განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 05031-118002246761
საქმე N3/ბ-458-18წ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17 იანვარი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე (მომხსენებელი)
მურთაზ მეშველიანი, ხათუნა ხომერიკი
სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე
აპელანტი – აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურო
წარმომადგენელი – სო--------–-------ე, ან---------ე
მოწინააღმდეგე მხარეები:
1. სს მ-----------------------------–-ა ,,კ--------–ი’’
წარმომადგენელი – ქე-----------–---–---–ი
2. ეკ-------------–--ე
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით ეკ-------------–--ის სარჩელის უარყოფა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. 2018 წლის 08 იანვარს ეკ-------------–--ემ სარჩელით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს სს მ-----------------------------–-ა ,,კ--------–ის’’ და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს მიმართ და მოითხოვა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს მიერ ჩატარებული აუქციონის შედეგების, ამავე ორგანოს მიერ 2014 წლის 05 დეკემბრის N1--------------1 განკარგულების და უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით 26.26.4----- მოპასუხე სს ,,მ--------------–ის’’ საკუთრების უფლების ბათილად ცნობა;
მოსარჩელის აღნიშვნით, ცხოვრობს ქალაქ ოზურგეთში, გა------------ს ქუჩის N1--–ი საცხოვრებელი სახლი არის მისი ბებიის ჟუ-–---------------–---ს საკუთრება, რომელიც საკარმიდამო ნაკვეთთან ერთად საჯარო რეესტრში 2008 წლის 4 ივნისს დარეგისტრირდა მის (ეკ-------------–--ის) სახელზე და უძრავ ქონებას მიენიჭა საკადასტრო კოდი №26.26.4-----;
2013 წლის 5 ნოემბერს ზემოაღნიშნული ქონება ისე, რომ მოსარჩელემ არაფერი იცოდა, საჯარო რეესტრში გაფორმდა მოსარჩელის დედის (ჟუ-–---------------–---ს შვილის) მა--------------–---ს საკუთრებაში. ამონაწერის მიხედვით საჯარო რეესტრში ქონების რეგისტრაციის საფუძვად მითითებულია - ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 25.06.2013 წლის გადაწყვეტილება N05------------- და ამავე სასამართლოს 20.08.2013 წ. გაცემული სააღსრულებო ფურცელი N05-------------;
2014წლის 3 დეკემბერს უძრავი ქონება გავიდა აუქციონზე და შეიძინა სააქციო საზოგადოება მ-----------------------------–-ა "კ--------–მა" 3030 ლარად. რის შემდეგაც აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურომ 2014 წლის 5 დეკემბერს გასცა განკარგულება N1--------------1, რომლის საფუძველზე უძრავი ქონება დარეგისტრირდა კ--------–ის საკუთრებაში. სს ,,კ--------–ისათვის’’ ცნობილი იყო, რომ სასამართლოს მიერ უძრავი ქონების რეალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას და ასევე სააღსრულებო წარმოების დაწყების დროს ქონების მესაკუთრე გარდაცვლილი იყო, ასევე ცნობილი იყო, რომ მოსარჩელე ეკ-------------–--ე იყო ანდრეძისმიერი მემკვიდრე, რომელსაც ფაქტობრივი ფლობით მიღებული ჰქონდა სამკვიდრო. ამდენად მიაჩნია, რომ მოპასუხე კ--------–ზე არ შეიძლება გავრცელებულიყო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების კეთილსინდისიერი შემძენის პირობები (ისევე როგორც სააღსრულებო მოქმედების დაწყების ინიცირებაზე), მოპასუხე სს ,,კ--------–მა’’ განზრახ არ მიუთითა სასამართლოს, ამდენად მოსარჩელემ მისი უფლებების აღდგენის მიზნით მიმართა სასამართლოს წინამდებრე სარჩელით.
მოსარჩელის განმარტებით ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლი ადგენს კრედიტორისა და მოვალის უფლებამოვალეობებს, მოცემულ შემთხვევაში აწ.განსვენებული ჟუ-–---------------–--ე წარმოადგენდა მოვალეს, რომლის უფლებამონაცვლესაც უნდა მისცემოდა შესაძლებლობა მოეხდინა ამ მუხლით და კანონმდებლობით (სამოქალაქო კოდექსის 301-31--ე მუხლები) მინიჭებული სხვა უფლებების რეალიზების საშუალება, მოსარჩელემ კი ამის შესახებ საერთოდ არაფერი იცოდა.
