოკვლეული მტკიცებულებები, რომელთა შეფასების საფუძველზე სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ე-–---------------ვის ბრალეულობასთან დაკავშირებით. განაჩენის გამოტანისას სასამართლო ხელმძღვანელობს და ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაში მკაცრად გაწერილ კრიტერიუმებს და მოთხოვნებს, რომლებიც იცავენ პიროვნებას უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდების შემთხვევაში დამნაშავედ გამოცხადებისაგან. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლში მითითებულია, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.

 

განსახილველ შემთხვევაში პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას და განმარტავს, რომ დაცვის მხარის არგუმენტები აშკარად წინააღმდეგობაშია საქმეზე შეკრებილ და გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებებთან, რომელთა საერთო ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ ე-–---------------ვის მიერ ნამდვილად იქნა ჩადენილი ბრალად წარდგენილი დანაშაული და მის მიერ განხორციელებულ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია, კერძოდ:

 

დაზარალებულმა ე-–---------------ამ თანმიმდევრულად და დეტალურად მოახსენა სასამართლოს მისი კუთვნილი ოთახიდან სხვადასხვა ნივთების დაკარგვასთან დაკავშირებული გარემოებები, აღწერა დაკარგული ნივთების ჩამონათვალი, რომლებიც ნამდვილად ინახებოდა მის მოსასვენებელ ოთახში და ასევე დაადასტურა, რომ ბარის ტერიტორიაზე მისთვის განკუთვნილი ოთახი შემოსაზღვრულია, უცხო პირები იქ ვერ შედიან და 2018 წლის 16 აპრილს ამ ადგილას ნახა მხოლოდ ე-–---------------ვი, სხვა არავინ დაუნახავს. გარდა აღნიშნულისა, დაზარალებულმა მიუთითა, რომ იქ, სადაც გადახტა ე-–---------------ვი, ეგდო მისი ლეპტოპის ნატეხი. მან სასამართლოს მისცა საკმაოდ დამაჯერებელი და სარწმუნო ჩვენება; ამასთან, საქმის მასალებით არ ვლინდება და დაცვის მხარის მიერაც ვერ იქნა დასაბუთებული მისი მხრიდან მსჯავრდებულის მიმართ რაიმე დაინტერესების არსებობა, რაც განაპირობებდა სასამართლოსათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებას.

 

დაზარალებულ ე-–---------------ას ჩვენება სრულ თანხვედრაშია და გამყარებულია ასევე, სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების - ი---------------ის და ა-----------ის ჩვენებებით. ა------------ა სასამართლოს მოახსენა, რომ ბარიდან გასვლის შემდეგ ე-–---------------ვი წავიდა ე-–---------------ას მოსასვენებელი ოთახის მხარეს, სხვა კლიენტები იქით არ წასულან. მოგვიანებით დაინახა, რომ ე-–----ი უკანა ეზოში არსებულ ღობეზე იჯდა. ხოლო მისი წასვლის შემდეგ ე-–---------------ამ აღმოაჩინა, რომ მოპარეს მობილური ტელეფონი და ნოუთბუქი. ამასთან, ნოუთბუქის ნაწილი ხსენებულ ღობესთან ეგდო. ა------------ა დაადასტურა, რომ იმ ადგილას, სადაც ე-–---------------ას ოთახია, ე-–---------------ვის გარდა არავინ არ მისულა. ასევე, მოწმე ი---------------ის განმარტებით, როდესაც ე-–---------------ამ ნივთები დაკარგა, მან კაფე-ბარის უკანა ეზოსთან ახლოს, სადაც მათი მოსასვენებელი ოთახებია, დანიახა ე-–---------------ვი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა და მოწმეებმა თანმიმდევრულად და შინაარსობრივად იდენტურად აღწერეს მოსასვენებელი ოთახიდან ნივთების მოპარვასთან დაკავშირებით მათთვის ცნობილი გარემოებები. ისინი საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტებს ასახავენ სრულყოფილად და ზედმიწევნით; არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები მათ ჩვენებებში არ არის გამოვლენილი. მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით ამომწურავად და დამაჯერებლად ისაუბრა თავად დაზარალებულმა ე-–---------------ამ, რასაც პალატა იზიარებს სრულად და განმარტავს, რომ მის გულწრფელობაში ეჭვის შეტანის საფუძველები არ არსებობს.

