განაჩენი

სისხლის სამართლის 29.05.2019
საქმის ნომერი
080100119002873395
ინსტანცია
თარიღი
29.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100119002873395

საქმე №1/ბ-299-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 მაისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ---- ზ-------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გ------- უ--–---ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), დაუოჯახებელის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ---------–------------------–---------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1511 მუხლის პირველი ნაწილით, 3811 მუხლის პირველი ნაწილით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 მარტის განაჩენით:

 

გ------- უ--–--- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 21 დეკემბრის ეპიზოდი), 1511 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 7 ნოემბრიდან 2019 წლის 10 იანვრამდე ეპიზოდი), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 21 დეკემბრის ეპიზოდი), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 24 დეკემბრის ეპიზოდი) და 3811 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 10 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, გ------- უ--–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ გ------- უ--–---ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

გ------- უ--–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 23 იანვრიდან 2019 წლის 28 მარტის ჩათვლით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, გ------- უ--–---ს ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება და დახმარება დაევალა პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. გ------- უ--–---ს დაევალა პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------- უ--–---მ ჩაიდინა:

 

_ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

_ადევნება, ესე იგი პირადად პირის არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის და სხვა საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს;

 

_სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

_შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

 

განაჩენის მიხედვით, გ------- უ--–---ს მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 21 დეკემბერს, საღამოს საათებში, ქ---------–--------–-----–----------------------------ში, გ------- უ--–---მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქ--------- კ--–--ეს, კერძოდ, მოქაჩა თმებში, სახეზე მოუჭირა ხელი და დაარტყა სახის არეში, ასევე რამდენჯერმე დაარტყა ფეხი ფეხის არეში, რის შედეგადაც ქ--------- კ--–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 7 ნოემბერიდან 2019 წლის 10 იანვრამდე პერიოდში, გ------- უ--–--- სისტემატიურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას ქ--------- კ--–--ესთან, კერძოდ, მისი ნების საწინააღმდეგოდ მიდიოდა მასთან სამსახურში, ბაგა-ბაღში და სახლში, ემუქრებოდა და ძალადობდა მასზე, რის გამოც მის მიმართ ძალადობის გამოყენების შიშით ქ--------- კ--–--ე იძულებული გახდა შეეცვალა თავისი ადგილსამყოფელი, რათა გ------- უ--–---ს მისი ნების საწინააღმდეგოდ მასთან არ დაემყარებინა არასასურველი კომუნიკაცია.

 

2018 წლის 21 დეკემბერს, საღამოს საათებში, ქ---------–--------–-----–---------------ში, გ------- უ--–--- დაემუქრა ქ--------- კ--–--ეს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2019 წლის 5 იანვარს გამოიცა შემაკავებელი ორდერი №0-----, რომლითაც გ------- უ--–---ს აეკრძალა ქ--------- კ--–--ის სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილთან მიახლოება, სადაც იგი იმყოფებოდა. მიუხედავად აკრძალვისა, 2019 წლის 10 იანვარს, საღამოს საათებში, გ------- უ--–--- მივიდა ქ--------- კ--–--ის საცხოვრებელ სახლში, ქ---------–--------–-----–---------------ში და ქ--------- კ--–--ის ნების საწინააღმდეგოდ დაამყარა მასთან კომუნიკაცია, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები.

 

2018 წლის 24 დეკემბერს, საღამოს საათებში, ქ---------–--------–-----–---------------ში, გ------- უ--–--- დაემუქრა ქ--------- კ--–--ეს სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, რის შედეგადაც ქ--------- კ--–--ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ---- ზ-------–---–მა, რომელმაც ითხოვა მსჯავრდებულ გ------- უ--–---სთვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, იმ საფუძვლით, რომ მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელი ზედმეტად მსუბუქია და არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილ ქმედებას.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ---- ზ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: დაზარალებულ ქ--------- კ--–--ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების _ შ------- პ-----ს, ა----------ს, ა-–--–- ნ-------–---–ის და გ--–- ჭ--–--ის გამოკითხვის ოქმებით; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით; შემაკავებელი ორდერით და საქმის სხვა მასალებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ------- უ--–---მ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

მოცემულ შემთხვევაში პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს გ------- უ--–---სთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, რომლის გაუთვალისწინებლადაც შეუძლებელია სასჯელის სამართლიანობაზე საუბარი, სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს მსჯავრდებულის პიროვნება და საქმის გარემოებები, ასევე ის, თუ კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: გ------- უ--–--- მსჯავრდებულია ნაკლებად მძიმე დანაშაულების ჩადენისათვის, მან აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, დაზარალებულთან შერიგებულია და მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. საქმეში წარმოდგენილია 2019 წლის 15 თებერვლის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, რომლის თანახმად, დაზარალებული ქ--------- კ--–--ე შეურიგდა გ------- უ--–---ს, რომლის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია და ითხოვს მასზე გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური შეღავათები, ამასთან, თანახმაა მის მიმართ გამოყენებული იქნეს პირობითი მსჯავრი.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ------- უ--–---სთვის გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის სახე და ზომა სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული (რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი) და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულ გ------- უ--–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია მისთვის პირობითი მსჯავრის განსაზღვრა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 მარტის განაჩენი გ------- უ--–---ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ---- ზ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 მარტის განაჩენი გ------- უ--–---ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.გ------- უ--–--- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1511 მუხლის პირველი ნაწილით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 21 დეკემბრის და 24 დეკემბრის ეპიზოდები) და 3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 21 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 24 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ------- უ--–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

5.მსჯავრდებულ გ------- უ--–---ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2019 წლის 23 იანვრიდან 2019 წლის 28 მარტის ჩათვლით.

 

6.ცნობად იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ გ------- უ--–---ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა და იგი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადებისთანავე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

7.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე, 66-ე მუხლებისა და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულ გ------- უ--–---ს ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულ გ------- უ--–---ს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/