მოპასუხე - სს მ-----------------------------–-ა ,,კ--------–ის’’ წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მისი უარყოფა მოითხოვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით ეკ-------------–--ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს მიერ ჩატარებული აუქციონის შედეგები (განაცხადის N9---------4, აუქციონი N9------–---------1) და ამავე ორგანოს მიერ 2014 წლის 05 დეკემბრის N1--------------1 განკარგულება, ასევე ბათილად იქნა ცნობილი უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით 26.26.4----- მოპასუხე სს ,,მ--------------–ის“ საკუთრების უფლება.
ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1.1. 2014 წლის 03 დეკემბერს სადაო უძრავი ქონება აუქციონის გზით შეიძინა მოპასუხე სს ,,კ--------–მა'', რის შემდეგაც აღსრულების ეროვნული ბიუროს 2014 წლის 05 დეკემბრის განკარგულებით ქონება დარეგისტრირდა კ--------–ის საკუთრებაში. აუქციონს საფუძვლად დაედო ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება და სააღსრულებო ფურცელი, რომლებიც ბათილად იყო ცნობილი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა მოტივით.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას იხელმძღვანელა ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-11, 21-ე მუხლებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით და დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა ახალი გარემოება, კერძოდ ოზურგეთის რაინული სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის განჩინება, რომლითაც ბათილად იყო ცნობილი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რაც ეკ-------------–--ის სარჩელის საფუძვლიანობაზე მიუთითებდა..
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო წესით გაასაჩივრა აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურომ, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა, შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1.1. აპელანტის განმარტებით, სადავო განკარგულება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის გამოცემისას გამოიყენება "სააღასრულებო წარმოებათა შესახებ" კანონით, როგორც სპეციალური კანონით დადგენილი წესები. გამომდინარე აქედან, მისი კანონიერების შემოწმება უნდა მოხდეს სწორედ ამ ნორმებათან შესაბამისობის დადგენის კუთხით. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლოს არც ერთი ნორმა არ გამოუყენებია, რომელიც სადავო სამართალურთიერთობას არეგულირებდა, ამასთან, საყურადღებოა, რომ დავის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეთა კატეგორიას მიკუთვნების ერთ-ერთი კრიტერიუმია პროცესში აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს მხარედ ყოფნა, მითითებულს არეგულირებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 14-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 79-ე მუხლით გათვალისწინებული პირების გარდა, ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილეობს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე რაიმე ქმედება. მართალია სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო პროცესში მონაწილეობს როგორც მე-3 პირი, თუმცა, საგულისხმოა, რომ იმ პირობებში, როცა სასამართლოს უნდა შეეფასებინა სწორედ მის მიერ გამოცემული აქტის კანონიერება, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო პროცესში ჩართული უნდა ყოფილიყო მოპასუხის სტატუსით;
3.1.2. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ ბათილად ცნო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ისე, რომ არ მიუთითა არც ერთი სამართლებრივი ნორმა, რომელთა დარღვევითაც იქნა გამოცემული სადავო განკარგულება. შესაბამისად, აპელანტი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია კანონდარღვევით, კერძოდ, მას არ გააჩნია საკმარისი სამართლებრივი დასაბუთება, მეტიც წინააღმდეგობაშია აქტის ბათილად ცნობისთვის დადგენილ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც ითხოვს მის გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფას.
4. საქმის წარმოების შეწყვეტის დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება და ეკ-------------–--ის სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატა მიუთითებს საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
4.1.1. 201- წლის 5 აგვისტოს მომზადებული ამონაწერით დადგენილია, რომ ოზურგეთში, კ.გა------------ს ქუჩის N1--–ი მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის, რომლის საკადასტრი კოდია 26.26.4----- (დაზუსტებული ფართით 382 კვ.მ., ნაკვეთის წინა N26.26.0-----, სხვა ფართი: საერთო ფართი 2--.14 კვ.მ., საცხოვრებელი ფართი 176.02 კვ.მ., განაშენიანების ფართი 125.60 კვ.მ., არასაცხოვრებელი ფართი 46.12 კვ.მ., სართულიანობა 2, ოთახების რაოდენობა 13, სამეურნეო ფართი 19 კვ.მ., აივანი 27.12) მესაკუთრეა ჟუ-–---------------–--ე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია: 1) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის 04.06.2007 წ. ცნობა; 2) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების N1---- აქტი; 3) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ქ. ოზურგეთის ტერიტორიული ორგანოს 03.06.2008 წ. N12-- ცნობა (ს.ფ. 16, ტ.1);
4.1.2. N57---- გარდაცვალების მოწმობით ირკვევა, რომ ჟუ-–---------------–--ე გარდაიცვალა 18.01.2012 წ (ს.ფ. 18, ტ1);
4.1.3. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს.2012 წლის 15 მარტის N2/39-12 განჩინებით მხარეთა მორიგების გამო შეწყდა საქმის წარმოება (ს.ფ. 36-38, ტ.1)
ამავე სასამართლოს 2012 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სს ,,მ--------------–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; გურიის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ სააღსრულებო წარმოებაში, კრედიტორი - სს მ-----------------------------–-ა ,,კ--------–ი’’, სოლიდარული მოვალეები - მა--------------–--ე, ლი-–------–--–---–ი, ვა-–-----------------ე, იძულებითი აღსრულების გაგრძელების უზუნველსაყოფად მოვალე (იპოთეკის საგნის მესაკუთრე) ჟუ-–---------------–---ს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მისი პირველი რიგის მემკვიდრე მა--------------–--ე (ს.ფ. 39-40, ტ.1).
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 ივნისის N05------------- გადაწყვეტილებით, სს ,,მ--------------–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ჟუ-–---------------–---ს უფლებამონაცვლეს მა--------------–--ეს, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეს დაევალა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უძრავი ქონების, მდებარე ქ.ოზურგეთი, გა------------ს ქუჩა N1-, მესაკუთრედ დარეგისტრირება (ს.ფ. 25-28, ტ.1).
ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე 20.08.2013 წ., საქმე N05-------------, გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 29, ტ.1);
4.1.4. 2013 წლის 5 ნოემბერს მომზადებული ამონაწერით, ოზურგეთში, კ.გა------------ს ქუჩის N1--–ი მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის, რომლის საკადასტრი კოდია 26.26.4----- (დაზუსტებული ფართით 382 კვ.მ., ნაკვეთის წინა N26.26.0-----, სხვა ფართი: საერთო ფართი 2--.14 კვ.მ., საცხოვრებელი ფართი 176.02 კვ.მ., განაშენიანების ფართი 125.60 კვ.მ., არასაცხოვრებელი ფართი 46.12 კვ.მ., სართულიანობა 2, ოთახების რაოდენობა 13, სამეურნეო ფართი 19 კვ.მ., აივანი 27.12) მესაკუთრეა მა--------------–--ე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია: 1) ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 25.06.2013 წ. N05------------- გადაწყვეტილება, 2)ოზურგეთის რაიონულის სასამართლოს მიერ 20.08.2013 წ. გაცემული N05------------- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 24. ტ.1);
4.1.5. აუქციონის მიმდინარეობის შესახებ ამონაწერით, ქ.ოზურგეთში, გა------------ს ქუჩის N1--–ი მდებარე უძრავი ქონება გაყიდულ იქნა 3050 ლარად (ს.ფ. 31-33, ტ.1);
4.1.6. აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2014 წლის 6 დეკემბრის NA1--------------1 განკარგულებით, საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ აუქციონზე შეძენილ უძრავ ქონებაზე, მოვალე მა--------------–---ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ს/კ.26.26.4----- შემძენი გახდა სს მ-----------------------------–-ა ,,კ--------–ი’’(ს.ფ. 34, ტ.1);
4.1.7. საჯარო რეესტრიდან 2017 წელს 29 დეკემბერს მომზადებული ამონაწერით, ოზურგეთში, კ.გა------------ს ქუჩის N1--–ი მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის, რომლის საკადასტრი კოდია 26.26.4----- (დაზუსტებული ფართით 382 კვ.მ., ნაკვეთის წინა N26.26.0-----, სხვა ფართი: საერთო ფართი 2--.14 კვ.მ., საცხოვრებელი ფართი 176.02 კვ.მ., განაშენიანების ფართი 125.60 კვ.მ., არასაცხოვრებელი ფართი 46.12 კვ.მ., სართულიანობა 2, ოთახების რაოდენობა 13, სამეურნეო ფართი 19 კვ.მ., აივანი 27.12) მესაკუთრეა სააქციო საზოგადოება მ-----------------------------–-ა ,,კ--------–ი’’ (ს/კ. 212------). უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია: აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს NA1--------------1 განკარგულება (ს.ფ. 35. ტ.1);
4.1.7.1992 წლის 29 ოქტომბერს შედგენილი ანდერძით, ჟუ-–---------–-------ს ასული ბუ------–---მ მთელი მისი ქონება ... მდებარე ქ.ოზურგეთი, ყ-------- ქუჩა N1- უანდერძა შვილიშვილს ეკ----------------------------–----–--ეს (ს.ფ. 19, ტ.1);
4.1.8. 2017 წლის 29 დეკემბერს, ეკ-------------–--ემ განცხადებით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლისა და 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 15 მარტის და 2013 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებების, 2012 წლის 25 ოქტომბრის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება;
4.1.9. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 თენებრვლის განჩინებით ეკ-------------–--ის განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 15 მარტის და 2013 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებები და 2012 წლის 25 ოქტომბრის განჩინება (საქმე №2/39-12, N2/377-12 და 2----13) და განახლდა საქმის წარმოება;
4.1.1-. სააპელაციო სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საქმე N2----13) სს ,,მ--------------–ი’’-ს მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მა--------------–---სათვის და ვა-–-----------------ისათვის 14 639.32 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მხარის მოთხოვნა - სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში მ.ბუ------–---ს სასესხო ვალდებულების სრულად დასაფარავად გადახდევინება მიქცეულ იქნას იპოთეკის საგნის ს/კ 26.26.4----- და მა--------------–---ს და ვა-–-----------------ის საკუთრებაში არსებულ ნებისმიერ ქონებაზე - არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით იპოთეკის საგნის (ს/კ 26.26.4-----) მესაკუთრედ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებულ იქნა ეკ-------------–--ე;
4.1.11. საჯარო რეესტრიდან 2018 წლის 1- დეკემბერს მომზადებული ამონაწერით, ოზურგეთში, კ.გა------------ს ქუჩის N1--–ი მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის, რომლის საკადასტრი კოდია 26.26.4----- (დაზუსტებული ფართით 382 კვ.მ., ნაკვეთის წინა N26.26.0-----, სხვა ფართი: საერთო ფართი 2--.14 კვ.მ., საცხოვრებელი ფართი 176.02 კვ.მ., განაშენიანების ფართი 125.60 კვ.მ., არასაცხოვრებელი ფართი 46.12 კვ.მ., სართულიანობა 2, ოთახების რაოდენობა 13, სამეურნეო ფართი 19 კვ.მ., აივანი 27.12) მესაკუთრეა ეკ-------------–--ე (პ/ნ. 33---------). უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია: გადაწყვეტილება, საქმე N2----13, დამოწმების თარიღი 05.12.2018, ოზურგეთის რაიონული სასამართლო. მითითებულ რეგისტრაციასთან დაკავშირებით მხარეებს შორის დავა არ მიმდინარეობს.
სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელის დასაშვებობის წინაპირობები რეგლამენტირებულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლში, რომლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
ამდენად, როგორც ზემოაღიშნული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, პროცესუალური უფლება სარჩელზე უშუალოდ უკავშირდება სარჩელზე უფლებას მატერიალური თვალსაზრისით. სასკ-ის 32-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის სავალდებულოა დადასტურდეს აქტის კანონსაწინააღმდეგობა და მოსარჩელისათვის მიყენებული პირდაპირი და უშუალო ზიანი არსებობა ან კანონიერი უფლებისა თუ ინტერესის უკანონოდ შეზღუდვა.
პალატა განმარტავს, რომ დაინტერესებულ მხარედ ითვლება პირი, რომლის კანონიერ ინტერესზეც პირდაპირ და უშულო (ინდივიდუალურ) გავლენას ახდენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება (სზაკ-ის მე-2 მუხ. “ბ” ქვეპუნქტი). შესაბამისად, მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენს დაამტკიცოს მისი უფლების დარღვევის ფაქტი, დავაში მისი უფლებადამცავი ინტერესი და ამასთან, მან უნდა დაამტკიცოს, რომ მისი ინტერესების სფერო სწორედ მიღებული ზომების შედეგად დაირღვა. გარდა ამისა, მოსარჩელის უფლება და ინტერესი კანონით უნდა იყოს დაცული ანუ სახეზე უნდა იყოს პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანი პირის სამართლებრივად დაცულ უფლებებსა და ინტერესზე. აღსანიშნავია, რომ ინტერესის არსებობა გულისხმობს მხარის რეალურ, ფაქტობრივ ინტერესს და გამორიცხავს თეორიული ინტერესის დაშვების შესაძლებლობას.