 

პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებზეც და განმარტავს, რომ ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმით, ლომბარდიდან ნივთების ამოღების ოქმით და ამოცნობის ოქმებით უტყუარად იქნა დადასტურებული დაზარალებულ ე-–---------------ას კუთვნილი ოთახიდან ნივთების ე-–---------------ვის მიერ დაუფლების ფაქტი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, „კ-----------------ს“ ჭიშკართან შიგნით ეზოში, იმ ადგილზე საიდიანაც მოწმეთა განმარტებით გადახტა ე-–---------------ვი, მიწაზე დევს ლეპტოპის ნაწილი. ამოცნობის ოქმების თანახმად კი, დაზარალებულმა ე-–---------------ამ ამოიცნო მის კუთვნილი ნივთები - ე-–---------------ვის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი „ნოკია“ და ე-–---------------ვის მიერ ლომბარდ „გ---ში“ ჩაბარებული და სამართალდამცავების მიერ ამოღებული, შავი ფერის „ა-----ს“ ფირმის ლეპტოპი, დენის წყარო და ეწ. „მაუსი“. დაზარალებულმა მიუთითა, რომ სწორედ ეს ნივთები არის მისი კუთვნილება, რომელიც მისი ოთახიდან 2018 წლის 16 აპრილს მოიპარეს.

 

რაც შეეხება მოწმე ე-––------–----ს მიერ სასამართლოსათვის მიწოდებულ ინფორმაციას, პალატა აღნიშნული პირის ჩვენებას აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენულ პირდაპირი ხასიათი მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და განმარტავს, რომ ე-––------–----ს მიერ უტყუარად დადასტურდა ე-–---------------ას კუთვნილი ლეპტოპის, დამტენის და ე.წ. მაუსის, ლომბარდ „გ---ში“ სწორედ ე-–---------------ვის მიერ ჩაბარების ფაქტი. რაც შეეხება ე-––------–----ს მითითებას, რომ პოლიციის თანამშრომლების მიერ თანხმობის გაცემის შემდეგ, იგი ლომბარდში გაჰყვა ე-–---------------ვის ძმას და გამოატანინა ლეპტოპი, ამ ნაწილში მოწმის ჩვენება არ არის თანმიმდევრული, ვინაიდან აღნიშნულის პარალელურად ე-––------–----ა დაადასტურა გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების სისწორე, რომლის თანახმადაც მან გამომძიებელს მიუთითა ლომბარდი, სადაც ჩაბარებული ქონდათ ხსენებული ლეპტოპი. მოწმის განმარტება ლომბარდიდან ლეპტოპის ბრალდებულის ძმის მიერ გატანასთან დაკავშირებით, ვერ გახდება კანონის სრული დაცვით მოპოვებული მტკიცებულების - ნივთების ამოღების ოქმის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი. სასამართლო სხდომაზე მოწმე ბ------–------–---მა ნათლად დაადასტურა, რომ ლომბარდ „გ---დან“ სწორედ მის მიერ იქნა ამოღებული შავი ფერის „ა-----ს“ ფირმის ლეპტოპი, დენის წყარო და ეწ. „მაუსი“, რომლებიც შემდგომში ამოიცნო დაზარალებულმა, როგორც მისი საკუთრება. ბ------–------–---ის განმარტებით, ლომბარდში ჩაბარების შემდეგ ელშად ალიევს ამ ნივთებთან არანაირი შეხება არ ჰქონია; ხსენებული ნივთები ამჟამადაც ინახება შსს მარნეულის რაიონულ სამმართველოში დალუქულ მდგომარეობაში, რაც ასევე დასტურდება განსახილველი საქმის მასალებით, კერძოდ, ხსენებული ლეპტოპი, დამტენი და „მაუსი“ წარმოადგენენ სისხლის სამართლის საქმეზე დართულ ნივთებს.

