განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 820100118002274927
საქმე №1/ბ-347-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 სექტემბერი, 2018 წ. ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე
პროკურორის - რ----- ბ---–----ის,ადვოკატის - ნ---- დ------ის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ო---- ტ----ის მიმართ, დაბადებული: 0---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, რეგისტრირებული: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ყ-------–------ი, ფაქტობრივად მცხოვრები: შუახევის რაიონი, სოფელი ბ----–-;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ო---- ტ----ემ ჩაიდინა:
1.1 ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
1.2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2017 წლის 10 ნოემბრის დ--–- ტ------–--ის ეპიზოდი);
1.3. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ (2017 წლის 10 ნოემბრის არასრულწლოვან ლ--–- ტ----ის ეპიზოდი);
1.4 ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ (2017 წლის 10 ნოემბრის არასრულწლოვან ლ---- ტ----ის ეპიზოდი);
1.5 ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2017 წლის 27 ნოემბრის დ--–- ტ------–--ის ეპიზოდი);
1.6 ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ (2017 წლის 27 ნოემბრის არასრულწლოვან ლ--–- ტ----ის ეპიზოდი);
1.7 ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ (2017 წლის 27 ნოემბრის არასრულწლოვან ლ---- ტ----ის ეპიზოდი).
ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 20 სექტემბრიდან 2017 წლის 30 ნოემბრამდე, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ----–ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ო---- ტ----ე არასრულწლოვანი შვილების ლ--–- და ლ---- ტ----ეების თანდასწრებით თავის მეუღლის დ--–- ტ------–--ის მიმართ ახორციელებდა სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რამაც დ--–- ტ------–--ის ფსიქოლოგიური ტანჯვა გამოიწვია. ამავე პერიოდში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ო---- ტ----ე სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა არასრულწლოვან შვილებს ლ--–- და ლ---- ტ----ეებს, რამაც ლ--–- და ლ---- ტ----ეების ფსიქოლოგიური ტანჯვა გამოიწვია.
2017 წლის 10 ნოემბერს, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ----–ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ო---- ტ----ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოჯახის წევრებს მეუღლე დ--–- ტ------–--ეს და არასრულწლოვან შვილებს ლ--–- და ლ---- ტ----ეებს, რა დროსაც მათ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2017 წლის 27 ნოემბერს დაახლოებით 16:00 საათზე, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ----–ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ო---- ტ----ე დანის სროლით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოჯახის წევრებს მეუღლე დ--–- ტ------–--ეს და არასრულწლოვან შვილებს ლ--–- და ლ---- ტ----ეებს, რა დროსაც მათ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 მაისის განაჩენით ო---- ტ----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და საჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ’’ და ,,გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით; საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 10 ნოემბრის დ--–- ტ------–--ის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით; საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 10 ნოემბრის არასრულწლოვან ლ--–- ტ----ის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით; საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 10 ნოემბრის არასრულწლოვან ლ---- ტ----ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით; საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 27 ნოემბრის დ--–- ტ------–--ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით; საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე- 2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 27 ნოემბრის არასრულწლოვან ლ--–- ტ----ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით; საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 27 ნოემბრის არასრულწლოვან ლ---- ტ----ის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ო---- ტ----ეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
ო---- ტ----ეს დანიშნულ სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებისა და პატიმრობის დრო, 2017 წლის 29 დეკემბრიდან 2018 წლის 01 მაისის ჩათვლით, გაუქმდა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და გათავისუფლდა პატიმრობიდან სხდომის დარბაზში.
2. სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი რ----- ბ---–----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 მაისის განაჩენში და მსჯავრდებულ ო---- ტ----ეს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვროს ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი, მაქსიმალური ვადის დანიშვნით; ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასჯელის შეფარდებისას სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი ქმედების ხასიათი და დანაშაულით გამოწვეული მძიმე შედეგები, რომ მსჯავრდებულმა ძალადობრივი ხასიათის დანაშაული ჩაიდინა მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილების მიმართ; აქედან გამომდინარე, დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას.