სააპელაციო პალატა კვლავ მიუთითებს, რომ სარჩელის აღძვრის საფუძველს წარმოადგენს არა ნებისმიერი, არამედ იურიდიული, კანონიერი დაინტერესება. კანონიერი ინტერესის არსებობა ობიექტურ მონაცემებზე უნდა იყოს დამყარებული. ასეთ მონაცემებს უპირველეს ყოვლისა წარმოადგენს სარჩელის აღძვრის საბაბის ფაქტები, მაგ. უფლების დარღვევა ან დარღვევის საშიშროება, რომლებზედაც მოსარჩელემ უნდა მიუთითოს. კანონმდებლობა სავალდებულოდ მიიჩნევს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დადასტურებას. ინტერესის არსებობისათვის არ კმარა მის შესახებ მხოლოდ მოსარჩელის განცხადება. თუ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი პირის სამართლებრივ მდგომარობაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ იწვევს, მაშინ სარჩელი არის დაუშვებელი.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი აღძრულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით; კერძოდ ეკ-------------–--ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს მიერ ჩატარებული აუქციონის შედეგების, ამავე ორგანოს მიერ 2014 წლის 05 დეკემბრის N1--------------1 განკარგულების და უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით 26.26.4----- მოპასუხე სს ,,მ--------------–ის’’ საკუთრების უფლების ბათილად ცნობა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ.ოზურგეთში, კ.გა------------ს ქუჩის N1--–ი მდებარე უძრავი ქონების (ს/კ. 26.26.4-----) მესაკუთრედ 2018 წლის 1- დეკემბრიდან რეგისტრირებულია ეკ-------------–--ე (პ/ნ. 33---------). უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად კი მითითებულია: გადაწყვეტილება, საქმე N2----13, დამოწმების თარიღი 05.12.2018, ოზურგეთის რაიონული სასამართლო. აღსანიშნავია, რომ მითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ ეკ-------------–--ის სარჩელის მიზანი - უძრავი ქონების მის საკუთრებაში დარეგისტრირება - მიღწეულია, რადგანაც ქონება საჯარო რეესტრში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე უკვე აღრიცხულია მის საკუთრებაში, შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნას გამოეცალა საფუძველი, აქედან გამომდინარე პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული აქტებით მოსარჩელეს ვერ მიადგება ზიანი და ვერც მისი უფლება შეიზღუდება.
ამდენად პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარემ ვერ დაასაბუთა თუ რა იურიდიული ინტერესი გააჩნია მას სადავო აქტების მიმართ, ამასთან მოცემული სარჩელის ფარგლებში შეუძლებელია სადავო აქტების ბათილად ცნობის შემთხვევაში მოსარჩელის სასარგებლო იმგვარი შედეგის მიღწევა, რაც უკვე უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციით დამდგარია. შესაბამისად პალატა თვლის, რომ მოსარჩელეს აღარ აქვს სარჩელის დაკმაყოფილებისა და სადავო აქტების ბათილად ცნობის კანონიერი ინტერესი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საქმის სააპელაციო წესით განხილვისას დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენისას სასამართლო იღებს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებას, რომელიც საჩივრდება კერძო საჩივრით.
5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ეკ-------------–--ის სარჩელი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნას, რამდენადაც საქმის მასალების მიხედვით სახეზე არ არის გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით მოსარჩელის კანონით დაცულ უფლებაზე პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენების ფაქტი და ინტერესი - სასამართლო წესით აღდგენილ იქნეს კანონით მინიჭებულ უფლებებში, რაც წარმოადგენს სარჩელის დაუშვებლად ცნობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს.
6.საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის შეწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განახევრდება. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარიდან მის გადამხდელს - აღსრულების ეროვნული ბიუროს უნდა დაუბრუნდეს 75 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 262 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 390-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი განჩინება;
3. ეკ-------------–--ის სარჩელისა გამო N3/ბ-458-18წ. ადმინისტრაციულ საქმეზე შეწყდეს საქმის წარმოება;
4. აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარიდან დაუბრუნდეს 75 ლარი (სახელმწიფო ბაჟი გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: საგადახდო მოთხოვნა N1---5, გადახდის თარიღი 2018 წლის 27 სექტემბერი, სახაზინო კოდი 3--------, ბანკის კოდი TR-----2);
5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32) განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში, კერძო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32).
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
მურთაზ მეშველიანი
ხათუნა ხომერიკი