 

წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ საგამოძიებო მოქმედებების განხორიცელებისას ადგილი არ ქონია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების არსებით დარღვევას; შესაბამისი ოქმები შედგენილია სრულყოფილად და ხელმოწერილია მასში მონაწილე პირების მიერ. მათი სისწორე სასამართლო სხდომაზე დადასტურებულია მისი შემდგენი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ, რომლებმაც თანმიმდევრულად და შინაარსობრივად იდენტურად აღწერეს როგორც შემთხვევის ადგილის დათვალიერების მიმდინარეობა, ასევე ე-–---------------ვის პირადი ჩხრეკის, ლომბარდიდან ლეპტოპის და მისი აქსესუარების ამოღების და დაზარალებულების მიერ ნივთების ამოცნობის პროცედურები; ჩვენებებში არ იკვეთება არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც მათი გაუზიარებლობის საფუძველს შექმნიდა. ამასთან, დაცვის მხარემ სათანადო არგუმენტაციით ვერ შეძლო დაესაბუთებინა სამართალდამცავების პირადი ინტერესი მსჯავრდებულის მიმართ, რის გამოც ისინი ფორმალურად შეეცადნენ ქურდობის ჩადენაში დაედანაშაულებინათ ე-–---------------ვი და სრულიად უდანაშაულო ადამიანი ხანგრძლივი ვადით გაეშვათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია დაცვის მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ე-–---------------ვის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები ერთობლიობაში გამორიცხავს მსჯავრდებულ ე-–---------------ვის ვერსიის ნამდვილობას მის უდანაშაულობასთან დაკავშირებით. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია; ისინი რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის, ხოლო დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ვერსია არასარწმუნოა და ემსახურება მხოლოდ მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას.

 

ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებზე პალატამ იქონია რა ამომწურავი მსჯელობა, მათი საერთო ანალიზი აძლევს დასკვნის საფუძველს, რომ 2018 წლის 16 აპრილს, ე-–---------------ვმა უკანონოდ შეაღწია ე-–---------------ას ბინაში - ქ----------––-----------ს ქუჩაზე მდებარე შპს „კ-----------------ში“ არსებულ საცხოვრებელ ოთახში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ „ა-----ს“ ფირმის ლეპტოპს აქსესუარებით და „ნოკიას“ ფირმის მობილურ ტელეფონს, რითაც დაზარალებულს მიადგა 920 (ცხრაასოცი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. პალატა განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი უნდა იყოს საკმაოდ მაღალი და ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით კი პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, საქმეზე შეკრებილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, დაასკვნას, რომ ე-–---------------ვმა ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ე-–---------------ვის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, ქმედების ხასიათი, განხორციელების სახე და ხერხი, ე-–---------------ვის ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, დამდგარი შედეგი, დანაშაულის ჩადენის მოტივი/მიზანი, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (არ გააჩნია) და დამამძიმებელი (იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ) გარემოებები და განუსაზღვრა სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, რისი შეცვლის საფუძველიც არ არსებობს. ე-–---------------ვის მიმართ რეციდივის მხედველობაში მიღებით, განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, არის ადეკვატური სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას.

 

შესაბამისად, პალატა მიჩნევს, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენი ე-–---------------ვის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ე-–---------------ვის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ა--------------ის სააპელაციო საჩვრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენი;

 

ე-–---------------ვი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის განაჩენით შეფარსდებული პირობითი მსჯავრი 1 (ერთი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული და მოუხდელი სასჯელი და საბოლოოდ ე-–---------------ვს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

ე-–---------------ვის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

ე-–---------------ვს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 17 აპრილიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები: ლეპტოპი, დენის წყაროსთან დამაკავშირებელი მოწყობილობა, ე.წ. „მაუსი“, „ნოკიას“ ფირმის და „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონები, ორი 20 ლარიანი კუპიურა, ერთი 50 ლარიანი კუპიურა, ერთი 5 ლარიანი კუპიურა, ლეპტოპის დეტალი დაუბრუნდეთ მის კანონიერ მფლობელებს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. კაპანაძე