მსჯავრდებულ ო---- ტ----ის ინტერესების დამცველი ადვოკატი წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 მაისის განაჩენი.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორს რ----- ბ---–----ეს, რომელმაც მხარი დაუჭრა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
მსჯავრდებულ ო---- ტ----ის ინტერესების დამცველ ადვოკატს ნ---- დ------ეს, რომელმაც არ დაუჭირა მხარი პროკურორის სააპელაციო საჩივარს და ო---- ტ----ის მიმართ გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ო---- ტ----ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ო---- ტ----ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით; სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით; სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით;სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით; სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტო-ცხრილით, დ--–- ტ------–--ის, ლ--–- ტ----ის, ლ---- ტ----ის, ზ------ ზ----ის, ვ--–--ო ზ----ის, დ------ ზ----ის, ნ------- ა------–--ის, მ---–---- ხ--–--–---–ის, ზ----- დ-------ის დაკითხვის და გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და ფოტო-ცხრილით, შემაკავებელი ორდერით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით;
ამდენად, მსჯავრდებულ ო---- ტ----ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს დაუმძიმდეს სასჯელი და განესაზღვროს ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი.
სააპელაციო პალატა ო---- ტ----ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სააპალეციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ო---- ტ----ეს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და გულწრფელად მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, შერიგებულია დაზარალებულთან, რომელსაც მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, ო---- ტ----ის მხრიდან ადგილი ჰქონდა მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას და მისი მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტი არ გამოვლენილა, იგი არ არის ნასამართლევი და სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის განსახორციელებლად სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, დანაშაულთა ერთობლიობით დაუნიშნა სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაუთვალა პირობით, გამოსაცდელი ვადით.
სააპელაციო პალატას ო---- ტ----ის მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანად მიაჩნია, რის გამოც პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და მსჯავრდებულ ო---- ტ----ის მიმართ გასაჩივრებულ განაჩენში საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- ბ---–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ო---- ტ----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მე-2 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით; სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 10 ნოემბრის დ--–- ტ------–--ის ეპიზოდი); სსკ-ის 111-151 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის 10 ნოემბრის არასრულწლოვან ლ--–- ტ----ის ეპიზოდი); სსკ-ის 111-151 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის 10 ნოემბრის არასრულწლოვან ლ---- ტ----ის ეპიზოდი); სსკ-ის 111-151 -ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 27 ნოემბრის დ--–- ტ------–--ის ეპიზოდი); სსკ-ის 111-151 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის 27 ნოემბრის არასრულწლოვან ლ--–- ტ----ის ეპიზოდი); სსკ-ის 111-151 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის 27 ნოემბრის არასრულწლოვან ლ---- ტ----ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მე-2 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით, 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით;
საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 10 ნოემბრის დ--–- ტ------–--ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
საქართველოს სსკ-ის 111-151 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის 10 ნოემბრის არასრულწლოვან ლ--–- ტ----ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
საქართველოს სსკ-ის 111-151 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის 10 ნოემბრის არასრულწლოვან ლ---- ტ----ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
საქართველოს სსკ-ის 111-151 -ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 27 ნოემბრის დ--–- ტ------–--ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
საქართველოს სსკ-ის 111-151 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის 27 ნოემბრის არასრულწლოვან ლ--–- ტ----ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
საქართველოს სსკ-ის 111-151 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის 27 ნოემბრის არასრულწლოვან ლ---- ტ----ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, ო---- ტ----ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
ო---- ტ----ეს დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალოს დაკავების და პატიმრობის დრო - 2017 წლის 29 დეკემბრიდან 2018 წლის 01 მაისის ჩათვლით.
ო---- ტ----ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთმტკიცება დანა განადგურდეს, განაჩენის კანონიერი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე